დავით სონღულაშვილის ინიციატივით სურსათის ეროვნულ სააგენტოსა და მოსახლეობას შორის შეხვედრა გაიმართა

ადმინისტრატორი

გურჯაანის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზში, გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატის დავით სონღულაშვილის ინიციატივით, პესტიციდების ხარისხის კონტროლთან დაკავშირებით სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე ზურაბ ლიპარტიამ და მცენარეთა დაცვის დეპარტამენტის უფროსმა ნიკოლოზ მესხმა შეხვედრა გამართა.

შეხვედრა დავით სონღულაშვილის მიმართვით დაიწყო.

‘ჩემი წინასაარჩევნო კამპანიის დროს გურჯაანის მუნიციპალიტეტის ყველა სოფელს ვესტუმრე და არა ერთხელ, მოსახლეობასთან საუბრისას სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ თუ სოციალურ პრობლემებთან ერთად თითქმის ყოველ მეორე სოფელში მეორდებოდა პესტიციდების თემა, შხმაქ-ქიმიკატების ხარისხი და მათი ვარგისიანობა თითოეულ მევენახეს აწუხებდა. მაშინ ერთადერთი რისი გაკეთებაც შემეძლო და ასეც მოვიქეცი, დავპირდი რომ აუცილებლად გავერკვეოდი საკითხში და აუცილებლად განვიხილავდით ამ თემას დეტალურად. 18 ნოემბერს მე-9 მოწვევის პარლამენტის პირველივე სხდომაზე, ბატონ ლევან დავითაშვილს დავუსვი შეკითხვა, რომელიც სწორედ პესტიციდების ხარისხის კონტროლის დაწესებას ეხებოდა. ამ ეტაპისთვის, სტატისტიკური მონაცემებით, შემიძლია გითხრათ, რომ 2016 წელს 270 ინსპექტირება ჩატარდა და აღინიშნა მხოლოდ 20 დარღვევის ფაქტი. 208 ტონა პესტიციდი კი გატანილი იქნა საერთოდ ქვეყნის გარეთ, რაზეც გარემოს დაცვის სამინისტრო იყო ინტენსიურად ჩართული. დანარჩენზე უფრო დეტალურად ჩვენი სტუმრები ისაუბრებენ’ - აღნიშნა მან.

სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილის ზურაბ ლიპარტიას თქმით, პესტიციდებზე მოქმედებს კონტროლის მექანიზმი და ფალსიფიკაციის აღმოჩენის შემთხვევაში ხორციელდება შესაბამისი სანქციები.
‘ჩვენი მონაცემებით, კახეთში 92 სპეციალური შხამქიმიკატების მაღაზია ფუნქციონირებს. ძირითადად, მიმდინარეობს საეჭვო წარმოშობის პესტიციდების ნიმუშების აღება და მათი ლაბორატორიული შემოწმება. ამის შემდეგ ხდება სანქციების გატარება. კახეთში ძირითადად დარღვევა ეხებოდა ეტიკეტირებას, რაც შემდეგ მეწარმეების მიერ გამოსწორდა. გასული წელი იყო არაორდინალური, იმ კუთხით, რომ გაზაფხულსა და ზაფხულზე დიდი ნალექი მოვიდა. ამის გამო კახეთში გავრცელდა ჭრაქი, ხოლო გორში -ვაშლის ქეცი. რა თქმა უნდა, ეს გარკვეულწილად პრეპარატებსაც შეიძლება დავაბრალოთ, მაგრამ უფრო მეტად იყო ის ფაქტორი, რომ ფერმერებმა ვერ მოახერხეს აგროვადებში შეწამვლა. ხშირი წვიმების გამო ეს პროცესი ყოველ მეხუთე - მეშვიდე დღეს უნდა ჩატარებულიყო. ჩვენ ასე ვფიქრობთ,“-აღნიშნა მან.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს მწვანე კლიმატის ფონდი ,,GCF’’- თან და გაეროს სურსათისა და კვების საერთაშორისო ორგანიზაცია,,FAO’’-სთან აქვს შეთანხმება და მთელი ქვეყნის მასშტაბით იგეგმება აგრომეტეოროლოგიური სადგურების განთავსება 5 კილომეტრიანი დაფარვით და სწორედ აგრომეტეოროლოგიურ ინფორმაციაზე დაფუძნებით,სურსათის უვნებლობის სამსახურის მცენარეთა დაცვის სპეციალისტები ფაქტიურად ყველა ფერმერთან მიიტანენ ინფორმაციას, თუ როგორ მოხდება პრევენცია, რაც აგრონომიული თვალსაზრისით უფრო მეტი ეფექტურობის საშუალებას იძლევა.
შეხვედრას, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მოსახლეობასთან ერთად, ფერმერები და შხამ-ქიმიკატების იმპორტიორებიც ესწრებოდნენ. 
 
მსგავსი სიახლეები
ფალსიფიცირებული წამლებით მოტყუებული ადამიანები და წამლის შეთავაზების მეთოდები აფთიაქში

24 მარტი, 2017

სპეციალისტებს მედიკამენტების ხარისხთან დაკავშირებით სერიოზული ეჭვი აქვთ. ფაქტები, რომ ბაზარზე ფალსიფიცირებული წამლები იყიდება, ოფიციალურად დადასტურებული არ არის, თუმცა უამრავი ადამიანი ჩივის, რომ მკურნალობას ხშირად არ...

