პირველი ტაიმის შემდეგ, საქართველოს მორაგბეთა ნაკრები რუმინეთს 5:7 ამარცხებს

ადმინისტრატორი

რაგბი ევროპის ჩემპიონატის ბოლო, დასკვნით ტურში, საქართველოს ნაკრები, რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში რუმინეთის ნაკრებს უპირისპირდება და პირველი ტაიმის შემდეგ 5:7 ამარცხებს.

თამაშის სტარტზე, ქართველებმა სწრაფი ლელო მიიღეს. დაცვის ხაზი ჩავარდა და მე-3 წუთზე, რუმინელმა მორაგბემ ლელო ძალიან მარტოვად დადო საქართველოს ნახევარზე. რუმინელებმა ლელოს გარდასახვა ვერ შეძლეს. ბურთი ძელს მოხვდა.

მე-11 წუთზე, მერაბ კვირიკაშვილს, საჯარიმოდან შეეძლო ანაგრიშის შემცირება, თუმცა მას მიზანმა უმტყუნა.

ჯარიმა ვერ გამოიყენეს მასპინძლებმა 28-ე წუთზეც, თუმცა, გატანა ვერც მათ მოახერხეს.

საქართველოს ნაკრებმა ლელო მხოლოდ პირველი ტაიმის ბოლოს, 36-ე წუთზე დადო. მერაბ კვირიკაშვილს კი ლელოს გარდასახვა არ გასჭირვებია. ამ შეხვედრაში პირველად, საქართველოს ნაკრები წინ გავიდა - 5:7.

მსგავსი სიახლეები
ი.ციციშვილის კლინიკაში განყოფილებას ანი ჩხაიძის სახელი მიენიჭა

13 სექტემბერი, 2017

ი.ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკის ქრონიკული კრიტიკული მდგომარეობების განყოფილებას ანი ჩხაიძის სახელი მიენიჭა. ღონისძიებას შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის...

მეტი

მაო ძედუნისა და სტალინის მუზეუმებს შორის მემორანდუმი გაფორმდა

23 სექტემბერი, 2017

    გორში, სტალინის სახელმწიფო მუზეუმსა და ჩინეთის მაო ძედუნის მემორიალურ მუზეუმებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც სამეცნიერო და საგანმანათლებლო მიმართულებით  მუზეუმების თანამშრომლობას...

მეტი

პირველი ტაიმის შემდეგ, საქართველოს მორაგბეთა ნაკრები რუმინეთს 5:7 ამარცხებს

პირველი ტაიმის შემდეგ, საქართველოს მორაგბეთა ნაკრები რუმინეთს 5:7 ამარცხებს
17:55 | 19 მარტი, 2017

თამაშის სტარტზე, ქართველებმა სწრაფი ლელო მიიღეს. დაცვის ხაზი ჩავარდა და მე-3 წუთზე, რუმინელმა მორაგბემ ლელო ძალიან მარტოვად დადო საქართველოს ნახევარზე. რუმინელებმა ლელოს გარდასახვა ვერ შეძლეს. ბურთი ძელს მოხვდა.

მე-11 წუთზე, მერაბ კვირიკაშვილს, საჯარიმოდან შეეძლო ანაგრიშის შემცირება, თუმცა მას მიზანმა უმტყუნა.

ჯარიმა ვერ გამოიყენეს მასპინძლებმა 28-ე წუთზეც, თუმცა, გატანა ვერც მათ მოახერხეს.

საქართველოს ნაკრებმა ლელო მხოლოდ პირველი ტაიმის ბოლოს, 36-ე წუთზე დადო. მერაბ კვირიკაშვილს კი ლელოს გარდასახვა არ გასჭირვებია. ამ შეხვედრაში პირველად, საქართველოს ნაკრები წინ გავიდა - 5:7.

ავტორი: ადმინისტრატორი