რას ითვალისწინებს საყოველთაო ჯანდაცვის საყოველთაო რეფორმა - ინტერვიუ დავით სერგეენკოსთან

თამარ ლეფსვერიძე

გამკაცრებული რეგულაციები კლინიკებისთვის, გამაფრთხილებელი სიგნალი სადაზღვევო კომპანიებისთვის, ჯანდაცვის მიერ გაცემული ბიუჯეტის მკაცრ კონტროლზე აყვანა და სწორება ხარისხზე - ჯანდაცვის სამინისტრომ რეფორმის მეორე ტალღა დაიწყო. 

რას ითვალისწინებს რეფორმა, რა კრიტერიუმი დაუწესდებათ კლინიკებს და რა სანქციები ელით პაციენტებისთვის თანხების არამიზნობრივად მოთხოვნის შემთხვევაში?!

"აიპრესის" კითხვებს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო პასუხობს.

- ბატონო დავით, საყოველთაო ჯანდაცვის მეორე ტალღა განსაკუთრებით საინტერესოა კლინიკებისთვის, რომელთაც მკაცრი რეგულაციები და კრიტერიუმები დაუწესეთ.  ზოგიერთი კლინიკის მეპატრონეს პრეტენზიები აქვს, ზოგი პირიქით - მიესალმება. რატომ მიხვედით ამ გადაწვეტილებამდე, რა გხდა წესების ასე გამკაცრების მიზეზი?

- ეს ისეთი ტევადია საკითხია, რომ ვეცდები ორ ნაწილად დავყო. ზოგადი ნაწილი და კერძო ნაწილი.  ზოგადი ნაწილი თავის მხრივ კიდევ ორ ნაწილად იყოფა. პირველი - ჯანდაცვის სისტემას აქვს ასეთი თვისება, თუ უწყვეტად არ შეგაქვს რაიმე გაუმჯობესება და ეს გაუმჯობესება უნდა იყოს რეფორმის კალიბრის ქმედებები, უბრალოდ ტაქტიკური ცვლილებები არ არის საკმარისი. ეს არ არის მხოლოდ ქართული ჯანდაცვის სისტემის სპეციფიური ფენომენი. ზოგადად ახასიათებს ჯანდაცვას ასე.

მეორე ზოგადი ნაწილი - რატომ შემოვიღეთ მაგალითად არჩევითი კრიტერიუმები კონტრაქტის გაფორმების, თუ 4 წლის განმავლობაში ნებისმიერი სამედიცინო დაწესებულებას შეეძლო მონაწილეობის მიღება, თუ დააკმაყოფილებდა არსებულ სანებართვო პირობებს. აქაც რაიმე სპეციური არ არის. ბევრი ქვეყანა იყენებს ამ მეთოდს. ამას ჰქვია საჭიროებაზე დაფუძნებული მოვლა, როდესაც სახელმწიფო აწესებს თამასას, რომელიც უფრო მაღალია, ვიდრე სანებართვო პირობები. ამ თამასის ამოცანაა მოქალაქეებს მიაწოდოს უფრო მაღალი ხარისხის მომსახურება. ამ შემთხვევაში გამონაკლისი ვერც ჩვენ ვიქნებით.

მიუხედავად იმისა, რომ ჯანდაცვის ბიუჯეტი ჯერადობით გაიზარდა ამ წლების განმავლობაში, ის მაინც მოკრძალებული რჩება აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებთან მიმართებაში. ამიტომ ერთის მხრივ ჩვენ ვალდებულები ვართ,  გარკვეულწილად უწყვეტად გავატაროთ რეფორმები. გამოცხადებული მეორე ტალღა, პირობითად მეორე ტალღაა, თორემ ეს არის რეფორმების მწკრივი. მეორეს მხრივ, ჩვენ ვალდებულები ვართ, რომ სამი ძირითადი საყრდენი, რომელიც ჯანდაცვაშია - მიწვდომადობა, ფასი და ხარისხი, სამივეზე პროპორციულად ვიქონიოთ ზემოქმედება. აქამდე ჩვენ უმეტესწილად ზემოქმედება ვიქონიეთ მიწვდომადობაზე და ის გავაორმაგეთ. თუმცა, თუ არ გაქვს მართვის ბერკეტები ხარისხსა და ფასწარმოქმნაზე, ეს არ იქნება ეფექტური და ძალიან მალე გაქრება მისი შედეგები. აი ეს არის ძირითადი მოტივაცია იმისა, თუ რატომ ვაკეთებთ ასე.

- როგორც თქვენი საკმაოდ მკაცრი განცხადებებიდან გახდა ცნობილი, კლინიკებში სავალალო მდგომარეობა იყო პაციენტებისთვის. როგორც არაერთგზის აღნიშნეთ თქვენს გამოსვლებში,  გადარიცხული თანხის დიდი ნაწილი მიდიოდა ხელფასებზე და ნაკლები ყურადღება ექცეოდა პაციენტების მომსახურებას.  თუ შეგიძლიათ გვითხრათ, კლინიკათა დაახლოებით რამდენი პროცენტი მოქმედებდა ასე  და რამდენი მუშაობდა კეთილსინდისიერად?

