ადა მარშანია: აფხაზეთის საკითხის მოსაგვარებლად პატრიარქი არცერთმა ხელისუფლებამ არ გამოიყენა

ირმა მესხია

ეთნიკურად აფხაზი, საქართველოს პარლამენტის 5 მოწვევის დეპუტატი, ადა მარშანია რომელიც საკანონმდებლო ორგანოში ფრაქცია "საქართველოს პატრიოტებს" წარმოადგენს, საქართველოს კონსტიტუციაში NATO-სა და ევროკავშირში მისწრაფებების შესახებ ჩანაწერის გაკეთებას კატეგორიულად ეწინააღმდეგება. მას ხშირად რუსეთის ხელისუფლებისმართულს უწოდებენ.

როგორია ადა მარშანიას ხედვა და როგორ შეიძლება საქართველომ ოკუპირებული ტერიტორიები დაიბრუნოს, ამასთან დაკავშირებით "აიპრესი" ადა მარშანიას ესაუბრა. 

- თქვენ კონსტიტუციის პრეამბულაში NATO-სა და ევროკავშირში მისწრაფებების შესახებ ჩანაწერის გაკეთებას ეწინააღმდეგებით, რატომ?

- ჩანაწერის გაკეთება ეს იქნება ჩვენი ეროვნული ინტერესის საზიანოდ. არ შეიძლება ისეთი გარდამავალი დებულება, როგორიც არის NATO ერის ცხოვრებაში.

- ჩვენ ხომ ვერ წარმოგვიდგენია რომ NATO იქნება საუკუნეები?! NATO ოდესღაც დაფუძნებული სამხედრო ბლოკია, რომელმაც შეიძლება სხვა ფორმა მიიღოს. თუმცა, აქ არ ვსაუბრობ მხოლო NATO-ზე, ნებისმიერი ბლოკი საერთაშორისო თანამეგობრობაში ან ძლიერი პოლიტიკური ორგანიზაცია იგივე გაერო, ეუთო, ამ ორგანიზაციების მიმართ შენი დამოკიდებულება ან შესვლა, გამოსვლა არ შეიძლება დააფიქსირო კონსტიტუციის პრეამბულაში. ეს სრულიად გაუგებარი, მიუღებელია პოლიტიკური ფასეულობებისა და ერის ინტერესებიდან გამომდინარე. ასეთი რაღაცები არ იწერება პრეამბულაში, ეს უნდა იყოს ბერკეტი შენი ქვეყნის თავდაცვის, განვითარების და წინსვლის.

ამ ეტაპზე ჩვენი ქვეყნის განვითარების მდგომარეობიდან გამომდინარე NATO-სთან ძალიან ფრთხილი უნდა ვიყოთ.

იცით თქვენ, რა აგრესიული დამოკიდებულება აქვს ჩვენს მეზობელ ზე სახელმწიფოს, რუსეთს ჩვენი NATO-ში გაწევრიანებაზე,

რასაკვირველია, ჩვენ გვაქვს უფლება NATO-ში შევიდეთ, განვაცხადოთ სწრაფვა NATO-კენ. ამის პოლიტიკური, ადამიანური და სამართლებრივი უფლება გვაქვს. მაგრამ ეს ერთია რომ უფლება გვაქვს, მაგრამ სასტიკი რეალობაა. აგრესიული მეზობელი გვყავს. 25 წელია ასე ვცხოვრობთ. ჩვენ ტერიტორიული გამთლიანების საკითხში უკუსვლა გვაქვს.

ამიტომ, ვხედავ რომ ტაქტიკური თვალსაზრისით არ გვიფიქრია კარგად. ჩვენ გვმართებს კარგი დაფიქრება. მე ამ მიმართულებით ბევრ რამეს არ ვამბობ. ამიტომ მოვითხოვე დახურული სხდომა და წინ არის ასეთი მოთხოვნები. ჩემი ქვეყნის ტაქტიკაზე როგორ უნდა ვილაპარაკო საჯაროდ? ეს არასწორი იქნება, მაგრამ რაც შეეხება კონსტიტუციის პრეამბულას ერთმნიშვნელოვანად ამდაგვარი ჩანაწერი არ უნდა გაჩნდეს.

