სოფელ დიდვაკეში ცენტრალური გზის რეაბილიტაცია დაიწყო

ადმინისტრატორი

სოფელ დიდვაკეში ცენტრალური გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს. სამშენებლო სამუშაოებს კი, ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „ნიუ ქასთელ ქონსთრაქშენი“ ასრულებს,- ამის შესახებ ინფორმაციას ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობა ავცრელებს.

სოფლის ცენტრალურ გზაზე მიმდინარე სამუშაოები ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველმა მოადგილემ, არჩილ მაღრაძემ საავტომობილო გზების დეპარტამენტისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.

მხარეები სოფელ დიდვაკის ადგილობრივ მაცხოვრებლებს შეხვდნენ და გზის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით მათ შეხედულებებს გაეცნენ. ხარაგაულის გამგეობის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის, მალხაზ ფხალაძის განმარტებით, სოფელ დიდვაკეში გზის მშენებლობასთან დაკავშირებით შენიშვნები ორმა ოჯახმა გამოთქვა. ისინი მეწყერის საშიშროებაზე საუბრობენ და, დაუყოვნებლივ, ზომების მიღებას ითხოვენ. საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლებმა

აღნიშნეს, რომ მეწყერსაშიშ ზონებში დამცავი კედლები აშენდება.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველი მოადგილე, არჩილ მაღრაძე განმარტავს, რომ პროექტის ფარგლებში გზაზე მოეწყობა სანიაღვრე არხები და გაბიონები, რის შემდეგაც ასფალტ-ბეტონის საფარის დაიგება.

სოფელ დიდვაკის ცენტრალური გზის რეაბილიტაცია (837მ) ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით ოქტომბერში დასრულდება.
პროექტის ღირებულება 915 000 ლარს შეადგენს. 

მსგავსი სიახლეები
ყველაზე დაუცველ ადამიანებს ყველაზე სასტიკად ექცევიან

22 მაისი, 2017

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე ფსიქიურად დაავადებულ მოქალაქეთა ჯანმრთელობის მდგომარეობას სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ ეხმაურება. „ჯანდაცვის სამინისტრო მკვლელია!  თვე არ გავა, ფსიქიურად დაავადებულმა...

მეტი

ფოლკლორის ცენტრის ოზურგეთის სალოტბარო სკოლის ბავშვებma თბილისში კონცერტი გამართეს

23 მაისი, 2017

23 მაისს ფოლკლორის ცენტრის ოზურგეთის სალოტბარო სკოლის ბავშვები თბილისს ესტუმრნენ. 60-მდე მოსწავლე გიორგი მთაწმინდელის სახელობის საეკლესიო გალობის უმაღლეს სასწავლებელში სპეციალურად ღია კარის დღესთან დაკავშირებით მოიწვიეს,-...

მეტი

სოფელ დიდვაკეში ცენტრალური გზის რეაბილიტაცია დაიწყო

სოფელ დიდვაკეში ცენტრალური გზის  რეაბილიტაცია დაიწყო
13:33 | 16 მარტი, 2017

სოფლის ცენტრალურ გზაზე მიმდინარე სამუშაოები ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველმა მოადგილემ, არჩილ მაღრაძემ საავტომობილო გზების დეპარტამენტისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.

მხარეები სოფელ დიდვაკის ადგილობრივ მაცხოვრებლებს შეხვდნენ და გზის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით მათ შეხედულებებს გაეცნენ. ხარაგაულის გამგეობის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის, მალხაზ ფხალაძის განმარტებით, სოფელ დიდვაკეში გზის მშენებლობასთან დაკავშირებით შენიშვნები ორმა ოჯახმა გამოთქვა. ისინი მეწყერის საშიშროებაზე საუბრობენ და, დაუყოვნებლივ, ზომების მიღებას ითხოვენ. საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლებმა

აღნიშნეს, რომ მეწყერსაშიშ ზონებში დამცავი კედლები აშენდება.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველი მოადგილე, არჩილ მაღრაძე განმარტავს, რომ პროექტის ფარგლებში გზაზე მოეწყობა სანიაღვრე არხები და გაბიონები, რის შემდეგაც ასფალტ-ბეტონის საფარის დაიგება.

სოფელ დიდვაკის ცენტრალური გზის რეაბილიტაცია (837მ) ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით ოქტომბერში დასრულდება.
პროექტის ღირებულება 915 000 ლარს შეადგენს. 

ავტორი: ადმინისტრატორი