- მოდით ასე ვთქვათ, ყველა კლინიკაში თანაბარი მოვლის ხარისხი ვერ იქნება. მე ვერ ვიტყვი რომ სავალალო მდგომარეობა იყო სადღაც და საუკეთესო მდგომარეობა იყო სადღაც. ზოგადად ამ სფეროს სჭირდება კონტროლი. რატომ გავუსვი მე ხაზი ამ პირდაპირ და არა პირდაპირ ხარჯებს. ჩვენი ამოცანა, სახელმწიფოსი და კონკრეტულად ჯანდაცვის ბიუჯეტის მართვის ამოცანაა, რომ ეს თანხა პაციენტამდე მივიდეს მინიმალური დანაკარგებით.

თავისთავად ცხადია, რომ პაციენტის მკურნალობა არ არის მხოლოდ ექიმი, ან მხოლოდ ექიმი და ექთანი, ეს არის რთული ტექნელოგიური, შეიძლება დავარქვათ რთული ბიზნეს პროცესი, რომელიც მოითხოვს საორგანიზაციო მხარდაჭერას და ასე შემდეგ.

ამას, რა თქმა უნდა, სჭირდება ე.წ არაპირდაპირი ხარჯები.

- რას ნიშნავს ჯანდაცვაში პირდაპირი და არაპირდაპირი ხარჯები ანუ რას გულისხმობთ თქვენ როდესაც ამაზე საუბრობთ?

- პირდაპირი არის ის მედიკამენტები, ის სახარჯი მასლა, ის კვლევები რაც დაჭირდა პაციენტს. ასევე პირდაპირი ხარჯი არის ადამიანის სახელფასო ანაზღაურება, ვინც უშუალოდ სამკურნალო პროცესში მონაწილეობს და ეს არის ექიმი, ექთანი, სანიტარი, ან სამედიცინო ინჟინერი. ყველაფერი დანარჩენი არის არაპირდაპირი ხარჯები. მაგალითად, კომუნალური ხარჯები, აღჭურვილობის ე.წ ამოტირცაზიის ხარჯები, რომელიც ცვეთას განიცდის და ხარჯები სჭირდება, ასევე არაპირდაპირი ხარჯებია დაწესებულების მენეჯმენტის ანაზღაურება. ეს აბსოლუტურად მისაღები და ლოგიკურია, მაგრამ საქმე იმაშია, რომ ჩვენ არც თუ იშვიათ შემთხვევებში მონიტორინგით ვხედავდით, რომ პირდაპირი და არაპირდაპირი ხარჯების პროპორცია იყო წარმოუდგენელი უბრალოდ.

მაგალითად, როდესაც ჩვენ ვურიცხავდით თანხებს კლინიკებს, ვაკეთებდით მონიტორინგს რა ნაწილი მივიდა ექიმამდე და ექთნამდე. პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებში ვხედავდით წარმოუდგენელ პროპორციას როცა 8-10% მიდიოდა სახელფასოდ, დანარჩენი ილექებოდა არაპირდაპირ ხარჯებში, მათ შორის მენეჯმენტის ანაზღაურებაში. ამ შემთხვევაში, ჩვენი მიდგომა არის არა სოციალისტური სულისკვეთებით გაჟღენთილი და არ ვამბობთ, რატომ აქვს დირექტორს მეტი ხელფასიო…

ჩვენი განსასჯელი და უფრო მეტიც, ვალდებულებაა, რომ მაქსიმალური რაოდენობა მივიდეს პაციენტამდე და იმ ადამიანამდე, ვინც უვლის პაციენტს. ეს არის ხარისხის კონტროლის ერთ-ერთი მძლავრი ინსტრუმენტი, რომელსაც უკვე ავამუშავებთ და ერთ-ერთი კრიტერიუმი იქნება ესეც, სახელმწიფოს მიერ გადახდილი თანხა მაქსიმალურად მივიდეს პაციენტის მოვლამდე.

- მინდა გკითხოთ რეგიონებთან დაკავშირებით. თბილისში მეტ-ნაკლებად უფრო ხარისხზე ორიენტირებულები არიან და კონტროლიც მეტია. რეგიონებში კი არც თუ ისე სახარბიელო მდგომარეობაა. ზოგჯერ, როცა შედიხარ კლინიკაში, სად ხარ ამის გარკვევაც კი შეუძლებელია. ხომ არ აპირებთ უფრო საფუძვლიანად შეისწავლოთ  რეგიონებში არსებული მდგომარეობა?

გეთანხმებით, ძალიან დიდი სხვაობა იკვეთება. მისაღებზე უფრო დიდი სხვაობაა რეგიონებსა და დიდ ქალაქებს შორის სამედიცინო მომსახურებაზე. მე შემიძლია გითხრათ რას ვაკეთებთ ამ მიმართულებით, რა გავაკეთეთ და რას ვგეგმავთ.