- ქალბატონო ადა, ეთნიკურად აფხაზი ბრძანდებით. კარგად იცნობთ აფხაზეთს, მამათქვენი ლორიკ მარშანიაც ჩართული იყო. რა როლი ჰქონდა მას აფხაზებთან ურთიერთობის მოგვარების საკითხში?

მამაჩემი ამით ცხოვრობდა, ეს არ იყო მისი სამსახური, მას სამსახურად არ აღიქვამდა. ეს იყო მისი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი. სახლშიც კი მამაშვილური საუბრების 80% იყო ამ თემაზე. ვერ გეტყვით, რომ მამაჩემი ყველა შეხვედრის მონაწილე იყო, სანამ ასე ტრაგიკულად წავიდოდა ამ ქვეყნიდან, ბოლო რამდენიმე წელი იყო ჩართული სამთავრობო დელეგაციაში შვეიცარიის, თუმცა ვერ გეტყვით რომ ხშირად. მამა ძალიან სერიოზულ გეგმას სთავაზობდა ყველა მთავრობას, რომელმა დაუჯერა?!

უამრავი საიდუმლო წერილში აქვს დაწერილი, არა საჯარო, ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირი იყო მაშინ. გნებავთ პატიაშვილისთვის, გნებავთ შევარდნაძისთვის, გნებავთ სააკაშვილისთვის. მისთვის მნიშვნელობა არ ჰქონდა, ვინ იყო ხელისუფლების სათავეში, მას მიაჩნდა, რომ ვალდებული იყო ყველა მთავრობა გაეფრთხილებინა ან ერჩია, მისი ხედვა აფხაზეთთან დაკავშირებით ჩამოეყალიბებინა და დოკუმენტის სახით გამოქვეყნებინა. მე მაქვს ეს ყველაფერი და რაღაც პერიოდში გამოვაქვეყნებ. ბევრი მოსაზრება ისეთია, რომ ამის საჯაროდ გამოტანა არ შეიძლება.

- როგორ ფიქრობთ, რა უნდა გავაკეთოთ აფხაზეთის დასაბრუნებლად, რა მიმართულებით უნდა წავიდეთ იმისთვის, რომ ჩვენ პირდაპირი დიალოგი დავიწყოთ აფხაზებთან და ოსებთან?

- ყველაფერს გავაკეთებთ თუ მოვინდომებთ, მაგრამ მონდომებას ვერ ვხედავ. რით უნდა დავიწყოთ? მარტივი რამით და ამავდროულად რთული რამით. ამას ვაჟღერებდით მე, მამა და კიდევ ზოგიერთი ადამიანის აზრი და კარგია რომ დამკვიდრდა სიტყვა ნდობა, ნდობის აღდგენა.

პირველი რიგის ამოცანაა ნდობის აღდგენა და ჩვენი ტაქტიკური მოქმედებები ჩვენი მეზობელი ქვეყნის მიმართ. აი აქ ჩვენ გაშეშებულები და გაჩერებულები ვართ.

რაც შეეხება ნდობის აღდგენას აფხაზებთან და ოსებთან, არ არის ის მუშაობა იმ ინტენსივობით და თანმიმდევრობით, საერთო გააზრებული გეგმის ქონით, აქ მიმდინარეობს ნელთბილი, იმპულსური ალაგ-ალაგ არაკოორდინირებული მუშაობა და მოქმედება.

- საკმარისია თუ არა რუსეთთან პრობლემის მოსაგვარებლად ზურაბ აბაშიძისა და კარასინის შეხვედრები?

