საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ახალ ოფისს კომპანია "საბა კონსტრაქშენი" ააშენებს

ადმინისტრატორი

იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სათავო ოფისის სამშენებლო სამუშაოების შესყიდვისათვის გამოცხადებული ელექტრონული ტენდერი დასრულდა,- ამის შესახებ ინფორმაციას საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.  
 
"ტენდერში, რომელიც შესყიდვების სააგენტოს ელექტრონულ პორტალზე 2016 წლის 30 დეკემბერს გამოცხადდა, მონაწილეობა სამმა კომპანიამ მიიღო. მონაწილეებიდან, ყველაზე დაბალი ფასით შპს ,,საბა კონსტრაქშენმა’’ გაიმარჯვა (4`980`000 ლარი) , რომლის შემოთავაზებული ფასი და წინადადება სრულად შეესაბამება სატენდერო დოკუმენტაციით დადგენილ მოთხოვნებს.

გამარჯვებულ კომპანიასთან სააგენტომ ხელშეკრულება 2 მარტს გააფორმა. კომპანია სამუშაოების შესრულებას 3 მარტიდან შეუდგა.

საჯარო რეესტრის ახალი ოფისი დიდი ხეივნის N3 -ში (იუსტიციის სამინისტროს მომიჯნავედ) განთავსდება. საერთო სამშენებლო ფართობი 18045 კვ.მეტრს შეადგენს. შენობის მიმდებარე ტერიტორია კეთილმოეწყობა და გამწვანდება.

ამჟამად საჯარო რეესტრის ცენტრალური აპარატის თანაშრომლები სამსახურებრივ ფუნქცია-მოვალეობებს 3 ლოკაციაზე: აღმაშენებლის გამზირი N89/24 , წმ. ნიკოლოზის N2 და თბილისის იუსტიციის სახლში ასრულებენ. ახალ შენობაში საჯარო რეესტრის გარდა, იუსტიციის სამინისტროს სსიპ “სმარტ ლოჯიქის“ ოფისიც განთავსდება.

თანამშრომლების ერთ ოფისში განთავსება მნიშვნელოვნად შეამცირებს ადმინისტრაციულ ხარჯებს, დაზოგავს დროს და გაზრდის შესრულებული სამუშაოს ხარისხს.

სამშენებლო სამუშაოები 2018 წლის დეკემბერში დასრულდება."- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში. 

მსგავსი სიახლეები
ხონის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრის მშენებლობა სრულდება

20 ნოემბერი, 2017

ქვეყნის მასშტაბით 40-ზე მეტი ახალი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს. წლის ბოლომდე დასრულდება 16 ობიექტის მშენებლობა, ხოლო დარჩენილი ნაწილი 2018 წელს შევა ექსპლუატაციაში. ერთ-ერთი...

მეტი

მეექვსე მოწვევის საკრებულო ამ წუთებში პირველ სხდომას მართავს

მეექვსე მოწვევის საკრებულო ამ წუთებში პირველ სხდომას მართავს

20 ნოემბერი, 2017

ქუთაისის მეექვსე მოწვევის საკრებულო ამ წუთებში პირველ სხდომას მართავს. სხდომას საკრებულოს უხუცესი წევრი ალექსანდრე ახალაძე უძღვება. ახალაძემ მადლობა გადაუხადა მერს შოთა მურღულიას გაწეული მუშაობისათვის და ახლადარჩეულ...

მეტი

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ახალ ოფისს კომპანია "საბა კონსტრაქშენი" ააშენებს

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ახალ ოფისს კომპანია "საბა კონსტრაქშენი" ააშენებს
11:38 | 6 მარტი, 2017

"ტენდერში, რომელიც შესყიდვების სააგენტოს ელექტრონულ პორტალზე 2016 წლის 30 დეკემბერს გამოცხადდა, მონაწილეობა სამმა კომპანიამ მიიღო. მონაწილეებიდან, ყველაზე დაბალი ფასით შპს ,,საბა კონსტრაქშენმა’’ გაიმარჯვა (4`980`000 ლარი) , რომლის შემოთავაზებული ფასი და წინადადება სრულად შეესაბამება სატენდერო დოკუმენტაციით დადგენილ მოთხოვნებს.

გამარჯვებულ კომპანიასთან სააგენტომ ხელშეკრულება 2 მარტს გააფორმა. კომპანია სამუშაოების შესრულებას 3 მარტიდან შეუდგა.

საჯარო რეესტრის ახალი ოფისი დიდი ხეივნის N3 -ში (იუსტიციის სამინისტროს მომიჯნავედ) განთავსდება. საერთო სამშენებლო ფართობი 18045 კვ.მეტრს შეადგენს. შენობის მიმდებარე ტერიტორია კეთილმოეწყობა და გამწვანდება.

ამჟამად საჯარო რეესტრის ცენტრალური აპარატის თანაშრომლები სამსახურებრივ ფუნქცია-მოვალეობებს 3 ლოკაციაზე: აღმაშენებლის გამზირი N89/24 , წმ. ნიკოლოზის N2 და თბილისის იუსტიციის სახლში ასრულებენ. ახალ შენობაში საჯარო რეესტრის გარდა, იუსტიციის სამინისტროს სსიპ “სმარტ ლოჯიქის“ ოფისიც განთავსდება.

თანამშრომლების ერთ ოფისში განთავსება მნიშვნელოვნად შეამცირებს ადმინისტრაციულ ხარჯებს, დაზოგავს დროს და გაზრდის შესრულებული სამუშაოს ხარისხს.

სამშენებლო სამუშაოები 2018 წლის დეკემბერში დასრულდება."- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში. 

ავტორი: ადმინისტრატორი