ზურაბ პატარაძე პოლონეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

ადმინისტრატორი

დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძესა და პოლონეთის რესპუბლიკის ელჩს საქართველოში, მარიუშ მაშკიევიჩს შორის, გაცნობითი ხასიათის შეხვედრა შედგა,- ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ა.რ მთავრობა ავრცელებს. 

ელჩთან შეხვედრისას ზურაბ პატარაძემ ხაზი გაუსვა პოლონეთის მთავრობის მხარდაჭერას ევროინტეგრაციისა და ვიზალიბერალიზაციის პროცესში და შეტანილი წვლილისათვის მადლობა გადაუხადა. მხარეებმა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გარდა, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკასა და პოლონეთის რესპუბლიკას შორის რეგიონულ დონეზე არსებული თანამშრომლობა განიხილეს. 

შეხვედრაზე აჭარის მთავრობის 
თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ სტუმარს რეგიონის საინვესტიციო და ტურისტული პოტენციალი გააცნო. მხარეებმა ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობის, ასევე რეგიონულ ჭრილში უკვე განხორციელებული ერთობლივი პროექტების შესახებ. აჭარის რეგიონი ბოლო წლებია აქტიურად თანამშრომლობს პოლონეთის ქვემო სილეზისა და ზემო სილეზიის სავოევოდოებთან, დაგეგმილია რეგიონთაშორისი თანამშრომლობა მალოპოლსკას სავოევოდოსთან.

ზურაბ პატარაძემ და მარიუშ მაშკიევიჩმა სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულების, კერძოდ, საშუალო და მცირე ბიზნესის წარმომადგენლებს შორის თანამშრომლობის გააქტიურებაზეც ისაუბრეს. ჩატარდება ერთობლივი ბიზნეს-ფორუმებიც, რაც ხელს შეუწყობს ინვესტიციებისა და ტურისტების მოზიდვას რეგიონში. 

შეხვედრაზე აღინიშნა აჭარაში პოლონეთიდან შემოსული ტურისტების ზრდა, რაც ბოლო წლებში ევროპულ ქვეყნებში საქართველოს, კერძოდ, აჭარა-ბათუმის ტურისტული მიმართულების პოპულარობამ განაპირობა. გასულ წლებში ბათუმის მიმართულებით ჩარტერული ფრენები ხორციელდებოდა. პოლონელი ტურისტების ზრდა ქუთაისის მიმართულებით არსებულმა რეგულარულმა ფრენებმაც განაპირობა. 

,,აჭარა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს პოლონეთის რესპუბლიკასთან ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას. უნდა აღვნიშნოთ, რომ პოლონეთი აჭარის რეგიონისთვის საინტერესო და ტურისტულად მიმზიდველი ბაზარია ევროპაში. გარდა ამისა, ვისაუბრეთ დამატებითი ინვესტიციების მოზიდვის შესახებ. ასევე განვიხილეთ პროექტები, რომლებიც სამომავლოდ საინტერესო შეიძლება იყოს პოლონური კომპანიებისთვის. ძალიან ვაფასებთ პოლონეთის რესპუბლიკის სამთავრობო კურსს საქართველოსთან მიმართებაში, კერძოდ, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერას როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ ფორმატში. ამ მხრივ აღსანიშნავია, რომ სულ ცოტა ხნის წინ, საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირის სივრცეში უვიზოდ გადაადგილების შესაძლებლობა მიეცათ, რაც ჩვენი ქვეყნისათვის ძალიან მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია ევროინტეგრაციის პროცესში ” - აღნიშნა ზურაბ პატარაძემ.

შეხვედრაზე მხარეებს შორის განხილულ იქნა ჰუმანიტარულ, საგანმანათლებლო და კულტურულ სფეროებში სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებიც. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი აქტიურად თანამშრომლობს პოლონეთის, ვროცლავის უმაღლეს საბანკო სკოლასთან და ფიზიკური აღზრდის საუნივერსიტეტო სკოლასთან და ახორციელებს სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებებისათვის გაცვლით პროგრამებს. დაიგეგმა არსებული თანამშრომლობის გაღრმავება და ახალი ერთობლივი პროექტების განხორციელება. ასევე საუბარი შეეხო ჯანდაცვის სფეროში ურთიერთობების გააქტიურებას, რომელიც გულისხმობს სხვადასხვა გაცვლით პროგრამებს და პრაქტიკულ თანამშრომლობას. 

მარიუშ მაშკევიჩი საქართველოში პოლონეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის პოზიციას დეკემბრიდან იკავებს

მსგავსი სიახლეები
ფალსიფიცირებული წამლებით მოტყუებული ადამიანები და წამლის შეთავაზების მეთოდები აფთიაქში

24 მარტი, 2017

სპეციალისტებს მედიკამენტების ხარისხთან დაკავშირებით სერიოზული ეჭვი აქვთ. ფაქტები, რომ ბაზარზე ფალსიფიცირებული წამლები იყიდება, ოფიციალურად დადასტურებული არ არის, თუმცა უამრავი ადამიანი ჩივის, რომ მკურნალობას ხშირად არ...

