აშშ არ ცნობს ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონში ე.წ. საპარლამენტო არჩევნების შედეგებს

ადმინისტრატორი

"ამერიკის შეერთებული შტატები სრულად უჭერს მხარს საქართველოს ტეროტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.შესაბამისად, ამერიკის შეერთებული შტატები არ ცნობს არჩევნების შედეგებს, რომელიც არალეგიტიმურად ჩატარდა საქართველოს ტერიტორიაზე, საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე; და გმობს გადაწყვეტილებას სამხრეთ ოსეთის არაკონტროლირებადი რეგიონის სამხედრო ძალების რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულ ძალების შემადგენლობაში შესვლის თაობაზე", - ამის შესახე განცხადება დღეს, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ საქართველოში გაავრცელა.

"ამერიკის შეერთებული შტატების პოზიცია აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით მკაფიო და თანმიმდევრულია- ორივე ეს რეგიონი წარმოადგენს საქართველოს განუყოფელ ნაწილს.

ამერიკის შეერთებულ შტატებს მიაჩნია, რომ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები არის ფორუმი რომელიც მიმართულია შექმნილი ვითარების გადაჭრისკენ საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებში, და გამომდინარე აქედან, ჩვენ მოვუწოდებთ ყველა მონაწილეს თავი აარიდონ ისეთ ქმედებებს, რომლებიც ძირს უთხრის ამ მოლაპარაკებებს", - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მსგავსი სიახლეები
აუდიტის ვარაუდით, იმუნიზაციის პროგრამით ჯანმრთელობისთვის საშიში ვაქცინები გამოიყენეს

17 იანვარი, 2018

საქართველოში 29 ათას 222 დოზა მოხმარებიდან ამოსაღები ვაქცინა გაიხარჯა,-ამის საფუძველზე სახელმწიფო აუდიტის სამსახური იმუნიზაციის პროგრამის შემოწმებას გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო აუდიტის...

მეტი

20 იანვრის 11:00-დან 21:00 საათამდე ქუთაისის მოსახლეობის ნაწილს წყალმომარაგება შეეზღუდება

19 იანვარი, 2018

20 იანვრის 11:00 საათიდან 21:00 საათამდე ქალაქ ქუთაისში მცხოვრები მოსახლეობის ნაწილს წყალმომარაგება შეეზღუდება. წყალმომარაგების შეზღუდვა გამოწვეულია ტექნიკური სამუშაოების გათვალისწინებით.  ამის შესახებ...

მეტი

აშშ არ ცნობს ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონში ე.წ. საპარლამენტო არჩევნების შედეგებს

აშშ არ ცნობს ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონში ე.წ. საპარლამენტო არჩევნების შედეგებს
21:47 | 16 მარტი, 2017

"ამერიკის შეერთებული შტატების პოზიცია აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით მკაფიო და თანმიმდევრულია- ორივე ეს რეგიონი წარმოადგენს საქართველოს განუყოფელ ნაწილს.

ამერიკის შეერთებულ შტატებს მიაჩნია, რომ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები არის ფორუმი რომელიც მიმართულია შექმნილი ვითარების გადაჭრისკენ საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებში, და გამომდინარე აქედან, ჩვენ მოვუწოდებთ ყველა მონაწილეს თავი აარიდონ ისეთ ქმედებებს, რომლებიც ძირს უთხრის ამ მოლაპარაკებებს", - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ავტორი: ადმინისტრატორი