ზვიად სიჭინავა: ხარჯების დაზოგვის მიზნით, ხშირად მეც არ მივდიოდი ნაკრების თამაშებზე

მაგდა კლდიაშვილი

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი, ზვიად სიჭინავა, სფფ-ს ამჟამინდელი ხელმძღვანელობისა და სპორტის სამინისტროს სპორტის დეპარტამენტის ხელძღვანელის, ირაკლი დოლაბერიძის მხრიდან გაკეთებულ განცხადებებს "აიპრესთან" ინტერვიუში პასუხობს და აცხადებს, რომ ხშირ შემთხვევებში, ნაკრების გასვლით თამაშებზე, ეკონომიის გაკეთების მიზნით, თავადაც არ დადიოდა.

"აიპრესთან" ინტერვიუში, ზვიად სიჭინავამ თავის პოლიტიკურ გეგმებზეც ისაუბრა, რომელსაც „აიპრესის“ მკითხველი რამდენიმე დღის წინ გაეცნო. არის თუ არა ნორმალური თანხა ერთი ამხანაგური მატჩისთვის 260 ათასი ლარი და ვინ დაჰყავდა ფედერაციას დელეგაციებში გასვლით თამაშებზე - ზვიად სიჭინავა „აიპრესის“ კითხვებს პასუხობს.
 
- როდესაც საქართველო-ყაზახეთის თამაშზე დახარჯულ 260 ათას ლარზე სფფ-სა და სპორტის სამინისტროს განმარტების გაკეთება მოუხდა, მათ განაცხადეს, რომ დავინტერესებულიყავით, წინა ხელმძღვანელობის დროს, რა თანხები იხარჯებოდა თამაშებზე და ვინ დადიოდა გასვლით თამაშებზე. იქნებ გვითხრათ, რა იხარჯებოდა ვინ დადიოდა თამაშებზე?
 
- არ ვიცი, ჩვენ ვინ დაგვყავდა, რადგან, ხშირ შემთხვევაში მეც არ დავდიოდი თამაშებზე, ვიცე-პრეზიდენტი დაჰყვებოდა. იქ, ადგილზე ფედერაციის წარმომადგენლებთან შესახვედრად, რადგან თუ არ წაჰყვებოდა ვინმე, ლამაზი ტონი არ იყო. ჩვენ ყოველთვის ვზოგავდით ხარჯებს და ეს საბუთები გააჩნია სამინისტროს. დღეს ვერ გეტყვით, რა თანხა ჯდებოდა, არ მახსოვს ეს ციფრები, მაგრამ ისიც არ დაგავიწყდეთ, რომ მაშინ დოლარის კურსი სულ სხვა იყო, დღეს სულ სხვაა. ყველაზე ძვირი გასვლები ჯდება. გააჩნია იმას, თუ როგორ მიგყავს ფეხბურთელები. თუ ჩარტერია, ეს ყოველთვის ძალიან ძვირი ჯდება. შენ იხდი თვითმფრინავის ფულს, რომელიც იქ გელოდება. თამაშის შემდეგ ყველაფერი ჩამოსატანი გაქვს. ჩემს დროს, ვზოგავდით ჩარტერის ხარჯებს, თუმცა, ბევრჯერ ყოფილა  დამატებითი წონის ფული გადაგვიხდია. ფეხბურთელები ტოვებენ სავარჯშო ტანსაცმელს და ა.შ. ეს წამოსაღებია. ჩარტერი კი ყოველთვის ძვირია. ფეხბურთელები ყოველთვის გყავს მოწვეული. ის ამ ჩარტერს უკან არ მიჰყვება. პირიქით, იქიდან მიდის თავის გუნდთან. წარმოიდგინეთ, როდესაც თამაში გაქვთ  შოტლანდიაში, პორტუგალიაში ან ესპანეთში, იქიდან მიემგზავრებოდნენ ხან უკრაინაში, ხან რუსეთში და ხან სად, ეს იწვევს ფასის ზრდას, მაგრამ ყველაზე ძვირი, რაც არის შიდა თამაშებში, ეს არის სტადიონის იჯარა.
 
- ჩარტერები არ ყოფილა, მაგრამ ორი გასვლითი შეხვედრა, ჯამში, ფედერაციას 277 ათას ლარზე მეტი დაუჯდა, მაშინ, როდესაც, მხოლოდ ერთ საშინაო თამაშში, ყაზახეთთან 260 ათასი ლარი გადაიხადეს. შედარება რომ გავაკეთოთ, არ არის ძვირი?
 
