აჭარაში ქორეოგრაფთა კონფერენცია გაიმართა

ადმინისტრატორი

ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტში სამეცნიერო კონფერენცია - „ქართული სასცენო ქორეოგრაფია-ტრადიცია, დღევანდელობა და განვითარების პერსპექტივები“ გაიხსნა,- ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს. 

კონფერენციის მონაწილეებს მიესალმნენ და სიტყვით გამოვიდნენ აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ინგა შამილიშვილი, მინისტრის მოადგილე თეონა ბერიძე, საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირის თავმჯდომარე რეზო ჭანიშვილი და ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი ერმილე მესხია.

კონფერენციის მიზანს ქართული ქორეოგრაფიული კულტურის წარსულისა და მისი სამომავლო პერსპექტივის განსაზღვრა წარმოადგენდა. კონფერენციაში მონაწილეობდნენ საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირის წარმომადგენლები, თბილისის შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომლები და ახალგაზრდა მკვლევარ-მეცნიერები, ასევე, საქართველოს ფოლკლორის ცენტრის სპეციალისტები, აჭარის ხალხური ხელოვნების სკოლის პედაგოგები და მოსწავლეები.

სამეცნიერო კონფერენცია აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერითა და საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირის ორგანიზებით გაიმართა.

მსგავსი სიახლეები
დასაქმების კვირეულის შედეგად კიდევ 365 ადამიანი დასაქმდა

24 აპრილი, 2017

სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგის მასშტაბური დასაქმების კვირეული შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ ზაზა სოფრომაძემ და „ჯიპიაი ჰოლდინგის“ გაყიდვების დირექტორმა გურამ მუსხელიშვილმა...

მეტი

27 დაბა მესტიაში წყალმომარაგება შეიზღუდება

25 აპრილი, 2017

26 აპრილის 10:00 საათიდან 27 აპრილის 15:00 საათამდე დაბა მესტიის მოსახლეობის ნაწილს წყალმომარაგება შეეზღუდება,- ამის შესახებ ინფორმაციას საქარველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ავრცელებს.  წყალმომარაგების შეზღუდვა...

მეტი

აჭარაში ქორეოგრაფთა კონფერენცია გაიმართა

აჭარაში ქორეოგრაფთა კონფერენცია გაიმართა
13:31 | 20 მარტი, 2017

კონფერენციის მონაწილეებს მიესალმნენ და სიტყვით გამოვიდნენ აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ინგა შამილიშვილი, მინისტრის მოადგილე თეონა ბერიძე, საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირის თავმჯდომარე რეზო ჭანიშვილი და ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი ერმილე მესხია.

კონფერენციის მიზანს ქართული ქორეოგრაფიული კულტურის წარსულისა და მისი სამომავლო პერსპექტივის განსაზღვრა წარმოადგენდა. კონფერენციაში მონაწილეობდნენ საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირის წარმომადგენლები, თბილისის შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომლები და ახალგაზრდა მკვლევარ-მეცნიერები, ასევე, საქართველოს ფოლკლორის ცენტრის სპეციალისტები, აჭარის ხალხური ხელოვნების სკოლის პედაგოგები და მოსწავლეები.

სამეცნიერო კონფერენცია აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერითა და საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირის ორგანიზებით გაიმართა.

ავტორი: ადმინისტრატორი