"სხვა საქართველო" - გამოფენა თიბისი გალერეაში

ადმინისტრატორი

"სხვა საქართველო" - ასე ჰქვია ფოტოგამოფენას, რომელიც მთამსვლელთა და მოგზაურთა კლუბ "თეთნულდის" ორგანიზებით ქუთაისში გაიხსნა. ექსპოზიციას თიბისი ბანკის საგამოფენო სივრცე მასპინძლობს და ის მთამსვლელთა და მოგზაურთა კლუბის წევრების ირანში მოგზაურობას ასახავს.

გამოფენაზე 25 ფოტონამუშვარია წარმოდგენილი, რომელთა ნაწილი ფერეიდნელი ქართველების ცხოვრებას ასახავს. კლუბის წევრების თქმით,  ექსპედიციის ერთ-ერთი მთავარი მიზანი სწორედ  ფერეიდნელი ქართველების გაცნობა და მათთან დამეგობრება იყო.

ირანში მოგზაურობის იდეა "თეთნულდს" ორი წლის წინ გაუჩნდა, 2017 წლის იანვარში კი ირანს 12 დღით ესტუმრა კლუბის  5 წევრი.  მათ ფერეიდნელ ქართველებთან ერთად დალაშქრეს მწვერვალი  მთაციხე და მარანჯაბის უდაბნოში იმოგზაურეს. ექსპედიციის წევრებმა ასევე დალაშქრეს მწვერვალი შაჰანყუფი, რომელიც ზღვის დონიდან  4040 მეტრის სიმაღლზე მდებარეობს. ექსპედიციის წევრები ამბობენ, რომ მოგზაურობაც და გამოფენაც  სპარსეთში ქართველების გადასახლების 400 წლისთავს ეძღვნება.

მსგავსი სიახლეები
ფალსიფიცირებული წამლებით მოტყუებული ადამიანები და წამლის შეთავაზების მეთოდები აფთიაქში

24 მარტი, 2017

სპეციალისტებს მედიკამენტების ხარისხთან დაკავშირებით სერიოზული ეჭვი აქვთ. ფაქტები, რომ ბაზარზე ფალსიფიცირებული წამლები იყიდება, ოფიციალურად დადასტურებული არ არის, თუმცა უამრავი ადამიანი ჩივის, რომ მკურნალობას ხშირად არ...

მეტი

სოფელ ვაზისუბანში საუბნო გზების რეაბილიტაცია დასრულდა

25 მარტი, 2017

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა სოფელ ვაზისუბანში საუბნო გზების რეაბილიტაცია დაასრულა,- ამის შესახებ ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.  სამინისტროს ცნობით, პროექტი ევროპის საინვესტიციო...

მეტი

"სხვა საქართველო" - გამოფენა თიბისი გალერეაში

"სხვა საქართველო" - გამოფენა თიბისი გალერეაში
08:58 | 20 მარტი, 2017

გამოფენაზე 25 ფოტონამუშვარია წარმოდგენილი, რომელთა ნაწილი ფერეიდნელი ქართველების ცხოვრებას ასახავს. კლუბის წევრების თქმით,  ექსპედიციის ერთ-ერთი მთავარი მიზანი სწორედ  ფერეიდნელი ქართველების გაცნობა და მათთან დამეგობრება იყო.

ირანში მოგზაურობის იდეა "თეთნულდს" ორი წლის წინ გაუჩნდა, 2017 წლის იანვარში კი ირანს 12 დღით ესტუმრა კლუბის  5 წევრი.  მათ ფერეიდნელ ქართველებთან ერთად დალაშქრეს მწვერვალი  მთაციხე და მარანჯაბის უდაბნოში იმოგზაურეს. ექსპედიციის წევრებმა ასევე დალაშქრეს მწვერვალი შაჰანყუფი, რომელიც ზღვის დონიდან  4040 მეტრის სიმაღლზე მდებარეობს. ექსპედიციის წევრები ამბობენ, რომ მოგზაურობაც და გამოფენაც  სპარსეთში ქართველების გადასახლების 400 წლისთავს ეძღვნება.

ავტორი: ადმინისტრატორი