- კიდევ ერთხელ მინდა გითხრათ, თანხა, რომელიც იდება, ყოველთვის რეალურია. თქვენ უნდა მოიძიოთ იჯარა, რაშია ფული გადახდილი, რა დაჯდა ტრანსპორტირება. სასტუმრო, ხანდახან, რომელშიც შენ ცხოვრობ, ღირს 1000 ლარი, მაგრამ როდესაც სეზონი არ არის, შესაძლოა აიღო 300 ლარად. ესეც შეღავათია. როგორი დატვირთვა ჰქონდა სასტუმროს, რა პირობები იყო. იქნებ სასტუმრო არ აკმაყოფილებს იმ საჭმელებს, რომელიც გააჩნია თვითონ. ფეხბურთელი ძალიან დიდ ენერგიას ხარჯავს და მას სხვანაირი კვება სჭირდება. თევზი, ქათამი, ხორცი, ბრინჯი, მაკარონი და ა.შ. დილის კვება, ვარჯიშის წინ, სულ სხვადასხვაა, დამატებით ვიტამინები. ამ ყველაფერს წარადგენს ექიმი. იცით, როგორ ყალიბდება? - ყველა ნაკრებს ჰყავს ექიმი, რომელიც წერს თავის მოთხოვნებს, მწვრთნელი - თავისას. რამდენი ვარჯიში უნდა, სად, რომელ საათზე, როგორ უნდა მიიყვანო, ავარჯიშო. საჭროა წამლები. ყველა თამაშზე, სულ ამაზე მქონდა დავა, 2-3 ათასი ლარი ყოველ თამაშზე წამლებისთვის იხარჯებოდა. ეს მინიმალური თანხა იყო, მხოლოდ წამლებში, ვარჯიშებზე საჭიროა სპეციალური ლენტები, ესეც თანხასთან არის დაკავშირებული. არ მინდა წვრილმანებში გადავიდე. ყოველთვის მითქვამს და ვამბობ, ეს არის მოსამზადებელ პერიოდში. ვისაც ევალება, არა პრეზიდენტს, გენმდივანს, ბუღალტერს, ამას აკეთებს ექიმი, მასაჟისტი, მთავარი მწვრთნელი, მეორე მწვრთნელი და ა.შ. ისინი აყალიბებენ მოთხოვნებს და აქედან მოდის ყველაფერი. რატომ არავინ ითვალისწინებს, გერბების დაკვრა რა ღირს ყოველ თამაშზე, ეს თანხაა, 1000, 5000, 1300 და მთლიანობაში, დიდ თანხად გარდაიქმნება. ბურთები, მათი რაოდენობა. რა მოთხოვნები ჰქონდა ყაზახეთს კონკრეტულ თამაშზე, ვარჯიშის, მოედნის და ა.შ. არ შეიძლება ჩვენი დროინდელი და დღევანდელი ფედერაციის შედარება. მაშინ დოლარის კურსი იყო 1,72 ლარი, დღეს არის 2,72. ლარზე მეტია სხვაობა. ესეც არ დაგავიწყდეთ. იმ პერიოდში თუ ჯდებოდა 200 ათასი ლარი, დღეს დაჯდა 280 ათასი ლარი. ეს არის ნორმალური. ვიღაცას შესაძლოა დაეზარა ვაჭრობა მოედნის იჯარაზე, რა ფასში იყო მოცემული სტადიონი, არ ვიცით. მისი მომსახურეობა ძალიან ძვირია. წელიწადში გაქვს რამდენიმე თამაში.
 
- მაშინ, როდესაც სფფ-ს ახლანდელი ხელძღვანელობა თქვენს მიერ დატოვებულ ვალებზე საუბრობს, რამდენად ეკონომიურია 260 000 ლარი ერთ ამხანაგურ შეხვედრაში?
 
- ამხანაგური თამაშები ყოველთვის საჭიროა.
 
- საჭიროებაზე არ ვსაუბრობთ...
 
- აგიხსნით, თქვენ გყავთ მანქანა და მიდიხარ, საწვავს ასხამთ. დღეს ბენზინი ღირს  1,2 ლარი. სამ დღეში ღირს 2,2 ლარი, აქედან გამომდინარე, არ ჩაასხამთ? მოთხოვნას დღევანდელი ეკონომიური საფუძველი აქვს. ვიღაცამ რაღაც არასწორად კი არ გააკეთა, ვიღაცას შეიძლება დაეზარა. ჩემი მხრიდან, ვამტყუნებ ქვედა რგოლებს. რატომ მათ? მათ უნდა ირბინონ, მოძებნონ საუკეთესო შემოთავაზება. პრეზიდენტს, ტექნიკურ ან სპორტულ დირექტორს, არასდროს გაუჩნდება იმის ეჭვი, რომ ადამიანი, ვისაც ეს ევალება, დაეზარა და ვისაც დაურეკა, ის შეთავაზება მოიტანა. ყოველთვის ვფიქრობ, რომ იმ ადამიანს, 6-7 შეთავაზებიდან საუკეთესო მოაქვს. ამაზე მქონდა სულ ჩხუბი და კამათი. მოვუსმინე სპორტის სამინისტროს, ვეთანხმები. ისინი ყოველთვის უკეთებდნენ ამას ძლიერ კონტროლს. მახსოვს, ერთ თამაშზე, რომელიც გასვლითი იყო, ჩვენი ნაკრების პრესსამსახური გათვალისწინებული არ იყო, ბილეთში 1960 ლარი გადავიხადეთ მგონი. გამოიძია სამინისტროს ბუღალტერიამ და ვალდებულები გავხდით, ფული უკან დაგვებრუნებინა სამინისტროში. ისინი ამას ყოველთვის იძიებენ, ვერ დავაბრალებთ, რომ თვალდახუჭული უშვებენ თანხას. ჩემს პერიოდში, როდესაც მივიტანდით მოთხოვნას, საბოლოოდ, ისინი გვეუბნებოდნენ, რომ ეს ასეა, ან ასე არ არის.
 
