ნაძალადევში გვაზაურის მეორე გასასვლელის რეაბილიტაცია რამდენიმე დღეში დასრულდება

ადმინისტრატორი

ნაძალადევის რაიონში, გვაზაურის მეორე გასასვლელში ასფალტის საფარის დაგება მიმდინარეობს. ქუჩის კაპიტალური რეაბილიტაცია მომდევნო კვირაში დასრულდება,- ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. 

მერიის ცნობით, ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს თბილისის მერის მოადგილე გიგა ნიკოლეიშვილი ნაძალადევის რაიონის გამგებელთან, ირაკლი ხელაძესთან ერთად ადგილზე გაეცნო. მერის მოადგილე და გამგებელი ადგილობრივ მოსახლეობასაც შეხვდნენ.

კაპიტალური რეაბილიტაციის ფარგლებში, გვაზაურის მეორე გასასვლელში მოეწყო ბორდიურები, ტროტუარები და გზის სავალ ნაწილზე იგება ორი ფენა ასფალტის საფარი.

ქუჩაზე ასევე გამოიცვალა წყალსადენი მილის დაზიანებული მონაკვეთი. ქუჩის ფართობი 2558 კვ.მ-ია. ინფრასტრუქტურული სამუშაოების საპროექტო ღირებულება 146 962 ლარს შეადგენს. ქუჩის რეაბილიტაცია ნაძალადევის რაიონის დაკვეთით ხორციელდება.

გვაზაურის მეორე გასასვლელში ასფალტის საფარი ამ დრომდე არასდროს დაგებულა. მიმდინარე წელს ნაძალადევის რაიონის გამგეობა საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას გვაზაურის პირველ გასასვლელშიც გეგმავს.

მსგავსი სიახლეები
რუხის მრავალპროფილური საუნივერსიტეტო კლინიკის სარემონტო სამუშაოები 2018 წელს დასრულდება

18 აგვისტო, 2017

სახელმწიფო სამშენებლო კომპანიამ რუხის მრავალპროფილური საუნივერსიტეტო კლინიკის კორპუსების მშენებლობა დაასრულა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს შიდა სარემონტო სამუშაოები. ასევე დასრულდა ძირითადი შენობის ფასადის მოპირკეთება,-...

მეტი

სოფელ საწულუკიძეოში გაზიფიცირების პროცესი მიმდინარეობს

სოფელ საწულუკიძეოში გაზიფიცირების პროცესი მიმდინარეობს

18 აგვისტო, 2017

ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ საწულუკიძეოში გაზიფიცირების პროცესი მიმდინარეობს,- ამის შესახებ ინფორმაციას ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობა ავრცელებს.  კომპანია სოფელ საწულუკიძეოში მიწისქვეშა მილსადენების მონტაჟს კვირის...

მეტი

ნაძალადევში გვაზაურის მეორე გასასვლელის რეაბილიტაცია რამდენიმე დღეში დასრულდება

ნაძალადევში გვაზაურის მეორე გასასვლელის რეაბილიტაცია რამდენიმე დღეში დასრულდება
14:00 | 18 მარტი, 2017

მერიის ცნობით, ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს თბილისის მერის მოადგილე გიგა ნიკოლეიშვილი ნაძალადევის რაიონის გამგებელთან, ირაკლი ხელაძესთან ერთად ადგილზე გაეცნო. მერის მოადგილე და გამგებელი ადგილობრივ მოსახლეობასაც შეხვდნენ.

კაპიტალური რეაბილიტაციის ფარგლებში, გვაზაურის მეორე გასასვლელში მოეწყო ბორდიურები, ტროტუარები და გზის სავალ ნაწილზე იგება ორი ფენა ასფალტის საფარი.

ქუჩაზე ასევე გამოიცვალა წყალსადენი მილის დაზიანებული მონაკვეთი. ქუჩის ფართობი 2558 კვ.მ-ია. ინფრასტრუქტურული სამუშაოების საპროექტო ღირებულება 146 962 ლარს შეადგენს. ქუჩის რეაბილიტაცია ნაძალადევის რაიონის დაკვეთით ხორციელდება.

გვაზაურის მეორე გასასვლელში ასფალტის საფარი ამ დრომდე არასდროს დაგებულა. მიმდინარე წელს ნაძალადევის რაიონის გამგეობა საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას გვაზაურის პირველ გასასვლელშიც გეგმავს.

ავტორი: ადმინისტრატორი