"ნაცმოძრაობის დროს სასამართლოც და პარლამენტიც ჩამოშლილი იყო" - ინტერვიუ გიორგი ვაშაძესთან

იაგო ნაცვლიშვილი

„ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრი გიორგი ვაშაძე „აიპრესთან“ ინტერვიუში ყოფილ პარტნიორებს მწვავედ აკრიტიკებს. ვაშაძე გუნდში არსებულ არაფორმალურ მმართველობაზე და იმ დაპირისპირებაზე საუბრობს, რომელთან გამკლავებაც მას 2012 წლის არჩევნების შემდეგ უწევდა. ამაში უშუალოდ ბოკერიას ფრთას ადანაშაულებს და ასახელებს კონკრეტულ გვარსაც - დავით ბაქრაძეს. მისი თქმით, ბაქრაძე ყველაფერზე თავს უქნევდა, თუმცა მის ზურგს უკან პარტიის რებრენდინგისა და რეფორმის შესახებ ვაშაძის ინიციატივებს ბლოკავდა. 

ვაშაძე 2012 წლამდე არსებულ ვითარებასაც იხსენებს და ბაქრაძეს ამ ნაწილშიც სდებს ბრალს. მისი თქმით, ბაქრაძემ პარლამენტი როგორც სახელმწიფო ინსტიტუტი მთლიანად ჩამოშალა და ის სანოტარო კანტორად აქცია, სადაც არა თუ მთავრობის კონტროლი არ ხდებოდა, არამედ წინააღმდეგობასაც არავინ უწევდა მთავრობას.

„ახალი საქართველოს“ დამფუძნებელი მიხეილ სააკაშვილსაც აკრიტიკებს და ამბობს, რომ 2012 წლის შემდეგ სააკაშვილს გუნდში არსებულ პოზიციაზე პოზიციაც კი არ დაუფიქსირებია, შედეგად ყველაზე მეტად სწორედ სააკაშვილი დაზარალდა.

ენმ-ში არსებულ ვითარებაზე, პარტიაში ყოფნისას წინააღმდეგობებზე, პაატა ბურჭულაძის კოალიციაზე, პარტიის სამომავლო გეგმებსა და ამერიკაში მის ვიზიტზე „აიპრესი“ გიორგი ვაშაძეს ესაუბრა:

აშშ-ში გქონდათ ვიზიტი. ჩვენი ინტერვიუც ამ თემით დავიწყოთ, მოუყევით ჩვენს მკითხველს, ვისთან გქონდათ შეხვედრები და რამდენად ნაყოფიერი გამოდგა ის?

სანამ საქართველოსა და უკრაინაში ჯერ კიდევ ახალი წელია ამერიკაში სამუშაო ვითარებაა, ამიტომ შევარჩიე ეს დრო. ვაშინგტონში შეხვედრები მქონდა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებთან. იმ ადამიანებთან, ვინც ჩვენს რეგიონს კურირებს, ბრიჯიტ ბრინგსს შევხვდი. ასევე შეხვედრები მქონდა USAID-ში, რომელიც მხარს უჭერს იმ რეფორმებს, რომელიც ჩვენს რეგიონში ტარდება. ასევე შეხვედრები მქონდა მსოფლიო ბანკში, სავალუტო ფონდში, ამერიკის სავაჭრო პალატაში. ძალიან ბევრი შეხვედრა მქონდა სხვადასხვა ორგანიზაციებთან, რომლებიც ძალიან დიდ როლს თამაშობენ მოსაზრებების ჩამოყალიბებაში, სხვადასხვა ქვეყნებთან მიმართებაში. მაგალითად, ასეთი იყო ატლანტიკური საბჭო. ჩვენი რეგიონის მიმართულების ხელმძღვანელს ჯონ ჰერბსს შევხვდი.

როგორია მათი პოზიცია საქართველოსთან მიმართებაში?

ისინი მხარს უჭერენ ჩვენი ქვეყნის განვითარებას და შემდგომი დემოკრატიზაციას. ჩვენი საუბარი შეეხო, როგორც უკრაინას, ისე საქართველოს. ორივე ქვეყნის მიმართულებით მქონდა საუბარი. საქართველოსთან მთავარი პრობლემა არის ის, რომ ძალიან პასიურია საერთაშორისო ასპარეზზე. ჩვენი ქვეყნისგან ინიციატივები არ ჩანს. ეს შეიძლება იყოს დეოკუპაცია, ან სწრაფი რეფორმები, რომელიც სჭირდება ქვეყნის წინსვლას.

