ჩხოროწყუში უფასო ოფთალმოლოგიური გამოკვლევები 55 პაციენტს ჩაუტარდა

ჩხოროწყუში უფასო ოფთალმოლოგიური გამოკვლევები 55 პაციენტს ჩაუტარდა

  • iRegions.Ge
  • 20 მარტი, 2017
  • 13:13
  • ადმინისტრატორი

დღეს თვალის მიკროქირურგიის ჯავრიშვილის კლინიკა ,,ოფთალმიჯის“ ექიმმა ეკა რაფავამ გამგეობის ადმინისტრაციულ შენობაში დაბა ჩხოროწყუში მცხოვრებ მოქალაქეებს უფასო ოფთალმოლოგიური გამოკვლევები ჩაუტარა და სხვადასხვა სახის კონსულტაცია გაუწია,- ამის შესახებ ინფორმაციას ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგეობა ავრცელებს. 

გამგეობის ცნობით, გამოკვლევა 55 პაციენტს ჩაუტარდა. აქცია ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგეობის მხარდაჭერით ხორციელდება.

ოფთალმოლოგიური გამოკვლევები ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში პერიოდულად ჩატარდება.

გამოკვლევებს მუნიციპალიტეტის გამგებელი დათო გოგუა დაესწრო, შეხვდა პაციენტებს და მათ საჭიროებებს გაეცნო.

"ფანჯარას ვერ გააღებ ზაფხულში", - ლანჩხუთის მოსახლეობა ჰაიდელბერგ-ცემენტის მუშაობას აპროტესტებს

9 საათის წინ

გურიაში, სუფსაში არსებულ ჰაიდელბერგ-ცემენტის ადმინისტრაციული შენობის ლანჩუთის მუნციპალიტეტის მოსახლეობა შეიკრიბა და აქციას მართავს, სოფელი სუფსისა და ტაბანას მოსახლეობა ქარხნის მუშაობას აპროტესტებს და აცხადებენ, რომ არსებული ქარხანა...

USD 2.4402
EUR 3.0017
GBP 3.4343
TRY 0.6036