ქართველი მეწარმეები პროგრამაში "Fit for Partnership with Germany" მიიღებენ მონაწილეობას

ადმინისტრატორი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მეწარმეობის განვითარების სააგენტოს ორგანიზებითა და ძალისხმევით 22 ქართველი მეწარმე პროგრამის "Fit for Partnership with Germany" ფარგლებში, 19 მარტიდან 13 აპრილის ჩათვლით გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში გაემგზავრება და ტრენინგებსა და მათთვის საინტერესო კომპანიის წარმომადგენლებთან შეხვედრებს დაესწრება.

აღნიშნული პროგრამის ფარგლებში მონაწილეებს საშუალება ექნებათ გაიარონ სასწავლო კურსი, ესტუმრონ გერმანულ კომპანიებს და ამავდროულად ჩანიშნონ ინდივიდუალური („B2B“) შეხვედრები ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლებთან.

პროგრამის "Fit For Partnership" მონაწილეებისათვის, ძირითადი ამოცანაა: გერმანიის ბიზნეს-მენეჯმენტის პრაქტიკის შესწავლა; საერთაშორისო ბიზნეს-ურთიერთობების უნარების განვითარება და კონტაქტების დამყარება გერმანულ კომპანიებთან თანამშრომლობის ჩამოყალიბება და გამოცდილების გაზიარება;

ამასთანავე, სასწავლო კურსის უმთავრეს მიზანს წარმოადგენს საერთაშორისო ვაჭრობის შესაძლებლობების განვითარება მცირე და საშუალო ბიზნესისთვის, რაც განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების კონტექსტში, რომელიც თავის მხრივ, მოიცავს შეთანხმებას ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის (DCTFA) შესახებ. აღნიშნული კურსი კარგ შესაძლებლობას აძლევს ადგილობრივ მეწარმეებს წარმოებული პროდუქტი ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე გაიტანონ ევროკავშირის 500 მილიონიან ბაზარზე.

მნიშვნელოვანია, რომ გერმანულმა მხარემ უკვე მეორედ გამოთქვა მზაობა ქართულ მხარესთან თანამშრომლობის გაგრძელებასა და სამომავლოდ კურსის განმეორებით ორგანიზებაზე, რადგან სწორედ გასული წლის თებერვლის თვეში მეწარმეობის განვითარების სააგენტომ 18 კომპანიის მენეჯერი შეარჩია სხვადასხვა სექტორიდან, (საკვები და სასმელი პროდუქტების ინდუსტრია, ფარმაცევტიკა, ღვინის, წვენების, ჯემებისა  ბოთლების წარმოების ინდუსტრია და ა.შ), რომლებიც სააგენტოს მიერ ორგანიზებულ პირველ სასწავლო კურსს 2016 წლის 14 თებერვლიდან 10 მარტის ჩათვლით დაესწრნენ და საკმაოდ დადებითი შთაბეჭდილება დატოვეს გერმანულ მხარეზე.

მსგავსი სიახლეები
სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა

12 დეკემბერი, 2017

თბილისი  (GBC) – სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა. კომპანიის ცნობით, ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება ექნება შ.რუსთაველის ქ. #53-ში მიიღოს ამბულატორიული და დიაგნოსტიკური სერვისების სრული...

მეტი

"ინიციატივა სოციალური ცვლილებებისთვის" ლაგოდეხში ჩატარებული კვლევის შედეგებს ასაჯაროვებს

13 დეკემბერი, 2017

ბავშვზე ძალადობა, არასრულწლოვანთა შრომა და ბულინგი-არასამთავრობო ორგანიზაცია „ინიციატივა სოციალური ცვლილებებისთვის“ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში განხორციელებული კვლევის შედეგებს ასაჯაროვებს. ორგანიზაციის...

მეტი

ქართველი მეწარმეები პროგრამაში "Fit for Partnership with Germany" მიიღებენ მონაწილეობას

ქართველი მეწარმეები პროგრამაში "Fit for Partnership with Germany" მიიღებენ მონაწილეობას
11:13 | 20 მარტი, 2017

აღნიშნული პროგრამის ფარგლებში მონაწილეებს საშუალება ექნებათ გაიარონ სასწავლო კურსი, ესტუმრონ გერმანულ კომპანიებს და ამავდროულად ჩანიშნონ ინდივიდუალური („B2B“) შეხვედრები ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლებთან.

პროგრამის "Fit For Partnership" მონაწილეებისათვის, ძირითადი ამოცანაა: გერმანიის ბიზნეს-მენეჯმენტის პრაქტიკის შესწავლა; საერთაშორისო ბიზნეს-ურთიერთობების უნარების განვითარება და კონტაქტების დამყარება გერმანულ კომპანიებთან თანამშრომლობის ჩამოყალიბება და გამოცდილების გაზიარება;

ამასთანავე, სასწავლო კურსის უმთავრეს მიზანს წარმოადგენს საერთაშორისო ვაჭრობის შესაძლებლობების განვითარება მცირე და საშუალო ბიზნესისთვის, რაც განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების კონტექსტში, რომელიც თავის მხრივ, მოიცავს შეთანხმებას ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის (DCTFA) შესახებ. აღნიშნული კურსი კარგ შესაძლებლობას აძლევს ადგილობრივ მეწარმეებს წარმოებული პროდუქტი ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე გაიტანონ ევროკავშირის 500 მილიონიან ბაზარზე.

მნიშვნელოვანია, რომ გერმანულმა მხარემ უკვე მეორედ გამოთქვა მზაობა ქართულ მხარესთან თანამშრომლობის გაგრძელებასა და სამომავლოდ კურსის განმეორებით ორგანიზებაზე, რადგან სწორედ გასული წლის თებერვლის თვეში მეწარმეობის განვითარების სააგენტომ 18 კომპანიის მენეჯერი შეარჩია სხვადასხვა სექტორიდან, (საკვები და სასმელი პროდუქტების ინდუსტრია, ფარმაცევტიკა, ღვინის, წვენების, ჯემებისა  ბოთლების წარმოების ინდუსტრია და ა.შ), რომლებიც სააგენტოს მიერ ორგანიზებულ პირველ სასწავლო კურსს 2016 წლის 14 თებერვლიდან 10 მარტის ჩათვლით დაესწრნენ და საკმაოდ დადებითი შთაბეჭდილება დატოვეს გერმანულ მხარეზე.

ავტორი: ადმინისტრატორი