"ამ პროცესში ყველას ექნება თავისი გასათოხნი ყანა" - ინტერვიუ ვასილ მაღლაფერიძესთან

თამარ ლეფსვერიძე

410 მილიონი ლარი 10 წელიწადში, 102 გადაცემა, 1250 თანამშრომელი და რეიტინგი, რომელიც ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს - ასეთია დღეს იმ ტელევიზიის მდგომარეობა, რომელიც საქართველოში მცხოვრები ყველა გადამხდელისგან ფინანსდება.

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა, ვასილ მაღლაფერიძემ მედიას და საზოგადოებას მაუწყებლის რეფორმის 3 წლიანი სამოქმედო გეგმა წარუდგინა.

როგორც გეგმის მიხედვით ირკვევა, რეფორმები იქნება საკმაოდ რადიკალური, შესაბამისად მტკივნეულიც. იმ შემთხვევაში, თუ ბორდი ახალი მენეჯმენტის ხედვას გაითვალისწინებს, 3 წლიანი გეგმა გადაცემების შეჩერებასაც ითვალისწინებს.

„საზოგადოებას უნდა დაუბრუნდეს თავისი საზოგადოებრივი მაუწყებელი“ - განაცხადა „აიპრესთან“ ინტერვიუში ვასილ მაღლაფერიძემ.

ბატონო ვასილ, საზოგადოებრივი მაუწყებელი თავისი არსით ის ტელევიზიაა, რომელიც მნიშვნელოვანი უნდა იყოს ნებისმიერი მოქალაქისთვის, თითოეული ჩვენგანისთვის, რომელიც თავს ამ საზოგადოების ნაწილად მიიჩნევს. დღეს დიდი დისკუსიაა გამართული იმაზე, როგორ აპირებს ახალი გუნდი საზოგადოებრივი მაუწყებლის შეცვლას.

მე მაინტერესებს, როგორი უნდა იყოს საზოგადოებრივი მაუწყებლის მისია და დანიშნულება რეალურად? ვგულისხმობ იმ საერთაშორისო პრინციპებს, რითაც სხვა ქვეყნების მაუწყებლები მოქმედებენ და სადაც მათ ბაზარზე ლიდერის პოზიცია აქვთ.

დიახ, ევროპაში საზოგადოებრივი მაუწყებელი ყველგან არის ლიდერი ან იბრძვის ლიდერობისთვის. 

ჩვენთან, საზოგადოებრივი მაუწყებელი, ფაქტობრივად, სათადარიგო დამხმარე საშუალება იყო, მათ შორის ხშირად ფინანსური და ამ თვალსაზრისით გამოიყენებოდა. არასწორ კლიმატსაც ქმნიდა მედია ბაზარზე. არ ვამბობ პოლიტიკურ წიაღსვლებს, რა მონტაჟდებოდა, როგორ ხდებოდა. ეს იყო საბაზრო ფინანსური ერთეული, საზოგადოება ფულს დებდა და კონკრეტული ადამიანები ამ ფულს თავისი მიზნებისთვის იყენებდნენ. ზოგი პოლიტიკური მიზნებისთვის.

როდესაც 26-27% აქვს რეიტინგი „იმედსა“ და „რუსთავს“ და საზოგადოებრივ მაუწყებელს 1.75%, აქ ჩემო ბატონო, უკვე ნათელია ყველაფერი. რა ფუნქციას ვატარებთ აბა? 

410 მილიონია დახარჯული 10 წელიწადში და ასეთი მდგომარეობა რომ არ უნდა იყო აქ, ვინმეს ამაში ეჭვი ეპარება? 

საუბარია იმაზე, რომ ლეპტოპი არ აქვს ჟურნალისტს და გარდა ამისა, ვსხედვართ ბომბზე შენობის თვალსაზრისით. არანაირი კარგი, დიდი პროექტების განხორციელების საშუალება არ არის. ამიტომაც, რაღაც მომენტში ეს საკითხი უნდა დამდგარიყო. 

ვფიქრობ, კარგი დამთხვევა მოხდა, როდესაც მე მოვედი. ჩვენ და იმ ადამიანებმა, რომლებიც აქ რაღაც მიმართულებებს ხელმძღვანელობდნენ, მეორე დღესვე გავუგეთ ერთმანეთს. ჩვენც რაღაც ხედვები მოვიტანეთ, შემდეგ 24 საათი ვმუშაობდით, შევაჯერეთ ყველაფერი და ვთქვით, რომ ეს საზოგადოებამ უნდა იცოდეს. როგორ უნდა იცოდეს საზოგადოებამ? ეს უნდა იცოდეს რაღაც გადაწყვეტილების ფორმით. 

