ნაძალადევში ისაკიანის, ნუშისა და ავშნის ქუჩებზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს

ადმინისტრატორი

ნაძალადევის რაიონში, ისაკიანის ქუჩაზე კანალიზაციის მოწყობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. პროექტი ითვალისწინებს ნუშისა და ავშნის ქუჩების კანალიზაციის ქსელის დაერთებას ცენტრალურ სისტემაზე. 

ისაკიანის ქუჩაზე 72 მეტრ სიგრძეზე მოეწყობა ახალი მილები და დამონტაჟდება 4 ჭა. სამუშაოებს ადგილზე გაეცნო ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე. კანალიზაციის ახალი ქსელის მოსახლეობამდე მიყვანა უკვე დასრულდა ნუშის ქუჩაზე.

სისტემა მოეწყო დაახლოებით 400 მეტრ სიგრძეზე. ხვალიდან დაერთების სამუშაოები გაგრძელდება ავშნის ქუჩაზე. სამუშაოების საკონტრაქტო ღირებულება 259 508 ლარია.

კანალიზაციის სისტემის მოწყობის დასრულების შემდეგ ნუშისა და ავშნის ქუჩებზე მთლიანად მოწესრიგდება საგზაო ინფრასტრუქტურა - მოეწყობა ბორდიურები, ტროტუარები და დაიგება ორი ფენა ასფალტის საფარი. პროექტი ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაკვეთით ხორციელდება.

მსგავსი სიახლეები
აუდიტის ვარაუდით, იმუნიზაციის პროგრამით ჯანმრთელობისთვის საშიში ვაქცინები გამოიყენეს

17 იანვარი, 2018

საქართველოში 29 ათას 222 დოზა მოხმარებიდან ამოსაღები ვაქცინა გაიხარჯა,-ამის საფუძველზე სახელმწიფო აუდიტის სამსახური იმუნიზაციის პროგრამის შემოწმებას გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო აუდიტის...

მეტი

20 იანვრის 11:00-დან 21:00 საათამდე ქუთაისის მოსახლეობის ნაწილს წყალმომარაგება შეეზღუდება

19 იანვარი, 2018

20 იანვრის 11:00 საათიდან 21:00 საათამდე ქალაქ ქუთაისში მცხოვრები მოსახლეობის ნაწილს წყალმომარაგება შეეზღუდება. წყალმომარაგების შეზღუდვა გამოწვეულია ტექნიკური სამუშაოების გათვალისწინებით.  ამის შესახებ...

მეტი

ნაძალადევში ისაკიანის, ნუშისა და ავშნის ქუჩებზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს

ნაძალადევში ისაკიანის, ნუშისა და ავშნის ქუჩებზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს
18:09 | 13 მარტი, 2017

ისაკიანის ქუჩაზე 72 მეტრ სიგრძეზე მოეწყობა ახალი მილები და დამონტაჟდება 4 ჭა. სამუშაოებს ადგილზე გაეცნო ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე. კანალიზაციის ახალი ქსელის მოსახლეობამდე მიყვანა უკვე დასრულდა ნუშის ქუჩაზე.

სისტემა მოეწყო დაახლოებით 400 მეტრ სიგრძეზე. ხვალიდან დაერთების სამუშაოები გაგრძელდება ავშნის ქუჩაზე. სამუშაოების საკონტრაქტო ღირებულება 259 508 ლარია.

კანალიზაციის სისტემის მოწყობის დასრულების შემდეგ ნუშისა და ავშნის ქუჩებზე მთლიანად მოწესრიგდება საგზაო ინფრასტრუქტურა - მოეწყობა ბორდიურები, ტროტუარები და დაიგება ორი ფენა ასფალტის საფარი. პროექტი ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაკვეთით ხორციელდება.

ავტორი: ადმინისტრატორი