მეტი

სოფელ ვაზისუბანში საუბნო გზების რეაბილიტაცია დასრულდა

25 მარტი, 2017

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა სოფელ ვაზისუბანში საუბნო გზების რეაბილიტაცია დაასრულა,- ამის შესახებ ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.  სამინისტროს ცნობით, პროექტი ევროპის საინვესტიციო...

მეტი

დავით სონღულაშვილის ინიციატივით სურსათის ეროვნულ სააგენტოსა და მოსახლეობას შორის შეხვედრა გაიმართა

დავით სონღულაშვილის ინიციატივით სურსათის ეროვნულ სააგენტოსა და მოსახლეობას შორის შეხვედრა გაიმართა
00:54 | 15 თებერვალი, 2017

შეხვედრა დავით სონღულაშვილის მიმართვით დაიწყო.

‘ჩემი წინასაარჩევნო კამპანიის დროს გურჯაანის მუნიციპალიტეტის ყველა სოფელს ვესტუმრე და არა ერთხელ, მოსახლეობასთან საუბრისას სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ თუ სოციალურ პრობლემებთან ერთად თითქმის ყოველ მეორე სოფელში მეორდებოდა პესტიციდების თემა, შხმაქ-ქიმიკატების ხარისხი და მათი ვარგისიანობა თითოეულ მევენახეს აწუხებდა. მაშინ ერთადერთი რისი გაკეთებაც შემეძლო და ასეც მოვიქეცი, დავპირდი რომ აუცილებლად გავერკვეოდი საკითხში და აუცილებლად განვიხილავდით ამ თემას დეტალურად. 18 ნოემბერს მე-9 მოწვევის პარლამენტის პირველივე სხდომაზე, ბატონ ლევან დავითაშვილს დავუსვი შეკითხვა, რომელიც სწორედ პესტიციდების ხარისხის კონტროლის დაწესებას ეხებოდა. ამ ეტაპისთვის, სტატისტიკური მონაცემებით, შემიძლია გითხრათ, რომ 2016 წელს 270 ინსპექტირება ჩატარდა და აღინიშნა მხოლოდ 20 დარღვევის ფაქტი. 208 ტონა პესტიციდი კი გატანილი იქნა საერთოდ ქვეყნის გარეთ, რაზეც გარემოს დაცვის სამინისტრო იყო ინტენსიურად ჩართული. დანარჩენზე უფრო დეტალურად ჩვენი სტუმრები ისაუბრებენ’ - აღნიშნა მან.

სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილის ზურაბ ლიპარტიას თქმით, პესტიციდებზე მოქმედებს კონტროლის მექანიზმი და ფალსიფიკაციის აღმოჩენის შემთხვევაში ხორციელდება შესაბამისი სანქციები.
‘ჩვენი მონაცემებით, კახეთში 92 სპეციალური შხამქიმიკატების მაღაზია ფუნქციონირებს. ძირითადად, მიმდინარეობს საეჭვო წარმოშობის პესტიციდების ნიმუშების აღება და მათი ლაბორატორიული შემოწმება. ამის შემდეგ ხდება სანქციების გატარება. კახეთში ძირითადად დარღვევა ეხებოდა ეტიკეტირებას, რაც შემდეგ მეწარმეების მიერ გამოსწორდა. გასული წელი იყო არაორდინალური, იმ კუთხით, რომ გაზაფხულსა და ზაფხულზე დიდი ნალექი მოვიდა. ამის გამო კახეთში გავრცელდა ჭრაქი, ხოლო გორში -ვაშლის ქეცი. რა თქმა უნდა, ეს გარკვეულწილად პრეპარატებსაც შეიძლება დავაბრალოთ, მაგრამ უფრო მეტად იყო ის ფაქტორი, რომ ფერმერებმა ვერ მოახერხეს აგროვადებში შეწამვლა. ხშირი წვიმების გამო ეს პროცესი ყოველ მეხუთე - მეშვიდე დღეს უნდა ჩატარებულიყო. ჩვენ ასე ვფიქრობთ,“-აღნიშნა მან.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს მწვანე კლიმატის ფონდი ,,GCF’’- თან და გაეროს სურსათისა და კვების საერთაშორისო ორგანიზაცია,,FAO’’-სთან აქვს შეთანხმება და მთელი ქვეყნის მასშტაბით იგეგმება აგრომეტეოროლოგიური სადგურების განთავსება 5 კილომეტრიანი დაფარვით და სწორედ აგრომეტეოროლოგიურ ინფორმაციაზე დაფუძნებით,სურსათის უვნებლობის სამსახურის მცენარეთა დაცვის სპეციალისტები ფაქტიურად ყველა ფერმერთან მიიტანენ ინფორმაციას, თუ როგორ მოხდება პრევენცია, რაც აგრონომიული თვალსაზრისით უფრო მეტი ეფექტურობის საშუალებას იძლევა.
შეხვედრას, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მოსახლეობასთან ერთად, ფერმერები და შხამ-ქიმიკატების იმპორტიორებიც ესწრებოდნენ. 
 
ავტორი: ადმინისტრატორი