ჯანდაცვაში ყველა საკითხი მთავარია, მაგრამ განსაზღვრელი ჯანდაცვის სისტემის ფუნქციონირებისთვის არის დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობა. როგორ ვითარდება დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობა, პირდაპირ ასახავს ყველაფერ დანარჩენს ჯანდაცვაში და მთლიანად ქვეყნის განვითარებაში.

 აი, თქვენ რეგიონები ახსენეთ ეს ტერმინი ზუტად ასახავს რეგიონალიზაციის პროექტს. პირველ ეტაპზე  უკლებლივ ყველა რეგიონში, ყველა რაიონში შეფასდა დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის დაწესებულებები, სამშობიაროები და ასე შემდეგ. შეფასდა პრაქტიკულად ყველა ფაქტორით, ინფრასტრუქტურის მდგომარეობა, აღჭურვილობის მდგომარეობა, დატვირთვა, სამედიცინო პერსონალის კლასიფიკაცია, კვალიფიკაცია - კომპლექსური შეფასებები მოხდა. ამით ჩვენ საშუალება მოგვეცა: პირველი - დაგვეგეგმა დედათა და ბავშვთა უსაფრთხო მოვლის კრიტერიუმები, მიგვენიჭებინა ამ დაწესებულებებისთვის გარკვეული რანგები, ხარისხები. ერთის მხრივ, მათთვის ძალიან ცალსახა გზამკვლევი დაგვედო როგორ უნდა განვითარებულიყო, რომ უფრო მაღალ დონეზე ასულიყვნენ და მეორე - ორსული სადაც მოსალოდნელია რომ მშობიარობა იქნება რთული, ის არ უნდა მივიდეს ისეთ დაწესებულებაში სადაც შესაბამისი სერვისი არ ექნება.

თავისთავად, ეს პროექტი ძალიან მასშტაბურია, უბრალოდ მე მინდოდა მოკლედ მეჩვენებინა ის რომ რეგიონული ჯანდაცვა აქტუალურია, რეგიონალიზაციის პროცესი წარმატებით დაიწყო და ხორციელდება დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობაში და იგივე იქნება ყველა სხვა დანარჩენი მიმართულებით.

 - როდესაც თქვენ კლინიკებთან დაკავშირებით განცხადება გააკეთეთ, ოპოზიციური პარტიის, ასევე ზოგიერთი კერძო კლინიკის წარმომადგენლისგან გაჟღერდა მოსაზრება, რომ საყოველთაო ჯანდაცვა იმ კლინიკებს დააფინანსებდა, რომელსაც ლობისტი ეყოლებოდა ხელისუფლების მხრიდან. რა არგუმენტები გაქვთ ამ მოსაზრების საწინააღმდეგოდ?

-მეხუთე წელია ჯანდაცვის მინისტრი ვარ და არაერთხელ მომისმენია აბსურდული ბრალდებები და აპოკალიფსური მოლოდინები. ყოველთვის ვცდილობ ხოლმე, როდესაც ბრალდება აბსურდულია უბრალოდ რიაგირებაც არ გავაკეთო ამაზე არანაირი. გამომდინარე იქედან, რომ ეს საზოგადოებისთვის მაღალი ინტერესის საკითხია, მე შემიძლია დავამშვიდო ყველა - შერჩევის კრიტერიმები იქნება აბსოლუტურად გამჭირვალე და ეს გამჭირვალობა იქნება თვლადი კრიტერიუმებით, არა კარგი და ცუდი არამედ 1, 2, 3 და ასე შემდეგ. აბსოლუტურად მიწვდომადი იქნება ყველასათვის. მეხუთე წელია, რაც ასეთი შემთხვევა არ ყოფილა, რომ ჩვენ რაღაც ფავორიტი კლინიკები, ამოჩემებული კლინიკები გვყოლოდა და მე მჯერა რომ ასეც გაგრძელდება მომავალი წლების განმავლობაში.

- ერთ-ერთ კლინიკასთან დაკავშირებით ვმუშაობ რაღაც დოკუმენტებზე, საბუთებზე და აღმოჩნდა რომ  წლების განმავლობაში კლინიკა არ აწარმოებდა წამლების აღრიცხვიანობას. როგორ შედიოდა, გადიოდა რამდენი გადიოდა. იყო ნაყიდი ძალიან დიდი ოდენობით ანტიბიოტიკები. რაღაც ელვისებური სისწრაფით გახარჯვები და ასე შემდეგ. ვინ სწავლობს ასეთ საკითხებს და რამდენად კონტროლდება ეს ძალიან მნიშვნელოვანი თემაა კლინიკებში და პირდაპირ კავშირშია თანხების მიზნობრივ და არამიზნობრივ ხარჯებთან.

- კლინიკები, რომლებიც აკეთებენ შიდა შესყიდვებს, მოქმედებენ იმ პროტოკოლით რითაც თვითონ თვლიან საჭიროდ. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ მათ შეუძლიათ აკეთონ ისე, როგორც გაუხარდებათ.  ჩვენ არავის კერძო ბიზნესში არ ვერევით, მაგრამ ვალდებულები ვართ, მაქსიმალურად გავაკოტროლოთ თანხების ხარჯვის ეფექტურობა.