მეტი

22 მარტს ქალაქ გორის მოსახლეობას წყალმომარაგება შეეზღუდება

21 მარტი, 2017

22 მარტს, 11:00 საათიდან 13:00 საათამდე, ქალაქი გორის მოსახლეობის ნაწილს წყალმომარაგება შეეზღუდება,- ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს წყალმომარაგების კომპანია ავრცელებს. "წყალმომარაგების შეზღუდვა გამოწვეულია გეგმიური...

მეტი

ზურაბ პატარაძე პოლონეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

ზურაბ პატარაძე პოლონეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა
14:00 | 13 მარტი, 2017

ელჩთან შეხვედრისას ზურაბ პატარაძემ ხაზი გაუსვა პოლონეთის მთავრობის მხარდაჭერას ევროინტეგრაციისა და ვიზალიბერალიზაციის პროცესში და შეტანილი წვლილისათვის მადლობა გადაუხადა. მხარეებმა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გარდა, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკასა და პოლონეთის რესპუბლიკას შორის რეგიონულ დონეზე არსებული თანამშრომლობა განიხილეს. 

შეხვედრაზე აჭარის მთავრობის 
თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ სტუმარს რეგიონის საინვესტიციო და ტურისტული პოტენციალი გააცნო. მხარეებმა ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობის, ასევე რეგიონულ ჭრილში უკვე განხორციელებული ერთობლივი პროექტების შესახებ. აჭარის რეგიონი ბოლო წლებია აქტიურად თანამშრომლობს პოლონეთის ქვემო სილეზისა და ზემო სილეზიის სავოევოდოებთან, დაგეგმილია რეგიონთაშორისი თანამშრომლობა მალოპოლსკას სავოევოდოსთან.

ზურაბ პატარაძემ და მარიუშ მაშკიევიჩმა სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულების, კერძოდ, საშუალო და მცირე ბიზნესის წარმომადგენლებს შორის თანამშრომლობის გააქტიურებაზეც ისაუბრეს. ჩატარდება ერთობლივი ბიზნეს-ფორუმებიც, რაც ხელს შეუწყობს ინვესტიციებისა და ტურისტების მოზიდვას რეგიონში. 

შეხვედრაზე აღინიშნა აჭარაში პოლონეთიდან შემოსული ტურისტების ზრდა, რაც ბოლო წლებში ევროპულ ქვეყნებში საქართველოს, კერძოდ, აჭარა-ბათუმის ტურისტული მიმართულების პოპულარობამ განაპირობა. გასულ წლებში ბათუმის მიმართულებით ჩარტერული ფრენები ხორციელდებოდა. პოლონელი ტურისტების ზრდა ქუთაისის მიმართულებით არსებულმა რეგულარულმა ფრენებმაც განაპირობა. 

,,აჭარა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს პოლონეთის რესპუბლიკასთან ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას. უნდა აღვნიშნოთ, რომ პოლონეთი აჭარის რეგიონისთვის საინტერესო და ტურისტულად მიმზიდველი ბაზარია ევროპაში. გარდა ამისა, ვისაუბრეთ დამატებითი ინვესტიციების მოზიდვის შესახებ. ასევე განვიხილეთ პროექტები, რომლებიც სამომავლოდ საინტერესო შეიძლება იყოს პოლონური კომპანიებისთვის. ძალიან ვაფასებთ პოლონეთის რესპუბლიკის სამთავრობო კურსს საქართველოსთან მიმართებაში, კერძოდ, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერას როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ ფორმატში. ამ მხრივ აღსანიშნავია, რომ სულ ცოტა ხნის წინ, საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირის სივრცეში უვიზოდ გადაადგილების შესაძლებლობა მიეცათ, რაც ჩვენი ქვეყნისათვის ძალიან მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია ევროინტეგრაციის პროცესში ” - აღნიშნა ზურაბ პატარაძემ.

შეხვედრაზე მხარეებს შორის განხილულ იქნა ჰუმანიტარულ, საგანმანათლებლო და კულტურულ სფეროებში სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებიც. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი აქტიურად თანამშრომლობს პოლონეთის, ვროცლავის უმაღლეს საბანკო სკოლასთან და ფიზიკური აღზრდის საუნივერსიტეტო სკოლასთან და ახორციელებს სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებებისათვის გაცვლით პროგრამებს. დაიგეგმა არსებული თანამშრომლობის გაღრმავება და ახალი ერთობლივი პროექტების განხორციელება. ასევე საუბარი შეეხო ჯანდაცვის სფეროში ურთიერთობების გააქტიურებას, რომელიც გულისხმობს სხვადასხვა გაცვლით პროგრამებს და პრაქტიკულ თანამშრომლობას. 

მარიუშ მაშკევიჩი საქართველოში პოლონეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის პოზიციას დეკემბრიდან იკავებს

ავტორი: ადმინისტრატორი