საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა

ადმინისტრატორი

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა, რაგბი ევროპის ჩემპიონატის ბოლო შეხვედრა, რუმინეთში, რუმინეთის ნაკრების წინააღმდეგ, 8:7 წააგო. მიუხედავად მარცხისა, "ბორჯღალოსნებმა" რაგბი ევროპის ჩემპიონატი რუმინელებს უკეთესი ბურთების სხვაობით მოუგეს და გათამაშების გამარჯვებულები გახდნენ. რაც შეეხება „ანთიმოზ ივერიელის“ სახელობის თასს, რომელსაც ეს ორი გუნდი ერთმანეთში ათამაშებს, მასპინძელ ნაკრებს დაუთმო.

შეხვედრა, მილტონ ჰეიგის შეგირდებმა ცუდად დაიწყეს. დაცვის ხაზის შეცდომას, მე-3 წუთზე სწრაფი ლელო მოჰყვა, თუმცა, რუმინელებმა გარდასახვა ვერ მოახერხეს. ანგარიშის შემცირების შანსი მერაბ კვირიკაშვილს მალევე ჰქონდა, თუმცა მან საჯარიმო დარტყმული მიზანს ვერ უწია.

ჯარიმიდან, უპირატესობის გაზრდა რუმინელებს 28-ე წუთზე შეეძლოთ, თუმცა ჯარიმის გამოყენება მათაც ვერ შეძლეს. ლელოს დადება საქართველომ მხოლოდ პირველი ტაიმის ბოლოს შეძლეს და ტაიმი მცირე უპირატესობით დაასრულეს.

საბოლოო ჯამში, რუმინეთმა გამარჯვება ჯარიმიდან გატანილი გოლით მოახერხა - 8:7. „ბორჯღალოსნებს“ ანაგრიშის შეცვლა ორჯერ შეეძლოთ, თუმცა კვირიკაშვილმა ორიდან ორივე საჯარიმო გააფუჭა.

2011 წლის შემდეგ, საქართველომ რუმინეთთან „ანთიმოზ ივერიელის“ თასი პირველად წააგო.

მსგავსი სიახლეები
დასაქმების კვირეულის შედეგად კიდევ 365 ადამიანი დასაქმდა

24 აპრილი, 2017

სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგის მასშტაბური დასაქმების კვირეული შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ ზაზა სოფრომაძემ და „ჯიპიაი ჰოლდინგის“ გაყიდვების დირექტორმა გურამ მუსხელიშვილმა...

მეტი

ქუთაისის მერიის წინ მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, მცირეწლოვანი დაშავდა

25 აპრილი, 2017

ქუთაისის მერიის წინ მცირეწლოვან ბავშვს ავტომობილი დაეჯახა. შემთხვევის შედეგად მოზარდი დაშავდა და ის ამ დროისთვის, დასავლეთ საქართველოს ინტერვენციულ ცენტრშია გადაყვანილი. როგორც ,,აიპრესს“ სასწრაფო დახმარების სამსახურში...

მეტი

საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა

საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა
20:32 | 19 მარტი, 2017

შეხვედრა, მილტონ ჰეიგის შეგირდებმა ცუდად დაიწყეს. დაცვის ხაზის შეცდომას, მე-3 წუთზე სწრაფი ლელო მოჰყვა, თუმცა, რუმინელებმა გარდასახვა ვერ მოახერხეს. ანგარიშის შემცირების შანსი მერაბ კვირიკაშვილს მალევე ჰქონდა, თუმცა მან საჯარიმო დარტყმული მიზანს ვერ უწია.

ჯარიმიდან, უპირატესობის გაზრდა რუმინელებს 28-ე წუთზე შეეძლოთ, თუმცა ჯარიმის გამოყენება მათაც ვერ შეძლეს. ლელოს დადება საქართველომ მხოლოდ პირველი ტაიმის ბოლოს შეძლეს და ტაიმი მცირე უპირატესობით დაასრულეს.

საბოლოო ჯამში, რუმინეთმა გამარჯვება ჯარიმიდან გატანილი გოლით მოახერხა - 8:7. „ბორჯღალოსნებს“ ანაგრიშის შეცვლა ორჯერ შეეძლოთ, თუმცა კვირიკაშვილმა ორიდან ორივე საჯარიმო გააფუჭა.

2011 წლის შემდეგ, საქართველომ რუმინეთთან „ანთიმოზ ივერიელის“ თასი პირველად წააგო.

ავტორი: ადმინისტრატორი