- ყველა მოთხოვნას აქვს თავისი განმარტება, თუ რისთვის არის საჭირო. ოდესმე გაგიგზავნიათ სამინისტროში მოთხოვნა, რომ ეს არის სახელფასო თანხა უბრალოდ და დაუმტკიცებიათ მათ?
 
-  რა თქმა უნდა. სახელფასო თანხას, კონტრაქტით, წლის დასაწყისში უთანხმებ.
 
- ვის ხელფასებზეა საუბარი?
 
- რა თქმა უნდა, მწვრთნელების.
 
- სწორედ ამას გეკითხებით, სხვა ყველა შემთხვევაში მითითებულია მწვრთნელი, ერთგან კი მხოლოდ ზოგადად სახელფასო თანხაზეა საუბარი...
 
- ამას დანართი ექნება აუცილებლად. როდესაც წლის დასაწყისში ყალიბდება ბიუჯეტი, იქ ზუსტად არის მითითებული, რომ ეს თანხა არის სახელფასო ფონდი. ეროვნული ნაკრები ყოველთვის ცალკეა და მას თავისი ბიუჯეტი აქვს, შემდეგ მოდის ცალკე ასაკობრივი ნაკრებები, ქალთა ფეხბურთი, ჩემს დროს ასე იყო. შეიძლება ერთი მოთხოვნით გამოიძახო თანხა. ჩემს პერიოდში, კვარტალურად ვწერდით, რომელ თვეში, რა თანხა დაგვჭირდებოდა ნაკრებებისთვის, მაგრამ ხელფასი არ იცვლება. სამი ეგზემპლიარით იწერება სახელფასო ხელშეკრულება. ერთი რჩება ფედერაციაში, ერთი - სამინისტროში, ერთი პირადად იმ ადამიანს, რომელიც ხელს აწერს. ყველას ერთ-წლიანი კონტრაქტები აქვს, ამის საფუძველზე ირიცხება. დანართი იმის, თუ ვინ ღებულობს, ყოველთვის უნდა გააგზავნო. მოთხოვნა შეგიძლია გაუშვა ერთი წერილით.
 
- ჩემი ინფორმაციით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, ზუგდიდში კენჭისყრას აპირებ. ამასთან დაკავშირებით, ვიცე-პრემიერი, კახი კალაძე, წინადადებით დაგიკავშირდათ. რამდენად შეესაბამება ეს სიმართლეს და რა გეგმები გაქვთ არჩევნებთან დაკავშირებით?
 
- არა, ასეთი შემოთავაზება არ ყოფილა. ვიცი, რომ წელს ზუგდიდში იქნება არჩევნები. ყოველთვის ხუმრობით ვამბობდი, როდესაც მეკითხებოდნენ, სად ხარო, სოფელ მონაკოში-მეთქი. იმიტომ სოფელი, რომ ჩემთვის არის ერთი ქალაქი, ეს არის ჩემი ზუგდიდი.
 
- დამოუკიდებლად ფიქრობთ მონაწილეობაზე?
 
- არ გამოვრიცხავ, ეს არის ჩემი ქალაქი. იმიტომ კი არა, რომ  მინდა ახლა ვთქვა, ქალაქში არის პრობლემები და მინდა დავეხმარო ქალაქს. თუ რამე შემიძლია ჩემი ქალაქისთვის გავაკეთო, დიდი სიამოვნებით გავაკეთებდი. იმიტომ, რომ მე იქ გავიზარდე, იქ არის მამაჩემის სასაფლაო, დედაჩემი, ჩემი სახლი და ამიტომ არაფერს არ გამოვრიცხავ.
 
- რომ იყოს „ქართული ოცნებიდან“ შემოთავაზება არჩევნებში მათი პარტიული სიით მიიღოთ მონაწილეობა, გამორიცხავთ თანამშრომლობას?
 
