არსენ იაცენიუკმა ტრამპს მექსიკის საზღვართან კედლის აშენება საკუთარი პროექტით შესთავაზა

ადმინისტრატორი

უკრაინული პარტია "სახალხო ფრონტის" ლიდერი, არსენ იაცენიუკი მზად არის ამერიკის პრეზიდენტს საკუთარი პროექტი Стена გააცნოს, რომლის გამოყენებას ის მექსიკის საზღვართან კედლის მშენებლობისას შეძლებს. სააგენტო Укринформ-ის ცნობით, ამის შესახებ მან კიევში, ახალგაზრდულ ფორუმზე განაცხადა.

იაცენიუკის განმარტებით, მისი პროექტი დონალდ ტრამპის პროექტთან შედარებით ბევრად უფრო იაფი და ეფექტური დიზაინისაა.

"მათი გათვლებით საზღვრის მშენებლობა დაახლოებით $ 10 მილიონი ღირს. ეს 30-40-ჯერ უფრო ძვირია, ვიდრე უკრაინის პროექტი", - განაცხადა პოლიტიკოსმა.

უკრაინული პროექტი Стена რუსეთ-უკრაინის საზღვარზე ბარიერის მშენებლობას ითვალისწინებს. ამ ეტაპზე, მშენებლობა შეჩერებულია, მაგრამ პროექტი გაზაფხულზე განახლდება.

როგორც იაცენიუკი აღნიშნავს, პროექტის მშენებლობისთვის ბიუჯეტში 200 მილიონი გრივნაა გათვალისწინებული. პროექტის დაფინანსება მას შემდეგ შემცირდა, რაც არსენ იაცენიუკმა პრემიერმინისტრის თანამდებობა დატოვა.

შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება შეასრულა და 26 იანვარს მექსიკასა და ამერიკის შეერთებული შტატების საზღვართან კედლის აშენების თაობაზე განკარგულებას ხელი მოაწერა.

მსგავსი სიახლეები
დასაქმების კვირეულის შედეგად კიდევ 365 ადამიანი დასაქმდა

24 აპრილი, 2017

სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგის მასშტაბური დასაქმების კვირეული შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ ზაზა სოფრომაძემ და „ჯიპიაი ჰოლდინგის“ გაყიდვების დირექტორმა გურამ მუსხელიშვილმა...

მეტი

27 დაბა მესტიაში წყალმომარაგება შეიზღუდება

25 აპრილი, 2017

26 აპრილის 10:00 საათიდან 27 აპრილის 15:00 საათამდე დაბა მესტიის მოსახლეობის ნაწილს წყალმომარაგება შეეზღუდება,- ამის შესახებ ინფორმაციას საქარველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ავრცელებს.  წყალმომარაგების შეზღუდვა...

მეტი

არსენ იაცენიუკმა ტრამპს მექსიკის საზღვართან კედლის აშენება საკუთარი პროექტით შესთავაზა

არსენ იაცენიუკმა ტრამპს მექსიკის საზღვართან კედლის აშენება საკუთარი პროექტით შესთავაზა
09:30 | 10 თებერვალი, 2017

იაცენიუკის განმარტებით, მისი პროექტი დონალდ ტრამპის პროექტთან შედარებით ბევრად უფრო იაფი და ეფექტური დიზაინისაა.

"მათი გათვლებით საზღვრის მშენებლობა დაახლოებით $ 10 მილიონი ღირს. ეს 30-40-ჯერ უფრო ძვირია, ვიდრე უკრაინის პროექტი", - განაცხადა პოლიტიკოსმა.

უკრაინული პროექტი Стена რუსეთ-უკრაინის საზღვარზე ბარიერის მშენებლობას ითვალისწინებს. ამ ეტაპზე, მშენებლობა შეჩერებულია, მაგრამ პროექტი გაზაფხულზე განახლდება.

როგორც იაცენიუკი აღნიშნავს, პროექტის მშენებლობისთვის ბიუჯეტში 200 მილიონი გრივნაა გათვალისწინებული. პროექტის დაფინანსება მას შემდეგ შემცირდა, რაც არსენ იაცენიუკმა პრემიერმინისტრის თანამდებობა დატოვა.

შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება შეასრულა და 26 იანვარს მექსიკასა და ამერიკის შეერთებული შტატების საზღვართან კედლის აშენების თაობაზე განკარგულებას ხელი მოაწერა.

ავტორი: ადმინისტრატორი