"ოცნებასთან" კითხვები მქონდა, ახლაც რომ მქონდეს აქ არ ვიქნებოდი"-ინტერვიუ ვიქტორ დოლიძესთან

იაგო ნაცვლიშვილი

სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ვიქტორ დოლიძე აცხადებს, რომ საქართველო დიდი ალბათობით, ბრიუსელში 2017 წლის ნატოს სამიტში მონაწილეობას არ მიიღებს, ვინაიდან ის შიდა ნატოს სამიტი - ე.წ. ტრამპი-ნატოს სამიტი იქნება. თუმცა ხელისუფლება უკვე მუშაობს, რომ სამიტის დღის წესრიგში საქართველოს თემა ერთ-ერთი მთავარი საკითხი იყოს.

ვიქტორ დოლიძე „აიპრესთან“ ინტერვიუში იმასაც აღნიშნავს, რომ მთავრობამ ტრამპის ადმინისტრაციასთან მუშაობა უკვე დაიწყო. მინისტრი არ ელოდება, რომ ტრამპი საქართველოსთან მიმართებაში პოლიტიკას გადახედავს.

მინისტრს მისი ყოფილი პარტიის „თავისუფალი დემოკრატების“ შესახებაც ვესაუბრეთ. დოლიძე პარტიაში დაპირისპირებას კატეგორიულად უარყოფს. აქვე დასძენს, რომ „დემოკრატებში“ ყოფნის პერიოდში „ქართული ოცნების“ დემოკრატიულ ღირებულებებთან დაკავშირებით კითხვები მასაც ჰქონდა. მას ხელისუფლებასთან ასეთი კითხვები აღარ აქვს.

საქართველოს შიდა და საგარეო პოლიტიკის შესახებ „აიპრესი“ ვიქტორ დოლიძეს ესაუბრა:

რამდენიმე თვე გავიდა რაც „თავისუფალი დემოკრატები“ დატოვეთ, ახლა მაინც უთხარით ამომრჩეველს, რა გახდა მთავარი მიზეზი იმის, რომ პარტია დაგეტოვებინათ?

მე ერთს გეტყვით და ამით შემოვიფარგლები. მე არც ერთი ჩემი ნაბიჯი არ მინანია და მათ შორის „თავისუფალ დემოკრატებში“ ყოფნა. ეს ჩემთვის იყო ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წლები. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, თუნდაც იმიტომ რომ ჩვენ დავამარცხეთ სააკაშვილის რეჟიმი. ჩვენი წილი აგური აგურზე ჩვენც დავდეთ, როდესაც სააკაშვილის ავტოკრატიული რეჟიმი დავამარცხეთ.

მე ავსტრიაში ვიყავი ელჩი და ჩამოვედი საქართველოში და ჩავერთე პოლიტიკურ ბრძოლაში. ეს მოხდა 7 ნოემბრის მოვლენებისა და აგვისტოს ომის შემდეგ. ეს იყო მნიშვნელოვანი წლები, მაგრამ ყველაფერს აქვს დასაწყისი და აქვს დასასრული. პარტიულ და შიდა საქმეებზე საუბარი მე არ მჩვევია. არც ინტერვიუში ვაპირებ, ჩვენი შიდა პარტიული თემების გარეთ გამოტანას. ეს ჩემს ინტერესში არ შედის. იმის მიუხედავად ვინ რა განცხადება უნდა გააკეთოს, იქნება ეს ჩემი ყოფილი თანაპარტიელი, თუ სხვისი თანაპარტიელი.

გაქვთ თუ არა დღეს კომუნიკაცია ირაკლი ალასანიასთან?

რა თქმა უნდა მაქვს. ირაკლი ალასანია ჩემი მეგობარია, პარტიული განსხვავებულობის მიუხედავად ჩვენ მეგობრებად ვრჩებით. ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს ყველაფრის პოლიტიზირება. ღმერთმა დაგვიფაროს, რომ ჩვენი მეგობრობა პოლიტიზირების გზით წავიდეს.

ირაკლი ალასანიას რომ არ გაეკეთებინა განცხადება და პარტია არ დაეტოვებინა თქვენ მაინც აპირებდით პარტიის დატოვებას?

