ბოკუჩავა: "ნაციონალური მოძრაობა" სოლიდარობას უცხადებდა ბათუმის აქციის მშვიდობიან ფაზას

ადმინისტრატორი

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის, თინათინ ბოკუჩავას განმარტებით, პარტიის წარმომადგენლებმა ბათუმში 11-12 მარტს განვითარებული მოვლენების დროს აქციას სოლიდარობა მაშინ გამოუცხადეს, როდესაც მას ჯერ კიდევ მშვიდობიანი ფორმა ჰქონდა. როგორც ბოკუჩავამ ტელეკომპანია "იმედთან" საუბრისას განაცხადა, მიიჩნევს, სოლიდარობის გამოცხადება მათი პირადი პასუხისმგებლობა იყო. 

"ნაციონალური მოძრაობა" სოლიდარობას უცხადებდა იმ პირველ ფაზას, რომელიც იყო მშვიდობიანი. ეს იყო მშვიდობიანი აქცია, რომელიც გამოხატავდა აჭარლების უკმაყოფილებას ხელისუფლებისადმი, რაც სრულიად გასაგებია და ვფიქრობ, ვერც ერთ პოლიტიკურ ძალას ვერ წავართმევთ ამის უფლებას. ვფიქრობ, პირდაპირ ჩვენი პასუხისმგებლობაა, რომ ასეთ შემთხვევებში გვერდით დავუდგეთ და სოლიდარობა გამოვუცხადოთ მოსახლეობას. 

ვფიქრობ, ჩვენ, როგორც მთავარი ოპოზიციური ძალა, როგორც ყოველთვის ყველაზე მეტად ვჩანვართ. ვართ ასეთი ტიპის აქტივობების ავანგარდში და ვაპირებთ, რომ ასე გავაგრძელოთ, მაგრამ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" არ იყო ერთადერთი ძალა, რომელიც სოლიდარობას უცხადებდა მშვიდობიან მოსახლეობას. ",- განაცხადა ბოკუჩავამ. 

მსგავსი სიახლეები
ფალსიფიცირებული წამლებით მოტყუებული ადამიანები და წამლის შეთავაზების მეთოდები აფთიაქში

24 მარტი, 2017

სპეციალისტებს მედიკამენტების ხარისხთან დაკავშირებით სერიოზული ეჭვი აქვთ. ფაქტები, რომ ბაზარზე ფალსიფიცირებული წამლები იყიდება, ოფიციალურად დადასტურებული არ არის, თუმცა უამრავი ადამიანი ჩივის, რომ მკურნალობას ხშირად არ...

მეტი

22 მარტს ქალაქ გორის მოსახლეობას წყალმომარაგება შეეზღუდება

21 მარტი, 2017

22 მარტს, 11:00 საათიდან 13:00 საათამდე, ქალაქი გორის მოსახლეობის ნაწილს წყალმომარაგება შეეზღუდება,- ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს წყალმომარაგების კომპანია ავრცელებს. "წყალმომარაგების შეზღუდვა გამოწვეულია გეგმიური...

მეტი

ბოკუჩავა: "ნაციონალური მოძრაობა" სოლიდარობას უცხადებდა ბათუმის აქციის მშვიდობიან ფაზას

ბოკუჩავა: "ნაციონალური მოძრაობა" სოლიდარობას უცხადებდა ბათუმის აქციის მშვიდობიან ფაზას
21:14 | 18 მარტი, 2017

"ნაციონალური მოძრაობა" სოლიდარობას უცხადებდა იმ პირველ ფაზას, რომელიც იყო მშვიდობიანი. ეს იყო მშვიდობიანი აქცია, რომელიც გამოხატავდა აჭარლების უკმაყოფილებას ხელისუფლებისადმი, რაც სრულიად გასაგებია და ვფიქრობ, ვერც ერთ პოლიტიკურ ძალას ვერ წავართმევთ ამის უფლებას. ვფიქრობ, პირდაპირ ჩვენი პასუხისმგებლობაა, რომ ასეთ შემთხვევებში გვერდით დავუდგეთ და სოლიდარობა გამოვუცხადოთ მოსახლეობას. 

ვფიქრობ, ჩვენ, როგორც მთავარი ოპოზიციური ძალა, როგორც ყოველთვის ყველაზე მეტად ვჩანვართ. ვართ ასეთი ტიპის აქტივობების ავანგარდში და ვაპირებთ, რომ ასე გავაგრძელოთ, მაგრამ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" არ იყო ერთადერთი ძალა, რომელიც სოლიდარობას უცხადებდა მშვიდობიან მოსახლეობას. ",- განაცხადა ბოკუჩავამ. 

ავტორი: ადმინისტრატორი