- ამ ცხოვრებაში არაფერს გამოვრიცხავ. გეტყვით ერთ რაღაცას. ეს არის თვითმმართველობა, რაც გულისხმობს მენეჯმენტს ანუ მართვას. ეს არის მთლიანობაში სატრანსპორტო, საკომუნიკაციო, განათლება, ჯანდაცვა და სხვა ყველაფრის ერთობა.  პატარა ოჯახია, რომელშიც რაღაც უნდა გააკეთო. ეს არ არის პოლიტიკური სტატუსი. არ ვიცი, საერთოდ პარტია რა შუაშია. აქ არის ლაპარაკი იმაზე, თუ როგორ უნდა მართო წარმოება, სხვა არაფერი.

- საბოლოო გადაწყვეტილება არ გაქვთ მიღებული ჩაერთვებით თუ არა არჩევნებში?
 
- როგორ გითხრათ, გადაწყვეტილებას რაც შეეხება, ვფიქრობ ამაზე. „დათა თუთაშხიაში“ რომ არის, წისქვილი ისეთი ადგილია, ფიქრის მეტი რა გამიკეთებიაო, ემიგრაციაში ამაზე მეტი რა მიფიქრია, როგორ დავბრუნდე ჩემს ქვეყანაში, რით შემიძლია დავეხმარო და რა გავაკეთო ჩემი გულისთვის, ჩემი  ქალაქისთვის, ჩემი სახლისთვის. ეს ფიქრი სულ მაწუხებს, ყოველდღე ამაზე ვფიქრობ, მაგრამ ახლა რომ გითხრათ, ვზივარ და სულ ამაზე ვფიქრობ, ჩემთვის ეს დაახლოებით ასეთი რამეა, შენ რომ იყო სკოლის დირექტორი, ან საავადმყოფოს მენეჯერი, ან სახანძროს დირექტორი, ხომ ფიქრობ, რომ ყველაფერი იყოს თავის ადგილზე, წყალი იყოს ხელის დასაბანი, აქ საჭმლის ადგილი, აქ დასაძინებელი. ეს შენი სახლია. ბევრჯერ მიფიქრია ჩემს ქალაქზე, რომ გაკეთდეს. თან ულამაზეს ქალაქზე ვლაპარაკობთ. არ მინდა არცერთ ადამიანს ვაწყენინო, მაგრამ ვამაყობ, რომ იმ ქვეყანაში, სადაც ამდენი თავადი ცხოვრობდა, ერთადერთი სასახლე, რომელიც შერჩა ჩვენს ქვეყანას, ეს არის დადიანების სასახლე ჩემს ქალაქში და ამით ვამაყობ. რა თქმა უნდა, მე მაწუხებს ყველა ის პრობლემა, რაც არსებობს ზუგდიდში. დღეს არ არსებობს თეატრი ზუგდიდში. არ არის გასართობი ცენტრები, ბავშვებისთვის საჭირო ადგილები. ეს შესაძლოა ასაკის ბრალიც იყოს, როდესაც გადაცდები 50 წელს, სხვანაირად უყურებ ყველაფერს. როდესაც 20 წლის ხარ, შენ არ გადარდებს ის, სადაც მიჰყავთ შენი შვილები, რას აკეთებენ და როგორ მოღვაწეობენ, შენ სულ სხვა ქუჩაზე ხარ და სხვანაირად უყურებ ცხოვრებას. ყველა ადამიანის ცხოვრებაში დგება მომენტი, როდესაც უნდა იზრუნო შენს ქუჩაზე, შენს ქალაქზე, შენს რეგიონზე და საერთოდ, შენს ქვეყანაზე.
მსგავსი სიახლეები
დავით სერგეენკო სამუშაო ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება

22 ივნისი, 2017

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო სამუშაო ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება. ატლანტაში მინისტრი სიტყვით გამოვიდა დაავადებების ერადიკაციის საერთაშორისო მიზნობრივი ჯგუფის 26-ე...

მეტი

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია განცხადებას ავრცელებს

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია განცხადებას ავრცელებს

22 ივნისი, 2017

23 ივნისს, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, ქალაქი სენაკის ესვანჯიას, სტალინის, შელეგიას, ბელიაშვილისა და სახოკიას ქუჩების მოსახლეობას წყალმომარაგება შეეზღუდება,- ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების...

მეტი

ზვიად სიჭინავა: ხარჯების დაზოგვის მიზნით, ხშირად მეც არ მივდიოდი ნაკრების თამაშებზე

ზვიად სიჭინავა: ხარჯების დაზოგვის მიზნით, ხშირად მეც არ მივდიოდი ნაკრების თამაშებზე
15:15 | 11 თებერვალი, 2017

ავტორი: მაგდა კლდიაშვილი