თქვენ ახსენეთ სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოება, ახსენეთ მედიკამენტების აღრიცხვა და ხარჯვა. ამას აკონტოლებს ჯანდაცვის სამინისტრო მონიტორინგის ფარგლებში, კერძოდ რეგულირების სააგენტო და სოციალური მომსახურების სააგენტოს მონიტორინგის სამსახური. ჩვენ ამას გავაკონტროლებთ ძალიან მკაცრად! და ასეთი ტიპის დარღვევებისთვის სამედიცინო დაწესებულებები საკმაოდ მკაცრად დაჯარიმდება.

მე შემიძლია დაახლოებით ციფრებიც გითხრათ, ამ ოთხი წლის განმავლობაში ჩვენ რამდენიმე ასეული, შეიძლება ციფრი ზუსტად ვერ გავიხსენო მაგრამ 300-ზე მეტ შემთხვევაში, დაწესებულებებს, ასეთი ტიპის დარღვევებისთვის სოლიდური ჯარიმა დავაკისრეთ. ჯარიმების ჯამური თანხა რამდენიმე მილიონს შეადგენს. სადღაც 9 მილიონამდე იყო ი ბოლო სამი წლის განმავლობაში.

- საკმაოდ მკაცრი განცხადებები გააკეთეთ სადაზღვევო კომპანიებთან დაკავშირებით.  სადაზღვეოები მუდმივად იყო „აქილევსის ქუსლი“ ჯანდაცვაში და თქვენი კრიტიკის ობიექტი. მინისტრად დანიშვნისთანავე ასე ვთქვათ, ხისტი პოზიცია გქონდათ მათ მიმართ და გააანაწყენეთ კიდეც ძალიან ბევრი სადაზღვევო კომპანია. რა ფაქტებს ეყრდნობით, როცა ასეთ განცხადებებს აკეთებთ სადაზღვევოების მისამართით?

- უპირველეს ყოვლისა, მოცემულობაა ასეთი, რომ გამართული და კარგად ფუნქციონირებადი სადაზღვევო ინდუსტრიის არსებობა ძალიან მნიშვნელოვანია  ჯანდაცვის სისტემისთვის. ამ სადაზღვევო ინდუსტრიის მდგრადობა პრინციპში ჩვენს ინტერესშია, რამდენადაც ჯანდაცვის სისტემამ უნდა იმუშაოს გამართულად. საქართველოში შედარებით ახალია ჯანმრთელობის დაზღვევის ინდუსტრია, ფართო მასშტაბით 2007 წლიდან დაიწყო და როგორც ერთ-ერთ ახალ იდუსტრიაა, მათაც ბევრი წინაღობა და ბევრი არასწორი გადაწყვეტილებები გაუვლიათ თავის გზაზე.

საკვანძო საკითხები რომელიც შეგვიძლია გამოვყოთ, არის ის, რომ გადაფასება მოხდა 2010 წელს და პრაქტიკულად ძალიან მოკლე დროში იმ სადაზღვეო კომპანიებს, რომლებიც ჯანდაცვის სისტემაში მონაწილეობდნენ, ძალიან სწრაფად, პრაქტიკულად დღე-ღამის განმავლობაში, დააკისრეს დამატებითი ვალდებულებები და ეს ვალდებულებები დაფიქსირდა შესაბამის დადგენილებებში.

ეს ვალდებულებები იყო მაგალითად ის, რომ გარდა იმისა რომ განეხორციელებინათ  დაზღვეულების სამედიცინო მომსახურება, უნდა აეშენებინათ კლინიკები. გარკვეული ვალდებულება იყო  რაიონული სასწრაფოების ფუნქციონირება, მართვა და მათი დანახარჯების უზრუნველყოფა, მათ შორის ავტოპარკის განახლება. ეს ტვირთი მათთვის ძალიან მძიმე იყო.

- რა შეიცვალა თქვენი მინისტრობის შემდეგ?

- 2012 წლის ბოლოს, როდესაც ჩვენ პირველი კომუნიკაცია გვქონდა მათთან, დაზღვეული ადამიანების მომსახურეობა მართლაც ვერ იყო შესაბამისი დონის. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ სადაზღვევო კომპანიებს რეალურად უჭირდათ კლინიკებისთვის დანახარჯების ანაზღაურება და ეს დავალიანებები ხშირად აღწევდა ნახევარ წელს, ერთ წელს, ანუ მათ რეალურად რთული მდგომარეობა ჰქონდათ 2012 წლის ბოლოსკენ და ამ მდგომარეობის სიმძიმე უმეტესწილად გაპირობებული იყო 2010 წელს დაკისრებული ვალდებულებებით.

