ქუმსიშვილი: ბიზნეს სახლთან ერთად მისი მხარდამჭერი ელექტრონული პორტალიც ამოქმედდება

ქუმსიშვილი: ბიზნეს სახლთან ერთად მისი მხარდამჭერი ელექტრონული პორტალიც ამოქმედდება

"ღია საჯარო მმართველობა ჩვენი მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმის ნაწილია. შემდეგი რეფორმა, რომელსაც განვახორციელებთ, იქნება ბიზნეს სახლი. ასევე მომზადდება მისი მხარდამჭერი პორტალი - ელექტრონული სივრცე, სადაც კერძო სექტორი მიიღებს 600-ზე მეტ სერვისს ერთ პორტალზე, ისევე როგორც ბიზნეს სახლში", - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა საერთაშორისო ბიზნეს ფორუმზე „საქართველოს ეკონომიკა: პერსპექტივები და გამოწვევები“ სიტყვით გამოსვლისას.

„ეს არის უნიკალური შესაძლებლობა, რომელიც იძლევა მთავრობის ზომის შემცირების რეალურ შანსს; იძლევა სწორ გადაწყვეტილებებს იმისათვის, რომ ჩვენ საუკეთესო სერვისები მივაწოდოთ კერძო სექტორს და ამავდროულად მოვახერხოთ ყოველივე ამის სწორი ადმინისტრირება“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

მისი თქმით, ბიზნეს სახლი კიდევ ერთი უნიკალური სერვისი იქნება გაწეული ინვესტორებისათვის, იმ ხალხისთვის, რომლებიც საქართველოში ინვესტიციებს განახორციელებს.

ვითიბი ბანკის საკრედიტო პორტფელმა მილიარდ ლარს გადააჭარბა

ვითიბი ბანკის საკრედიტო პორტფელმა მილიარდ ლარს გადააჭარბა

2 საათის წინ

პირველი კვარტლის ბოლოსთვის ვითიბი ბანკის აქტივებმა 1,6 მილიარდი ლარი შეადგინა.მარტის ბოლოსთვის უკუგებამ მთლიან აქტივებზე (ROA) 2.2% შეადგინა, ხოლო უკუგებამ საკუთარ კაპიტალზე (ROE)  15.6%. "ვითიბი ბანკის  ფინანსური მაჩვენებლების ზრდა ბანკის სწორი...

USD 2.4402
EUR 3.0017
GBP 3.4343
TRY 0.6036