რეფორმებთან დაკავშირებით საკმაოდ სერიოზული კრიტიკაა უკრაინასთან მიმართებაშიც. თუმცა, დეოკუპაციის მიმართულებით უკრაინელები გაცილებით აქტიურები არიან, ვიდრე საქართველო. ამას კონკრეტული ფაქტებიც ამბობს. კონგრესმა ამერიკისა და რუსეთის სამხედრო თანამშრომლობას აკრძალვას მხარი დაუჭირა, სანამ რუსეთი არ შეასრულებს მინსკის შეთანხმებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს. საქართველოს ასევე აქვს გაფორმებული ცეცხლის შეწყვეტიის შესახებ გაფორმებული ხელშეკრულება რუსეთთან. ის დარღვეულია, თუმცა ამაზე არსად ლაპარაკი არ არის. ეს ამ სიტაუაციის ერთ-ერთი მაგალითია.

ჯერ კიდევ არ არის გადაწყვეტილი, ტრამპის ადმინისტრაციაში ვინ იქნება პასუხისმგებელი ჩვენს რეგიონზე. რა თქმა უნდა, პერსონებისა და მათი პოზიციებს დიდი მნიშვნელობა აქვს. ბევრი ამბობს, რომ ტრამპი პასიური იქნება ჩვენს რეგიონთან მიმართებაში, შესაძლოა შეთანხმება ჰქონდეს რუსეთთან და ამერიკა პოზიციებს დათმობს. ეს აბსოლუტურად მცდარი მოსაზრებაა. კონგრესში უმრავლესობა ეკუთვნით იმ ადამიანებს, რომელთათვისაც ჩვენი რეგიონი პრიორიტეტულია.

ჩვენ ამერიკასთან გვექნება არა უბრალოდ პოლიტიკური თანამშრომლობა, არამედ ჩვენი ორგანიზაცია „ინოვაციებისა და განვითარების ფონდი“ აშშ-ის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პარტნიორი ხდება ამერიკის რეგიონებში სწრაფი რეფორმების განხორციელების კუთხით.

ამერიკაში ძალიან სერიოზული შეხვედრები მქონდა ილინოიისის შტატში, ჩიკაგოს მერიასთან და ილინოისის გუბერნიის წარმომადგენლებთან. ელექტრონული მმართველობის დეპარტამენტის ხელმძღვანელთან (რომელიც ფაქტობრივად სამინისტროს ფუნქციებით არის აღჭურვილი). „ინოვაციებისა და განვითარების ფონდმა“ დაიწყო მუშაობა. ამერიკის შეერთებულ შტატებში, კონსულტაციებს გავუწევთ ილინოისის შტატს და ჩიკაგოს მერიას. ეს იქნება პირველი პრეცენდენტი, როდესაც ქართული კომპანია კონსულტაციებს უწევს აშშ-ს. ჩიკაგოში სავარაუდოდ ოფისსაც გავხსნით.

ასევე ვიმყოფებოდი სან ფრანცისკოში, ვისკონსინის შტატში, სენატორს შევხვდი. შევთანხმდით, რომ მილუოკის მერიას კონსულტაციებს გავუწევთ სერვისების დახვეწის კუთხით. ჩვენ გვყავს უნიკალური ჯგუფი, რომელმაც შეიმუშავა ახალი ტექნოლოგია „ბლოქჩეინის“ გამოყენების სტრატეგია საჯარო სექტორში. ამის საშუალებით მარტივდება ბიუროკრატია და კიდევ უფრო უმარტივებს ბიზნესსა და მოქალაქეებს ცხოვრებას.

იგივე პროექტის განხორციელებას საქართველოში არ გეგმავთ?

ერთადერთი ქვეყანა, სადაც ეს მუშაობს არის უკრაინა. იქაც ჩვენ გავაკეთეთ. ვგეგმავთ, რომ ევროკავშირის ქვეყნებშიც დავიწყოთ. ასევე გვინდა მისი გამოყენება საქართველოშიც. თქვენი სააგენტოს საშუალებით კიდევ ერთხელ შევთავაზებთ საქართველოს ხელისუფლებას. თუ ინტერესია, მზად ვართ, საქართველოს მთავრობას კონსულტაცია გავუწიოთ. მზად ვართ, პოლიტიკური დაპირისპირება გვერდზე გადავწიოთ. გვაქვს სურვილი, რომ საქართველო ამ მიმართულებით იყოს პირველი. სიმართლე გითხრათ, გული მტკივა რომ სხვა ქვეყნებში ვაკეთებთ და საქართველოში ვერ ვაკეთებთ.

ტრამპის გაპრეზიდენტებას საკმაოდ ნეგატიურად უყურებენ მსოფლიოში. როგორ ჩანს ეს ამერიკიდან?

