საჩხერის გამგეობაში 2016 წელს სახელფასო დანამატი, ჯილდო და დახმარება არ გაცემულა

საჩხერის გამგეობაში 2016 წელს სახელფასო დანამატი, ჯილდო და დახმარება არ გაცემულა

  • iRegions.Ge
  • 15 მარტი, 2017
  • 13:50
  • ადმინისტრატორი

"საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველომ" გამოაქვეყნა კვლევა იმერეთის რეგიონის სახელფასო ანაზღაურებებზე და პრემიებზე. კვლევაში აღნიშნულია, რომ საჩხერის მუნიციპლიტეტის გამგეობამ 2016 წელს პრემიის სახით 228 555 ლარი გასცა, საჩხერის საკრებულომ კი დღესასწაულთან დაკავშირებით 86 450 ლარი.

საჩხერის მუნიციპალიტეტის საკანონმდებლო და აღმასრულებელ ორგანოებში დასაქმებულ პირთა ხელფასებისათვის 2016 წელს გაიხარჯა 1754371 ლარი. გამგეობამ 159 თანამშრომლის სახელფასო ანაზღაურებაში დახარჯა 1 380 571,75 ლარი. აქედან შტატით გათვალისწინებულ მოსამსახურეებზე პირთა და აპარატში დასაქმებული 25 პირის სახელფასო ანაზღაურება 2016 წელს 373 800 ლარი დაუჯდა. საჩხერის მუნიციპალიტეტს გამგეობის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, 2016 წელს სახელფასო დანამატი, ჯილდო და დახმარება არ გაცემულა. რაც შეეხება პრემიას, წლის განმავლობაში გამგეობაში პრემიის სახით გაცემულია 228 555 ლარი. პრემია გაცემულია მარტში (მხოლოდ ქალთანამშრომლებზე), აპრილსა და დეკემბერში.

2016 წელს საჩხერის საკრებულოში გაცემულია 86 450 ლარი პრემიის სახით, ახალი წლის, ქალთა, აღდგომისა და შობის დღესასწაულთან დაკავშირებით.

"ფანჯარას ვერ გააღებ ზაფხულში", - ლანჩხუთის მოსახლეობა ჰაიდელბერგ-ცემენტის მუშაობას აპროტესტებს

23 აპრილი, 2018

გურიაში, სუფსაში არსებულ ჰაიდელბერგ-ცემენტის ადმინისტრაციული შენობის ლანჩუთის მუნციპალიტეტის მოსახლეობა შეიკრიბა და აქციას მართავს, სოფელი სუფსისა და ტაბანას მოსახლეობა ქარხნის მუშაობას აპროტესტებს და აცხადებენ, რომ არსებული ქარხანა...

USD 2.4488
EUR 2.9944
GBP 3.4175
TRY 0.5979