ადა მარშანია: საპატრიარქო ციდან არ ჩამოფრენილა

ირმა მესხია

"ძალიან ცუდ განცხადებებს აკეთებენ. ჯერ ნაადრევია რამის თქმა. რომ ჩვენ დავინახოთ თუ რა ხდება იქ. არ არის გამორიცხული, რომ ეს ინსპირირებულია, ამის ნიშნები არის. ის რომ შიდა დაჯგუფებია და დაპირისპირებაა, ეს ახალი არ არის. ცხადაია ინსპირირებამ ითამაშა შიდა დაჯგუფების დაპირისპირებაზე, რაც აშკარად სახეზეა. მიუხედავად ამ ყველაფრისა, არ უნდა ყოფილიყო ასეთი უმსგავსო სურათი, რადგან საპატრიარქო სასულიერო და განსხვავებული ინსტიტუტია ერის წარმოდგენაში."- აცხადებს პარლამენტარი ადა მარშანია "აიპრესთან საუბარში.

ქალბატონო ადა, ეკლესიის ინსტიტუტს დაუპირისპირდნენ, თუმცა არ ჩანს ვინ, ეპისკოპოსები მედიით ურთიერთბრალდებებზე აკეთებენ განცხადებებს. ამაზე რას ფიქრობთ?

ის ყველაზე ავტორიტეტული ინსტიტუტია, რაც ცხადაია ჩვენი პატრიარქის პიროვნული და არნახული თავდადებული მოღვაწეობის შედეგია. პატრიარქზე უკეთესი ადამიანი ალბათ არც გვეგულება საქართველოში. რაღაც არაადამიანური მოთმინებისა და სიკეთის გაცემის უნარი აქვს ამ ადამიანს. ყველას გული ტკივა, რომ ასეთი თავმოსაჭრელი განცხადებებით გამოდიან და ერთმანეთს ასე ასხამენ ჭუჭყს.

პოლიტიკოსებმა ამ თემაზე განცხადებების გაკეთებისგან მაქსიმალურად თავი უნდა შეიკავონ. ჩვენ უნდა შევახსენო ერთმანეთს, რომ საპატრიარქო ციდან არ ჩამოფრენილა, ეს არის ჩვენი საზოგადოების ნაწილი, ანარეკლი ერთგვარი, თუმცა ჩვენი წარმოდგენით იქ განსაკუთრებულად სულიერი და პატიოსანი ხალხი უნდა იყოს, ვიდრე ჩვენ ყველანი. 

პარლამენტიც უნდა იყოს წესით ხალხის რჩეული, განსაკუთრებულად ჭკვიანი ხალხი უნდა გვეგულებოდეს, მაგარ ეს ხომ ასე არ ხდება?

ეს არ არის შიდა დაპირისპირება, რომელიც გამწვავდა პატრიარქის ოპერაციამდე. დაპირისპირება მუდმივად იყო საპატრიარქოში, მაგრამ ახლა ამოხეთქა. მაგრამ, ის რომ ეკლესია და მისი მეთაური არის უპირობო ავტორიტეტი ქვეყანაში, ალბათ უნდა გესმოდეთ, რომ ეს მოვლენა პოლიტიკოსებისა და ძლიერი სახელმწიფოების ყურადღების მიღმა არ რჩება. ძალებს, რომლებსაც გადაწყვეტილი და განზრახული აქვთ რაღაც შეცვალონ ქვეყანაში, პირველ რიგში ასეთ ინსტიტუტებს ამუშავებენ და ურტყამენ, პროვოცირებას უკეთებენ.

მსგავსი სიახლეები
ფალსიფიცირებული წამლებით მოტყუებული ადამიანები და წამლის შეთავაზების მეთოდები აფთიაქში

24 მარტი, 2017

სპეციალისტებს მედიკამენტების ხარისხთან დაკავშირებით სერიოზული ეჭვი აქვთ. ფაქტები, რომ ბაზარზე ფალსიფიცირებული წამლები იყიდება, ოფიციალურად დადასტურებული არ არის, თუმცა უამრავი ადამიანი ჩივის, რომ მკურნალობას ხშირად არ...

მეტი

22 მარტს ქალაქ გორის მოსახლეობას წყალმომარაგება შეეზღუდება

21 მარტი, 2017

22 მარტს, 11:00 საათიდან 13:00 საათამდე, ქალაქი გორის მოსახლეობის ნაწილს წყალმომარაგება შეეზღუდება,- ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს წყალმომარაგების კომპანია ავრცელებს. "წყალმომარაგების შეზღუდვა გამოწვეულია გეგმიური...

მეტი

ადა მარშანია: საპატრიარქო ციდან არ ჩამოფრენილა

ადა მარშანია: საპატრიარქო ციდან არ ჩამოფრენილა
11:07 | 15 მარტი, 2017

ქალბატონო ადა, ეკლესიის ინსტიტუტს დაუპირისპირდნენ, თუმცა არ ჩანს ვინ, ეპისკოპოსები მედიით ურთიერთბრალდებებზე აკეთებენ განცხადებებს. ამაზე რას ფიქრობთ?

ის ყველაზე ავტორიტეტული ინსტიტუტია, რაც ცხადაია ჩვენი პატრიარქის პიროვნული და არნახული თავდადებული მოღვაწეობის შედეგია. პატრიარქზე უკეთესი ადამიანი ალბათ არც გვეგულება საქართველოში. რაღაც არაადამიანური მოთმინებისა და სიკეთის გაცემის უნარი აქვს ამ ადამიანს. ყველას გული ტკივა, რომ ასეთი თავმოსაჭრელი განცხადებებით გამოდიან და ერთმანეთს ასე ასხამენ ჭუჭყს.

პოლიტიკოსებმა ამ თემაზე განცხადებების გაკეთებისგან მაქსიმალურად თავი უნდა შეიკავონ. ჩვენ უნდა შევახსენო ერთმანეთს, რომ საპატრიარქო ციდან არ ჩამოფრენილა, ეს არის ჩვენი საზოგადოების ნაწილი, ანარეკლი ერთგვარი, თუმცა ჩვენი წარმოდგენით იქ განსაკუთრებულად სულიერი და პატიოსანი ხალხი უნდა იყოს, ვიდრე ჩვენ ყველანი. 

პარლამენტიც უნდა იყოს წესით ხალხის რჩეული, განსაკუთრებულად ჭკვიანი ხალხი უნდა გვეგულებოდეს, მაგარ ეს ხომ ასე არ ხდება?

ეს არ არის შიდა დაპირისპირება, რომელიც გამწვავდა პატრიარქის ოპერაციამდე. დაპირისპირება მუდმივად იყო საპატრიარქოში, მაგრამ ახლა ამოხეთქა. მაგრამ, ის რომ ეკლესია და მისი მეთაური არის უპირობო ავტორიტეტი ქვეყანაში, ალბათ უნდა გესმოდეთ, რომ ეს მოვლენა პოლიტიკოსებისა და ძლიერი სახელმწიფოების ყურადღების მიღმა არ რჩება. ძალებს, რომლებსაც გადაწყვეტილი და განზრახული აქვთ რაღაც შეცვალონ ქვეყანაში, პირველ რიგში ასეთ ინსტიტუტებს ამუშავებენ და ურტყამენ, პროვოცირებას უკეთებენ.

ავტორი: ირმა მესხია