როდესაც ჩვენ დავიწყეთ თანამშრომლობა, მაშინ გვქონდა ასეთი მდგომარეობა: 2013 წლის ბოლომდე სანამ საყოველთაო ჯანდაცვის პირველი ეტაპი ამოქმედდებოდა, დაახლოებით მოსახლეობის ნახევარს ჰქონდა ჯანმრთელობის დაზღვევა, ხოლო მოსახლეობის ნახევარს - არა. ჩვენ ასევე მათთან კონსულტაციებით შევთანხმდით, რომ პირობითი მიჯნა ყოფილიყო კერძო დაზღვევის მქონეებსა და საყოველთაო ჯანდაცვის მონაწილეებს შორის, რადგანაც მიზიდულობა ძალიან დიდი იყო საყოველთაო ჯანდაცვის. ეს ჩვენთვისაც მისაღები იყო და გაიმიჯნა.

მეორე - ჩვენ შევთანხმდით იმაზე, რომ უახლოესი წლინახევრის განმავლობაში 2014 წლის შემოდგომამდე, ჩვენ გავაკეთებდით პარალელურ ადმინისტრირებას ანუ ჩვენ არ შევიდოდით იმ პროექტების მართვაში, რასაც ისინი მართავდენ, თუმცა ძალიან მკაცრად ვაკონტროლებდით და ამ პერიოდის მერე უნდა შეგვედარებინა ვინ როგორ შევძელით ამ პროეტების მართვა. ვინც ამას უკეთ გააკეთებდა, მთლიანი მართვა გადავიდოდა მისკენ. 2014 წლის სექტემბერში სავსებით ცხადი სურათი დაიდო, რომ მათ არ უღირდათ, მათთვის ზარალიანი იყო, როცა ჩვენ იგივე თანხაში ძალიან წარმატებით მოვახერხეთ ეს, იმიტომ რომ ჩვენი ადმინისტრაციული დანახარჯები იყო მიზერული მათთან შედარებით. ამავე დროს ისინი მოგვმართავდნენ თხოვნით რომ აი ის მძიმე ტვირთები, რომელიც ჰქონდათ მათ ჩამოკიდებული, ეს ინფრასტრუქტურული პროექტები, გაგვეკეთებინა მათი ცვლილება, მოდიფიცირება და წარმოგვიდგინეს 20-მდე პუნქტი, როგორ გაგვეკეთებინა, შეგვეცვალა მათი ვალდებულებები.

ჩვენ მყისიერი გადაწყვეტილება არ მიგვიღია. რამდენიმე თვე ანალიზს მოვანდომეთ და უკლებლივ ყველა ამ პირობაზე დავთანხმდით. ეს ტვირთი შევუმსუბუქეთ. იყო კიდევ ერთი ფაქტორი: სადაზღვევოებს ძალიან ბუნდოვანი პირობებით ჰქონდათ შეძენილი რამდენიმე რაიონული საავადმყოფო, სასწრაფოსაც ისინი მართავდნენ და სავადმყოფოსაც, ფიქრობდნენ რომ კარგ მოგებაზე გავიდოდნენ, თუმცა ეს გეგმა არალოგიკური იყო და შესაბამისად, არც გაამართლა. აღმოჩნდა, რომ მათთვის ბიზნესის კუთხით წამგებიანი იყო. ამავე დროს ეს იყო ერთადერთი დაწესებულება იმ რაიონში და რეალური საფრთხე ექმნებოდა მოსახლეობას. ჩვენ მაშინ სრული უფლება გვქონდა, რომ ვალდებულების შეუსრულებლობის გამო უბრალოდ ჩამოგვერთვა ეს კლინიკები მათთვის, მაგრამ ამით რეალურად ალბათ დავშლიდით მთლიანად სადაზღვეო ინდუსტრიას.

გავაანალიზეთ ყველაფერი და ეს კლინიკები მათგან გამოვისყიდეთ, ამაში გადავუხადეთ თანხა. შემდეგი, მართლაც მძიმე ტვირთი რაც ჰქონდათ, რომელიც წლიდან წლამდე გაეზრდებოდათ და რაზეც თავიდან დათანხმდნენ, ეს იყო რაიონული სასწრაფო დახმარების მართვა. ასეთი მოდელი არ ვიცი სადმე თუ არსებობს, თითო რაიონი ასე საერისთავოებივით ჰქონდათ დანაწილებული - კლინიკა, სასწრაფო დახმარება... ცხადია, ამ სასწრაფოს ოპერირებას თანხები სჭირდებოდა, რაც იმ პრემიების ფარგლებში უნდა გადაეხადათ, რასაც  სახელმწიფო პროგრამიდან იღებდნენ. პირველ წელს 25%, მეორე წელს 50% და მესამე წელს სრული 100%. ამავე დროს მათ ვალდებულება ჰქონდათ, მთლიანად განეახლებინათ ავტოპარკი, 200 -ზე მეტი მანქანა.

- მათ ეს ვალდებულებები ვერ შეასრულეს... თუმცა, როგორც ვიცი, არც პასუხი აგო ვინმემ ამის გამო...