- რა თქმა უნდა, არა, თუმცა როგორ შეიძლება მხარი არ დაუჭირო ამ ფორმატს. იმ პერიოდში ეს ფორმატი რომ გაჩნდა კარგი იყო, რადგან იმ პერიოდში ფრთხილი ნაბიჯების გადადგმა იყო საჭირო, გადაიდგა კიდეც, რაც მისასალმებელია, მაგრამ ახლა ჩვენ ეს მუშობა უნდა გავშალოთ.

იგივე ნდობის აღდგენა, ეს მაინც ჩვენს ხელშია. წლების მანძილზე ვსაუბრობდით, რომ სახალხო დიპლომატიის უაღრესად დიდი და მძლავრი პოტენციალი გვაქვს. ნაკლებად არის ისეთი ერები, სადა 45%-მდე შერეული ოჯახებია. არადა ქართულ-აფხაზური ოჯახების 45% ჩვენ გვაქვს. ეს ქორწინებები დღესაც გრძელდება რა თქმა უნდა იმ ინტენსიობით არა, როდესაც ჩვენ არ ვარჩევდით ერთმანეთს. ეს უდიდესი პოტენციალი ხელისუფლებამ არ გამოიყენა.

სახალხო დიპლომატიის მიმართულების პოლიტიკის რანგში უნდა იყოს აყვანილი. ისე კი არ უნდა იყოს ენთუზიაზმის დონეზე, ვიღაც ადამიანების ჯგუფმა გრანტი მოიპოვა და შეხვედრა მოახერხა, არა! ეს უნდა იყო გააზრებულად დაფინანსებული, მხარდაჭერილი, ზოგან საჯაროდ, ზოგან ფარულად, მაგრამ სახელმწიფო რანგში აყვანილი მიმართულება..

ჩვენ რატომ ველოდებით შვეიცარიაში შედეგებს?! იმ შედეგს რომელსაც ჩვენ ველოდებით ვერ მივიღებთ, მანამ სანამ ორი რამე არ მოხდება: პირველი, ჩვენ უნდა შევცვალოთ ჩვენო ტაქტიქა რუსეთის სახელწმიფოს მიმართ და გავიაზროთ ახალი გზები, ახალი ტაქტიკა.

მეორე, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს დელეგაციის შემადგენლობას, რომელიც იქ დადის. მე დამიჯერეთ! იმიტომ, რომ მე კარგად ვიცნობ აფხაზებს! ვიცნობ მათ დეტალებში, ნიუანსებში, მათ ადათ-წესს.

- დიალოგის დაწყების სურვილი თუ აქვთ აფხაზებს?

- კი, აქვთ. ყველას არა მაგრამ, ბევრს აქვს. მე მაქვს დიალოგი მათთან. ვერ გეტყვით, რომ ეს ჩემთვის ადვილია. იმიტომ რომ ჩვენი ოჯახი, მამა, ჩვენ ხომ ოფიციალურად ვითვლებით აფხაზი ხალხის მტრად. მამას მისჯილი აქვს კიდევაც 6 მუხლით, რომელიც ითვალისწინებს უმაღლესს სასჯელს - დახვრეტას.

პროკურატურის ბრალდებაში წერია, რომ მამამ უღალატა აფხაზი ხალხის ინტერესებს და თანამშრომლობდა ქართულ საოკუპაციო ხელისუფლებასთან. მეც მიჭირს, არ არის ეს მარტივი, მაგრამ ვპოულობ ძალას, ამას უნდა ძალიან დელიკატური მუშაობა, ცოდნა და მერე აუცილებლად გამოვა რაღაცა.

- პრემიერთან თუ გქონიათ აფხაზეთის საკითხზე საუბარი?