მე ვამბობ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი შეიძლება ძალიან მაგარი ტელევიზია გახდეს. შეგნებულად მოხდა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი ასეთ მდგომარეობაშია.

რა ძირითადი საკითხები და პრობლემები გამოიკვეთა იმ ინფორმაციებისგან, რაც თქვენ შეაჯერეთ?

პირველ რიგში, ვთქვით, რომ: ა) გვჭირდება სერიოზული ფინანსური ინექცია; ბ) გვჭირდება ეს ინექცია იმიტომ, რომ ტელევიზია თვისობრივად შეიცვალოს; გ) ფინანსების სწორი მოხმარება უნდა იყოს. 

ფინანსებიც არ მოიხმარებოდა სწორად. არ ვამბობ, რომ კორუფციულად. მაგალითად, ხშირი შემთხვევაა, რომ გადაცემები ჩაშვებულია და ამ დროს თანხების პრობლემა დგას. თუ ფული არ გაქვს, რატომ უშვებ ხო გადაცემას? და მე ამას ვკითხულობ. არ მერიდება. 

ყველა ჟურნალისტი არ არის კვალიფიციური. მაგალითად, დღეს არ დაისვა ასეთი კვალიფიციური კითხვა, რომ თუ ასეთი მძიმე მდგომარეობაა 102 გადაცემა რატომ არის ჩაშვებული? გადაცემა ჯერ უნდა ჩაუშვა იმიტომ, რომ ვიღაცას უნდა, იმიტომ, რომ ვიღაცამ გარედან მოითხოვა, იმიტომ, რომ გამოჩენილმა ადამიანებმა მოითხოვეს, არ აქვს მნიშვნელობა... მე ვნახე, როგორ ხდება ეს მექანიზმი და ფინანსური უზრუნველყოფა არ არის. მათ შორის, ესეც უნდა შეიცვალოს და ვთქვით, რომ ჩვენ ეს ყველაფერი გვესახება ასეთ ვარიანტში, მოდი გავხსნათ დიალოგი და ვთქვათ ყველაფერი.

პირველი, შეიძლება ვიღაცამ თქვას, რომ ეს მოიგონა ახალმა დირექტორმა და ასე არ არისო, მაგრამ ეს რიტორიკაა, აგერ ვართ და ყველაფერი ჩანს. მეორე, ამას უნდა ვუშველოთ. თუ გამოჩნდება რამე სხვა გზა, კი ბატონო ისე ვუშველოთ, ოღონდ ეს უნდა იყოს იმ ადამიანებს შორის, ვინც კითხვა-პასუხის რეჟიმშია, ვინც გვგულშემატკივრობს. მე ერთი კვირის განმავლობაში ვაკვირდებოდი ძალიან ყურადღებით. არც ერთი ის თემა, რასაც იმეორებდნენ, რომ აი თურმე საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორმა ეს თქვა, ის თქვაო, მე არ მითქვამს. მაგრამ ეს ამბავი ტყდებოდა და იცით, ვისგან? მედია ექსპერტების მხრიდან. მე ფრთხილად ვამბობ, ხომ არ უნდოდათ ამ ადამიანებსაც, რომ ეს ამბავი გარეთ არ გამომჟღავნებულიყო? 

მსჯელობა სწრაფად უნდა დავიწყოთ იმიტომ, რომ ძალიან მძიმე ვითარებაა. 

მე და სხვა უამრავი ადამიანიც ის გადამხდელები ვართ, რითაც ფინანსდება საზოგადოებრივი მაუწყებელი. ეს არის საკმაოდ სოლიდური ბიუჯეტი იმისთვის, რომ შეიქმნას კარგი პროდუქტი. ამ 102 გადაცემიდან კი, რომელიც თქვენც ახსენეთ, მე შეიძლება მხოლოდ 2 მახსოვდეს. ეს 102 გადაცემა ხომ არ იყო იმისთვის, რომ დასაქმებულიყო ვიღაცის მეგობარი, ახლობელი, ნათესავი და ა.შ?