მე მგონი დეტალებს აღარ აქვს დიდი მნიშვნელობა. თუმცა, რა თქმა უნდა ერთ-ერთი მიზეზი ესეც იყო. ხაზს ვუსვამ ერთ-ერთი და არა ერთადერთი.

არაერთი კულუარული ინფორმაცია გავრცელდა. ერთ-ერთი ვერსიის მიხედვით გუნდში დაპირისპირება არჩევნებამდეც იყო. დასახელდა კონკრეტული გვარებიც ალასანია და ზურაბ აბაშიძე...

ზურას და ალასანიას შორის არანაირი დაპირისპირება არ ყოფილა. ნამდვილად არ ყოფილა ამგვარი რაღაც. მაგრამ, კიდევ ვიმეორებ სხვებისგან განსხვავებით მე ჩემი გუნდის ამბები გარეთ არ გამომაქვს. ეს არის ჩემი პრინციპული მიდგომა ამ საკითხის მიმართ.

ნინო გოგუაძე ძალიან მწვავედ გაკრიტიკებთ ხოლმე, მასთანაც შენარჩუნებული გაქვთ კომუნიკაცია და მეგობრობა?

მე შიდა პარტიული საქმეები გარეთ არ გამომაქვს. ნინომ რაც არ უნდა გამაკრიტიკოს მე მას არ ვუპასუხებ, მით უმეტეს გაზეთით და ტელევიზიით. თუ საპასუხო იქნება, მივალ და დაველაპარაკები.

როდესაც ოპოზიციაში იყავით თქვენი გუნდისგან გვესმოდა „ქართული ოცნების“ პრორუსულობაზე განცხადებები...

ვისგან გესმოდათ? მე ასეთი არ მომისმენია.

ასეთი განცხადება გაკეთებული აქვს ირაკლი ალასანიას, ალექსი პეტრიაშვილს, ნინო გოგუაძეს. პეტრიაშვილს ჩემთან ინტერვიუშიც აქვს ნათქვამი. განსაკუთრებით ისმოდა „მრეწველებისა“ და თოფაძის მიმართ...

მე არ ვიცი თქვენ ვინ რა ინტერვიუ მოგცათ, მაგრამ მე „ქართული ოცნების“ საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან დაკავშირებით კითხვა არ გამჩენია. ოპოზიციაში ვიქნები თუ ხელისუფლებაში მე პოზიციებს არ ვიცვლი. იგივე ცხოვრების გაგრძელებას ვაპირებ, რითაც აქამდე მიცხოვრია.

კითხვები დემოკრატიულ ფასეულობებთან დაკავშირებითაც არ გქონიათ?

კითხვები მქონდა, მაგრამ ჩემი კითხვები და საქციელი ერთმანეთის ადეკვატური იყო.

დღეს აღარ გაქვთ?

დღეს ვთვლი, რომ ზედმიწევნით სწორ ადგილას ვარ.

ანუ იმ კითხვებს პასუხი გაეცა?

კითხვები რომ მქონდეს დღეს მე აქ არ ვიქნებოდი.

თქვენ გქონდათ პრინციპული მოსაზრება საარჩევნო კანონმდებლობასთან დაკავშირებით. მიგაჩნდათ, რომ არჩევნები პროპორციული სისტემით უნდა ტარდებოდეს. ისევ ამ პოზიციაზე რჩებით?

მიმაჩნია, რომ ჩვენთვის უკეთესია, ვფიქრობ, რომ რეგიონულ-პროპორციული სისტემა უნდა იყოს.

ანუ ამ საკითხში თქვენი პოზიცია „ქართული ოცნების“ ზოგიერთი ლიდერისგან განსხვავებულია?

მოსაზრებები შეიძლება იყოს სხვადასხვა. მე მაჟორიტარი როდესაც ვიყავი, მაშინაც ვფიქრობდი, რომ ჩვენი ქვეყნისთვის რეგიონულ-პროპორციული სისტემა უკეთესია. ვიღაცა თვლის, რომ სჯობს მაჟორიტარები დარჩნენ, ამაში განსაკუთრებული არაფერია. როგორ შედგება საბოლოო მოწყობა ამას კონსულტაციები გვაჩვენებს. ამაში ფართო სპექტრი მონაწილეობს, როგორც საპარლამენტო, ისე არასაპარლამენტო. მეორე მხრივ, მნიშვნელოვანია რას გადაწყვეტს საკონსტიტუციო კომისია. თუ ჩემს მოსაზრებას კითხულობთ, მიმაჩნია რომ რეგიონულ-პროპორციული სისტემა უკეთესია.