- მე ვუთხარი პრემიერს, მაშინ ჯერ კიდევ კანდიდატი იყო, რომ არ იყო ეს პრემიერი გამოსვლა. ჩემს წარმოდგენაში ჩვენი სამშობლოს, საქართველოს პრემიერს საუბარი და თავისი მოხსენება - კონცეფცია უნდა დაეწყო ქვეყნის გამთლიანების საკითხით და არ უნდა გვქონოდა ეს საკითხი იქ, სადაც უწყებრივ საკითხებს იხილავენ. მეოცე რიგად არ უნდა ესაუბრა ოკუპაციაზე და ტერიტორიის მთლიანობაზე. ნუთუ რაღაც განსაკუთრებული არგუმენტია მოსატანი იმისთვის, რომ დავარწმუნო ვინმე, რომ ეს ასე უნდა იყოს. საკითხავია რატომ?! რამე სპეციალური არგუმენტი და დასაბუთება უნდა უთხრათ ქვეყანას და პრემიერობის კანდიდატს, რატომ უნდა დაიწყოს ოკუპირებული ტერიტორიებით მოხსენება?!

თუ ამაზე იმიტომ ვსაუბრობ, რომ მე აფხაზეთიდან ვარ, სოხუმში დავიბადე და იქიდან გამოდევნილი ადამიანი ვარ?! სამწუხაროდ არ არის დაინტერესება, რომ შეიქმნას ჯგუფი იმ ადამიანებისგან, რომლებიც წლებია ამ საკითხზე მუშაობს.

რა თქმა უნდა, მესმის რომ აფხაზეთის დაბრუნების საკითხი საკმაოდ რთული და მძიმე თემაა. მე ის მიკვირს, რატომ არ არის სურვილი მოხდეს იმ ადამიანების შეკრება და ცენტრის შექმნა, ვინც ამ საკითხებზე მუდმივად იმუშავებს. ალბათ, პრემიერს მიაჩნია, რომ ქეთევან ციხელაშვილის უწყება საკმარისია, საგარეო საქმეთა სამინისტრო საკმარისია.

მე მინდა ვუთხრა პრემიერს და პრეზიდენტს, თუმცა პრეზიდენტთან რა მინდა, ძალიან არაკვალიფიციურ განცხადებებს აკეთებენ ამ საკითხთან დაკავშირებით. ბოლოს დროს დავრწმუნდი, რომ სხვა საკითხებზეც არაკვალიფიციურ განცხადებას აკეთებენ.

ამიტომ, უკვე ნაკლებად მწყინს რომ აფხაზეთთან მიმართებაში არაკვალიფიციურ განცხადებას აკეთებენ. ეს არის ტრაგედია, მომწონს თუ არ მომწონს, დავამტკიცე თუ არ დავამტკიცე ეს ჩემი ქვეყნის მთავრობაა, მე ხმა არ მიმიცია მათი დამტკიცებისთვის, მაგრამ რა, არ ვნერვიულობ იმაზე, რომ პრემიერი არ უნდა აკეთებდეს ასეთ განცხადებებს აფხაზეთის მიმართულებით?!

პრემიერის და პირველი პირის განცხადებებზე ზოგიერთ ქვეყანაში ინსტიტუტები მუშაობენ. კვალიფიციური უნდა იყოს შენი განცხადება ამ რთულ თემაზე.

- ხომ არ ფიქრობთ, „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონში დროა ცვლილებები შევიდეს?

- მე კი ვფიქრობ, რომ დროა ცვლილებები შევიდეს, მაგრამ გაუაზრებელ წინააღმდეგობას ვაწყდები. მიბრაზდებიან, როცა ვამბობ რომ ამ კანონის შერბილება, რადგან უბრალოდ არ იცის ჩვენმა მოსახლეობამ, რომ ისჯება ის ადამიანი, ვინც იქაურია და აქვს რუსეთის მოქალაქეობა. ძალიან ბევრ დევნილს აქვს რუსეთის მოქალაქეობა და არ აქვს ორმაგი მოქალაქეობა, იმიტომ რომ თავის დროზე ძალიან ადვილი იყო რუსეთის მოქალაქეობის მიღება.