დიახ, გარდა იმისა, რომ ვერ შეასრულეს, პრობლემებიც შეგვიქმნეს სერიოზული და აქაც გვქონდა აბსოლუტურად ლეგიტიმური ბერკეტები იმისათვის, რომ ამ ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის ისინი მათივე ხელმოწერილ დოკუმენტში მათივე ჩაწერილი პირგასამტეხლოებით დაგვეჯარიმებინა, მაგრამ ესეც გამოიწვევდა მთლიან დაშლას ამ ინდუსტრიის, უბრალოდ აღარ იარსებებდა საქართველოში ჯანმრთელობის სადაზღვეო ინდუსტრია. ამიტომ ჩვენ ვითანამშრომლეთ მათთან და განვტვირთეთ.

განტვირთვა გამოიხატა იმაში რომ მართვა გადმოვიბარეთ მთლიანად ჩვენ 2014 წლის პირველ იანვარს მოვუხსენით ვალდებულება ავტოპარკის განახლების და ჩვენი ხარჯით გავაკეთეთ ეს. ჩვენ რომ ეს არ გაგვეკეთებინა, გუშინ მე ოპონენტი არ მეყოლებოდა, იმიტომ რომ არ იარსებებდა ასეთი ინდუსტრია საქართველოში. ასეთი მაგალითები თანამშრომლობის შემიძლია უამრავი მოვიყვანო ამ წლების განმავლობაში, როდესაც ჩვენ ვცდილობდით, რომ მათთან პარტნიორული ურთიერთობა გვქონოდა, მაგრამ სამწუხაროდ, არამც თუ ამის სიმეტრიული ნაბიჯი, ამის მცდელობაც კი ვერ დავინახეთ. ამიტომ, გავაკეთეთ ის, რაც საჭირო იყო საქართველოს მოქალაქეებისთვის.

- "მილიონობით ლარი სადაზღვეოების ანგარიშზე" - რას ნიშნავდა თქვენი ეს განცხადება? ეს არის არამიზნობრივად გახარჯული თანხა თუ თანხა, რომელიც მათ არ ეკუთვნოდათ? კონკრეტულად რომ ვთქვათ, რა თანხებზეა საუბარი?

- მაგალითად იქს სადაზღვეო კომპანიამ გაყიდა დაზღვევის პოლისი, სადაც უწერია ვალდებულებად რომ მან რამე გეგმიური ოპერაციის 70 ან 80% უნდა აანაზღაუროს. დადგა ასეთი შემთხვევა, პაციენტმა მოიტანა ანგარიში კლინიკიდან, სადაც ოპერაცია უნდა გაიკეთოს დავუშვათ 1000 ლარზე და მიაკითხა თავის მზღვეველს. მზღვეველს კონტრაქტით ვალდებულება ჰქონდა რომ ამ 1000 ლარიდან გადაეხადა 700. ამის შესაბამის თანხებს ამ ადამიანებისგან პრემიუმს ყოველთვიური შენატანის სახით იღებდა. მიუხედავად იმისა, რომ ეს ვალდებულება მისი შესასრულებელი იყო, ამის მაგივრად სადაზღვევო კომპანია ჯერ აგზავნის ამ პაციენტს საყოველთაო ჯანდაცვის ოფისში, რამდენადაც მას ეს პრივილეგია საყოველთაო ჯანდაცვაში მონაწილეობის, იმის გამო რომ ბაზები არ არის განახლებული, დარჩენილი აქვს. ჩვენ ვუხდით მას ამ თანხას. სადაზღვევო კი იმის მაგივრად, რომ გადაუხადოს 700 ლარი რაშიც ფულს იღებს, უხდის 300 ლარს. ეს არის ორმაგი დაფინანსება. ეს იყო თვეში სავარაუდოდ მილიონი, რაც მე ვახსენე, ამ დღეების განმავლობაში. რა თქმა უნდა, ჩვენ ამ თანხებს სადაზღვევოებს კი არ ვურიცხავთ, არამედ მათ გადასახდელ ფულს ვიხდით. მათ ბიზნესგეგმაში, გაყიდულ პაკეტებში რაც ეწერა, რომ მათი გადასახდელი იყო ეს მილიონი და ბიზნესგეგმაც ამაზე ჰქონდათ აწყობილი, მათ მაგივრად ვიხდით ჩვენ და ეს მილიონი ეზოგებათ. ირიბად გამოდის, რომ ჩვენს მიერ გადახდილი თანხისგან ხეირს ზოგიერთი სადაზღვეო კომპანია იღებს.

- ფსიქიკურად დაავადებული პაციენტების თემას, რომელიც თქვენ გააჟღერეთ, საკმაოდ დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა. ხომ არ აპირებთ რომ ძალიან მკაცრი რეგულაციების ქვეშ მოაქციოთ ეს პრობლემა, მაგალითად დადგეს კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის საკითხი, ან ლიცენზიის ჩამორთმევის?