პრეზიდენტის არჩევის საკითხზე რა პოზიცია გაქვთ?

არ მაქვს ჩამოყალიბებული პოზიცია ამაზე. ერთი მხრივ კარგია პირდაპირი წესით არჩევნები ლეგიტიმაციის თვალსაზრისით, თუმცა მეორე მხრივ იმ კონსტიტუციით, რომელიც გვაქვს შესაძლოა უკეთესი იყოს არაპირდაპირი წესით არჩევნების წესი. მე მომისმენია ვახტანგ ხმალაძის და ირაკლი კობახიძის მოსაზრებები, რომლებიც ჩემი აზრით კარგი კონსტიტუციონალისტები არიან, რომ პრეზიდენტს პარლამენტი ირჩევდეს.

ხმალაძე აქვე ამბობს, რომ მხოლოდ პარლამენტს არ უნდა შეეძლოს არჩევა და რეგიონების წარმომადგენლებიც უნდა იღებდნენ მონაწილეობას...

რეგიონული მუნიციპალურ ჩართულობაზე რა ინფორმაციაც გააჟღერა ხმალაძემ, საინტერესო პოზიცია იყო. არ ვიცი მსოფლიოში თუ არის ამგვარი პრაქტიკა და თავსებადი თუ არის. რა გადაწყვეტილებამდე მივა კომისია ამას დრო გვაჩვენებს.

„თავისუფალი დემოკრატებიდან“ წამოსვლის დღეს განაცხადეთ, „კაბელების საქმეზე“ დაკავებულების მხარდამჭერად რჩებით და მიგაჩნიათ, რომ ეს იყო ყოფილი პრემიერის ირაკლი ღარიბაშვილის მიერ მიღებული პოლიტიკური გადაწყვეტილება. დღესაც ასე ფიქრობთ?

რა თქმა უნდა, ჩემი პოზიცია ცნობილია და აზრი არ შემიცვლია. მხოლოდ ამ კომენტარით შემოვიფარგლები. ვთქვი სათქმელი და პოზიცია არ შემიცვლია. აღარ ვაპირებ ამ თემაზე კომენტარის გაკეთებას.

დღეს სააპელაციო სასამართლოში გადამწყვეტი პროცესია, ხომ არ გეგმავთ წასვლას? (ინტერვიუ ჩაწერილია ხუთშაბათს, 26 იანვარს ავტ:)

არა, წასვლას არ ვაპირებ. იმედი მაქვს, რომ თავისუფალი სასამართლო სწორ გადაწყვეტილებას გამოიტანს.

ასე ფიქრობთ, რომ დღეს სასამართლო თავისუფალია?

რა თქმა უნდა!

თავის დროზე „კაბელების საქმეზე“ დაკავებულებს თავდებში უდგებოდით, დღეს რომ ისევ დადგეს ეს რეალობა მათ ისევ ჩაუდგებოდით თავდებში?

რა თქმა უნდა! აქ არ შეიძლება სხვა პასუხი მქონდეს. თქვენ თუ გაინტერესებთ ჩემი ცხოვრების სტილი და პრინციპი, სწორედ ამაშია. მე არ ვიცვლი პრინციპულ პოზიციებს. თუმცა, აბსოლუტურად ლოგიკური კითხვაა, რასთან დაკავშირებით ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ.

რას ფიქრობთ, მარიხუანას დეკრიმილიზაციაზე?

იგივე პოზიცია მაქვს, რაც აქამდე მქონდა. მე ვფიქრობ, რომ დეკრიმინალიზაცია აუცილებლად უნდა მოხდეს. მაგრამ ეს არ უნდა მოხდეს იმის ხარჯზე, რომ მის პოპულარიზაციას შევუწყოთ ხელი. ამას სჭირდება კარგად დაფიქრებული სტრატეგია. ანუ რისკები აიწონოს. ის, რომ მარიხუანას მოწევის გამო ადამიანს ციხეში არ უნდა სვამდნენ ეს ცალსახაა.

