მეუფე პეტრეს წერილი სინოდს: ეკლესიაში არსებული დარღვევების გამოსწორება ჩემით არ უნდა დაიწყოს

ადმინისტრატორი

"თქვენო უწმიდესობავ და უნატერესობავ, წმინდა სინოდის თავმჯდომარევ, ყოვლადსამღვდელონო, მღვდელმთავარნო, წმინდა სინოდის წევრებო და თქვენო მაღალყოვლადუსამღვდელოესობავ, წმინდა სინოდის მდივანო, მიტროპოლიტო შიო", - ასე იწყება ჭყონდიდელი მიტროპოლიტის, მეუფე პეტრეს წერილი, რომელიც იღუმენმა თამარ გამყრელიძემ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

"მესმის მძიმე იყო ჯვარი ამა წლის 9 მარტს გამართული წმინდა სინოდის სხდომისა, სინოდის სხდომაზე, რომელიც სამწუხაროდ, აღმოჩნდა მიკერძოებული სამართლით, ისევე როგორც საქართველოს ეკლესიის მრავალრიცხვოვანი მრევლისა და მორწმუნე საზოგადოებისთვის, ასევე ჩემი სიმდაბლისთვისაც. წარმოუდგენელი და მოულოდნელი იყო რომ სინოდის სხდომა ისე ჩაივლიდა, რომ აქცენტი მხოლოდ ჩემი უღირსებისათვის ესოდენ მკაცრი და უსამართლო განჩინების გამოცხადებით დასრულდებოდა, რაც მდივნის მიერ წაკითხული და ვეჭვობ არა მის მიერ დაწერილი, იქნა ყოველივე ეს. ნუთუ დღემდე ეკლესიის დისკრედიტაციის მძიმე ფაქტები არ გვაქვს, ან ჩემგან არ გსმენიათ სინოდის სხდომაზე? ან ჩემ წინააღმდეგ დაწყებული და დაუსაბუთებელი ცილისწამებები ბრალდების სახით თქვენთვის ეკლესიის დისკრედიტაციას არ ნიშნავს? წარმოუდგენელია სინოდის სხდომა, რომელიც ესოდენ სკანდალური ციანიდის საქმის შემდეგ იქნა ჩანიშნული და ამ განსაცდელზე და არც ამ განსაცდელის გამომწვევ მიზეზებზე არ გამოიკვეთა განსაკუთრებული ინტერესი, ხოლო მამაოს მიერ საპყრობილიდან გამოგზავნილი წერილის წაკითხვა და მოსმენაც არ ჩათვალეთ აუცილებლად, რადგან წინასწარ თითქოს დაკვეთით დაწერილი წინადადებებით შემოვიფარგლეთ და სრული ნდობა გამოვუცხადეთ გამოძიებას, რომელშიც როგორც მე სინოდის წევრი არ გეთანხმებით.

რაც შეეხედება ჩემს მიმართ წაყენებულ ბრალდების მუხლებს, კარგი იქნებოდა 34-ე კანონის განმარტებით მიგეწოდებინათ საზოგადოებისთვის, რომელშიც აშკარა მიკერძოება იკვეთება... ამ კანონში ასევე ვკითხულობთ: პირველმა პირმა არაფერი მოიმოქმედოს სხვებთან შეუთანხმებლად... ანტიოქიის მე-9 კანონი კი დამატებას წარმოადგენს 34-ე კანონისა, ასევე ტრულის კრების მე 20-ე კანონი, რაც არასდროს დაგვირღვევია და უპირატესობას ყოველთვის ვაღიარებდით კათოლიკოსისა, მის შემავალ სამრევლოში კი არასდროს ჩავრეულვართ, უფრო მეტიც, ტელევიზიის ხელმძღვანელობა გვაძლევდა იმის შესაძლებლობას თუ ვინ მოგვეწვია სასაუბროდ და ეკრანიდან საქადაგებლად.

ბალსამონის განმარტებით "ნებადართულია სხვა ეპარქიაში მსახურება თუ კი თანხმობა განაცხადა ეპარქიის მმართველმა ეპისკოპოსმა. დასამტკიცებლად ამისა ბალსამონს მოჰყავს გრიგოლ ნაზიანზელისა და ეფესოს მიტროპოლიტ იოანეს მაგალითი.

