საქართველო-უნგრეთის ბიზნესთანამშრომლობას 85 მილიონი ევრო მოხმარდება

ადმინისტრატორი

"უნგრეთის ბანკმა 85 მილიონი ევროს ღირებულების საკრედიტო ხაზი გახსნა, რომელიც ექსკლუზიურად საქართველო-უნგრეთის ბიზნეს თანამშრომლობას მოხმარდება“- ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრმა პიტერ სიიარტომ ქართველ კოლეგასთან მიხეილ ჯანელიძესთან შეხვედრის შემდგომ, ერთობლივ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა.

მინისტრების შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველო-უნგრეთის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებისა და საინვესტიციო პოტენციალის ათვისების საკითხს. აღინიშნა, რომ აპრილში, საქართველოში დაგეგმილი უნგრეთის პრემიერ - მინისტრის ვიქტორ ორბანის ვიზიტი ამ კუთხით მნიშვნელოვანი იმპულსის მატარებელი იქნება.

უნგრეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის ინფორმაციით პრემიერმინისტრთან ერთად საქართველოს დაახლოებით 50 კომპანიის წარმომადგენელი ჩამოყვება.

„იმედი გვაქვს, რომ ამ ვიზიტის შემდეგ, ჩვენი ეკონომიკური ურთიერთობები კიდევ უფრო გაძლიერდება და გაფართოვდება და პოლიტიკური ურთიერთობების დონემდე ავა. ორმხრივი ეკონომიკური და სავაჭრო თანამშრომლობის გაფართოების მიზნით, უნგრეთის ბანკმა 85 მილიონი ევროს ღირებულების საკრედიტო ხაზი გახსნა, რომელიც ექსკლუზიურად საქართველო-უნგრეთის ბიზნეს თანამშრომლობას მოხმარდებ,“-განაცხადა პიტერ სიიარტომ.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა კმაყოფილებით აღნიშნა უნგრული კომპანიების მხრიდან საქართველოს საინვესტიციო გარემოსადმი გაზრდილი ინტერესი: „ჩვენ გარკვეული სფეროები გამოვყავით, როგორიცაა წყლის მართვა, სოფლის მეურნეობა და კვების მრეწველობა, ტექნოლოგიები, ინფრასტრუქტურული განვითარება, სადაც უნგრულ კომპანიებს აქვთ ინტერესი ჩაერთონ მუშაობაში“.

უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრმა პიტერ სიიარტომ ტექნოპარკი მოინახულა .

მსგავსი სიახლეები
უპრეცედენტო კარდიოქირურგიული ოპერაცია საქართველოში

26 მაისი, 2017

2017 წლის 27 აპრილს აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელ კარდიოლოგიის ცენტრში პროფესორ ზვიად ბახუტაშვილის მიერ უპრეცედენტო ოპერაცია გაკეთდა. 65 წლის თ. ა-ს კარდიოქირურგიული ოპერაცია 6 საათის განმავლობაში 4 სხვადასხვა პათოლოგიის...

მეტი

ჭიჭინაძე: ქუთაისში მასშტაბური პროექტი არასდროს გაკეთებულა, პარლამენტი ააშენეს და დამთავრდა

ჭიჭინაძე: ქუთაისში მასშტაბური პროექტი არასდროს გაკეთებულა, პარლამენტი ააშენეს და დამთავრდა

26 მაისი, 2017

"დიდი ქარხანა ან ფაბრიკა რომ გაკეთდეს იგივე ქუთაისში, დენი არ გვაქვს, იცით? ფიზიკურად არ გვაქვს ვერ იმუშავებს ქარხანა. იმას სხვა ძაბვა და პროექტი უნდა ეს ყველაფერი სულ ნულიდან გვაქვს დასაწყები. იმიტომაა, რომ 4 წელიწადში ეს...

მეტი

საქართველო-უნგრეთის ბიზნესთანამშრომლობას 85 მილიონი ევრო მოხმარდება

საქართველო-უნგრეთის ბიზნესთანამშრომლობას 85 მილიონი ევრო მოხმარდება
17:56 | 17 მარტი, 2017

მინისტრების შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველო-უნგრეთის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებისა და საინვესტიციო პოტენციალის ათვისების საკითხს. აღინიშნა, რომ აპრილში, საქართველოში დაგეგმილი უნგრეთის პრემიერ - მინისტრის ვიქტორ ორბანის ვიზიტი ამ კუთხით მნიშვნელოვანი იმპულსის მატარებელი იქნება.

უნგრეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის ინფორმაციით პრემიერმინისტრთან ერთად საქართველოს დაახლოებით 50 კომპანიის წარმომადგენელი ჩამოყვება.

„იმედი გვაქვს, რომ ამ ვიზიტის შემდეგ, ჩვენი ეკონომიკური ურთიერთობები კიდევ უფრო გაძლიერდება და გაფართოვდება და პოლიტიკური ურთიერთობების დონემდე ავა. ორმხრივი ეკონომიკური და სავაჭრო თანამშრომლობის გაფართოების მიზნით, უნგრეთის ბანკმა 85 მილიონი ევროს ღირებულების საკრედიტო ხაზი გახსნა, რომელიც ექსკლუზიურად საქართველო-უნგრეთის ბიზნეს თანამშრომლობას მოხმარდებ,“-განაცხადა პიტერ სიიარტომ.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა კმაყოფილებით აღნიშნა უნგრული კომპანიების მხრიდან საქართველოს საინვესტიციო გარემოსადმი გაზრდილი ინტერესი: „ჩვენ გარკვეული სფეროები გამოვყავით, როგორიცაა წყლის მართვა, სოფლის მეურნეობა და კვების მრეწველობა, ტექნოლოგიები, ინფრასტრუქტურული განვითარება, სადაც უნგრულ კომპანიებს აქვთ ინტერესი ჩაერთონ მუშაობაში“.

უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრმა პიტერ სიიარტომ ტექნოპარკი მოინახულა .

ავტორი: ადმინისტრატორი