ჯარიმაც არ უნდა იყოს?

არ ვიცი. კარგად გასაანალიზებელია. მე არ ვარ ამ პროცესში ჩართული. ჯარიმასთან დაკავშირებით ბოლომდე ჩამოყალიბებული არ ვარ. მაგრამ, კონცეპტუალურად დეკრიმინალიზაცია აუცილებელია. მგონია, რომ ამ საკითხზე ქვეყანაში დიდი აზრთა სხვადასხვაობა არ არის.

თქვენ თუ გაქვთ გასინჯული მარიხუანა?

მე ძალიან შორს ვარ ნარკოტიკისგან.

საერთაშორისო პოლიტიკის საკითხებზეც ვისაუბროთ, ბრიუსელში გქონდათ ვიზიტი, რამდენად ნაყოფიერი იყო, ვის შეხვდით და რა გზავნილებით დაბრუნდით თბილისში?

ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი იყო ბრიუსელში, ორივე მიმართულებით როგორც ნატოს, ასევე ევროკავშირის. თუმცა, ძირითადად ეს იყო ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა. ასევე ნატოს გენმდივანთან იენს სტოლტენბერგთან ორმხრივი შეხვედრა. შეხვედრაზე პარაქტიკულად ყველა მნიშვნელოვანი თემის კონკრეტული საკითხები მოვიცვით. მათ შორის რა თქმა უნდა, საუბარი შეეხო ნატოს-საქართველოს არსებით პაკეტს, ასევე შავი ზღვის უსაფრთხოებას, მომავალი ინტეგრაციის პერსპექტივებს, განვიხილეთ დაგეგმილი სამიტი და ა.შ.

ორმხრივი შეხვედრის შემდეგ მოეწყო ნატო საქართველოს კომისია 28+1 ფორმატით. მას სტოლტენბერგი პირადად ხელმძღვანელობდა. მე წარმოვადგინე 2016 წლის სამოქმედო გეგმის შეფასება. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით დონდუამ შავი ზღვის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ჩვენი მოსაზრებები და შესაძლო დისკურსში ჩართვის საკითხები წარმოადგინა. რასაც შემდეგ მოჰყვა კითხვა-პასუხის რეჟიმში დისკუსია ნატოს ელჩებთან. მინდა გითხრათ, რომ ძალიან დიდი მხარდაჭერა გვაქვს, რაც დასაფასებელია. მაგრამ ნაბიჯები გადასადგმელია, მათ შორის ჩვენი განვითარებისა და შიდა რეფორმების კუთხით.

რა ნაბიჯებზე საუბრობთ?

რეფორმირებაზე. ნატოს ყოველწლიური სამოქმედო გეგმა დახურული დოკუმენტია, ამიტომ მას ვერ გადახედავთ. მაგრამ თუ მას მაგალითად ასოცირების ხელშეკრულებას შეადარებთ დაინახავთ ჩანაწერს რეფორმირების კუთხით. საკმაოდ დიდი მსგავსებებია ამ ორ დოკუმენტს შორის. აქ საუბარია სექტორალურ რეფორმებზე. ავიღოთ იგივე ენერგეტიკის სფერო, ტრანსპორტის, სოფლის მეურნეობა, მათ შორის მართლმსაჯულება, დემოკრატიის განმტკიცება და ა.შ. ყველა ის რეფორმაა აღწერილი რა ნაბიჯებიც იდგმება. ბუნებრივია ეს ერთ დღეში არ ხდება, ნატოს ამჟამინდელმა წევრებმა უკვე გაიარეს. ამ გზას ჩვენ ახლა გავდივართ.

შენელებული ტემპით ხომ არ გავდივართ ამ გზას?

არა, პირიქით. ჩვენ ვართ ე.წ. „ფრონტ რანერი“. ეს ერთმნიშვნელოვნად აღნიშნულია ყველგან. საქართველო თავისზე აღებულ ვალდებულებებს ასრულებს ზედმიწევნით სწორად და გეგმაზომიერად. იმ დროში გაწერილად, რომელიც გვაქვს.

თუმცა, ბოლო წლების რეალობაა, დასავლელი პარტნიორებისგან მუდმივად გვესმის რომ ყველაფერი კარგად არის, მაგრამ შესაბამისი ნაბიჯები არ ჩანს...