ფაქტობრივად, ეს ასეა. თუმცა, მე არ მივცემ ჩემს თავს იმის უფლებას, რომ გადაცემების შეფასება დავიწყო. პირიქით, ისეთ მექანიზმზე ვმუშაობთ, რომ ეს დრო უნდა დასრულდეს, როდესაც დირექტორს მოეწონა, არ მოეწონა გადაცემა და ამის მიხედვით უნდა წყდებოდეს. ან ვიღაცას დიდი დუდუკი აქვს ნაშოვნი, აქ მოვა და დაიწყებს ამ დუდუკით რაღაცის შესრულებას. თუმცა, როგორც ჩანს, ასე წყდებოდა, როგორც თქვენ ამბობთ. ეს იყო ფორმა. ამ ტელევიზიას არ შეეძლო ამდენი გადაცემის წარმოება, მაგრამ მაინც ასეთი ფორმა იყო. ჩაეშვებოდა გადაცემა და შემდეგ საუბარი იყო, მე პეტლიჩკა არ მაქვს, კომპიუტერი არ მაქვს, ასეთი სიტუაცია მაქვს. 

გარდა ამისა, არაკონკურენტუნარიანია და მტკიცება მიდიოდა. მე დღეს ვკითხულობდი ჩემთვის საპატივცემულო ადამიანებისგან, რომ მთავარი არ არის რეიტინგი, მთავარია კარგი გადაცემები. ტელევიზია ფეხბურთი არ არის. იმ აზრს უფრო გავიზიარებ, რომ ტელევიზია საერთოდ არ არის აუცილებელი, ვიდრე იმას, უყურო საზოგადოებრივ მაუწყებელს ამ სიტუაციაში. მაგრამ ტელევიზიას რომ რეიტინგი არ სჭირდება, ესე იგი, ამბობ, რომ მას მაყურებელი არ სჭირდება. თუ მაყურებელი არ სჭირდება, ვინ გადაწყვიტა კარგი გადაცემა რა არის? დირექტორმა გადაწყვიტოს, პეტრემ, თუ პავლემ? საზოგადოებრივი მაუწყებელი ყველასთვის უნდა იყოს. ეს არც საჯარო ბიბლიოთეკაა, რომ აქედან მაინცდამაინც განათლება მიიღო, მაგრამ გამაერთიანებელი უნდა იყოს.

აქედან უნდა იგებდეს საზოგადოება პოლიტიკურ პროცესებზე აზრს. ის მეგა-შოუები იმიტომ სჭირდება, რომ არხი იყოს პოპულარული. ტელევიზიის პრინციპიდან გეუბნებით, საკმარისია ამას ჩამოაშორო ყველაფერი და არანაირი გადაცემა არ გააკეთო, უინტერესო ტელევიზია იქნება. 8 საათი რომ მოვა და „მოამბე“ რომ იქნება, ამ ტელევიზიაზე არ გადმორთავენ. თუ გამოვა, რომ არავინ უყურებს ამ ტელევიზიას, მაშინ რა საჭიროა? მაშინ რატომ ვხარჯავთ ამაში 45 მილიონს? სწორედ იმიტომ, რომ კარგი გადაცემები გადიოდეს საკმარისად და პოპულარული იყოს არხი. მას უნდა ჰქონდეს ყურებადობა. ეს ჩემი მოგონილი არ არის. 

ისევ თანხის ნაწილს დავუბრუნდები. ფაქტობრივად გაპარტახებული ინფრასტრუქტურა, წლების განმავლობაში განუახლებელი ტექნიკა და სოლიდური თანხა, რომლის გონივრულად განკარგვის შემთხვევაში, ყველა ამ პრობლემის მოგვარება შეიძლებოდა. პირდაპირ გკითხავთ, ჰქონდა თუ არა ადგილი თანხის არამიზნობრივ ხარჯვას და სწავლობს თუ არ საკითხს სახელმწიფო აუდიტის სამსახური.

მე შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ აუდიტის სამსახური სწავლობს ამ საკითხს.

როგორ ფიქრობთ, აქვს საზოგადოებრვ მაუწყებელს იმის რესურსი, რომ გახდეს ლიდერი ქართულ ტელესივრცეში?

მე ვამბობ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი შეიძლება ძალიან მაგარი ტელევიზია გახდეს. შეგნებულად მოხდა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი ასეთ მდგომარეობაშია. აქ ახლაც მაგარი სპეციალისტები არიან. ვიცნობ ტელევიზიებს. სხვაზე ბევრად მეტი თუ არა, ნაკლები არ არიან. ეს ეხება ტექნიკურ პერსონალს, ოპერატორებს, კონტეტის შემქმნელ ადამიანებს, მაგრამ არის შემთხვევები, როდესაც ამ მანქანას სიარული აღარ შეუძლია. თუ არც ბენზინი ჩავასხით, არც ზეთი...

