მეუფე პეტრე: პატრიარქი ზეწოლის ქვეშაა და დეზინფორმირებულია

ადმინისტრატორი

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქზე, ილია მეორეზე, მისი გარემოცვა ზეწოლას ახდენს, - ამის შესახებ ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა, მეუფე პეტრემ ტელეკომპანია "იმედთან" განაცხადა.

"ჩვენ, პატრიარქის პირველი ჩანაწერი მოვისმინეთ, რომელიც იყო ჩაჭრილი, არასრულყოფილი ვერსია, სადაც ჩანდა, რომ უწმიდესი თითქოს ბოლომდე არ იყო ინფორმირებული. მამა გიორგი ამბობდა ხან ერთს, ხან მეორეს, თუ საგამოძიებო ორგანო ამბობდა, ხან ერთს თუ ხან მეორეს და ამიტომ დაჭირდათ მისი ამოჭრა და ასე გამოგზავნა... 

უწმიდესს, ოპერაციაზე შესვლის წინ, მისი უახლოესი გარემოცვა, როგორც ჩვენ მოვისმინეთ, ეუბნება, რომ მოდიოდა შენი ყველაზე ერთ-ერთი დაახლოებული ადამიანი, შენი უსაყვარლესი სასულიერო პირი, დეკანოზი გიორგი მამალაძე და დაკავებულია აეროპორში. დააკავეს იმიტომ, რომ თითქოს თქვენს მოსაწამლად მოდიოდა და ამაში თქვენი უახლოესი ადამიანია ჩართული, რომელიც დაბარებულია პროკურატურაში...

მე მიმაჩნია, რომ ამ გარემოცვის ხელში პატრიარქი არ არის დამოუკიდებელი. 

ჩამობრძანდა მისი უწმიდესობა, პირველი, როდესაც ჩვენ მას შევხდით მღვდელმთავრები და ჩვენამდე მოუსმინა დაკავებული დეკანოზის ადვოკატებს, უწმიდესს ჰქონდა ასეთი აზრი, რაც ერთი კვირით ადრე იყო ჩემ მიერ გაჟღერებული, იქნებ თავდებით გამოვიდეს მამა გიორგი და გამოძიება გაგრძელდეს, მაგრამ მოხდა ისე, რომ ჩემ გარდა, აბსოლუტურად ერთსულოვნი აზრის გამოხატვა, რომ ის იყო ძალიან საშიში, რომ შეიძლება მამა გიორგის ლიკვიდაცია მოხდეს თუ ის გამოვა ციხიდან.

მე შევეცადე ამეხსნა, მაგრამ მაინც დაარწმუნეს პატრიარქი, რომ ეს იქნებოდა შეცდომა. საუბარი მაქ იმაზე, რომ როდესაც ხდება ზეწოლა, მე ამას ბრჭყალებში რომ ვთქვათ, მივიჩნევ ზეწოლად, ამას დეზინფორმირებულობად, მტრობად დედა ეკლესიისა და მტრობად პატრიარქისა", - ამის შესახენ მეუფე პეტრემ, ტელეკომპანია "იმედთან" განცხადა. 

მსგავსი სიახლეები
უპრეცედენტო კარდიოქირურგიული ოპერაცია საქართველოში

26 მაისი, 2017

2017 წლის 27 აპრილს აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელ კარდიოლოგიის ცენტრში პროფესორ ზვიად ბახუტაშვილის მიერ უპრეცედენტო ოპერაცია გაკეთდა. 65 წლის თ. ა-ს კარდიოქირურგიული ოპერაცია 6 საათის განმავლობაში 4 სხვადასხვა პათოლოგიის...

მეტი

ჭიჭინაძე: ქუთაისში მასშტაბური პროექტი არასდროს გაკეთებულა, პარლამენტი ააშენეს და დამთავრდა

ჭიჭინაძე: ქუთაისში მასშტაბური პროექტი არასდროს გაკეთებულა, პარლამენტი ააშენეს და დამთავრდა

26 მაისი, 2017

"დიდი ქარხანა ან ფაბრიკა რომ გაკეთდეს იგივე ქუთაისში, დენი არ გვაქვს, იცით? ფიზიკურად არ გვაქვს ვერ იმუშავებს ქარხანა. იმას სხვა ძაბვა და პროექტი უნდა ეს ყველაფერი სულ ნულიდან გვაქვს დასაწყები. იმიტომაა, რომ 4 წელიწადში ეს...

მეტი

მეუფე პეტრე: პატრიარქი ზეწოლის ქვეშაა და დეზინფორმირებულია

მეუფე პეტრე: პატრიარქი ზეწოლის ქვეშაა და დეზინფორმირებულია
21:07 | 11 მარტი, 2017

"ჩვენ, პატრიარქის პირველი ჩანაწერი მოვისმინეთ, რომელიც იყო ჩაჭრილი, არასრულყოფილი ვერსია, სადაც ჩანდა, რომ უწმიდესი თითქოს ბოლომდე არ იყო ინფორმირებული. მამა გიორგი ამბობდა ხან ერთს, ხან მეორეს, თუ საგამოძიებო ორგანო ამბობდა, ხან ერთს თუ ხან მეორეს და ამიტომ დაჭირდათ მისი ამოჭრა და ასე გამოგზავნა... 

უწმიდესს, ოპერაციაზე შესვლის წინ, მისი უახლოესი გარემოცვა, როგორც ჩვენ მოვისმინეთ, ეუბნება, რომ მოდიოდა შენი ყველაზე ერთ-ერთი დაახლოებული ადამიანი, შენი უსაყვარლესი სასულიერო პირი, დეკანოზი გიორგი მამალაძე და დაკავებულია აეროპორში. დააკავეს იმიტომ, რომ თითქოს თქვენს მოსაწამლად მოდიოდა და ამაში თქვენი უახლოესი ადამიანია ჩართული, რომელიც დაბარებულია პროკურატურაში...

მე მიმაჩნია, რომ ამ გარემოცვის ხელში პატრიარქი არ არის დამოუკიდებელი. 

ჩამობრძანდა მისი უწმიდესობა, პირველი, როდესაც ჩვენ მას შევხდით მღვდელმთავრები და ჩვენამდე მოუსმინა დაკავებული დეკანოზის ადვოკატებს, უწმიდესს ჰქონდა ასეთი აზრი, რაც ერთი კვირით ადრე იყო ჩემ მიერ გაჟღერებული, იქნებ თავდებით გამოვიდეს მამა გიორგი და გამოძიება გაგრძელდეს, მაგრამ მოხდა ისე, რომ ჩემ გარდა, აბსოლუტურად ერთსულოვნი აზრის გამოხატვა, რომ ის იყო ძალიან საშიში, რომ შეიძლება მამა გიორგის ლიკვიდაცია მოხდეს თუ ის გამოვა ციხიდან.

მე შევეცადე ამეხსნა, მაგრამ მაინც დაარწმუნეს პატრიარქი, რომ ეს იქნებოდა შეცდომა. საუბარი მაქ იმაზე, რომ როდესაც ხდება ზეწოლა, მე ამას ბრჭყალებში რომ ვთქვათ, მივიჩნევ ზეწოლად, ამას დეზინფორმირებულობად, მტრობად დედა ეკლესიისა და მტრობად პატრიარქისა", - ამის შესახენ მეუფე პეტრემ, ტელეკომპანია "იმედთან" განცხადა. 

ავტორი: ადმინისტრატორი