შეგახსენებთ, რომ სინოდის წევრის ვალდებულებაა, დასმულ შეკითხვებს პასუხი გასცეს, აზრის დაფიქსირების უფლება კი სახარებაზეა დაფუძვნებული.

ზონარა უფრო მკაფიო განმარტავს: "მაგრამ ის არ შესცოდავს თუ კი კითხვით მიმართვას მას ვინმე სხვა ეპარქიიდან და იგი პირადულად უპასუხებს და დამოძღვრავს კიდეც"... ხოლო 55-ე კანონით კლირიკოსში ვის გულისხმობთ? ნუთუ თქვენ, წმინდა სინოდის სხდომის მდივანს, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს, ღვთისმეტყველების დოქტორს, წმინდა ალექსი სენაკელის მცველს, არ გესმით, რომ ჭყონდიდელი მიტროპოლიტი მსგავს ხარისხსა და ბრალდებას არ ექვემდებარება და მიმართულია განდგომილთადმი, უხერხული მგავსი შეცდომების დაშვება....

ხოლო მეორე მსოფლიო კრების მე-6 კანონი სხვა რამეზე მეტყველებს"... თუ მბრალდებელი არც მწვალებელია არც განყენებული, ან განკვეთილი, არც ბრალდებული ყოფილა რაიმე დანაშაულში და ეპისკოპოსს საეკლისიო საქმეში ადანაშაულებს, წმინდა კრება მოითხოვს, რომ პირველ რიგში მან ეს საჩივარი სამთავროს ყველა ეპისკოპოსს წარუდგინოს და პასუხისმგებლობაში მიცემული ეპისკოპოსის მიმართ წარდგენილი ბრალდება თავისი არგუმენტებით განამტკიცოს. თუ კი შეკრებილი ეპარქიის ეპისკოპოსები მცდელობის მიუხედავად ვერ შეძლებენ წესრიგის აღდგენას იმ საქმეებთან დაკავშირებით, რაშიც ეპისკოპოსს ბრალი ედება, მაშინ ბრალმდებელმა მიმართოს დიდ სამთავროს ეპისკოპოსთა დიდ კრებას.

ვაღიარებ, რომ არც ერთი პროცედურა არ ჩატარებულა და სხდომა კანონდარღვევით წარიმართა. მიუდევად სინოდის სხდომაზე ჩემს მიერ მოყვანილი ეკლესიაში არსებული ფაქტებისა რაზეც მოკვლევა უნდა დაწყებულიყო, მიველსამები რჯულის კანონის ამოქმედებას ეკლესიაში არსებულ მრავალრიცხოვან დარღვევათა გამოსასწორებლად, მაგრამ დიდი უსამართლობა იქნება ეს ყველაფერი დაიწყოს ჩემით და ჩემითვე დასრულდეს, რისი პრეცენდენტიც გამოიკვეთა. 

რატომ გვიჭირს, ვაღიაროთ ის სამწუხარო ფაქტი, რომ ჩვენს ეკლესიაში წმინდა მამათა კანონები დატევებულია და ყოველგვარი სიმკაცრე განდევნილი? ვშიშობ, რომ საეკლესიო საქმენი სრულ არეულობაში არ მოვიდეს, როდესაც ეს გულგრილობა და მიკერძოებულობა ნელ-ნელა თვის გზით წავა და ცუდ შედეგამდე მიგვიყვანს.

ეკლესიის დისკრედიტაციას რომ ემსახურებოდა ჩემი გამოსვლა ეს სრული ცილისწამებაა, რასაც სიმდაბლით ვღებულობ და ვიტოვებ მღვდელმთავრულ ვალდებულებას პასუხი გავცე ყველა ცრუ ბრალდებას, გთხოვთ მომიტევოთ, ჩემი კადნიერებისთვის და ვითხოვ თქვენს მღვდელმთავრულ ლოცვა-კურთხევას და ვიმედოვნებ თქვენს მართლმკვეთელობას!"-  წერილს ხელს აწერს პეტრე, მიტროპოლიტი ჭყონდიდელი.

მსგავსი სიახლეები
დასაქმების კვირეულის შედეგად კიდევ 365 ადამიანი დასაქმდა

24 აპრილი, 2017

სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგის მასშტაბური დასაქმების კვირეული შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ ზაზა სოფრომაძემ და „ჯიპიაი ჰოლდინგის“ გაყიდვების დირექტორმა გურამ მუსხელიშვილმა...

