მუნიციპალური განვითარების ფონდი ხაშურში საბავშვო ბაღის რეაბილიტაციას დააფინანსებს

ადმინისტრატორი

ხაშურის მე-7 საბავშვო ბაღს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისა და მსოფლიო ბანკის წარმომადგენლები სტუმრობდნენ,- ამის შესახებ ინფორმაციას ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობა ავრცელებს. 

"მუნიციპალური განვითარების ფონდის დონორებთან ურთიერთობის და პროექტების მართვის სამსახურის უფროსი თენგიზ გოგოტიშვილი და მსოფლიო ბანკის წარმომადგენლები შოლან ვონგის ხელმძღვანელობით ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგებელს გიორგი გურასპაშვილს, ეკონომიკური განვითარების სამსახურის უფროს სერგო ლალიაშვილს და ინფრასტრუქტურის განვითარების და კეთილმოწყობის განყოფილების უფროსს გიორგი პაპიაშვილს შეხვდნენ და მე-7 საბავშვო ბაღის რეაბილიტაციის გეგმები განიხილეს.

ხაშურის მუნიციპალიტეტის თანამშრომლობა მუნიციპალური განვითარების ფონდთან გასულ წელს დაიწყო. შედეგად, დაიგეგმა მნიშვნელოვანი პროექტი - Vll საბავშვო ბაღის სრული რეაბილიტაცია. პროექტი საბავშვო ბაღის ეზოს კეთილმოწყობასაც ითვალისწინებს. პროექტის ღირებულება 911 000 ლარია. უკვე გამოცხადებულია ტენდერი და სამუშაოები მაისის ბოლოს დაიწყება."- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში. 

მსგავსი სიახლეები
დასაქმების კვირეულის შედეგად კიდევ 365 ადამიანი დასაქმდა

24 აპრილი, 2017

სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგის მასშტაბური დასაქმების კვირეული შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ ზაზა სოფრომაძემ და „ჯიპიაი ჰოლდინგის“ გაყიდვების დირექტორმა გურამ მუსხელიშვილმა...

მეტი

27 დაბა მესტიაში წყალმომარაგება შეიზღუდება

25 აპრილი, 2017

26 აპრილის 10:00 საათიდან 27 აპრილის 15:00 საათამდე დაბა მესტიის მოსახლეობის ნაწილს წყალმომარაგება შეეზღუდება,- ამის შესახებ ინფორმაციას საქარველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ავრცელებს.  წყალმომარაგების შეზღუდვა...

მეტი

მუნიციპალური განვითარების ფონდი ხაშურში საბავშვო ბაღის რეაბილიტაციას დააფინანსებს

მუნიციპალური განვითარების ფონდი ხაშურში საბავშვო ბაღის რეაბილიტაციას დააფინანსებს
13:48 | 17 მარტი, 2017

"მუნიციპალური განვითარების ფონდის დონორებთან ურთიერთობის და პროექტების მართვის სამსახურის უფროსი თენგიზ გოგოტიშვილი და მსოფლიო ბანკის წარმომადგენლები შოლან ვონგის ხელმძღვანელობით ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგებელს გიორგი გურასპაშვილს, ეკონომიკური განვითარების სამსახურის უფროს სერგო ლალიაშვილს და ინფრასტრუქტურის განვითარების და კეთილმოწყობის განყოფილების უფროსს გიორგი პაპიაშვილს შეხვდნენ და მე-7 საბავშვო ბაღის რეაბილიტაციის გეგმები განიხილეს.

ხაშურის მუნიციპალიტეტის თანამშრომლობა მუნიციპალური განვითარების ფონდთან გასულ წელს დაიწყო. შედეგად, დაიგეგმა მნიშვნელოვანი პროექტი - Vll საბავშვო ბაღის სრული რეაბილიტაცია. პროექტი საბავშვო ბაღის ეზოს კეთილმოწყობასაც ითვალისწინებს. პროექტის ღირებულება 911 000 ლარია. უკვე გამოცხადებულია ტენდერი და სამუშაოები მაისის ბოლოს დაიწყება."- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში. 

ავტორი: ადმინისტრატორი