დიდუბის რაიონის გამგეობა რაიონში ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას განაგრძობს

დიდუბის რაიონის გამგეობა რაიონში ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას განაგრძობს

დიღმის მასივის მე-3 კვარტალში სპორტული მოედნების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. იცვლება ამორტიზებული ხელოვნური საფარი, ტერიტორია რკინის კონსტრუქციით იღობება, ხოლო დაზიანებული ინვენტარი ახლით იცვლება.

რეაბილიტაცია მიმდინარეობს ასევე, სკვერებში. დიღმის მასივის მე-3 კვარტლის მე-11, მე-12 და მე-17 კორპუსებთან მოსახლეობის მოთხოვნის საფუძველზე ტერიტორია სრულად ახლდება და რეაბილიტაციის შემდგომ ახალი სანაგვე ურნები, სკამები და საბავშვო ატრაქციონები განთავსდება. 

საგზაო სამუშაოები ბელიაშვილის N40-ში მიმდინარეობს, სადაც დევნილთა კომპაქტური დასახლებაა. აღნიშნულ მისამართზე მიწისქვეშა კომუნიკაციები მოწესრიგდა, ამ ეტაპზე ასფალტის ახალი საფარი იგება.

 

მიმდინარე და დასრულებული სამუშაოები დიდუბის რაიონის გამგებელმა ირმა ზავრადაშვილმა, პარლამენტის დიღმის მაჟორიტარ დეპუტატ ილია წულაიასთან ერთად, დაათვალიერა.

აღსრულების ეროვნულმა ბიურომ მოქალაქეებს 60 ათასამდე სხვადასხვა სახის კონსულტაცია გაუწია

აღსრულების ეროვნულმა ბიურომ მოქალაქეებს 60 ათასამდე სხვადასხვა სახის კონსულტაცია გაუწია

51 წუთის წინ

2018 წლის იანვრიდან მარტის ჩათვლით, აღსრულების ეროვნული ბიუროს სერვისებისა და ბრენდის განვითარების სამსახურის მომხმარებელთან ურთიერთობის განყოფილებამ 59 939 სხვადასხვა სახის კონსულტაცია გაუწია მოქალაქეებს. მათ შორის: შემოვიდა და კონსულტაცია...

USD 2.4351
EUR 3.0125
GBP 3.4630
TRY 0.6051