სერგეენკო: პრიორიტეტი ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსება იქნება

სერგეენკო: პრიორიტეტი ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსება იქნება

"ჩვენი პირველი პრიორიტეტი დაზოგილი თანხებით იქნება ის, რომ ეს თანხები გადავამისამართოთ მესამე კომპონენტის, ანუ ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების დასაფინანსებლად. ეს ცვლილება ძირითადად მარტოხელა სოციალურად დაუცველი პენსიონერებისთვის იქნება განკუთვნილი",- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა. 

მისი თქმით, მედიკამენეტების ორი კომპონენტის დაფინანსებას საყოველთაო ჯანდაცვა ითვალისწინებს. ამ ეტაპზე რთული მესამე, ანუ ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსების საკითხია.

"მედიკამენტების კომპონენტები უნდა დავყოთ სამ ნაწილად. ერთი არის სტაციონალური მკურნალობისას საჭირო, რომელსაც საყოველთაო ჯანდაცვა, რა თქმა უნდა, ფარავს. მეორე, ეს არის ერთი კონკრეტული დაავადების თუნდაც ძვირიანი, მაგალითად ონკოლოგიური დაავადების სამკურნალო მედიკამენტი და მესამე არის ქრონიკული დაავადების სამკურნალო მედიკამენტები, როდესაც მთელი ცხოვრების განმავლობაში, უნდა მიიღოს ადამიანმა. აი, ეს მესამე კომპონენტი არის ძალიან პრობლემური. პირველი ორი კომპონენტი ასე თუ ისე მოგვარებულია",- აღნიშნა სერგეენკომ. 

ნათელაშვილი ივანიშვილის გამოჩენაზე: არა არს დაფარული, რაც არ გაცხადდეს

ნათელაშვილი ივანიშვილის გამოჩენაზე: არა არს დაფარული, რაც არ გაცხადდეს

9 წუთის წინ

"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი, ყოფილ პრემიერს, კონკრეტულ კითხვებზე პასუხების მისაღებად,  სატელევიზიო დებატებში იწვევს.  "საბანკო ოლიგარქიულმა რეჟიმმა, გახსნა თავისი უკანასკნელი სამაშველო რგოლი. მთავარი მტაცებელი გამოდის...

USD 2.4787
EUR 3.0243
GBP 3.4568
TRY 0.6085