მეუფე პეტრე: უწმიდესმა ჩემი ეპარქიიდან განრიდების საკითხი დააყენა

ადმინისტრატორი

უწმიდესმა სინოდის სხდომაზე წამოაყენა საკითხი, მე გავერიდებით ეპარქიიდან, - ამის შესახებ "იმედთან" ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა, მეუფე პეტრემ (ცაავა) განაცხადა. 

"უწმიდესის აზრი იყო, იქნებ ცვლილება მომხდარიყო ეპარქიაში, რასაც მე არ დავთანხმდი. სანამ ეს საკითხი დადგებოდა, მე ფაქტებით ვისაუბრე, რომ ეპარქიაშიც კი არიან ადამიანები, რომლებიც მზაკვრული მეთოდებით ცდილობენ რაღაც პრობლემები წამოჭრან ჩემ მიმართ. თანხაც კი... ანგარების ფაქტიც მოვიყვანე, რომ არიან ადამიანები რომლებიც ცდილობენ ჩემი ეპარქიიდან გაყვანა მოხდეს. კვალი მიდის საქართველოს გარეთ, ერთმორწმუნე ქვეყანაში.

სინოდზე ერთი ფაქტი მოვიყვანე, პატრიარქის უახლოესმა გარემოცვამ, რომელმაც  ოპერაციის წინ უდიდესი ზიანი მიაყენა პატრიარქს, როდესც უთხრა, თითქოს მღვდელი მიდიოდა მის მოსაწამლად და ყვითელ პრესაში დაწერილი ცრუ ინფორმაიცის თანახმად, რომ ჩემ ეპარქიაში წინა ხელისუფლების დროს დატოვებული დიდი ძალი იარაღი აღმოუჩენიათ და სერიოზული პრობლემებია ჩემთან ეპარქიაში, თუ სასწრაფოდ არ გადამიყვანენ შეიძლება მეც აღმოვჩდე დიდი პრობლემების ქვეშ",- განაცხადა მეუფე პეტრემ.

როდესაც პატრიარქმა მღდელმთავრებს ჰკითხა, რა ხდება ჭყონდიდში ხომ არ იცითო, არავინ არაფერი იცოდა.

უწმიდესის წინადადებაზე, მღვდელთავრებმა განაცხადეს რომ ეს ამ ეტაპზე იქნებოდა არასწორი. "

მსგავსი სიახლეები
ოზურგეთის მოსახლეობას უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდება

25 ივლისი, 2017

2017 წლის 29 ივლისს 10 საათიდან 16 საათამდე შპს „მედალფას“ ოზურგეთის სამედიცინო ცენტრში, ჩატარდება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის, ოზურგეთის მერიის და სამედიცინო ცენტრის ერთობლივი აქცია – მოსახლეობის უფასო სამედიცინო...

მეტი

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია

25 ივლისი, 2017

26 ივლისს, 09:00 საათიდან 16:00 საათამდე, ქალაქ ლაგოდეხის მოსახლეობას წყალმომარაგება შეეზღუდება,- ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ავრცელებს.  წყალმომარაგების შეზღუდვა გამოწვეულია...

მეტი

მეუფე პეტრე: უწმიდესმა ჩემი ეპარქიიდან განრიდების საკითხი დააყენა

მეუფე პეტრე: უწმიდესმა ჩემი ეპარქიიდან განრიდების საკითხი დააყენა
21:35 | 11 მარტი, 2017

"უწმიდესის აზრი იყო, იქნებ ცვლილება მომხდარიყო ეპარქიაში, რასაც მე არ დავთანხმდი. სანამ ეს საკითხი დადგებოდა, მე ფაქტებით ვისაუბრე, რომ ეპარქიაშიც კი არიან ადამიანები, რომლებიც მზაკვრული მეთოდებით ცდილობენ რაღაც პრობლემები წამოჭრან ჩემ მიმართ. თანხაც კი... ანგარების ფაქტიც მოვიყვანე, რომ არიან ადამიანები რომლებიც ცდილობენ ჩემი ეპარქიიდან გაყვანა მოხდეს. კვალი მიდის საქართველოს გარეთ, ერთმორწმუნე ქვეყანაში.

სინოდზე ერთი ფაქტი მოვიყვანე, პატრიარქის უახლოესმა გარემოცვამ, რომელმაც  ოპერაციის წინ უდიდესი ზიანი მიაყენა პატრიარქს, როდესც უთხრა, თითქოს მღვდელი მიდიოდა მის მოსაწამლად და ყვითელ პრესაში დაწერილი ცრუ ინფორმაიცის თანახმად, რომ ჩემ ეპარქიაში წინა ხელისუფლების დროს დატოვებული დიდი ძალი იარაღი აღმოუჩენიათ და სერიოზული პრობლემებია ჩემთან ეპარქიაში, თუ სასწრაფოდ არ გადამიყვანენ შეიძლება მეც აღმოვჩდე დიდი პრობლემების ქვეშ",- განაცხადა მეუფე პეტრემ.

როდესაც პატრიარქმა მღდელმთავრებს ჰკითხა, რა ხდება ჭყონდიდში ხომ არ იცითო, არავინ არაფერი იცოდა.

უწმიდესის წინადადებაზე, მღვდელთავრებმა განაცხადეს რომ ეს ამ ეტაპზე იქნებოდა არასწორი. "

ავტორი: ადმინისტრატორი