მაგალითად, ჩემი უფროსი ძმა, რომელიც მოსკოვში ცხოვრობს იმის მერე რაც სოხუმში სახლი დაგვიწვეს და დაიკარგა აფხაზეთი. მას ჯერ კიდევ 94 წელს მიღებული აქვს რუსეთის მოქალაქეობა, რომელიც თბილისში აიღო. ის რომ შევიდეს სოჭიდან თავის სახლში, სოხუმში, თუ შეუშვეს იმის მერე აქ ჩემთან ვერ ჩამოვა, თუ ჩამოვა გადაიხდის ჯარიმას, მეორედ თუ ჩამოვა ციხეში იქნება. ასეთი ძალიან ბევრია.

აქ იცით რა არის პრობლემა? ზოგიერთ ადამიანს უფრო ადვილად უშვებენ აფხაზები ფსოუდან თავისი სახლი რომ მოინახულოს, ვიდრე აქედან, ენგურიდან. რა საკვირველია ამ კანონში ცვლილებები შესატანია, თუმცა როგორი ეს მოსაფიქრებელია. ჩვენი ამოსავალი წერტილი უნდა იყოს, რამდენად უწყობს ეს კანონი ხალხთა ურთიერთობას, მიმოსვლას და კონტაქტს. არ უნდა ვიფიქროთ იმაზე, აი რუსი ტურისტი შემოდის და უნდა დავსაჯოთ და ვცემოთ მერე.

- ეკლესიის ინსტიტუტს დაუპირისპირდნენ, თუმცა არ ჩანს ვინ, ეპისკოპოსები მედიით ურთიერთბრალდებებზე აკეთებენ განცხადებებს. ამაზე რას ფიქრობთ?

ძალიან ცუდ განცხადებებს აკეთებენ. ჯერ ნაადრევია რამის თქმა. რომ ჩვენ დავინახოთ თუ რა ხდება იქ. არ არის გამორიცხული, რომ ეს ინსპირირებულია, ამის ნიშნები არის. ის რომ შიდა დაჯგუფებია და დაპირისპირებაა, ეს ახალი არ არის. ცხადაია ინსპირირებამ ითამაშა შიდა დაჯგუფების დაპირისპირებაზე, რაც აშკარად სახეზეა. მიუხედავად ამ ყველაფრისა, არ უნდა ყოფილიყო ასეთი უმსგავსო სურათი, რადგან საპატრიარქო სასულიერო და განსხვავებული ინსტიტუტია ერის წარმოდგენაში.

ის ყველაზე ავტორიტეტული ინსტიტუტია, რაც ცხადაია ჩვენი პატრიარქის პიროვნული და არნახული თავდადებული მოღვაწეობის შედეგია. პატრიარქზე უკეთესი ადამიანი ალბათ არც გვეგულება საქართველოში. რაღაც არაადამიანური მოთმინებისა და სიკეთის გაცემის უნარი აქვს ამ ადამიანს. ყველას გული ტკივა, რომ ასეთი თავმოსაჭრელი განცხადებებით გამოდიან და ერთმანეთს ასე ასხამენ ჭუჭყს.

პოლიტიკოსებმა ამ თემაზე განცხადებების გაკეთებისგან მაქსიმალურად თავი უნდა შეიკავონ. ჩვენ უნდა შევახსენო ერთმანეთს, რომ საპატრიარქო ციდან არ ჩამოფრენილა, ეს არის ჩვენი საზოგადოების ნაწილი, ანარეკლი ერთგვარი, თუმცა ჩვენი წარმოდგენით იქ განსაკუთრებულად სულიერი და პატიოსანი ხალხი უნდა იყოს, ვიდრე ჩვენ ყველანი. პარლამენტიც უნდა იყოს წესით ხალხის რჩეული, განსაკუთრებულად ჭკვიანი ხალხი უნდა გვეგულებოდეს, მაგარ ეს ხომ ასე არ ხდება?

