სოზარ სუბარი მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების პროგრამის შემაჯამებელ ღონისძიებას დაესწრო

ადმინისტრატორი

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი „სამშობლოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების“ 2016 წლის პროგრამის შემაჯამებელ ღონისძიებას დაესწრო. 

დევნილთა და განსახლების სამინისტრო სარეინტეგრაციო დახმარების სახელმწიფო პროგრამას, პარტნიორ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, უკვე მესამე წელია ახორციელებს.

როგორც სამინისტროდან იუწყებიან, პროგრამის მიზანია, არალეგალური ემიგრაციიდან დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეების ხელახალი ინტეგრაციის ხელშეწყობა. 2015-2016 წლებში სარეინტეგრაციო დახმარება 375 მიგრანტს გაეწია, საიდანაც, შემოსავლის წყაროს გაჩენის მიზნით, სოციალური პროექტები 180 ბენეფიციარს დაუფინანსდა.

უკვე გამოვლინდნენ 2017 წლის საგრანტო პროგრამის გამარჯვებული არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც სარეინტეგრაციო დახმარების სერვისების განხორციელებას თვის ბოლოდან დაიწყებენ.

2017 წლიდან სახელმწიფო პროგრამა უკვე მთელს საქართველოს ფარავს. სამინისტრომ სრულად გადმოიბარა დაბრუნებულ მიგრანტთა რეინტეგრაციის მხარდაჭერის ვალდებულება და ამით საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებები შეასრულა.

მსგავსი სიახლეები
ბავშვებში მეტყველების ნებისმიერი ტიპის დარღვევათა დიაგნოსტიკის მიზნით, რუსთავში, სამედიცინო აქცია გაიმართა

19 ნოემბერი, 2017

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერითა და ინიციატივით, სკოლამდელი და სასკოლო ასაკის ბავშვებში, მეტყველების ნებისმიერი ტიპის დარღვევათა აღმოჩენისა და დიაგნოსტიკის მიზნით, სამედიცინო აქცია გაიმართა. რუსთავის...

მეტი

მეექვსე მოწვევის საკრებულო ამ წუთებში პირველ სხდომას მართავს

20 ნოემბერი, 2017

ქუთაისის მეექვსე მოწვევის საკრებულო ამ წუთებში პირველ სხდომას მართავს. სხდომას საკრებულოს უხუცესი წევრი ალექსანდრე ახალაძე უძღვება. ახალაძემ მადლობა გადაუხადა მერს შოთა მურღულიას გაწეული მუშაობისათვის და ახლადარჩეულ...

მეტი

სოზარ სუბარი მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების პროგრამის შემაჯამებელ ღონისძიებას დაესწრო

სოზარ სუბარი მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების პროგრამის შემაჯამებელ ღონისძიებას დაესწრო
13:36 | 18 მარტი, 2017

დევნილთა და განსახლების სამინისტრო სარეინტეგრაციო დახმარების სახელმწიფო პროგრამას, პარტნიორ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, უკვე მესამე წელია ახორციელებს.

როგორც სამინისტროდან იუწყებიან, პროგრამის მიზანია, არალეგალური ემიგრაციიდან დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეების ხელახალი ინტეგრაციის ხელშეწყობა. 2015-2016 წლებში სარეინტეგრაციო დახმარება 375 მიგრანტს გაეწია, საიდანაც, შემოსავლის წყაროს გაჩენის მიზნით, სოციალური პროექტები 180 ბენეფიციარს დაუფინანსდა.

უკვე გამოვლინდნენ 2017 წლის საგრანტო პროგრამის გამარჯვებული არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც სარეინტეგრაციო დახმარების სერვისების განხორციელებას თვის ბოლოდან დაიწყებენ.

2017 წლიდან სახელმწიფო პროგრამა უკვე მთელს საქართველოს ფარავს. სამინისტრომ სრულად გადმოიბარა დაბრუნებულ მიგრანტთა რეინტეგრაციის მხარდაჭერის ვალდებულება და ამით საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებები შეასრულა.

ავტორი: ადმინისტრატორი