ამის ყველაზე ნათელი მაგალითია გასული წლის 2 დეკემბრის ევროკავშირი-საქართველოს ყველაზე მაღალი საკონსულტაციო თანამშრომლობის ფორუმი „საბჭო“.  საქართველოს მხრიდან მას პრემიერი ხელმძღვანელობს, ევროკავშირის მხრიდან კი ევროკომისარი ფედერიაკა მოგერინი. ამის შედეგები ნატოს ყოველწლიური დოკუმენტის იდენტურია, იქ ძალიან მარტივად შეგიძლიათ ნახოთ ჩვენ რა ნაბიჯებს ვდგამთ და რა არის სახეზე. იქნება ეს მედიათავისუფლება, სასამართლო რეფორმის მესამე ტალღა, პიროვნების თავისუფლება ქვეყანაში, სექტორალური რეფორმები თუ სხვა. ეს ძალიან ადვილად დასანახი და აღსაქმელია. რა თქმა უნდა, მეტი გვინდა, პრობლემები არის, სამუშაო ადგილები იქნება თუ ლარის კურსი, იგივე რეგიონული კონტექსტი, რომელიც პირდაპირ აისახება შენზე. იმის ილუზია არავის აქვს, რომ ყველაფერი მაღალ ევროპულ სტანდარტზეა, მაგრამ ნაბიჯები იდგმება.

ასეთ ფორმატში ისმება თუ არა კითხვები დემოკრატიის კუთხით? სასამართლოსთან დაკავშირებით ან მედიათავისუფლების კუთხით, იგივე „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით, რომელზეც მუდმივად აპელირებს ოპოზიცია, თუმცა დამეთანხმებით რომ ეს არის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი თემა?

ჩემთვის ამაზე კითხვა არავის დაუსვამს, არც ნატოში და არც ევროკავშირში. ერთი კითხვაც არ დასმულა „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით.

თქვენ რაზეც საუბრობთ, ის განუყოფელი ნაწილია იმის, რომ მაგალითად ახლა ჩამოსული იყო ვენეციის კომისიის ხელმძღვანელი ჯანი ბუკიკიო. მნიშვნელოვანი იქნება ამ ყველაფრის გათვალისწინება. ხელისუფლებაც აპირებს ამას. იგივე სასამართლოსთან დაკავშირებით. მედია თავისუფალი რომ უნდა იყოს, მგონი ამაზე კითხვა არავის აქვს. იქნება ეს „რუსთავი 2“ თუ სხვა ტელევიზია, რომელიც ხელისუფლებისგან უნდა იყოს თავისუფალი. ვერც იმას ვერავინ მეტყვის, რომ ეს ასე არაა. თუ კერძო დავაა, ეს არის კერძო დავა, „რუსთავი 2“-მა რამდენი მფლობელი გამოიცვალა ამის გამოძიება მე და თქვენ რომ დავიწყოთ ალბათ ძალიან დიდი ხანი დაგვჭირდება. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ხელისუფლება უნდა ჩაერიოს მის შინაარსობრივ თუ სარედაქციო პოლიტიკაში. დღეს ხომ ყველა ხედავს, რომ „რუსთავი 2“ ხელისუფლების გავლენისგან თავისუფალია. ამას ხედავენ საქართველოში წარმოდგენილი დიპლომატიური მისიებიც. 7 ნოემბერი გავიარეთ უკვე. მადლობა ღმერთს, ის ხელისუფლება უკვე აღარ არის.

ნატოს სამიტის წინ ყოველთვის არის ხოლმე მოლოდინი მაპ-თან დაკავშირებით. წელს რა მოლოდინია ამ თვალსაზრისით?

პირველ რიგში მკითხველს მინდა ვუთხრა, რომ ეს სამიტი არ იქნება გაფართოების სამიტი. ეს გენმდივანმა სტოლტენბერგმა უკვე მითხრა. ამაზე დაიწყება ბევრი პოპულიზმი ქვეყანაში.

პოპულიზმი ვისი მხრიდან?