ეს არ არის შიდა დაპირისპირება, რომელიც გამწვავდა პატრიარქის ოპერაციამდე. დაპირისპირება მუდმივად იყო საპატრიარქოში, მაგრამ ახლა ამოხეთქა. მაგრამ, ის რომ ეკლესია და მისი მეთაური არის უპირობო ავტორიტეტი ქვეყანაში, ალბათ უნდა გესმოდეთ, რომ ეს მოვლენა პოლიტიკოსებისა და ძლიერი სახელმწიფოების ყურადღების მიღმა არ რჩება. ძალებს, რომლებსაც გადაწყვეტილი და განზრახული აქვთ რაღაც შეცვალონ ქვეყანაში, პირველ რიგში ასეთ ინსტიტუტებს ამუშავებენ და ურტყამენ, პროვოცირებას უკეთებენ.

- ხომ არ ფიქრობთ, რომ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე, ვერცერთმა ხელისუფლებამ ვერ გამოიყენა როგორც სახალხო დიპლომატი აფხაზეთისა საკითხების დასარეგულირებლად?

- პატრიარქი არაერთხელ, მათ შორის რთულ ვითარებაში არაერთხელ ეწვია მოსკოვს. მე მესმის მისი ვიზიტების, მხარს ვუჭერ და ვეთანხმები. რა საკვირველია, პატრიარქმა მაქსიმალურად ყველაფერი გააკეთა, რაც შესაძლებელი იყო ამ სიტუაციაში. მან ხელმოსაჭიდი ფონი შექმნა, მისი ვიზიტის შემდეგ მან დაანახა რუსეთს რომ ასე არ შეიძლება, საუბარი უნდა დავიწყოთ, რაც ასეც მოხდა.

არც ახალმა მთავრობამ და არც წინამორბედმა არა თუ მაქსიმალურად გამოიყენა ეს ვიზიტები, საერთოდ ელემენტარული და პრიმიტიული გაგრძელება არ ყოფილა ამ კარგი ფაქტის.

ჩვენი ქვეყნის სულიერი ელჩია, პატრიარქზე დიდი ელჩი და დიპლომატი ნეტა ვინ ჩავა ჩვენი ქვეყნიდან?! რომელი ილაპარაკებს აფხაზეთის პრობლემებზე ვიდრე პატრიარქი?! ამის გამო ჩვენ სასტიკად უნდა ვიყოთ გაბრაზებულები ჩვენს ხელისუფლებაზე.

ეთანხმებით თუ არა კონსტიტუციაში ოჯახის დეფინიციას?

ოჯახი დეფინიცირებულია კანონში, მაგრამ არა ისე, როგორც ზოგიერთებს უნდა იყოს. კონსტიტუციაში რატომ უნდა ამ საკითხის გადატანა? იმიტომ, რომ შემდგომში იყოს გართულებული შეცვლა, რადგან ჩვენ ახლა ოჯახის კლასიკური გაგება გვაქვს,

თქვენ ემხრობით თუ არა ერთნაირ სქესიანთა ქორწინებას?

არა. ჩვენ არაერთხელ გაგვიცხადებია რომ არ გვესმის. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ამდაგვარ ადამიანებს აგრესიულად მოვექცეთ და დავსაჯოთ. არიან ასეთი ადამინები, სანამ კაცობრიობა იარსებებს ასეთი ადამიანებიც იარსებებენ. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ვაღიაროთ ეს როგორც ნორმა და უფლება მივცეთ ბავშვის აღზრდის და ა.შ.

თქვენია აზრით, ტელეკომპანია „რუსთავი 2“ის სასამართლო პროცესი მედიაზე ზეწოლა იყო?

ძალიან მარტივად გიპასუხებ ამ თემაზე, ძალიან ბევრ ადამიანს საერთოდ არ უნდა საუბარი. არც მე მინდა, მაგრამ ერთხელ და სამუდამოდ ჩემი ალალი პოზიცია მინდა გითხრათ, ბატონებს, ამ ტელევიზიის დღევანდელ ხელმძღვანელებს ეშინიათ, მფლობელი რომ შეიცვლება, შეიცვლება პოლიტიკა რომელიც ხორციელდება ამ ტელევიზიაში.

