ვიქტორ დოლიძე: ევროკავშირი მზად არის ერთგვარი ღია კარი დატოვოს საქართველოსთვის

ადმინისტრატორი

ევროკავშირი მზად არის ერთგვარი ღია კარი დატოვოს საქართველოსთვის,-ამის შესახებ სახელმწიფო მინისტრმა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში, ვიქტორ დოლიძემ განაცხადა. უწყების ხელმძღვანელმა თოქ-შოუში ”სხვა შუადღე” საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზალიბერალიზაციის ამოქმედების გამარტივებულ დეტალებზე ისაუბრა და დასძინა, რომ უვიზო რეჟიმის ამოქმედების თაობაზე მოქალაქეები ინფორმირებულნი უნდა იყვნენ.

„მნიშვნელოვანია თითოეულ ჩვენს მოქალაქემდე მივიტანოთ მაქსიმალურად დეტალური ინფორმაცია, თუ როგორ უნდა იმოქმედონ და ამავე დროს, როგორ არ უნდა იმოქმედონ, რომ ერთგვარი საფრთხე გაჩნდეს უკვე ე. წ შეჩერების მექანიზმის ამოქმედების შემდეგ.

„ეს ტექნიკური კრიტერიუმების დაკმაყოფილებაზე პასუხი არ იყო ევროკავშირის მხრიდან, ეს არის პოლიტიკური გზავნილი ჩვენი მოქალაქეებისადმი, ის რომ ევროკავშირი მზად არის ერთგვარი ღია კარი დატოვოს საქართველოსთვის“, - განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მოქალაქეებს 29 მარტიდან ევროპის 22 წევრ ქვეყანაში, ევროკავშირის 4 არაწევრ ქვეყანასა და შენგენის 4 კანდიდატ ქვეყანაში გადაადგილება უვიზოდ შეეძლებათ.

ავტორი: გვანცა ვარდანიძე

მსგავსი სიახლეები
ქვეყანაში შემოდის მხოლოდ მაღალი ხარისხის ვაქცინები – ამირან გამყრელიძე

21 თებერვალი, 2018

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე “იბერიის” თოქშოუში “თავისუფალი სივრცე”, საქართველოს მოსახლეობას იმუნიზაციისკენ მოწოდებს. “მინდა თქვენი ეთერით მოვუწოდო საქართველოს მოსახლეობას და გარანტი...

მეტი

"ალიანს ჯგუფი ჰოლდინგი" კავკასიის რეგიონში პირველ ფინურ სკოლას ხსნის

21 თებერვალი, 2018

2019 წლის სექტემბერში საქართველოში, კერძოდ საგურამოში, "ალიანს ჯგუფი ჰოლდინგი" ფინეთის წამყვან განათლების კონსორციუმთან ერთობლივი პროექტის ფარგლებში, მსოფლიოში საუკეთესო განათლების მოდელად აღიარებულ, ფინურ სკოლას...

მეტი

ვიქტორ დოლიძე: ევროკავშირი მზად არის ერთგვარი ღია კარი დატოვოს საქართველოსთვის

 ვიქტორ დოლიძე: ევროკავშირი მზად არის  ერთგვარი ღია კარი დატოვოს საქართველოსთვის
13:54 | 15 მარტი, 2017

„მნიშვნელოვანია თითოეულ ჩვენს მოქალაქემდე მივიტანოთ მაქსიმალურად დეტალური ინფორმაცია, თუ როგორ უნდა იმოქმედონ და ამავე დროს, როგორ არ უნდა იმოქმედონ, რომ ერთგვარი საფრთხე გაჩნდეს უკვე ე. წ შეჩერების მექანიზმის ამოქმედების შემდეგ.

„ეს ტექნიკური კრიტერიუმების დაკმაყოფილებაზე პასუხი არ იყო ევროკავშირის მხრიდან, ეს არის პოლიტიკური გზავნილი ჩვენი მოქალაქეებისადმი, ის რომ ევროკავშირი მზად არის ერთგვარი ღია კარი დატოვოს საქართველოსთვის“, - განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მოქალაქეებს 29 მარტიდან ევროპის 22 წევრ ქვეყანაში, ევროკავშირის 4 არაწევრ ქვეყანასა და შენგენის 4 კანდიდატ ქვეყანაში გადაადგილება უვიზოდ შეეძლებათ.

ავტორი: გვანცა ვარდანიძე

ავტორი: ადმინისტრატორი