მეტი

ქუთაისის მერიის წინ მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, მცირეწლოვანი დაშავდა

25 აპრილი, 2017

ქუთაისის მერიის წინ მცირეწლოვან ბავშვს ავტომობილი დაეჯახა. შემთხვევის შედეგად მოზარდი დაშავდა და ის ამ დროისთვის, დასავლეთ საქართველოს ინტერვენციულ ცენტრშია გადაყვანილი. როგორც ,,აიპრესს“ სასწრაფო დახმარების სამსახურში...

მეტი

მეუფე პეტრეს წერილი სინოდს: ეკლესიაში არსებული დარღვევების გამოსწორება ჩემით არ უნდა დაიწყოს

მეუფე პეტრეს წერილი სინოდს: ეკლესიაში არსებული დარღვევების გამოსწორება ჩემით არ უნდა დაიწყოს
14:49 | 14 მარტი, 2017

"მესმის მძიმე იყო ჯვარი ამა წლის 9 მარტს გამართული წმინდა სინოდის სხდომისა, სინოდის სხდომაზე, რომელიც სამწუხაროდ, აღმოჩნდა მიკერძოებული სამართლით, ისევე როგორც საქართველოს ეკლესიის მრავალრიცხვოვანი მრევლისა და მორწმუნე საზოგადოებისთვის, ასევე ჩემი სიმდაბლისთვისაც. წარმოუდგენელი და მოულოდნელი იყო რომ სინოდის სხდომა ისე ჩაივლიდა, რომ აქცენტი მხოლოდ ჩემი უღირსებისათვის ესოდენ მკაცრი და უსამართლო განჩინების გამოცხადებით დასრულდებოდა, რაც მდივნის მიერ წაკითხული და ვეჭვობ არა მის მიერ დაწერილი, იქნა ყოველივე ეს. ნუთუ დღემდე ეკლესიის დისკრედიტაციის მძიმე ფაქტები არ გვაქვს, ან ჩემგან არ გსმენიათ სინოდის სხდომაზე? ან ჩემ წინააღმდეგ დაწყებული და დაუსაბუთებელი ცილისწამებები ბრალდების სახით თქვენთვის ეკლესიის დისკრედიტაციას არ ნიშნავს? წარმოუდგენელია სინოდის სხდომა, რომელიც ესოდენ სკანდალური ციანიდის საქმის შემდეგ იქნა ჩანიშნული და ამ განსაცდელზე და არც ამ განსაცდელის გამომწვევ მიზეზებზე არ გამოიკვეთა განსაკუთრებული ინტერესი, ხოლო მამაოს მიერ საპყრობილიდან გამოგზავნილი წერილის წაკითხვა და მოსმენაც არ ჩათვალეთ აუცილებლად, რადგან წინასწარ თითქოს დაკვეთით დაწერილი წინადადებებით შემოვიფარგლეთ და სრული ნდობა გამოვუცხადეთ გამოძიებას, რომელშიც როგორც მე სინოდის წევრი არ გეთანხმებით.

რაც შეეხედება ჩემს მიმართ წაყენებულ ბრალდების მუხლებს, კარგი იქნებოდა 34-ე კანონის განმარტებით მიგეწოდებინათ საზოგადოებისთვის, რომელშიც აშკარა მიკერძოება იკვეთება... ამ კანონში ასევე ვკითხულობთ: პირველმა პირმა არაფერი მოიმოქმედოს სხვებთან შეუთანხმებლად... ანტიოქიის მე-9 კანონი კი დამატებას წარმოადგენს 34-ე კანონისა, ასევე ტრულის კრების მე 20-ე კანონი, რაც არასდროს დაგვირღვევია და უპირატესობას ყოველთვის ვაღიარებდით კათოლიკოსისა, მის შემავალ სამრევლოში კი არასდროს ჩავრეულვართ, უფრო მეტიც, ტელევიზიის ხელმძღვანელობა გვაძლევდა იმის შესაძლებლობას თუ ვინ მოგვეწვია სასაუბროდ და ეკრანიდან საქადაგებლად.

