კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" თბილისის მოსახლეობას ყოველკვირეულ ანგარიშს აბარებს

ადმინისტრატორი

მიმდინარე კვირის მანძილზე კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" თბილისის სხვადასხვა უბანში სარეაბილიტაციო სამუშაოებს აქტიურად აგრძელებს:

"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" დღეს მთაწმინდის რაიონში, ოქროყანაში, მნიშვნელოვან სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს. კომპანიამ  წყალსადენის 130 მმ-იანი 200 მეტრამდე სიგრძის ახალი ქსელი მოაწყო, რომელსაც ოქროყანას "გ" ზონის  სასმელი წყლის  რეზერვუარზე დააერთებს. ასევე წყალმომარაგების სტაბილურობის მიზნით, "გ" ზონაში  ახალი სატუმბო სადგური ეწყობა, რაც ოქროყანის მოსახლეობის წყალმომარაგების გაუმჯობესებას უზრუნველყოფს.

საბურთალოს რაიონში, შერმადინის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. რეაბილიტაციის ფარგლებში, მაგისტრალური წყალსადენის 400 მეტრი სიგრძის ახალი ქსელი მოეწყო და ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული დამონტაჟდა.

ამავე რაიონში, ზაქარიაძის ქუჩაზეც, სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა - წყალსადენის ქსელის 400 მეტრი სიგრძის მოძველებული მონაკვეთი ახლით შეიცვალა.

სამგორის რაიონში, ჭიჭინაძის ქუჩაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად გრძელდება.  წყალსადენის ქსელის 4.3კმ სიგრძის მოძველებული მონაკვეთი ახლით იცვლება და ახალი ევროსტანდარტის შესაბამისი 76 ურდული მონტაჟდება.

ამავე რაიონში, ლილოს დასახლებაში, ნამორაძის ქუჩაზე,  სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა - წყალსადენის ქსელის 130 მეტრი სიგრძის მონაკვეთი ახლით შეიცვალა.

ისნის რაიონში, ბოჭორმის ქუჩაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულების ეტაპზეა -  წყალსადენის ქსელის 1კმ-ზე მეტი  სიგრძის ამორტიზებული მონაკვეთი ახლით იცვლება და 28 ახალი ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული მონტაჟდება. აღნიშნულ სარეაბილიტაციო პროექტში კომპანია 357 000 ლარის ინევსტიციას ახორციელებს.

ჩუღურეთის რაიონში,  გედევანიშვილის ქუჩაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. წყალარინების ქსელის 760 მეტრი  სიგრძის  მოძველებული მონაკვეთი ახლით შეიცვალა.

გლდანის რაიონში, ბერთუბნის დასახლებაში,  სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. წყალსადენის ქსელის 2.7კმ სიგრძის მოძველებული მონაკვეთი ახლით იცვლება და 7 ახალი ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული მონტაჟდება. აღნიშნულ სარეაბილიტაციო პროექტში კომპანია 538 000 ლარის ინვესტიციას ახორციელებს.

ვაკის რაიონში, წყნეთში, ამილახვრის ქუჩაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო - წყალსადენის ქსელის 160 მეტრი სიგრძის ამორტიზებული მონაკვეთი ახლით იცვლება.

2017 წლის მანძილზე კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სარეაბილიტაციო სამუშაოებს თბილისის 200 ქუჩაზე  განახორციელებს და 170 კმ-ზე მეტი ქსელი შეიცვლება.

მსგავსი სიახლეები
ბავშვებში მეტყველების ნებისმიერი ტიპის დარღვევათა დიაგნოსტიკის მიზნით, რუსთავში, სამედიცინო აქცია გაიმართა

19 ნოემბერი, 2017

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერითა და ინიციატივით, სკოლამდელი და სასკოლო ასაკის ბავშვებში, მეტყველების ნებისმიერი ტიპის დარღვევათა აღმოჩენისა და დიაგნოსტიკის მიზნით, სამედიცინო აქცია გაიმართა. რუსთავის...