არადა ეს არის ნაკლებად ტელევიზია, ეს არის პროპაგანდისტული არხი. ადრე ის იყო „მოქალაქეთა კავშირის“, ბოლოსკენ ე.წ. რეფორმატორების სააკაშვილის და ჟვანიას პროპაგანდისტული ტელევიზია, შემდეგ ეს გახდა „ნაციონალური მოძრაობის“ პროპაგანდისტული და ქომაგი ტელევიზია, რომელმაც კარგად ვიცით რა რეჟიმი დაამყარა ჩვენს ბედკრულ ქვეყანაში.

ჩემთვის „რუსთავი 2“ არ არის ტელევიზია, მიუხედავად იმისა რომ იქ, ნიჭიერი ხალხი მუშაობს და ტექნიკურად არაჩვეულებრივად აღჭურვილია, ყველა სოფელში დაიჭერ „რუსთავი 2“-ს მავთულითაც კი , ასე მშვენივრად აღჭურვილი არხი ჩვენი ქვეყნის სასიკეთოდ ხომ უნდა მუშაობდეს?!

სასიკეთოდ მუშაობს თუ არ მუშაობს ეს ძალიან სუბიექტურია, მაგრამ, მიმაჩნია, როგორც ტელევიზია, რა საკვირველია უნდა მუშაობდეს და როგორ შეიძლება მედიის დახურვა, მაგრამ ეს არის პროპაგანდისტული არხი.

სხვა ხელმძღვანელობას ამის შიში აქვს, თუ მფლობელი შეიცვლება, ვერ იმუშავებენ ისე, როგორ მანამდე. ძველი მფლობელი ითხოვს თავის ქონებას. მანამდე სხვა მფლობელი ყავდა ამ ქონებას, თუ ისინიც მოითხოვენ არც ეს გამიკვირდება. თუმცა შეიძლება, იმაზე უარესი პოლიტიკა გაატარონ ვიდრე „რუსთავი 2“ ატარებს, მაგრამ ამაზე უარესი რა უნდა იყოს არ ვიცი.

ამ თემით სპეკულირებენ, თითქოს თავს ესხმიან, უკაცრავად და „რუსთავი 2“ ხალხს თავს არ ესხმის? კოშმარულ სიუჟეტებს აკეთებს ადამიანის მიმართ, ვალერი ასათიანი ლამის ფიზიკურად არ მოკლეს?! მისი შვილი ხომ გარდაიცვალა?! აი ასეთ სიუჟეტებს ვგულისხმობთ პროპაგანდისტულში, თორემ რაც უფრო კარგი და ძლიერი ტელევიზია იქნება საქართველოში მივესალმები.

ოპონენტები ხშირად რუსეთის მართულად მოგიხსენიებენ, რა პასუხი გაქვთ მათთვის?

თავის მართლებას რომ არ დავიწყებთ იცით, ამათ არ აინტერესებთ არაფერი პასუხი ამ საკითხთან დაკავშირებით, რაც არ უნდა უპასუხო მათ.

მე გამოვდივარ შემდეგი გამოსავალი წერტილიდან, რომელიც ჩემთვის და ჩემი ქვეყნისთვის სასიცოცხლოა. მე მინდა ჩემს სახლში, სოხუმში დაბრუნება. მე მიმაჩნია, რომ ჩვენ ყველა მიმართულებით უნდა ვისაუბროთ და ვიმოძრაოთ, უნდა ველაპარაკოთ როგორც კრემლს ისე თეთრ სახლს.

