ხაშურში ლიტვური მხარის დაფინანსებით ახალი დასასვენებელი პარკი გაშენდება

ადმინისტრატორი

ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგებელი გიორგი გურასპაშვილი საქართველოში ლიტვის რესპუბლიკის სრულუფლებიან და საგანგებო ელჩ გიედრიუს პუოჯუნასს შეხვდა,- ამის შესახებ ინფორმაიას ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობა ავრცელებს. 

შეხვედრაზე განიხილეს ხაშურში, ყოფილი აგურის ქარხნის ტერიტორიაზე რეკრეაციული ზონის - პარკის გაშენების საკითხი. სტუმრებმა და მასპინძლებმა ერთად დაათვალიერეს პარკისთვის განსაზღვრული ტერიტორია, რომელიც მუნიციპალიტეტის საკუთრებაშია. 

აგურის ქარხნის ტერიტორიაზე პარკი ლიტვური მხარის ფინანსური მხარდაჭერით და ხაშურის მუნიციპალიტეტის ჩართულობით გაშენდება. ამ ეტაპზე მიმდინარეობს პროექტის ტექნიკური ნაწილის მოწესრიგება, რის შემდეგაც გაიწერება პროექტის დეტალური გეგმა და დაიწყება სამუშაოები.

პარკის გაშენების პროექტი მასშტაბურია. იგი არსებული ტერიტორიის დასუფთავებას, ლანშაფტის მოსწორებას და სრულ რეაბილიტაციას მოიცავს. შესაბამისად, პროექტის განხორციელება რამდენიმე ეტაპად მოხდება.

პროექტის დასრულების შემდგომ ხაშურელი მოსახლეობის კულტურული დასვენებისთვის ახალი კომფორტული სივრცე შეიქმნება.

შეხვედრას ესწრებოდა მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური განვითარების სამსახურის უფროსი სერგო ლალიაშვილი და საელჩოსა და მუნიციპალიტეტის სხვა წარმომადგენლები. 

მსგავსი სიახლეები
ავერსის კლინიკაში 4 წლის პაციენტს ღვიძლი გადაუნერგეს

8 დეკემბერი, 2017

23 ნოემბერს ავერსის კლინიკაში 4 წლის პაციენტს ღვიძლი გადაუნერგეს. დონორი ბავშვის მამა იყო. ოპერაციამ გართულებების გარეშე ჩაიარა, პოსტოპერაციული პერიოდი დამაკმაყოფილებლად მიმდინარეობს. info9.ge The post ავერსის კლინიკაში 4 წლის...

მეტი

"მთის კურორტების განვითარების კომპანიამ" ბაკურიანში, დიდველის სათხილამურო არეალი გახსნა

12 დეკემბერი, 2017

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს "მთის კურორტების განვითარების კომპანიამ" ბაკურიანში, დიდველის სათხილამურო არეალი ოფიციალურად გახსნა. დამსვენებლები ისარგებლებენ ნოდარ ქუმარიტაშვილის სახელობის "ნოდოს"...

მეტი

ხაშურში ლიტვური მხარის დაფინანსებით ახალი დასასვენებელი პარკი გაშენდება

ხაშურში ლიტვური მხარის დაფინანსებით ახალი დასასვენებელი პარკი გაშენდება
14:11 | 20 მარტი, 2017

შეხვედრაზე განიხილეს ხაშურში, ყოფილი აგურის ქარხნის ტერიტორიაზე რეკრეაციული ზონის - პარკის გაშენების საკითხი. სტუმრებმა და მასპინძლებმა ერთად დაათვალიერეს პარკისთვის განსაზღვრული ტერიტორია, რომელიც მუნიციპალიტეტის საკუთრებაშია. 

აგურის ქარხნის ტერიტორიაზე პარკი ლიტვური მხარის ფინანსური მხარდაჭერით და ხაშურის მუნიციპალიტეტის ჩართულობით გაშენდება. ამ ეტაპზე მიმდინარეობს პროექტის ტექნიკური ნაწილის მოწესრიგება, რის შემდეგაც გაიწერება პროექტის დეტალური გეგმა და დაიწყება სამუშაოები.

პარკის გაშენების პროექტი მასშტაბურია. იგი არსებული ტერიტორიის დასუფთავებას, ლანშაფტის მოსწორებას და სრულ რეაბილიტაციას მოიცავს. შესაბამისად, პროექტის განხორციელება რამდენიმე ეტაპად მოხდება.

პროექტის დასრულების შემდგომ ხაშურელი მოსახლეობის კულტურული დასვენებისთვის ახალი კომფორტული სივრცე შეიქმნება.

შეხვედრას ესწრებოდა მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური განვითარების სამსახურის უფროსი სერგო ლალიაშვილი და საელჩოსა და მუნიციპალიტეტის სხვა წარმომადგენლები. 

ავტორი: ადმინისტრატორი