ბალსამონის განმარტებით "ნებადართულია სხვა ეპარქიაში მსახურება თუ კი თანხმობა განაცხადა ეპარქიის მმართველმა ეპისკოპოსმა. დასამტკიცებლად ამისა ბალსამონს მოჰყავს გრიგოლ ნაზიანზელისა და ეფესოს მიტროპოლიტ იოანეს მაგალითი.

შეგახსენებთ, რომ სინოდის წევრის ვალდებულებაა, დასმულ შეკითხვებს პასუხი გასცეს, აზრის დაფიქსირების უფლება კი სახარებაზეა დაფუძვნებული.

ზონარა უფრო მკაფიო განმარტავს: "მაგრამ ის არ შესცოდავს თუ კი კითხვით მიმართვას მას ვინმე სხვა ეპარქიიდან და იგი პირადულად უპასუხებს და დამოძღვრავს კიდეც"... ხოლო 55-ე კანონით კლირიკოსში ვის გულისხმობთ? ნუთუ თქვენ, წმინდა სინოდის სხდომის მდივანს, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს, ღვთისმეტყველების დოქტორს, წმინდა ალექსი სენაკელის მცველს, არ გესმით, რომ ჭყონდიდელი მიტროპოლიტი მსგავს ხარისხსა და ბრალდებას არ ექვემდებარება და მიმართულია განდგომილთადმი, უხერხული მგავსი შეცდომების დაშვება....

ხოლო მეორე მსოფლიო კრების მე-6 კანონი სხვა რამეზე მეტყველებს"... თუ მბრალდებელი არც მწვალებელია არც განყენებული, ან განკვეთილი, არც ბრალდებული ყოფილა რაიმე დანაშაულში და ეპისკოპოსს საეკლისიო საქმეში ადანაშაულებს, წმინდა კრება მოითხოვს, რომ პირველ რიგში მან ეს საჩივარი სამთავროს ყველა ეპისკოპოსს წარუდგინოს და პასუხისმგებლობაში მიცემული ეპისკოპოსის მიმართ წარდგენილი ბრალდება თავისი არგუმენტებით განამტკიცოს. თუ კი შეკრებილი ეპარქიის ეპისკოპოსები მცდელობის მიუხედავად ვერ შეძლებენ წესრიგის აღდგენას იმ საქმეებთან დაკავშირებით, რაშიც ეპისკოპოსს ბრალი ედება, მაშინ ბრალმდებელმა მიმართოს დიდ სამთავროს ეპისკოპოსთა დიდ კრებას.

ვაღიარებ, რომ არც ერთი პროცედურა არ ჩატარებულა და სხდომა კანონდარღვევით წარიმართა. მიუდევად სინოდის სხდომაზე ჩემს მიერ მოყვანილი ეკლესიაში არსებული ფაქტებისა რაზეც მოკვლევა უნდა დაწყებულიყო, მიველსამები რჯულის კანონის ამოქმედებას ეკლესიაში არსებულ მრავალრიცხოვან დარღვევათა გამოსასწორებლად, მაგრამ დიდი უსამართლობა იქნება ეს ყველაფერი დაიწყოს ჩემით და ჩემითვე დასრულდეს, რისი პრეცენდენტიც გამოიკვეთა. 

რატომ გვიჭირს, ვაღიაროთ ის სამწუხარო ფაქტი, რომ ჩვენს ეკლესიაში წმინდა მამათა კანონები დატევებულია და ყოველგვარი სიმკაცრე განდევნილი? ვშიშობ, რომ საეკლესიო საქმენი სრულ არეულობაში არ მოვიდეს, როდესაც ეს გულგრილობა და მიკერძოებულობა ნელ-ნელა თვის გზით წავა და ცუდ შედეგამდე მიგვიყვანს.

ეკლესიის დისკრედიტაციას რომ ემსახურებოდა ჩემი გამოსვლა ეს სრული ცილისწამებაა, რასაც სიმდაბლით ვღებულობ და ვიტოვებ მღვდელმთავრულ ვალდებულებას პასუხი გავცე ყველა ცრუ ბრალდებას, გთხოვთ მომიტევოთ, ჩემი კადნიერებისთვის და ვითხოვ თქვენს მღვდელმთავრულ ლოცვა-კურთხევას და ვიმედოვნებ თქვენს მართლმკვეთელობას!"-  წერილს ხელს აწერს პეტრე, მიტროპოლიტი ჭყონდიდელი.

ავტორი: ადმინისტრატორი