ჩვენ ისეთ რამეზე დავიწყეთ მსჯელობა, რაზეც არავინ საუბრობდა. ერთი კვირაა მარწმუნებენ, რომ არ დაიწყოთ ამაზე ლაპარაკიო. არსად მითქვამს, რომ რომელიმე გადაცემა უნდა დავხურო. მე ვთქვი, რომ ერთი გზაა - ფული გვჭირდება. 102 გადაცემაა, 40 მილიონს ვხარჯავთ. სასწრაფოდ გვჭირდება 15 მილიონი წელს, თორე გავჩერდებით. წელსვე გვჭირდება 15 მილიონი, რათა დავიწყოთ ისეთი პრობლემების მოგვარება, როგორიც არის შენობა. შენობა თუ არ გვექნა... შენობა მონახულია, ის თავიდან არის გასაკეთებელი, თუ არ გავაკეთეთ და ვერ გავარემონტეთ... აქ არ აქვს აზრი გარემონტებას, წყალში გადაყრილი ფულია. ეს შენობა ინგრევა. შენობა თუ არ იქნება, ტექნიკას ვერ შევიტანთ. ამას 5 მილიონი დოლარი უნდა. ამას თუ ვიზამთ, რეგიონალური ოფისები უნდა მოვაწყოთ. ანუ, წელსვე არის დაახლოებით 15 მილიონი საჭირო, საიდან უნდა მოვნახოთ? 

მე ვიცი, რომ ეს ძალიან მძიმე ვარიანტია. ვთქვი, რომ გადაცემები უნდა შევაჩეროთ. ახლა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს სამეურვეო საბჭომ. მე დავუცდი ყველა სხვა წინადადებას, საიდან უნდა მოვიტანოთ ეს ფული. გულშემატკივრებს შორის დავუცდი ამას. თუ უკეთესი გზა მოინახება, რასაკვირველია... საერთოდ არ ვთქვათ, რომ ეს ორგანიზმი მკურნალობას საჭიროებდა? მაშინ მთლიანად დაიხურებოდა ეს მაუწყებელი. მერე ვიცი, შეიძლება ეს ბევრს გახარებოდა. აი, ამაზეა საუბარი. ძალიან გამიკვირდა. ველოდი, რომ ის ადამიანები, რომლებიც მედია სივრცის ცოდნაზე დებენ თავს და ეს არის მათი მოღვაწეობის სფერო, რეფორმის მნიშვნელობაზე ისაუბრებდნენ. 

ჩემს განცვიფრებას არ აქვს საზღვარი, როდესაც რეფორმის პირველ მუხრუჭებად იქცნენ. დავუცდი, რა ვარიანტებს შემოგვთავაზებენ. დუდუკზე დაკვრას არაფერი უნდა. არც ცოდნა, არც ინტელექტი და არც მედია ექსპერტობა.

რეფორმა ყოველთვის არის მძიმე და მტკივნეული, მაგრამ ხომ არ ფიქრობთ, რომ უპრიანი იქნება საზოგადოებას მთლიანად წარუდგინოთ ის ინფორმაცია და მასალები, რაც ხდებოდა საზოგადოებრივ მაუწყებელში? ამ შემთხვევაში აუდიტის სამსახურის დასკვნებს ვგულისხმობ. მაქვს ინფორმაცია, რომ ამ ჩაშვებული გადაცემებიდან ზოგი არ გადიოდა, მაგრამ ადამიანები ხელფასებს იღებდნენ. ეს არის თანხების არამიზნობრივი ხარჯვა. მაუწყებელს აქვს ვალდებულება, რომ ხალხს, რომელიც მისი დამფინანსებელია, ეს ანგარიში წარუდგინოს...

მე მხოლოდ მოხარული ვიქნები ამის და სრულად გახსნილი ვიქნები. მეტიც, ამას მარტო ჩვენ ვერ შევძლებთ, თუ მედიაც არ ჩაერია. მე რამდენჯერმე ვთქვი დღეს, რომ ეს 410 მილიონი ოქროს საბადოა გამომძიებელი ჟურნალისტებისთვის და ზოგადად ჟურნალისტებისთვის. მე ფერება არ ვიცი ჟურნალისტებზე. მეჩვენება, რომ რაღაც ერთი ნაწილი, რომელიც წესით უნდა ინტერესდებოდნენ, არა მარტო არ ინტერესდებიან, არამედ პირიქით, ცდილობდნენ, რომ ეს ახლაც მიაფუჩეჩონ. რასაკვირველია, ჩვენ ამ სფეროში ძალიან უნდა ჩავიდეთ. 