რა თქმა უნდა ოპოზიციის, რომ არ ვმონაწილეობთ, არ დაგვპატიჟეს და ა.შ. ეს იქნება ნაკლებად მასშტაბური, გაცნობითი სამიტი. ე.წ. ტრამპი-ნატოს სამიტი. ეს იქნება შიდა ნატოს სამიტი, ჯერჯერობით მისი გამართვის თარიღიც კი არ არის დადგენილი. თუმცა, ჩვენ უკვე დავიწყეთ მუშაობა, მათ შორის მოკავშირეებთან, რომ სამიტის ფარგლებში საქართველო დღის წესრიგში იყოს. მონაწილეობას ალბათ არ მივიღებთ, მაგრამ ის, რომ ჩვენი საკითხი დღის წესრიგში იდგეს ერთ-ერთ უმთავრეს საკითხად, ამაზე ჩვენ დაწყებული გვაქვს მუშაობა.

დაწყებულია თუ არა მუშაობა ტრამპის ადმინისტრაციასთან?

რა თქმა უნდა, ტრამპის თანაშემწესთან უსაფრთხოების საკითხებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი პირადად არის კონტაქტზე. ახალი ელჩი დავით ბაქრაძე ჩასულია და ძალიან აქტიურად მუშაობს, როგორც ადმინისტრაციის ახლადწარმოდგენილ წევრებთან, ასევე არასამთავრობოებთან. დარწმუნებული ვარ, მისი ნაყოფიერი მუშაობა დიდ შედეგს გამოიღებს.

რაც შეეხება მაპ-ს, უელსის სამიტის შემდეგ ჩვენ გვაქვს შემოღებული შინაარსობრივად ძალიან კარგი პაკეტი. თუკი ნახავთ უელსისა და ვარშავის სამიტების საბოლოო კომუნიკეს, იქ პირდაპირ არის ჩაწერილი, რომ ბუქარესტის სულისკვეთება გრძელდება და საქართველო დიახ, გახდება ნატოს წევრი. ჯერჯერობით ასეა, რომ ყველა ქვეყანამ გაიარა სამოქმედო გეგმა, სანამ გადავიდოდა გაწევრიანების პროცესზე. როგორ მოხდება ჩვენ შემთხვევაში ამას უკვე დრო გვაჩვენებს.

ტრამპთან დაკავშირებით რას ფიქრობთ, იქნება თუ არა მისი მხრიდან გამოყენებული ის სტრატეგია, რასაც ის წინასაარჩევნო კამპანიის დროს საუბრობდა. მხედველობაში მაქვს მისი განცხადებები ლიბერალური ღირებულებებისა თუ დასავლელი ლიდერების წინააღმდეგ?

მე არ მგონია, რომ თანამედროვე მსოფლიოს დემოკრატიულმა აკვანმა რაიმე პრინციპები შეიცვალოს. მით უმეტეს ლიბერალური ღირებულებების საწინააღმდეგოდ. მესმის, რომ ტრამპის განცხადებებთან დაკავშირებით კითხვები ისმოდა ევროპაშიც, სხვაგანაც, თუმცა არ მგონია რომ ამერიკის ახალმა პრეზიდენტმა ამ ქვეყნის ხედვა კონცეპტუალურად შეცვალოს. დამოკიდებულება ევროპის მიმართ, ასევე ჩვენი რეგიონალური უსაფრთხოების, მათ შორის საქართველოს და ამის მყარი საფუძველი გამაჩნია. იცით, რომ 1 იანვარს საქართველოში იმყოფებოდნენ ამერიკელი სენატორები ჯონ მაკკეინი, ლინცი გრემი და მათი სტაფერები. ჩემი აზრით, ეს იყო ძალიან მკაფიო გზავნილი ქართველი ხალხის მიმართ მათი დამოკიდებულების. ამით ხაზი გაესვა იმას, რომ ამერიკის ახალი ადმინისტრაცია საქართველოს მიმართ თავის დამოკიდებულებას არ შეცვლის. ამერიკა არის ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი, მასთან ჩვენ ქარტიის ფარგლებშიც ვთანამშრომლობთ.

ანუ ტრამპის მხრიდან პოლიტიკის მნიშვნელოვან გადახედვას არ ელოდებით?

