საინჟინრო ბრიგადის ასეულისთვის საბაზისო სწავლება დაიწყო

ადმინისტრატორი

საქართველოს შეიარაღებული ძალების საინჟინრო ბრიგადის რადიაქტიული, ქიმიური და ბიოლოგიური (რქბ) დაცვის ასეულისთვის საბაზისო სწავლება დაიწყო. ასეულის პირად შემადგენლობას წვრთნებს გერმანიის სამხედრო ძალების რქბ სკოლის ინსტრუქტორები უტარებენ,- ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. 

სწავლების გახსნის ცერემონიალი დღეს საინჟინრო ბრიგადის სამწყობრო მოედანზე გაიმართა. სამხედრო მოსამსახურეებს სიტყვით საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის სარდალმა, პოლკოვნიკმა შავლეგო ტაბატაძემ და გერმანიის რქბ სკოლის ხელმძღვანელმა, ვიცე-პოლკოვნიკმა მატიას არნოლდმა მიმართეს.

მათ აღნიშნული სწავლებისა და საქართველოსა და გერმანიას შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და მონაწილეებს წარმატებები უსურვეს.

პოლკოვნიკმა შავლეგო ტაბატაძემ გერმანულ მხარეს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელების იმედი გამოთქვა. პირად შემადგენლობას ბრიგადის მეთაური, ვიცე-პოლკოვინი ზეზვა ნავერიანიც მიესალმა.

2016 წელს გერმანიის თავდაცვის სამინისტრომ საქართველოს შეიარაღებული ძალების საინჟინრო ბრიგადას სპეციალური სადეკონტემინაციო სატვირთო მანქანები გადასცა.

საბაზისო სწავლება 20-დან 31 მარტის ჩათვლით, საქართველოში პირველად იმართება. ქართველი სამხედრო მოსამსახურეები სწავლების ფარგლებში საბაზისო, საჭირო უნარ-ჩვევების ათვისებას შეძლებენ, რომელიც მათ სპეციალური სადეკონტემინაციო ტექნიკისა და აღჭურვილობის გამოყენებაში დაეხმარება.

დღესვე, გერმანელმა სტუმრებმა და საინჟინრო ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეებმა ბრიგადის ტერიტორიაზე გამოფენილი სადეკონტემინაციო ტექნიკა და აღჭურვილობა დაათვალიერეს.

რადიაქტიულ, ქიმიურ და ბიოლოგიურ (რქბ) თავდაცვის სფეროში პარტნიორობა გერმანულ მხარესთან 2014 წელს დაიწყო.
მომავალში, ასეულის შესაძლებლობების განვითარებისა და პროფესიონალიზმის ამაღლების მიზნით, ერთობლივი ღონისძიებების ორგანიზება იგეგმება. 

მსგავსი სიახლეები
ი.ციციშვილის კლინიკაში განყოფილებას ანი ჩხაიძის სახელი მიენიჭა

13 სექტემბერი, 2017

ი.ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკის ქრონიკული კრიტიკული მდგომარეობების განყოფილებას ანი ჩხაიძის სახელი მიენიჭა. ღონისძიებას შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის...

მეტი

მაო ძედუნისა და სტალინის მუზეუმებს შორის მემორანდუმი გაფორმდა

23 სექტემბერი, 2017

    გორში, სტალინის სახელმწიფო მუზეუმსა და ჩინეთის მაო ძედუნის მემორიალურ მუზეუმებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც სამეცნიერო და საგანმანათლებლო მიმართულებით  მუზეუმების თანამშრომლობას...

მეტი

საინჟინრო ბრიგადის ასეულისთვის საბაზისო სწავლება დაიწყო

საინჟინრო ბრიგადის ასეულისთვის საბაზისო სწავლება დაიწყო
13:42 | 20 მარტი, 2017

სწავლების გახსნის ცერემონიალი დღეს საინჟინრო ბრიგადის სამწყობრო მოედანზე გაიმართა. სამხედრო მოსამსახურეებს სიტყვით საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის სარდალმა, პოლკოვნიკმა შავლეგო ტაბატაძემ და გერმანიის რქბ სკოლის ხელმძღვანელმა, ვიცე-პოლკოვნიკმა მატიას არნოლდმა მიმართეს.

მათ აღნიშნული სწავლებისა და საქართველოსა და გერმანიას შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და მონაწილეებს წარმატებები უსურვეს.

პოლკოვნიკმა შავლეგო ტაბატაძემ გერმანულ მხარეს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელების იმედი გამოთქვა. პირად შემადგენლობას ბრიგადის მეთაური, ვიცე-პოლკოვინი ზეზვა ნავერიანიც მიესალმა.

2016 წელს გერმანიის თავდაცვის სამინისტრომ საქართველოს შეიარაღებული ძალების საინჟინრო ბრიგადას სპეციალური სადეკონტემინაციო სატვირთო მანქანები გადასცა.

საბაზისო სწავლება 20-დან 31 მარტის ჩათვლით, საქართველოში პირველად იმართება. ქართველი სამხედრო მოსამსახურეები სწავლების ფარგლებში საბაზისო, საჭირო უნარ-ჩვევების ათვისებას შეძლებენ, რომელიც მათ სპეციალური სადეკონტემინაციო ტექნიკისა და აღჭურვილობის გამოყენებაში დაეხმარება.

დღესვე, გერმანელმა სტუმრებმა და საინჟინრო ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეებმა ბრიგადის ტერიტორიაზე გამოფენილი სადეკონტემინაციო ტექნიკა და აღჭურვილობა დაათვალიერეს.

რადიაქტიულ, ქიმიურ და ბიოლოგიურ (რქბ) თავდაცვის სფეროში პარტნიორობა გერმანულ მხარესთან 2014 წელს დაიწყო.
მომავალში, ასეულის შესაძლებლობების განვითარებისა და პროფესიონალიზმის ამაღლების მიზნით, ერთობლივი ღონისძიებების ორგანიზება იგეგმება. 

ავტორი: ადმინისტრატორი