დიდი ბრიტანეთის ყოფილი ფინანსთა მინისტრი გაზეთ Evening Standard-ის რედაქტორად დაინიშნა

ადმინისტრატორი

დიდი ბრიტანეთის ყოფილი ფინანსთა მინისტრი ჯორჯ ოზბორნი ლონდონის საღამოს გაზეთ Evening Standard-ის რედაქციას ჩაუდგება სათავეში. აღნიშნულის შესახებ BBC წერს.

გავრცელებულ ინფორმაციაში ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ ოზბორნი დიდი ბრიტანეთის პალატის დეპუტატად რჩება. მას შუადღის შემდეგ შეუძლია დაკავდეს საკანონმდებლო საქმიანობით, როცა გაზეთი უკვე გაგზავნილი იქნება დასაბეჭდად.

ოზბორნი რედაქტორ სარა სენდს ჩაანაცვლებს. სამუშაოს იგი მაისის დასაწყისში უნდა შეუდგეს.

გაზეთის მფლობელი რუსი მეწარმე ევგენი ლებედევია. მან ტვიტერში დაწერა, რომ ამაყობს, რომ Evening Standard-ს ასეთი მასშტაბის რედაქტორი ეყოლება. მისი თქმით, ოზბორნს დიდი გამოცდილება აქვს და ავტორიტეტით სარგებლობს ისეთ სფეროებში, როგორიცაა პოლიტიკა, ეკონომიკა და კულტურა.

მსგავსი სიახლეები
აუდიტის ვარაუდით, იმუნიზაციის პროგრამით ჯანმრთელობისთვის საშიში ვაქცინები გამოიყენეს

17 იანვარი, 2018

საქართველოში 29 ათას 222 დოზა მოხმარებიდან ამოსაღები ვაქცინა გაიხარჯა,-ამის საფუძველზე სახელმწიფო აუდიტის სამსახური იმუნიზაციის პროგრამის შემოწმებას გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო აუდიტის...

მეტი

20 იანვრის 11:00-დან 21:00 საათამდე ქუთაისის მოსახლეობის ნაწილს წყალმომარაგება შეეზღუდება

19 იანვარი, 2018

20 იანვრის 11:00 საათიდან 21:00 საათამდე ქალაქ ქუთაისში მცხოვრები მოსახლეობის ნაწილს წყალმომარაგება შეეზღუდება. წყალმომარაგების შეზღუდვა გამოწვეულია ტექნიკური სამუშაოების გათვალისწინებით.  ამის შესახებ...

მეტი

დიდი ბრიტანეთის ყოფილი ფინანსთა მინისტრი გაზეთ Evening Standard-ის რედაქტორად დაინიშნა

დიდი ბრიტანეთის ყოფილი ფინანსთა მინისტრი გაზეთ Evening Standard-ის რედაქტორად დაინიშნა
18:25 | 17 მარტი, 2017

გავრცელებულ ინფორმაციაში ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ ოზბორნი დიდი ბრიტანეთის პალატის დეპუტატად რჩება. მას შუადღის შემდეგ შეუძლია დაკავდეს საკანონმდებლო საქმიანობით, როცა გაზეთი უკვე გაგზავნილი იქნება დასაბეჭდად.

ოზბორნი რედაქტორ სარა სენდს ჩაანაცვლებს. სამუშაოს იგი მაისის დასაწყისში უნდა შეუდგეს.

გაზეთის მფლობელი რუსი მეწარმე ევგენი ლებედევია. მან ტვიტერში დაწერა, რომ ამაყობს, რომ Evening Standard-ს ასეთი მასშტაბის რედაქტორი ეყოლება. მისი თქმით, ოზბორნს დიდი გამოცდილება აქვს და ავტორიტეტით სარგებლობს ისეთ სფეროებში, როგორიცაა პოლიტიკა, ეკონომიკა და კულტურა.

ავტორი: ადმინისტრატორი