რაც მეტი კითხვა იქნება, მაქსიმალურად ვეცდებით დავაკმაყოფილოთ. ამაზე აქტიურად ვმუშაობთ. რაღაცები ძალიან ჭირს იმიტომ, რომ რაღაცები დაფარულია. აქ მუშაობდა კონტროლის პალატა არ ვიცი კარგად, სად არის ის მასალები, რა მასალები დაიდო. ყველა კითხვას დაველოდები და ამაზე უნდა ვისაუბროთ. უნდა ვიცოდეთ, რატომ მივედით ამ მდგომარეობამდე. აქ დახარჯული ყველა კაპიკი არის საზოგადოების. ათასჯერ უნდა გაზომო ვითარება, რომ 1 კაპიკს სანამ დახარჯავ არა მარტო კანონიერების თვალსაზრისით, არამედ მიზანშეწონილობის თვალსაზრისით. ჩვენ გვინდა, რომ სულ გამადიდებელი შუშის ქვეშ იყოს საზოგადოებრივი მაუწყებელი და რატომ? იმიტომ, რომ იქნებ 50%-ით მაინც მოვახერხოთ საზოგადოებამდე იმ ინფორმაციის მიტანა, რაც აქ ტრიალებს. 

თუ ამდენი ფული აქვს საზოგადოებრივ მაუწყებელს, რატომ არის ასეთი გაჭირვებული? რატომ არ იყო განგაში ატეხილი? ხომ ამდენი მედია ექსპერტი იყო ჩარეული ამ საქმეში? რატომ ხდებოდა ეს ამბები? იმ 102 გადაცემაში ხომ არ არის ასახული ეს ამბები? 

ფაქტია, რომ ეს 410 მილიონი სადღაც წავიდა, დაიხარჯა, მაგრამ მაუწყებელს ტექნიკაც კი არ აქვს. ხომ არ აპირებთ, რომ შეიქმნას რაიმე ჯგუფი, რომელიც დეტალურად დაიწყებს ყველაფრის შესწავლას და რომელსაც მუდმივი კომუნიკაცია ექნება საზოგადოებასთან რეფორმებთან დაკავშირებით?

აქ შეიქმნა ახალი სტრუქტურა, ეს არის სტრატეგიული მართვის ცენტრი. ამის ხელმძღვანელი იქნება პაატა ქურდაძე. ეს გადაწყდა. ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი შენაძენი იქნება საზოგადოებრივი მაუწყებლისთვისაც და საზოგადოებისთვისაც. მინდა, მას მადლობა ვუთხრა. ფინანსურად მიმზიდველი ეს არ არის. ძალიან დიდი ხანი ვერ იქნება თან. ძალიან პატარა ანაზღაურებაა ჟურნალისტებისთვისაც. ინტენსიური კომუნიკაცია იქნება. უნდა იყოს მაქსიმალურად გახსნილი. არიან ჟურნალისტები, ვინც ვერ სვამს კითხვას, უჭირთ მთავარი და არამთავარი თემის განსხვავება და პინგპონგის თამაშივით რაღაცას აკეთებენ. ეს არ სჩვევიათ მარტო ამათ. ჩვენთან მედია ბაზარზე ამას აქვს გასავალი, მაგრამ საკითხი ხომ ასე ვერ გადაწყდება. ტელევიზია არის მძიმე მდგომარეობაში და უნდა გამოვიყვანოთ იქიდან. 

საგამოძიებო ჟურნალისტიკა არის ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულება. თუ საზოგადოებრივ მაუწყებელს აქვს იმის პრეტენზია და იმაზე ამბიცია, რომ იყოს სახალხო ტელევიზია, მისთვის აუცილებელია ეს მიმართულება. ადმიანებს უნდა ჰქონდეთ საშუალება, გამოიყენონ მათი მაუწყებელი მათივე გასაჭირის გადასაჭრელად. თუ აპირებთ, რომ ჰქონდეს საზოგადოებრივ მაუწყებელს სერიოზული ჟურნალისტური გამოძიების ბიურო?

როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ გადაცემების შეჩერებაზე და არა დახურვაზე, ერთ-ერთ ვარიანტად ვთავაზობთ შეჩერებას იმის გამო, რომ მერე მდგრადი განვითარების საშუალება გვქონდეს. შემდეგ ეს გადაცემები გარეთ უნდა გავიტანოთ. ვფიქრობ, ეს არის ცივილიზაცია. ეს მოსწონს ვინმეს თუ არა, სხვა თემაა. ვფიქრობ, ისევე როგორც სხვა გადაცემები, ჟურნალისტური გამოძიებაც უნდა დადგეს „აუთსორსზე“ და საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ეს უნდა შეიძინოს. ეს იქნება სწორად დახარჯული ფინანსი, ყველა ერთად განვსჯით, ვინ გაიტანა, რა გამოიტანა, როგორი შეიტანა და ა.შ. ნებისმიერ ვითარებაში არის რაღაცები, რაც უნდა გქონდეს შიგნით, მეორე კი შიგნით რომ გაქვს, შეიძლება დაიშტამპოს. ჟურნალისტური გამოძიება შემოქმედებითი პროცესია. ხანგრძლივი საკითხია, თვეების. მე თქვენ რომ მოგისაჯოთ, გინდათ თუ არა უნდა აკეთოთ რაღაც ვადაშიო, გამოვა ხარისხიანი პროდუქტი? მოეწონება ეს ყველას? საქართველოში არის ამისი რესურსი. ტელევიზიამ უნდა დაიტოვოს ამის უფლება, რომ სულ ერთი და იგივე ადამიანმა არ აკეთოს ეს გადაცემები. დაიშტამპება. ეს არის ერთ-ერთი ხედვა. 

მოდით, პირდაპირ ვთქვათ, საზოგადოებრივ მაუწყებელში პოლიტიკურ კონიუნქტურას ყოველთვის ჰქონდა ადგილი. ასოცირდებოდა იმასთან, რომ ატარებდა ხელისუფლების ინტერესებს. თქვენ, როგორც დირექტორი, რა გარანტიას აძლევთ ხალხს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი იქნება დამოუკიდებელი ყოველგვარი პოლიტიკური ჩარევისგან?

პასუხი არის ძალიან კონკრეტული. დღეს საზოგადოებრივი მაუწყებელი, სამწუხაროდ, პოლიტიკურად არავისთვისაა საინტერესო. არც ხელისუფლებისთვის, არც ოპოზიციისთვის რეიტინგის გამო. ოპოზიციისთვისაც და ხელისუფლებისთვისაც საინტერესოა ის არხები, სადაც ამა თუ იმ ფორმით მოახერხებენ საკუთარი სათქმელის თქმას. ეს სენსიტიური ფორმაა ძალიან. პოლიტიკური გადაცემა რეზონს უნდა ახდენდეს. 

დღეს საზოგადოებრივი მაუწყებელი არ არის დამოუკიდებელი, მაგრამ არც არავინ მოიკლავს თავს საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის. მაგრამ თუ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა დაიწყო და გავიდა ლიდერებში ეს თავისთავად ნიშნავს, რომ მოსახლეობის ნდობას იბრუნებ და მაყურებელს იბრუნებ. თუ ეს ასე მოხდა, ნიშნავს, რომ იმაზე საუბრობ, რაც მაყურებელს აწუხებს. არ ვსაუბრობთ იმაზე, რაც ხელისუფლებას და ოპოზიციას უნდა. თუ ჩვენ ეს შევძელით, ესე იგი, ვსაუბრობთ იმაზე. ხედვა გვაქვს და ამას უნდა გზა, აუცილებელი ნაბიჯები, როგორ უნდა გადაწყდეს ყველაფერი. ძალიან რთული პროცესია, ბევრად უფრო რთული, ვიდრე ფული რომ გვქონდეს და ახალი ტელევიზია იქმნებოდეს. საზოგადოებას ჩარევის პირდაპირი ბერკეტები არ აქვს. ჩვენ ვცადეთ ვითარების შეჯანჯღარება. ვცადეთ მაინც და ესეც ამბავია. ჩაკეტილ წრეში ვართ. ვნახოთ, ასე დიდი ხანი ვერ გაგრძელდება. 

ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია რეგიონებში მიმდინარე მოვლენების გაშუქება, რადგან საზოგადოებრივი მაუწყებელი მხოლოდ თბილისის არ არის. რეგიონები მარტო ის არ არის, რომ სადღაც აქცია გაიმართა. რეგიონები თითოეული ადამიანის პრობლემის განზოგადებაა. ამ მიმართულებით ხომ არ გიფიქრიათ? რას აპირებთ?

