სოფელ დვაბზუში ჩაის გადამამუშავებელი საწარმო შენდება

ადმინისტრატორი

შპს “საქართველოს თაიგული” ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუში ჩაის გადამამუშავებელ საწარმოს აშენებს. უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი ქარხნის მშენებლობა დღეს გურიის გუბერნატორმა გია სალუქვაძემ დაათვალიერა,- ამის შესახებ ინფორმაციას გურიის სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაცია ავრცელებს. 

“მინდა მადლობა გადავუხადო სოფლის მეურნეობის სამინისტროს ასეთი აქტიური ჩართულობისთვის, ასევე, შპს ,,საქართველოს თაიგულის“ დირექტორს, რომლის საწარმო არის მაგალითი სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის მჭიდრო ურთიერთობისა.
 
ჩაი არის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ჩვენი რეგიონისთვის და მისი აღორძინება გურიაში საკმაოდ მაღალი ტემპით მიმდინარეობს“- განაცხადა გია სალუქვაძემ.
 
როგორც საწარმოს დირექტორმა ილია ბასილაშვილმა განმარტა, საწარმოს აშენებაში მათ სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ ინიცირებული ,,გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების“ პროექტი, იაფი სესხი და გრანტი დაეხმარათ.
 
შეძენილია საჭირო მანქანა-დანადგარები და საწარმო მაისის თვეში შევა ექსპლოატაციაში.
 
მიხარია, რომ სწორედ დღევანდელი მთავრობის პირობებში მოხდა საქართველოში ქართული ჩაის დაბრუნება.
სოფლებში ჩაის პლანტაციები აღდგება და დასაქმდებიან ადგილობრივები.
 
იმედი მაქვს ჩვენს პროდუქციას მალე ევროპის ბაზარზეც ვიხილავთ“-  განაცხადა ილია ბასილაშვილმა.
მსგავსი სიახლეები
ყველაზე დაუცველ ადამიანებს ყველაზე სასტიკად ექცევიან

22 მაისი, 2017

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე ფსიქიურად დაავადებულ მოქალაქეთა ჯანმრთელობის მდგომარეობას სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ ეხმაურება. „ჯანდაცვის სამინისტრო მკვლელია!  თვე არ გავა, ფსიქიურად დაავადებულმა...

მეტი

ფოლკლორის ცენტრის ოზურგეთის სალოტბარო სკოლის ბავშვებma თბილისში კონცერტი გამართეს

23 მაისი, 2017

23 მაისს ფოლკლორის ცენტრის ოზურგეთის სალოტბარო სკოლის ბავშვები თბილისს ესტუმრნენ. 60-მდე მოსწავლე გიორგი მთაწმინდელის სახელობის საეკლესიო გალობის უმაღლეს სასწავლებელში სპეციალურად ღია კარის დღესთან დაკავშირებით მოიწვიეს,-...

მეტი

სოფელ დვაბზუში ჩაის გადამამუშავებელი საწარმო შენდება

სოფელ დვაბზუში ჩაის გადამამუშავებელი საწარმო შენდება
13:26 | 14 თებერვალი, 2017
“მინდა მადლობა გადავუხადო სოფლის მეურნეობის სამინისტროს ასეთი აქტიური ჩართულობისთვის, ასევე, შპს ,,საქართველოს თაიგულის“ დირექტორს, რომლის საწარმო არის მაგალითი სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის მჭიდრო ურთიერთობისა.
 
ჩაი არის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ჩვენი რეგიონისთვის და მისი აღორძინება გურიაში საკმაოდ მაღალი ტემპით მიმდინარეობს“- განაცხადა გია სალუქვაძემ.
 
როგორც საწარმოს დირექტორმა ილია ბასილაშვილმა განმარტა, საწარმოს აშენებაში მათ სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ ინიცირებული ,,გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების“ პროექტი, იაფი სესხი და გრანტი დაეხმარათ.
 
შეძენილია საჭირო მანქანა-დანადგარები და საწარმო მაისის თვეში შევა ექსპლოატაციაში.
 
მიხარია, რომ სწორედ დღევანდელი მთავრობის პირობებში მოხდა საქართველოში ქართული ჩაის დაბრუნება.
სოფლებში ჩაის პლანტაციები აღდგება და დასაქმდებიან ადგილობრივები.
 
იმედი მაქვს ჩვენს პროდუქციას მალე ევროპის ბაზარზეც ვიხილავთ“-  განაცხადა ილია ბასილაშვილმა.
ავტორი: ადმინისტრატორი