აშშ-ის საელჩო საქართველოში: აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი წარმოადგენს საქართველოს განუყოფელ ნაწილს

ადმინისტრატორი

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას  ავრცელებს. 

"ამერიკის შეერთებული შტატები სრულად უჭერს მხარს საქართველოს ტეროტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.შესაბამისად, ამერიკის შეერთებული შტატები არ ცნობს არჩევნების შედეგებს, რომელიც არალეგიტიმურად ჩატარდა საქართველოს ტერიტორიაზე, საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე; და გმობს გადაწყვეტილებას სამხრეთ ოსეთის არაკონტროლირებადი რეგიონის სამხედრო ძალების რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულ ძალების შემადგენლობაში შესვლის თაობაზე.

ამერიკის შეერთებული შტატების პოზიცია აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით მკაფიო და თანმიმდევრულია- ორივე ეს რეგიონი წარმოადგენს საქართველოს განუყოფელ ნაწილს.

ამერიკის შეერთებულ შტატებს მიაჩნია, რომ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები არის ფორუმი რომელიც მიმართულია შექმნილი ვითარების გადაჭრისკენ საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებში, და გამომდინარე აქედან, ჩვენ მოვუწოდებთ ყველა მონაწილეს თავი აარიდონ ისეთ ქმედებებს, რომლებიც ძირს უთხრის ამ მოლაპარაკებებს", - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.. 

მსგავსი სიახლეები
დასაქმების კვირეულის შედეგად კიდევ 365 ადამიანი დასაქმდა

24 აპრილი, 2017

სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგის მასშტაბური დასაქმების კვირეული შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ ზაზა სოფრომაძემ და „ჯიპიაი ჰოლდინგის“ გაყიდვების დირექტორმა გურამ მუსხელიშვილმა...

მეტი

ფოთში კუნძულის სანაპირო ზოლზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს

ფოთში კუნძულის სანაპირო ზოლზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს

24 აპრილი, 2017

ფოთში, გვიან ღამით განვითარებულმა შტორმა კუნძულის სანაპირო ზოლის დანაგვიანება გამოიწვია,- ამის შესახებ ინფორმაციას ქალაქ ფოთის მერია ავრცელებს.  ძლიერი ღელვის შედეგად ბულვარის ტერიტორიასა და სასეირნო ბილიკზე ამოყრილია...

მეტი

აშშ-ის საელჩო საქართველოში: აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი წარმოადგენს საქართველოს განუყოფელ ნაწილს

აშშ-ის საელჩო საქართველოში: აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი წარმოადგენს საქართველოს განუყოფელ ნაწილს
14:55 | 16 მარტი, 2017

"ამერიკის შეერთებული შტატები სრულად უჭერს მხარს საქართველოს ტეროტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.შესაბამისად, ამერიკის შეერთებული შტატები არ ცნობს არჩევნების შედეგებს, რომელიც არალეგიტიმურად ჩატარდა საქართველოს ტერიტორიაზე, საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე; და გმობს გადაწყვეტილებას სამხრეთ ოსეთის არაკონტროლირებადი რეგიონის სამხედრო ძალების რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულ ძალების შემადგენლობაში შესვლის თაობაზე.

ამერიკის შეერთებული შტატების პოზიცია აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით მკაფიო და თანმიმდევრულია- ორივე ეს რეგიონი წარმოადგენს საქართველოს განუყოფელ ნაწილს.

ამერიკის შეერთებულ შტატებს მიაჩნია, რომ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები არის ფორუმი რომელიც მიმართულია შექმნილი ვითარების გადაჭრისკენ საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებში, და გამომდინარე აქედან, ჩვენ მოვუწოდებთ ყველა მონაწილეს თავი აარიდონ ისეთ ქმედებებს, რომლებიც ძირს უთხრის ამ მოლაპარაკებებს", - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.. 

ავტორი: ადმინისტრატორი