ჩემთვისაც უმნიშვნელოვანესია. მეტსაც გეტყვით, ფაქტობრივად, ეს ქართულ ნაციონალურ ტელევიზიებს რაღაცნაირად მეორე პლანზე აქვთ გადაწეული, თითქოს, მარტო თბილისი იყოს. ყველას თავისი სტრატეგია აქვს, მაგრამ საზოგადოებრივ მაუწყებელს გარდა იმისა, რომ ევალება, ელემენტარული გონიერება მოითხოვს და ჩვენი მედია პოლიტიკა, რომ ამ მიმართულებით სერიოზული გარღვევა მოხდეს. 

ჩემდა სამწუხაროდ, უნდა გითხრათ, რომ ამაზე ნაკლები ლაპარაკი იყო. საზოგადოებრივ მაუწყებელს არ აქვს არც ერთი რეგიონული ოფისი. არც ერთი. წვიმას რომ თავი შეაფაროს, ეს ადგილი არ არის. ტექნიკურად როგორ არის აღჭურვილი თვითონ ჟურნალისტი, ამას აღარ ვამბობ. გამოქვეყნდება საიტზე, რას წერენ რეგიონული ჟურნალისტები.
ამაზე უნდა ესაუბრათ ამ მედია ექსპერტებს და არ საუბრობდნენ. ყავის სხმა, კონფერენციებზე სიარული და ნამცხვრის დაყოლება ადვილი და ზოგადი თეორიებია. ეს უნდა იყოს ისეთი სრულფასოვანი რეგიონალური ოფისები მინი სტუდიებით. პრიორიტეტში გვიწერია 9 რეგიონალური ოფისის გახსნა და კარგად აღჭურვა. ჩემთვის გამაოგნებელი იყო, რომ არ აღმოჩნდა არც ერთი რეგიონალური ოფისი. 

ტელევიზიას, რომელსაც არ აქვს რეგიონალური ოფისი, არ აქვს თვალები, არ აქვს ხელები და ყურები. ვილაპარაკოთ მარტო მაშინ აქ და ვიქოთ საკუთარი თავები გადაცემებით. ეს არაფერი შედეგის მომტანი არ იქნება. 

საკადრო ცვლილებების განხორციელებას თუ აპირებთ?

ორი ტიპის კითხვები ისმება, რაც არც ინტელექტზე მეტყველებს და არც პროფესიულ გამოცდილებაზე. აპირებთ თუ არა, რომ GDS-დან მოიყვანოთ, ნიშნისმოგებით მეკითხებიან. თუ ასეთი ვითარება დარჩა, მე გარწმუნებთ, რომ არც ერთი ადამიანი აქ არ მოვა. მინდა, ყველამ იცოდეს, რომ ძალიან სამწუხაროდ, დღეს აქ არავინ აპირებს მოსვლას. თუ მოვა, არ გაჩერდება იმიტომ, რომ საშინელი ენთუზიაზმის ხარჯზეა ვინც აქ არის, ან სხვა რამის გამო. 

ჩვენ ვაპირებთ, რომ ძალიან ფართოდ გაიხსნას კარი. მაქვს პრეტენზია და სურვილი, რომ საუკეთესო ჟურნალისტური გუნდი შეიქმნას საზოგადოებრივ მაუწყებელზე. ეს იქნება ყველა ტელევიზიიდან, ყველა სააგენტოდან. სათითაოდ ავარჩევთ. იქნება კონკურსი, იქნება გაცხრილვა. შეიძლება, რაღაც შეცდომა დავუშვათ, იმას გამოვასწორებთ, მაგრამ მაქვს პრეტენზია, რომ შევქმნი საუკეთესო გუნდს. გუნდი თუ არ შეიკრა, ცხადია, არაფერი გამოვა. 

ჩვენი პროექტი არის ის, რომ ტელევიზია, რომელიც არის აუთსაიდერი, როგორ უნდა გახდეს ძალიან მაგარი. 

შეხვდით თუ არა საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი ამბების დირექტორს, გიორგი გვიმრაძეს, ვისი მისამართითაც არაერთი პრეტენზია გაჟღერებულა და აპირებთ თუ არა მასთან თანამშრომლობის გაგრძელებას?

რაც შეეხება გიორგის, მე ის აქ გავიცანი და ეს პროცესი ერთად გავაკეთეთ. ძალიან საინტერესოდ აზროვნებს. აქვს პრაქტიკული გამოცდილება. ამას შევაჯერებთ და შევკრავთ გუნდს, რომელიც იქნება.