მეტი

მეექვსე მოწვევის საკრებულო ამ წუთებში პირველ სხდომას მართავს

20 ნოემბერი, 2017

ქუთაისის მეექვსე მოწვევის საკრებულო ამ წუთებში პირველ სხდომას მართავს. სხდომას საკრებულოს უხუცესი წევრი ალექსანდრე ახალაძე უძღვება. ახალაძემ მადლობა გადაუხადა მერს შოთა მურღულიას გაწეული მუშაობისათვის და ახლადარჩეულ...

მეტი

კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" თბილისის მოსახლეობას ყოველკვირეულ ანგარიშს აბარებს

კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" თბილისის მოსახლეობას ყოველკვირეულ ანგარიშს აბარებს
08:29 | 18 მარტი, 2017

"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" დღეს მთაწმინდის რაიონში, ოქროყანაში, მნიშვნელოვან სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს. კომპანიამ  წყალსადენის 130 მმ-იანი 200 მეტრამდე სიგრძის ახალი ქსელი მოაწყო, რომელსაც ოქროყანას "გ" ზონის  სასმელი წყლის  რეზერვუარზე დააერთებს. ასევე წყალმომარაგების სტაბილურობის მიზნით, "გ" ზონაში  ახალი სატუმბო სადგური ეწყობა, რაც ოქროყანის მოსახლეობის წყალმომარაგების გაუმჯობესებას უზრუნველყოფს.

საბურთალოს რაიონში, შერმადინის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. რეაბილიტაციის ფარგლებში, მაგისტრალური წყალსადენის 400 მეტრი სიგრძის ახალი ქსელი მოეწყო და ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული დამონტაჟდა.

ამავე რაიონში, ზაქარიაძის ქუჩაზეც, სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა - წყალსადენის ქსელის 400 მეტრი სიგრძის მოძველებული მონაკვეთი ახლით შეიცვალა.

სამგორის რაიონში, ჭიჭინაძის ქუჩაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად გრძელდება.  წყალსადენის ქსელის 4.3კმ სიგრძის მოძველებული მონაკვეთი ახლით იცვლება და ახალი ევროსტანდარტის შესაბამისი 76 ურდული მონტაჟდება.

ამავე რაიონში, ლილოს დასახლებაში, ნამორაძის ქუჩაზე,  სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა - წყალსადენის ქსელის 130 მეტრი სიგრძის მონაკვეთი ახლით შეიცვალა.

ისნის რაიონში, ბოჭორმის ქუჩაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულების ეტაპზეა -  წყალსადენის ქსელის 1კმ-ზე მეტი  სიგრძის ამორტიზებული მონაკვეთი ახლით იცვლება და 28 ახალი ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული მონტაჟდება. აღნიშნულ სარეაბილიტაციო პროექტში კომპანია 357 000 ლარის ინევსტიციას ახორციელებს.

ჩუღურეთის რაიონში,  გედევანიშვილის ქუჩაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. წყალარინების ქსელის 760 მეტრი  სიგრძის  მოძველებული მონაკვეთი ახლით შეიცვალა.

გლდანის რაიონში, ბერთუბნის დასახლებაში,  სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. წყალსადენის ქსელის 2.7კმ სიგრძის მოძველებული მონაკვეთი ახლით იცვლება და 7 ახალი ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული მონტაჟდება. აღნიშნულ სარეაბილიტაციო პროექტში კომპანია 538 000 ლარის ინვესტიციას ახორციელებს.

ვაკის რაიონში, წყნეთში, ამილახვრის ქუჩაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო - წყალსადენის ქსელის 160 მეტრი სიგრძის ამორტიზებული მონაკვეთი ახლით იცვლება.

2017 წლის მანძილზე კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სარეაბილიტაციო სამუშაოებს თბილისის 200 ქუჩაზე  განახორციელებს და 170 კმ-ზე მეტი ქსელი შეიცვლება.

ავტორი: ადმინისტრატორი