მე ნამდვილად არ ველოდები. ამის არანაირი საფუძველი არ მაქვს, მით უმეტეს საქართველოსთან მიმართებაში. დანარჩენს ბუნებრივია დრო გვაჩვენებს.

იმ სკეპტიკოსებს რას ეტყოდით, რომელთაც ნიშნისმოგებით დაიწყეს საუბარი ჯერ ევროკავშირიდან ბრიტანეთის გასვლის შემდეგ და მერე უკვე ტრამპის გაპრეზიდენტების შემდეგ ეს კიდევ უფრო გამყარდა?

კარგი შეკითხვაა. საერთოდ სკეპტიკოსებთან დამოკიდებულება საკმაოდ რთულ ფაზაში შევიდა. ეს არ ეხება მხოლოდ საქართველოს. პოპულისტური ძალების სიჭარბე ევროპაშიც სახეზეა. მე მაინც ოპტიმისტი გახლავართ და ვფიქრობ, რომ სისტემურად ისეა მოწყობილი ევროპა და აშშ, რომ არ მგონია რომ ამან გადამწყვეტი როლი იქონიოს ჩვენს ინტეგრაციულ პროცესებზე. რა თქმა უნდა, მირჩევნია მეტი მხარდამჭერა, მირჩევნია რომ ისეთი განცხადებები არ კეთდებოდეს რაც 2 დღის წინ საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატმა ფიონიმ გააკეთა, რომ საქართველო ნატოს წევრობას არ იმსახურებს, იგივე ლეპენის მიერ გაკეთებული განცხადება რომ ავიღოთ, რომელიც ე.წ. 4 სუვერინეტეტის შესახებ გააკეთა. იცით, რომ წელს დაგეგმილია არჩევნები გერმანიაში, ნიდერლანდებსა და საფრანგეთში. არჩევნების მოახლოებასთან ერთად ამგვარი პრობლემები კიდევ უფრო ზედაპირზე ამოვა.

ჩვენ სკეპტიკოსებს ჩვენი საქმით უნდა დავუმტკიცოთ, რომ ის ქვეყანა ვართ რომელთან თანამშრომლობაც მნიშვნელოვანია. ჩვენ ვართ საინტერესო ქვეყანა, როგორც ტურიზმის, ისე კლიმატის, რეფორმების თვალსაზრისით. ჩვენ ვართ რეგიონში ლიდერი, მაგრამ კიდევ უფრო მეტად დავუმტკიცოთ ყველას ჩვენი შესაძლებლობები, პირველ რიგში ჩვენ თავს.

მსგავსი სიახლეები
ახალი კანონპროექტის თანახმად ფარმაცევტულ კომპანიებს კლინიკების ფლობის უფლება არ ექნებათ

26 მაისი, 2017

ჯანდაცვის სამინისტრო ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ ახალ კანონზე მუშაობს და ამ მიზნით უწყებაში სამუშაო ჯგუფიც არის შექმნილი. ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, აკაკი ზოიძის განცხადებით, კანონპროექტი სამ ძირითად...

მეტი

ჭიჭინაძე: ქუთაისში მასშტაბური პროექტი არასდროს გაკეთებულა, პარლამენტი ააშენეს და დამთავრდა

ჭიჭინაძე: ქუთაისში მასშტაბური პროექტი არასდროს გაკეთებულა, პარლამენტი ააშენეს და დამთავრდა

26 მაისი, 2017

"დიდი ქარხანა ან ფაბრიკა რომ გაკეთდეს იგივე ქუთაისში, დენი არ გვაქვს, იცით? ფიზიკურად არ გვაქვს ვერ იმუშავებს ქარხანა. იმას სხვა ძაბვა და პროექტი უნდა ეს ყველაფერი სულ ნულიდან გვაქვს დასაწყები. იმიტომაა, რომ 4 წელიწადში ეს...

მეტი

"ოცნებასთან" კითხვები მქონდა, ახლაც რომ მქონდეს აქ არ ვიქნებოდი"-ინტერვიუ ვიქტორ დოლიძესთან

"ოცნებასთან" კითხვები მქონდა, ახლაც რომ მქონდეს აქ არ ვიქნებოდი"-ინტერვიუ ვიქტორ დოლიძესთან
20:30 | 30 იანვარი, 2017

ავტორი: იაგო ნაცვლიშვილი