პირველი ქართული ანიმაცია ნიუ-იორკის საბავშვო ფილმების ფესტივალზე წარადგინეს

ადმინისტრატორი

27 წლის ანა ჩუბინიძე პირველი ქართულ-ფრანგული ანიმაციური ფილმის „ჯიბის კაცის“ (The Pocket Man) ავტორია. ახალგაზრდა ილუსტრატორმა „ჯიბის კაცზე“ ცნობილი ფრანგული სტუდიის “ფოლიმაჟის” ანიმატორ, მარიონ შარიესთან ერთად იმუშავა.  ანიმაციის ჩვენება ფრანგულ ტელევიზია canal + ზე იგეგმება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თიბისი ბანკი ავრცელებს.

მანამდე კი,  ანას ნამუშევარი ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ საბავშვო ფილმების ფესტივალში,  New York International Children's Film Festival  მონაწილეობს. ფესტივალში  2500 განაცხადიდან მხოლოდ 100 ფილმმა მოიპოვა მონაწილეობის უფლება.  ანა პირველი ქართველია, ვისი პროექტიც ფესტივალის ფინალისტებს შორის მოხვდა. იგი შეერთებულ შტატებში 15 მარტს უნდა გაემგზავროს, რათა თავისი ნამუშევრის მსოფლიო პრემიერაზე შეძლოს დასწრება. გასამგზავრებელი თანხის შეგროვებაში მას სტატუსის საქველმოქმედო პლატფორმა statusdonates.ge  ეხმარება.

ამ ისტორიის შესახებ მომზადებული ვიდეო და დეტალური ინფორმაცია განთავსებულია ვებგვერდზე www.statusdonates.ge , სადაც ასევე შეგიძლიათ მხარი დაუჭიროთ თქვენთვის საინტერესო სხვა ისტორიებს.

თიბისი სტატუსმა ახალი, ინოვაციური პლატფორმის პრეზენტაცია 2016 წლის 28 დეკემბერს გამართა.  პროექტის დაწყებისთანავე, პირველ ეტაპზე ფინანსური მხარდაჭერა მიიღეს სოფელ ძეგვში არსებულმა თავშესაფარმა და შემოქმედებითი განათლების სტუდია CES-მა; ხოლო მოსწავლე-გამომგონებელთა კონკურსის „ლეონარდო და ვინჩის“ გამარჯვებულ მოსწავლეებს თიბისი სტატუსის ერთწლიანი სტიპენდია დაენიშნათ.

მსგავსი სიახლეები
ახალგაზრდების დასაქმების ფესტივალი Job Fest

25 ივნისი, 2017

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, ქალაქ თბილისის მერიისა და არასამთავრობო ორგანიზაცია HR hub-ის ორგანიზებით ახალგაზრდების დასაქმების ფესტივალი Job Fest გაიმართა. დასაქმების ფესტივალს ჯანდაცვის მინისტრის...

მეტი

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია განცხადებას ავრცელებს

27 ივნისი, 2017

28 ივნისის 10:00 საათიდან 19:00 საათამდე ქალაქ ბორჯომის მოსახლეობის ნაწილს წყალმომარაგება შეეზღუდება. წყალმომარაგების შეზღუდვა გამოწვეულია ქალაქ ბორჯომის რეზერვუარების გეგმიური რეცხვითი სამუშაოების გათვალისწინებით. შ.პ.ს...

მეტი

პირველი ქართული ანიმაცია ნიუ-იორკის საბავშვო ფილმების ფესტივალზე წარადგინეს

პირველი ქართული ანიმაცია ნიუ-იორკის საბავშვო ფილმების ფესტივალზე წარადგინეს
14:24 | 9 მარტი, 2017

მანამდე კი,  ანას ნამუშევარი ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ საბავშვო ფილმების ფესტივალში,  New York International Children's Film Festival  მონაწილეობს. ფესტივალში  2500 განაცხადიდან მხოლოდ 100 ფილმმა მოიპოვა მონაწილეობის უფლება.  ანა პირველი ქართველია, ვისი პროექტიც ფესტივალის ფინალისტებს შორის მოხვდა. იგი შეერთებულ შტატებში 15 მარტს უნდა გაემგზავროს, რათა თავისი ნამუშევრის მსოფლიო პრემიერაზე შეძლოს დასწრება. გასამგზავრებელი თანხის შეგროვებაში მას სტატუსის საქველმოქმედო პლატფორმა statusdonates.ge  ეხმარება.

ამ ისტორიის შესახებ მომზადებული ვიდეო და დეტალური ინფორმაცია განთავსებულია ვებგვერდზე www.statusdonates.ge , სადაც ასევე შეგიძლიათ მხარი დაუჭიროთ თქვენთვის საინტერესო სხვა ისტორიებს.

თიბისი სტატუსმა ახალი, ინოვაციური პლატფორმის პრეზენტაცია 2016 წლის 28 დეკემბერს გამართა.  პროექტის დაწყებისთანავე, პირველ ეტაპზე ფინანსური მხარდაჭერა მიიღეს სოფელ ძეგვში არსებულმა თავშესაფარმა და შემოქმედებითი განათლების სტუდია CES-მა; ხოლო მოსწავლე-გამომგონებელთა კონკურსის „ლეონარდო და ვინჩის“ გამარჯვებულ მოსწავლეებს თიბისი სტატუსის ერთწლიანი სტიპენდია დაენიშნათ.

ავტორი: ადმინისტრატორი