ქალაქ ხობში მრავალფუნქციური სპორტკომპლექსი შენდება

ადმინისტრატორი

ქალაქ ხობში მრავალფუნქციური სპორტკომპლექსი შენდება. ყოფილი კინოთეატრის "თუთარჩელა“-ს შენობის რეკონსტრუქცია- რეაბილიტაციას საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით ახორციელებს,- ამის შესახებ ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტროს ცნობით, სპორტული კომპლექსში გათვალისწინებულია საჭიდაო მოედნის, ჭადრაკის დარბაზის, საბილიარდეს,  ფიტნესდარბაზისა და საუნის მოწყობა.

ქალაქ ხობში  სპორტით დაინტერესებულ ადამიანებს საშუალება ექნებათ კეთილმოწყობილ გარემოში ივარჯიშონ და სპორტის მრავალ სახეობაში გამართონ ტურნირები.

პროექტით გათვალისწინებულია დარბაზში ლითონის ფერმების მოწყობა და გადახურვა. თუნუქით გადაიხურება ასევე დანარჩენი შენობა. ფასადზე მოეწყობა ალუმინის ვიტრაჟები.

მოწესრიგდება ელექტროობა და გათბობა-ვენტილაციის სისტემები.  პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს  შიდა და გარე კანალიზაციისა და ბიოლოგიური გამწმენდის მოწყობის სამუშაოები.

მშენებლობაზე, რომლის ღირებულება  2 500 000 ლარზე მეტია,  30 ადამიანია დასაქმებული. სამუშაოების დასრულება 2018 წლის გაზაფხულზე იგეგმება.

სამუშაოების ადგილზე გასაცნობად ხობში, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე და ხობის გამგებელი გოჩა ქაჯაია იმყოფებოდნენ.

მსგავსი სიახლეები
დასაქმების კვირეულის შედეგად კიდევ 365 ადამიანი დასაქმდა

24 აპრილი, 2017

სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგის მასშტაბური დასაქმების კვირეული შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ ზაზა სოფრომაძემ და „ჯიპიაი ჰოლდინგის“ გაყიდვების დირექტორმა გურამ მუსხელიშვილმა...

მეტი

ქუთაისის მერიის წინ მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, მცირეწლოვანი დაშავდა

25 აპრილი, 2017

ქუთაისის მერიის წინ მცირეწლოვან ბავშვს ავტომობილი დაეჯახა. შემთხვევის შედეგად მოზარდი დაშავდა და ის ამ დროისთვის, დასავლეთ საქართველოს ინტერვენციულ ცენტრშია გადაყვანილი. როგორც ,,აიპრესს“ სასწრაფო დახმარების სამსახურში...

მეტი

ქალაქ ხობში მრავალფუნქციური სპორტკომპლექსი შენდება

ქალაქ ხობში მრავალფუნქციური სპორტკომპლექსი შენდება
12:34 | 8 თებერვალი, 2017

სამინისტროს ცნობით, სპორტული კომპლექსში გათვალისწინებულია საჭიდაო მოედნის, ჭადრაკის დარბაზის, საბილიარდეს,  ფიტნესდარბაზისა და საუნის მოწყობა.

ქალაქ ხობში  სპორტით დაინტერესებულ ადამიანებს საშუალება ექნებათ კეთილმოწყობილ გარემოში ივარჯიშონ და სპორტის მრავალ სახეობაში გამართონ ტურნირები.

პროექტით გათვალისწინებულია დარბაზში ლითონის ფერმების მოწყობა და გადახურვა. თუნუქით გადაიხურება ასევე დანარჩენი შენობა. ფასადზე მოეწყობა ალუმინის ვიტრაჟები.

მოწესრიგდება ელექტროობა და გათბობა-ვენტილაციის სისტემები.  პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს  შიდა და გარე კანალიზაციისა და ბიოლოგიური გამწმენდის მოწყობის სამუშაოები.

მშენებლობაზე, რომლის ღირებულება  2 500 000 ლარზე მეტია,  30 ადამიანია დასაქმებული. სამუშაოების დასრულება 2018 წლის გაზაფხულზე იგეგმება.

სამუშაოების ადგილზე გასაცნობად ხობში, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე და ხობის გამგებელი გოჩა ქაჯაია იმყოფებოდნენ.

ავტორი: ადმინისტრატორი