სინოდის სხდომა, საეკლესიო სამართალი და გაცხადებული განჩინება - 2017 წლის 9 მარტის ფოტოქრონიკა

სინოდის სხდომა, საეკლესიო სამართალი და გაცხადებული განჩინება - 2017 წლის 9 მარტის ფოტოქრონიკა

2017 წლის 9 მარტი - სინოდის სხდომა ზუსტად12:00 საათზე დაიწყო. სინოდის 47 წევრი მათთვის ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენას უნდა დასწრებოდა. ამ დრომდე უცნობია, ზუსტად რამდენი წევრი დაესწრო სინოდის სხდომას.

სინოდის სხდომის მეთაური სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ბრძანდებოდა. სხდომის მდივნად კი სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი მეუფე შიო დაინიშნა. მეუფეები, რომლებიც პატრიარქის გერმანიაში ყოფნის დროს მედიასთან მათთვის უჩვეული სიტყვაუხვობით გამოირჩეოდნენ, დღეს დუმილის უფლებას იყენებდნენ. გამონაკლისი, მხოლოდ ჭყონდიდელი მიტროპოლიტი მეუფე პეტრე, ბელგიისა და ჰოლანდიის ეპისკოპოსი მეუფე დოსითეოზი, რუსთავის მიტროპოლიტი მეუფე იოანე  და ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი, მეუფე ანტონი აღმოჩნდა.

თუმცა, სინოდის სხდომიდან მთავარი თემა მედიისთვისაც და საზოგადოებისთვისაც მაინც იქ თავმოყრილი მაღალი კლასისა და ღირებულების ჯიპები გახდა.

სინოდის სხდომის ქრონოლოგია "აიპრესის" ფოტოქრონიკაში.

ფოტოების ავტორი: ირმა მესხია

გურჯაანში კაზინოს დაცვის თანამშრომლის მიერ ნაცემი პირი კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფება

გურჯაანში კაზინოს დაცვის თანამშრომლის მიერ ნაცემი პირი კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფება

3 საათის წინ

დაზარალებულის დედის, მარინა მაისურაძის ინფორმაციით, ნაცემია კიდევ ორი ახალგაზრდა.  „ჩემი შვილი უმძიმეს მდგომარეობაშია, ტვინის ოპერაცია გაუკეთდა. აპარატზეა შეერთებული ხელოვნური კვებით. როგორც მითხრეს, ჩემი შვილი შესულა კაზინოში, ტაქსის...

USD 2.4402
EUR 3.0017
GBP 3.4343
TRY 0.6036