- საყოველთაო ჯანდაცვის დაფინანსების სისტემაში დავიწყეთ ძალიან სერიოზული ცვლილებები. 200-ზე მეტი ცვლილება გვაქვს 36-ე დადგენილებაში შეტანილი. სხვათაშორის ბიუჯეტი არ შეგვიმცირებია, დაფინანსების სისტემა შევცვალეთ, რომელიც ცალსახად დასაბუთებული და საჭირო იყო, თუმცა ამას მოჰყვა თემის პოლიტიკური ანგაჟირება. მე დეტალებში აღარ შევალ, რა როგორ და ვინ იყო დირიჟიროი ამ პოლიტიკურ ანგაჟმენტში. გეტყვით, რას ვაპირებთ ამ მიმართულებით:

შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელიც ჯანდაცვის რეფორმის შედეგების მონიტორინგის მიმართულებით იმუშავებს. რატომ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება: ზოგადად ჯანდაცვის ხარჯების კონტროლი ძალიან რთული და ძალიან სპეციფიურია. მაგალითად აშშ-ში ყოველ წელს ადმინისტრირება "მედიქეიდ-მედიქეარსს" - გამოძიების ფედერალურ ბიუროს ფინანსურ დეპარტამენტს მიმართავს, რომელიც ატარებს გამოძიებას.

მიუხედავად იმისა, რომ ამხელა ადმინსიტრაციული ინსტრუმენტი აქვთ ამერიკაში ჯანდაცვის კონტროლისთვის - ყოველ წელს FBI-ის ფინანსური დეპარტამენტი მილიარდს, მილიარდ ნახევარ არამიზნობრივად მოთხოვნილი თანხებს ავლენს. ჩვენს შემთხვევაშიც შეიქმენება ანალოგიური სამსახური. ეს ჩვენთან ჯერ კიდევ წინა კვირას ჩამოყალიბებული სტრუქტურაა, რომელიც არასწორად, არამიზნობრივად, არა ექიმის შეცდომით, არამედ მიზანმიმათულად პაციენტის უსაფრთხოების ხარჯზე მოთხოვნილ თანხას ძალიან მკაცრად და ჯერადობით დააბრუნებინებს და შესაბამის პასუხსაც მოსთხოვს დაწესებულებას, თუ კონკრეტულ თანამშრომლებს.

- რამდენიმე ხნის წინ, თქვენ მთავრობის სხდომაზე განაცხადეთ, რომ დახურულ სივრცეებში თამბაქოს მოხმარება აიკრაძლებოდა. საკმაოდ დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა თქვენს განცხადებას. ბევრმა კერძო მესაკუთრემ დაწერა თავის სოციალურ ქსელში, რომ კერძო საკუთრებაში რასაც უნდა, იმას იზამს... როდიდან იგეგმება თამბაქოს კონტროლის ამოქმედება?

- დღევანდელი სტატუსი მაგ საკითხთან დაკავშირებით ასეთია: 2010 წელს მიიღეს კანონი თამბაქოს კონტროლის შესახებ, სადაც გაწერილი იყო ძირითადი პოსტულატები, თუმცა არ იყო რამდენიმე მნიშვნელოვანი რამ. 

ეს ისედაც გაწერილია, უბრალოდ არ ხდება ამის კონტროლი, ადმინისტრირება არ ხდება. პირველი ამოცანა იყო, იდენტიფიკაცია ვინ უნდა გააკეთოს და თუ აღმოაჩენს დარღვევას, რა სახის სანქციები უნდა მიუსადაგოს. 

მეორე გახლდათ კერძო ბიზნესთან კონსულტაციები, რა ეტაპებით უნდა მომხდარიყო ამის განხორციელება. თავიდან, ჩვეულებრივ, ასე ხდება ხოლმე საერთოდ - ან მყისიერად იკრძალება დახურულ სივრცეში მოწევა, ან ეძლევათ რაღაც გარდამავალი პერიოდი, რომ პირველ ეტაპზე გაიყოს მწეველების და არამწეველების ადგილები და რაღაც წინასწარ შეთანხმებულ დროში გადავიდნენ სრულ აკრძალვაზე. 

მესამე ბლოკი პრობლემების იყო, რომ ევროკავშირისა და საერთაშორისო კონვენციებით ჩვენი ვალდებულებები. მეოთხე ღია საკითხი კი იყო ჯანსაღი ცხივრების წესის პროპაგანდა და ასე შემდეგ. ეს საკითხები უკვე თამოყრილია მათგან ბოლო ორი მუშაობს, ხოლო რაც შეეხება პირველ ორს, სტრატეგია დაიწერა, სამოქმედო გეგმა დაიწერა და ახლა ფინალიზაციის ეტაპია, რომ ეს ყველაფერი დაემატოს კანონში ანუ რეალურად შეიქმნას ახალი კანონი თამბაქოზე კონტროლის. ყველა დოკუმენტი უკვე წარდგენილია პარლამენტში და მე იმედი მაქვს რომ უახლოეს განხილვებზე ეს უკვე მიღებული იქნება. ანუ ეს სისტემა ამოქმედდება და არ დარჩება ფურცელზე დაწერილი.

 - ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა მაღალმთიან რეგიონებში ეს იყო ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხი ჯანდაცვის სამინისტროში. რომ შევაჯამოთ, გამოსწორდა რამე? იმიტომ რომ მდგომარეობა ნამდვილად არ იყო სახარბიელო.