დაახლოებით თუ გაქვთ წარმოდგენილი, იმისთვის, რომ საზოგადოებამ იგრძნოს თქვენს მიერ დაანონსებული ცვლილებები, რა პერიოდი იქნება საჭირო? ქვეყანა დგას თვითმმართველობის არჩევნების წინაშე. საზოგადოებრივი მაუწყებლის როლი ძალიან მნიშვნელოვანი უნდა იყოს ამ პროცესში. რა პერიოდი გჭირდებათ ამისთვის?

არ ვარ მზად, რომ ახლა პირდაპირ გითხრათ კონრეტული პერიოდი. უნდა დავაკვირდე რეაქციებს როგორ მიიღებენ ამ რეფორმას, რამდენად მზად აღმოჩნდება საზოგადოება. საზოგადოებამ ეს შეიძლება მიიღოს ერთი კვირის მერე, ან ერთი წლის მერე, ან საერთოდ არ მიიღოს. ჩვენი გეგმით, თუ ეს დღეს იქნებოდა მიღებული, უკვე ამ შემოდგომაზე არსებული ტექნიკური საშუალებებითაც მნიშვნელოვნად განახლებულ საინფორმაციო სამსახურს დაინახავდა. იანვრიდან კი იხილავდა ახალ გადაცემებს. თუ ასე არ მოხდა, მაშინ დაგვიანდება. თუ ახლა არ დავიწყეთ ახალი შენობის გადაიარაღება, ისევ გადაიწევს. ვადებზეა დამოკიდებული ყველაფერი. 

თუმცა, თუ აღმოჩნდა, რომ ამ ეტაპზე საზოგადოება ამ რეფორმისთვის მზად არ არის, მაშინ პირადად მე, იმის გამო, რომ წლიდან წლამდე ხელფასი ავიღო, ამას არ ვაპირებ. საზოგადოებას უფლება აქვს, როცა უნდა მაშინ დაეთანხმოს ამ რეფორმას, მაგრამ ჩვენც გვაქვს ჩვენი შინაგანი წამზომი, რომელიც ჩაირთო. ჩვენ აქ ვიქნებით, სანამ იმედი გვექნება, რომ ამ რეფორმას გაიზიარებენ. 

თუ ასე არ მოხდა და იმძლავრებს განწყობა, რომ ყველაფერი ასე უნდა დარჩეს, მოვა ვიღაც სხვა და ის გაანგრევს. რეფორმას ყოველთვის აქვს აზრი. ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი დაიწყო და ბედნიერი ვარ, რომ ჩემს მეგობრებთან ერთად ამის გამბედაობა გვეყო. ვფიქრობ, დღეს ცხელი თავები რომ არიან, ისინი ხვალ დილით სხვა განწყობით გაიღვიძებენ, აჯობებენ საკუთარ თავში პატივმოყვარეობის ჭია, რომელიც არ ასვენებდა. ზოგს ეშინოდა აქ წარსულზე საუბრის, ზოგს კი პატივმოყვარეობა არ ასვენებდა. ამ პროცესში ყველას ექნება თავისი გასათოხნი ყანა. არ ვაპირებთ ამის ჩაკეტვას. 

მსგავსი სიახლეები
ი.ციციშვილის კლინიკაში განყოფილებას ანი ჩხაიძის სახელი მიენიჭა

13 სექტემბერი, 2017

ი.ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკის ქრონიკული კრიტიკული მდგომარეობების განყოფილებას ანი ჩხაიძის სახელი მიენიჭა. ღონისძიებას შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის...

მეტი

მაო ძედუნისა და სტალინის მუზეუმებს შორის მემორანდუმი გაფორმდა

23 სექტემბერი, 2017

    გორში, სტალინის სახელმწიფო მუზეუმსა და ჩინეთის მაო ძედუნის მემორიალურ მუზეუმებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც სამეცნიერო და საგანმანათლებლო მიმართულებით  მუზეუმების თანამშრომლობას...

მეტი

"ამ პროცესში ყველას ექნება თავისი გასათოხნი ყანა" - ინტერვიუ ვასილ მაღლაფერიძესთან

"ამ პროცესში ყველას ექნება თავისი გასათოხნი ყანა" - ინტერვიუ ვასილ მაღლაფერიძესთან
11:12 | 7 თებერვალი, 2017

ავტორი: თამარ ლეფსვერიძე