გიორგი კვირიკაშვილი ავსტრიის ევროპის, ინტეგრაციის და საგარეო საქმეთა ფედერალურ მინისტრს შეხვდა

ადმინისტრატორი

საქართველო-ეუთო-ს თანამშრომლობის საკითხები, მათ შორის რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების პროცესში ეუთო-ს როლი და მისი ჩართულობის გაზრდის შესაძლებლობები განიხილეს საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე ქვეყნის, ავსტრიის ევროპის, ინტეგრაციის და საგარეო საქმეთა ფედერალურმა მინისტრმა სებასტიან კურცმა დღეს გამართულ შეხვედრაზე. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ადმინისტრაციის ცნობით, საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ადამიანის უფლებებისა და უსაფრთხოების კუთხით არსებულ ვითარებას და საქართველოს მთავრობის ძალისხმევას, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მცხოვრები მოსახლეობის ცხოვრების პირობების გაუმჯობესების მიმართულებით.

საუბარი საქართველო-ავსტრიის ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივებს, ასევე, საქართველოში განხორციელებულ დემოკრატიულ რეფორმებს შეეხო.

პრემიერმა აღნიშნა, რომ საქართველოს მიერ, მთელი რიგი მიმართულებებით მიღწეული პროგრესი აღიარებულია, როგორც ეუთოს, ისე - სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ.

სებასტიან კურცმა გიორგი კვირიკაშვილს ევროპარლამენტის მიერ ვიზის ლიბერალიზაციისადმი მხარდაჭერა მიულოცა და აღნიშნა, რომ საქართველო ევროპული ქვეყანაა და ვიზის ლიბერალიზაცია იმ პროგრესის კარგი დადასტურებაა, რომელსაც ქვეყანამ ევროინტეგრაციის მიმართულებით მიაღწია.

საქართველოს პრემიერმინისტრმა, ვიზის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებული დიალოგის წარმატებით დასრულების პროცესში მხარდაჭერისთვის, ავსტრიას მადლობა გადაუხადა.

შეხვედრას სამხრეთ კავკასიის საკითხებში ეუთოს თავმჯდომარის სპეციალური წარმომადგენელი გიუნტერ ბეხლერი, ავსტრიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში არად ბენკო, ავსტრიის ევროპის, ინტეგრაციის და საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები, ხოლო საქართველოს მხრიდან - საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ვიქტორ დოლიძე, სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილი, საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი ავსტრიის რეპუბლიკაში კონსტანტინე ზალდასტანიშვილი და პრემიერ-მინისტრის მრჩეველი საგარეო ურთიერთობების საკითხებში, თედო ჯაფარიძე დაესწრნენ.

მსგავსი სიახლეები
ფალსიფიცირებული წამლებით მოტყუებული ადამიანები და წამლის შეთავაზების მეთოდები აფთიაქში

24 მარტი, 2017

სპეციალისტებს მედიკამენტების ხარისხთან დაკავშირებით სერიოზული ეჭვი აქვთ. ფაქტები, რომ ბაზარზე ფალსიფიცირებული წამლები იყიდება, ოფიციალურად დადასტურებული არ არის, თუმცა უამრავი ადამიანი ჩივის, რომ მკურნალობას ხშირად არ...

მეტი

სოფელ ვაზისუბანში საუბნო გზების რეაბილიტაცია დასრულდა

25 მარტი, 2017

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა სოფელ ვაზისუბანში საუბნო გზების რეაბილიტაცია დაასრულა,- ამის შესახებ ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.  სამინისტროს ცნობით, პროექტი ევროპის საინვესტიციო...

მეტი

გიორგი კვირიკაშვილი ავსტრიის ევროპის, ინტეგრაციის და საგარეო საქმეთა ფედერალურ მინისტრს შეხვდა

გიორგი კვირიკაშვილი ავსტრიის ევროპის, ინტეგრაციის და საგარეო საქმეთა ფედერალურ მინისტრს შეხვდა
17:10 | 3 თებერვალი, 2017

ადმინისტრაციის ცნობით, საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ადამიანის უფლებებისა და უსაფრთხოების კუთხით არსებულ ვითარებას და საქართველოს მთავრობის ძალისხმევას, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მცხოვრები მოსახლეობის ცხოვრების პირობების გაუმჯობესების მიმართულებით.

საუბარი საქართველო-ავსტრიის ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივებს, ასევე, საქართველოში განხორციელებულ დემოკრატიულ რეფორმებს შეეხო.

პრემიერმა აღნიშნა, რომ საქართველოს მიერ, მთელი რიგი მიმართულებებით მიღწეული პროგრესი აღიარებულია, როგორც ეუთოს, ისე - სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ.

სებასტიან კურცმა გიორგი კვირიკაშვილს ევროპარლამენტის მიერ ვიზის ლიბერალიზაციისადმი მხარდაჭერა მიულოცა და აღნიშნა, რომ საქართველო ევროპული ქვეყანაა და ვიზის ლიბერალიზაცია იმ პროგრესის კარგი დადასტურებაა, რომელსაც ქვეყანამ ევროინტეგრაციის მიმართულებით მიაღწია.

საქართველოს პრემიერმინისტრმა, ვიზის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებული დიალოგის წარმატებით დასრულების პროცესში მხარდაჭერისთვის, ავსტრიას მადლობა გადაუხადა.

შეხვედრას სამხრეთ კავკასიის საკითხებში ეუთოს თავმჯდომარის სპეციალური წარმომადგენელი გიუნტერ ბეხლერი, ავსტრიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში არად ბენკო, ავსტრიის ევროპის, ინტეგრაციის და საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები, ხოლო საქართველოს მხრიდან - საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ვიქტორ დოლიძე, სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილი, საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი ავსტრიის რეპუბლიკაში კონსტანტინე ზალდასტანიშვილი და პრემიერ-მინისტრის მრჩეველი საგარეო ურთიერთობების საკითხებში, თედო ჯაფარიძე დაესწრნენ.

ავტორი: ადმინისტრატორი