- გამოსწორებით მე ვერ ვიტყოდი რომ გამოსწორდა, მაგრამ პოზიტიური დინამიკა აშკარად არის, ეს რამოდენიმე მიმართულებით გამოიხატა. პირველი ის რომ მაღალმთიანი რეგიონების კანონში ძალაში შესვლით იქ მომუშავე ადამიანებს მათ შორის ექიმებს და ექთნებს გარკვეული საგადასახადო შეღავათები თუ სახელფასო დანამატები მიენიჭათ. არ არის რაღაც რადიკალურად გამოსწორება მაგრამ დინამიკა არის ყოველ შემთხვევაში. მეორე ის, რომ სადაც საექიმო სპეციალობები დეფიციტური იყო ჩვენ მივეცით საშულაება, რომ თუ იქაურია ან სხვა რეგიონის მაცხოვრებელია და სურვილს გამოხატავდა იქ მუშაობის ჩვენ დავუფინანსებთ და ასეთი რამოდენიმე ათეული შემთხვევა არის. ვცდილობთ რომ ინფრასტრუქტურა მოვუწესრიგოთ. ანუ გამოსწორებას საბოლოოს ამას მე ვერ დავარქმევ მაგრამ პოზიტიური დინამიკა ცალსახად არის.

- ბატონო დავით,  იქნებ განგვიმარტოთ და დავუსვათ წერტილი დისკუსიას თემაზე, არის თუ არა მარიხუანა სამკურნალო თვისებების მქონე და უნდა იყიდებოდეს თუ არა აფთიაქებში, როგორც მედიკამენეტი?

 - დასაწყისშივე მინდა ვთქვა, რომ  არის ასეთი სამეცნიერო ფრაზა და არა მარტო სამეცნიერო, თან არ მინდა ჩამომერთვას საკითხის თავიდან აცილებად და უტილიზაციად: "ყველაფერი წამალია და ყველაფერი საწამლავია", რაოდენობა გადააქცევს ერთად და მეორედ. ეს არის ოქროს მოცემულობა, ყველაფერზე ასეა.

ნებისმიერ ნივთიერებას, მათ შორის მარიხუანას, შეიძლება ჰქონდეს გარკვეული დადებითი თვისებები, მაგრამ უნდა მოხდეს იმის აწონ დაწონა რამდენი უარყოფითი თვისება აქვს . მაგალითად, ონკოლოგიური დაავადებების დროს, ქიმიოთერაპიის ფონზე, არის  ერთ-ერთი გვერდითი მოვლენა, რომლის მედიკამენტით მართვა ძალიან ჭირს, საუბარია გულის რევაზე, ღებინებაზე, ზოგ შემთხვევაში, მარიხუანას გამოყენებას ნამდვილად აქვს დადებითი მხარე. 

ასე რომ ჩამოვთვალოთ, კოკაინის მოხმარებასაც შეიძლება ბევრი დადებითი მხარე ჰქონდეს. ჯამში, ბალანსით ეს ვერ განიხილება იგივე რანგის სამკურნალო საშუალებად როგორიც მედიკამენტებია. თუკი მოხდება მისი საერთოდ დელიბერალიზაცია, მისი უარყოფითი შედეგი და ეს თითქმის ყველა ქვეყნის გამოცდილებით ასეა, ბევრად უფრო ცუდია, ვიდრე  დადებითი.

 აქტუალურია, რომ გაიმიჯნოს მოხმარება, გავრცელება, კულტივაცია და მოყვანა. სხვათა შორის, მოყვანაზე საერთაშორისო კონვენციაა, რომელიც ყველა კონვენციის მონაწილე ქვეყანას ავალდებულებს, რომ სიტუცია იყოს კრიმინალიზირებული.

მსგავსი სიახლეები
ფალსიფიცირებული წამლებით მოტყუებული ადამიანები და წამლის შეთავაზების მეთოდები აფთიაქში

24 მარტი, 2017

სპეციალისტებს მედიკამენტების ხარისხთან დაკავშირებით სერიოზული ეჭვი აქვთ. ფაქტები, რომ ბაზარზე ფალსიფიცირებული წამლები იყიდება, ოფიციალურად დადასტურებული არ არის, თუმცა უამრავი ადამიანი ჩივის, რომ მკურნალობას ხშირად არ...

მეტი

22 მარტს ქალაქ გორის მოსახლეობას წყალმომარაგება შეეზღუდება

21 მარტი, 2017

22 მარტს, 11:00 საათიდან 13:00 საათამდე, ქალაქი გორის მოსახლეობის ნაწილს წყალმომარაგება შეეზღუდება,- ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს წყალმომარაგების კომპანია ავრცელებს. "წყალმომარაგების შეზღუდვა გამოწვეულია გეგმიური...

მეტი

რას ითვალისწინებს საყოველთაო ჯანდაცვის საყოველთაო რეფორმა - ინტერვიუ დავით სერგეენკოსთან

რას ითვალისწინებს საყოველთაო ჯანდაცვის საყოველთაო რეფორმა - ინტერვიუ დავით სერგეენკოსთან
15:06 | 24 თებერვალი, 2017

ავტორი: თამარ ლეფსვერიძე