„საქართველოს ხელისუფლება მოსახლეობის გაღარიბების პროცესს აგრძელებს. ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტომ 2015 წლის ივნისში სოციალურად დაუცველთა გადამოწმების ახალი მეთოდოლოგია მიიღო, რომლის საფუძველზეც შეიცვალა კრიტერიუმები.
2016 წლის არჩევნებამდე, ხელისუფლება მაქსიმალურად შეეცადა ეს მეთოდოლოგია არ გამოეყენებინა, რაც პოლიტიკური ინტერესებით იყო განპირობებული. თუმცა, ეს პროცესი ბოლო დღეებში აქტიურ ფაზაში შევიდა და სოციალური აგენტები სოფლებსა და ქალაქებს შეესივნენ, სადაც სოციალურად დაუცველი ოჯახების მასიური გადამოწმება დაიწყეს.
შესაბამისად, ოჯახებს, სადაც სოციალური აგენტები შევიდნენ, დახმარება შეუჩერდათ. ამ ოჯახების 90% კი განწირულია იმისთვის, რომ მათ დახმარება არ აღუდგებათ.
ხელისუფლებამ საბოლოოდ გაწირა მოსახლეობა, ის ადამიანები, რომლებიც ამ დახმარებაზე არიან ადამოკიდებული",-განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.
"რუსებს არ უნდოდათ ჩემი წამოსვლა და ქართველებს არ უნდოდათ ჩემი მიღება. რუსებს იმიტომ არ უნდოდათ ჩემი წამოსვლა, რომ თავიანთ აგენტურას ძალიან ბევრს გავშიფრავდი და ბევრიც გავშიფრე. რომ არ არიან პოლიტიკურ ველზე, ვერ უყურებთ?!" - ასე იხსენებს...