გორის მერია დასაქმების პროგრამას მეორე ეტაპს იწყებს

ადმინისტრატორი

ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერია და ასოციაცია სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის (RDFG) გორში დასაქმების პროგრამის "Employment Shuttle" ახალი ეტაპის ფარგლებში განაცხადებების მიღებას იწყებს.

საწყის ეტაპზე 20 მონაწილე შეირჩევა. ისინი 5 თვიან პროგრამას გაივლიან და სამსახურის მოძიებისთვის საჭირო უნარებს შეიძენენ.

დასაქმების პროგრამა ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის დაფინანსებით ხორციელდება, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 16 000 ლარი გაიხარჯება.

პროგრამის საპილოტე ეტაპი პროექტ „LIFE GEORGIA“ – ს ფარგლებში, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა. პროგრამა წარმოადგენს Vives Emplea -ს ესპანურ მოდელს, რომლის პილოტირებაც პირველად საქართველოში, ზემოაღნიშნული პროექტის ფარგლებში მოხდა. პროგრამის ადაპტირება და პირველადი დანერგვა ACF-ის ხელმძღვანელობითა და RDFG-ს უშუალო მონაწილეობით განხორციელდა.

პროგრამის მესამე ეტაპი კი, ქ. გორის მუნიციპალიტეტის მერიის ფინანსური მხარდაჭერით, გასულ წელს ქალაქ გორში წარმატებით განხორციელდა. საერთო მონაცემებით, შიდა ქართლის რეგიონში მონაწილეთა 70 % დასაქმდა, ხოლო 25 % - დაუბრუნდა სასწავლო პროცესს.

პროგრამაში მონაწილეობის წინაპირობებია:

• ასაკი - 18 - 45 წლამდე

• საცხოვრებელი რეგისტრაციის ადგილი - ქალაქი გორი

• განათლება - ნებისმიერი

• სამუშაო გამოცდილება - ნებისმიერი

• ამჟამინდელი სტატუსი - უმუშევარი 

დასაქმების პროგრამაში მონაწილეობის მსურველებმა სააპლიკაციო ფორმა უნდა გამოაგზავნონ ელ-ფოსტაზე - [email protected] განაცხადების მიღების ბოლო ვადაა - 27 მარტი, 2017 წელი.

სოლარიუმის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრი მოსახლებას აფრთხილებს

20 ივლისი, 2017

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მოქალაქეებს ურჩევს, სოლარიუმი არ გამოიყენონ. ცენტრის რეკომენდაციაა, რომ სოლარიუმში სიარულისგან განსაკუთრებით 35 წლამდე მომხმარებლებმა შეიკავონ თავი. დაავადებათა კონტროლისა და...

მეტი

"სენტას" ბენზინგასამართ სადგურზე, რომელმაც „გალფი“ ჩაანაცვლა, საწვავი ძველი სადგურის ფასებთან შედარებით, იაფია

20 ივლისი, 2017

თბილისში „სენტას“ ბრენდის კიდევ ერთი ახალი ბენზინგასამართი სადგური გაიხსნა. დიდუბის ავტოსადგურთან არსებული „გალფის“ ობიექტის ადგილას, მომხმარებელს უკვე კომპანია „სენტას“ ხარისხიანი და უფრო იაფი საწვავს შეძენა...

მეტი

გორის მერია დასაქმების პროგრამას მეორე ეტაპს იწყებს

გორის მერია დასაქმების პროგრამას მეორე ეტაპს იწყებს
09:54 | 20 მარტი, 2017

საწყის ეტაპზე 20 მონაწილე შეირჩევა. ისინი 5 თვიან პროგრამას გაივლიან და სამსახურის მოძიებისთვის საჭირო უნარებს შეიძენენ.

დასაქმების პროგრამა ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის დაფინანსებით ხორციელდება, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 16 000 ლარი გაიხარჯება.

პროგრამის საპილოტე ეტაპი პროექტ „LIFE GEORGIA“ – ს ფარგლებში, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა. პროგრამა წარმოადგენს Vives Emplea -ს ესპანურ მოდელს, რომლის პილოტირებაც პირველად საქართველოში, ზემოაღნიშნული პროექტის ფარგლებში მოხდა. პროგრამის ადაპტირება და პირველადი დანერგვა ACF-ის ხელმძღვანელობითა და RDFG-ს უშუალო მონაწილეობით განხორციელდა.

პროგრამის მესამე ეტაპი კი, ქ. გორის მუნიციპალიტეტის მერიის ფინანსური მხარდაჭერით, გასულ წელს ქალაქ გორში წარმატებით განხორციელდა. საერთო მონაცემებით, შიდა ქართლის რეგიონში მონაწილეთა 70 % დასაქმდა, ხოლო 25 % - დაუბრუნდა სასწავლო პროცესს.

პროგრამაში მონაწილეობის წინაპირობებია:

• ასაკი - 18 - 45 წლამდე

• საცხოვრებელი რეგისტრაციის ადგილი - ქალაქი გორი

• განათლება - ნებისმიერი

• სამუშაო გამოცდილება - ნებისმიერი

• ამჟამინდელი სტატუსი - უმუშევარი 

დასაქმების პროგრამაში მონაწილეობის მსურველებმა სააპლიკაციო ფორმა უნდა გამოაგზავნონ ელ-ფოსტაზე - [email protected] განაცხადების მიღების ბოლო ვადაა - 27 მარტი, 2017 წელი.

ავტორი: ადმინისტრატორი