დავით ნარმანია ირანის ელჩს შეხვდა

ადმინისტრატორი

თბილისის მერი დავით ნარმანია ირანის ელჩს საქართველოში სეიედ ჯავად ყავამ შაჰიდს შეხვდა. დედაქალაქის მერიაში გამართულ გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა თეირანსა და თბილისს შორის თანამშრომლობის გაღრმავებაზე, ასევე, სამომავლო ურთიერთობების პერსპექტივებზე იმსჯელეს,- ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. 

მერიის ცნობით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო თბილისსა და ირანის სხვა ქალაქებს შორის ერთობლივი პროგრამების განხორციელებას, მათ შორის, გამწვანების სფეროში გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობებს.

დავით ნარმანიას თქმით, თეირანსა და თბილისს შორის პარტნიორული ურთიერთობების გაძლიერება მნიშვნელოვანია და ეს ორმხრივად სასარგებლო იქნება.

"მოხარული ვარ, რომ თბილისსა და თეირანს შორის მჭიდრო კავშირები არსებობს და სამომავლოდ ეს თანამშრომლობა კიდევ უფრო გაძლიერდება. გასულ წელს მე ოფიციალური ვიზიტით გახლდით თეირანში და ჩემზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა ირანის დედაქალაქის გამწვანებამ. ჩვენ ვგეგმავთ, რომ გამწვანების პროექტები ერთობლივად განვახორციელოთ, რისთვისაც თეირანიდან ურბანული გამწვანების სპეციალისტები მოვიწვიეთ. ვფიქრობ, მათი გამოცდილების გაზიარება მნიშვნელოვანი იქნება,“ - განაცხადა თბილისის მერმა.

ირანის ელჩის განცხადებით, ირანული მხარე დაინტერესებულია საქართველოსთან თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებით და მზად არის, მხარი დაუჭიროს ურთიერთსასარგებლო პროექტების განხორციელებას.

სეიედ ჯავად ყავამ შაჰიდი საქართველოში ირანის ელჩის პოზიციას მიმდინარე წლის მარტიდან იკავებს.

მსგავსი სიახლეები
აუდიტის ვარაუდით, იმუნიზაციის პროგრამით ჯანმრთელობისთვის საშიში ვაქცინები გამოიყენეს

17 იანვარი, 2018

საქართველოში 29 ათას 222 დოზა მოხმარებიდან ამოსაღები ვაქცინა გაიხარჯა,-ამის საფუძველზე სახელმწიფო აუდიტის სამსახური იმუნიზაციის პროგრამის შემოწმებას გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო აუდიტის...

მეტი

20 იანვრის 11:00-დან 21:00 საათამდე ქუთაისის მოსახლეობის ნაწილს წყალმომარაგება შეეზღუდება

19 იანვარი, 2018

20 იანვრის 11:00 საათიდან 21:00 საათამდე ქალაქ ქუთაისში მცხოვრები მოსახლეობის ნაწილს წყალმომარაგება შეეზღუდება. წყალმომარაგების შეზღუდვა გამოწვეულია ტექნიკური სამუშაოების გათვალისწინებით.  ამის შესახებ...

მეტი

დავით ნარმანია ირანის ელჩს შეხვდა

დავით ნარმანია ირანის ელჩს შეხვდა
15:10 | 17 მარტი, 2017

მერიის ცნობით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო თბილისსა და ირანის სხვა ქალაქებს შორის ერთობლივი პროგრამების განხორციელებას, მათ შორის, გამწვანების სფეროში გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობებს.

დავით ნარმანიას თქმით, თეირანსა და თბილისს შორის პარტნიორული ურთიერთობების გაძლიერება მნიშვნელოვანია და ეს ორმხრივად სასარგებლო იქნება.

"მოხარული ვარ, რომ თბილისსა და თეირანს შორის მჭიდრო კავშირები არსებობს და სამომავლოდ ეს თანამშრომლობა კიდევ უფრო გაძლიერდება. გასულ წელს მე ოფიციალური ვიზიტით გახლდით თეირანში და ჩემზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა ირანის დედაქალაქის გამწვანებამ. ჩვენ ვგეგმავთ, რომ გამწვანების პროექტები ერთობლივად განვახორციელოთ, რისთვისაც თეირანიდან ურბანული გამწვანების სპეციალისტები მოვიწვიეთ. ვფიქრობ, მათი გამოცდილების გაზიარება მნიშვნელოვანი იქნება,“ - განაცხადა თბილისის მერმა.

ირანის ელჩის განცხადებით, ირანული მხარე დაინტერესებულია საქართველოსთან თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებით და მზად არის, მხარი დაუჭიროს ურთიერთსასარგებლო პროექტების განხორციელებას.

სეიედ ჯავად ყავამ შაჰიდი საქართველოში ირანის ელჩის პოზიციას მიმდინარე წლის მარტიდან იკავებს.

ავტორი: ადმინისტრატორი