მე მინდა რომ ჩემი ქვეყანა არ იყოს ამ ორი ზე სახელმწიფოს დაპირისპირების ტერიტორია, მიწა და საგანი. მინდა გავაგებინო მაქსიმალურად ორივეს, ერთი ბეწოა ეს საქართველო და აქ საჯილდაო ქვა არ უნდა იყოს. გამთლიანებული საქართველო როგორც ამერიკისთვის იქნება კარგი, ასევე აგერ რუსეთისთვის, გამთლიანებული, ძლიერი, დემოკრატიული საქართველო ყველა მეზობლისთვის, კარგი უფრო უპრიანი და სასურველი უნდა იყოს, ვიდრე იმ მდგომარეობაში რაშიც დღეს ვართ.

აი ეს პოზიცია მაქვს მე, ახლა ეს პრორუსული, პროამერიკული შეაფასეთ, ჩემი შეფასებით ეს პატრიოტულია და იმ ადამიანის საუბარია, ვისაც სახლში დაბრუნება უნდა. მწარედ უნდა დავინახოთ რეალობა. ბევრი უფლებები გვაქვს ჩვენ, მაგრამ მწარე რეალობას თუ არ გაითვალისწინებ ვერ დაბრუნდები შენ სოხუმში.

- ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაცია რას მოუტანს საქართველოს?

- თუ რამე სასიკეთოა იქ ჩვენთვის, რატომაც არა. ავითვისოთ და დავნერგოთ. მთავარია ისეთი რამე არ იყოს, რომელიც ჩვენს იდენტობას, ქართველობას და აფხაზობას დაგვინგრევს, წაგვიშლის და დაგვიზიანებს.

ევროპას ძალიან ბევრ საკითხში აქვს სერიოზული მიღწევები, რამაც ცივილიზებულ ქვეყანად აქცია ისინი. თუ არ აზიანებს ჩემს იდენტობას, ქართველობას რომლის მიხედვითაც მქვია მე აფხაზი, ყველაფერს მივიღებ.

- აფხაზეთიდან დევნილების ქალაქების მიხედვით დიფერენცირებულ დასახლებას ითხოვთ, რატომ?

- ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ იქაური ატმოსფერო. ჩვენ აფხაზეთი უნდა შევინარჩუნოთ აქ, დანარჩენ საქართველოში. ჩვენი დევნილების დასახლება კომპაქტურად იმიტომ მინდა, რომ სოხუმელი სოხუმელთა, გაგრელი გაგრელთა, გულირიფშელი გულირიფშელთან, რომ ეს დევნილებისთვის ეს არის მორალური მხარდაჭერა. 

მსგავსი სიახლეები
ფალსიფიცირებული წამლებით მოტყუებული ადამიანები და წამლის შეთავაზების მეთოდები აფთიაქში

24 მარტი, 2017

სპეციალისტებს მედიკამენტების ხარისხთან დაკავშირებით სერიოზული ეჭვი აქვთ. ფაქტები, რომ ბაზარზე ფალსიფიცირებული წამლები იყიდება, ოფიციალურად დადასტურებული არ არის, თუმცა უამრავი ადამიანი ჩივის, რომ მკურნალობას ხშირად არ...

მეტი

22 მარტს ქალაქ გორის მოსახლეობას წყალმომარაგება შეეზღუდება

21 მარტი, 2017

22 მარტს, 11:00 საათიდან 13:00 საათამდე, ქალაქი გორის მოსახლეობის ნაწილს წყალმომარაგება შეეზღუდება,- ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს წყალმომარაგების კომპანია ავრცელებს. "წყალმომარაგების შეზღუდვა გამოწვეულია გეგმიური...

მეტი

ადა მარშანია: აფხაზეთის საკითხის მოსაგვარებლად პატრიარქი არცერთმა ხელისუფლებამ არ გამოიყენა

ადა მარშანია: აფხაზეთის საკითხის მოსაგვარებლად პატრიარქი არცერთმა ხელისუფლებამ არ გამოიყენა
20:02 | 16 მარტი, 2017

ავტორი: ირმა მესხია