მთავარი რაც შეიძლება ვთქვათ, ეს არის დაბნეულობა და გაუგებრობა. ტრამპი რას გააკეთებს, ამის წინასწარ განჭვრეტა რთულია. მისი საარჩევნო კამპანია ეს იყო პოლიტიკური ისტებლიშმენტის ნაწილი. ყველა თანხმდება აშშ-ში, რომ ამერიკის მთავრობა ტრამპის პრეზიდენტობის პირობებში ძალიან ეფექტური და კონკრეტულ შედეგებზე ორიენტირებული იქნება. თუ საერთაშორისო პოლიტიკაზე ვსაუბრობთ, მთავარი აქტორი ხდება თითოეული სახელმწიფო. საქართველოს უნდა ჰქონდეს კონკრეტული განრიგი რას აპირებს, საქართველო ამერიკასთან ერთად. სიტუაციის შეფუთვა, რომ ვითომ კარგად არის საქმე, ეს აღარ გამოვა.

ლიბერალური პოლიტიკის წინააღმდეგ ხომ არ დაიწყებს მუშაობას?

არა მგონია. ეკონომიკური კუთხით რა ინიციატივებითაც გამოდის, ეს უფრო პირიქითაა. ეს უფრო ლიბერალიზაციისკენ სვლაა, გადასახადების შემცირება და ა.შ. რაც შეეხება უმცირესობების ჯგუფების მიმართ, ვფიქრობ რომ ეს თემა უფრო გაბუქებულია. ამერიკაში ყველას ესმის, რომ ადამიანის უფლებების ფუნდამენტის საფუძველი რაც არის, ამას ვერავინ გადაუხვევს. მას ჰქონდა მკაცრი გამონათქვამები მიგრაციასთან დაკავშირებით, მაგრამ აქვე გეტყვით რომ ობამას ადმინისტრაციის დროს ყველაზე მეტი ადამიანი იქნა დეპორტირებული ამერიკიდან საიმიგრაციო წესების დარღვევის გამო. ხშირად ასეა, ხოლმე რომ „რესპუბლიკელებს“ აქვთ მკაცრი გამონათქვამები, მაგრამ „დემოკრატები“ გაცილებით ხისტ ნაბიჯებს დგამენ.

ტრამპი პირველ წელს გააკეთებს შიდა ეკონომიკაზე და ქვეყნის უფრო სწრაფ განვითარებაზე. ამით შეეცდება, რომ შემდეგ პერიოდში მას მეტი თავისუფლება ჰქონდეს საერთაშორისო ასპარეზზე. უფრო მარტივი იქნება, რომ ძლიერი ეკონომიკით ესაუბროს რუსეთს, ჩინეთს, ირანს, მათ შორის ევროპის ქვეყნებსაც, თუმცა ევროპას ის პარტნიორად უფრო განიხილავს.

ამერიკაში ინფრასტრუქტურა მართლა მოძველებულია. ევროკავშირის წევრი ქვეყნის ყველაზე ცუდი აეროპორტი უკეთესია, ვიდრე ამერიკის ყველაზე კარგი აეროპორტი. იგივე ითქმის მეტროპოლიტენზეც. ანუ ამერიკაშიც ძალიან ბევრი გაუაზრებელი პროგრამა შემოიღეს. მაგალითად, „ობამა-ქეარი“, რომელიც ჩავარდა. მილიარდები იხარჯება უშედეგოდ. არიან ექსპერტები, რომლებიც ამბობენ, რომ თავის დროზე ამერიკაში ეკონომიკური კრიზისი ჯანდაცვიდან დაიწყო.

შეერთებულ შტატებში ვიზიტი ჰქონდა საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსაც. ხომ არ გქონიათ მასთან შეხვედრა, ან რაიმე ტიპის კომუნიკაცია?

არა, ნამდვილად არ შევხვედრივარ. უფრო მეტიც, მასთან კომუნიკაცია არ მქონია გასული წლის მაისის შემდეგ, როდესაც პარტიიდან წამოსვლის შესახებ გავაკეთე განცხადება. მასთან კომუნიკაციას ნამდვილად არ ვაპირებ.

რას ფიქრობთ, თქვენს ყოფილ პარტიაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, რომელიც რამდენიმე თვე გრძელდებოდა და საბოლოოდ პოლიტიკური დაშორებით დასრულდა, თანაც საკმაოდ არაკორექტულად?

სიმართლე გითხრათ, „ნაცმოძრაობაში“ არსებული ვითარებას განსაკუთრებული ყურადღება ვერ მივაქციე. ვინაიდან, აშშ-ში მქონდა ვიზიტი და სხვა სასაათო სარტყელში ვიყავი. „ნაცმოძრაობაში“ ჩემთვის ბევრი სიახლე არ ყოფილა. რაც მე მაისში ვთქვი, ზუსტად ის ახდა. ძალიან ვწუხვარ, რომ ეს ყველაფერი გამართლდა.

ვინ რაშია დამნაშავე, ამაზე რაც არ უნდა ბევრი ვიჭიდავოთ ამას აზრი არ აქვს. ამ შემთხვევაში ჩემთვის მარტივი საკითხია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ დაიშალა. მიხეილ სააკაშვილმა ფრაქცია ძლივს შექმნა პარლამენტში. აზერ სულეიმანოვი ძლივს დაიმატეს, რომ მეექვსე დეპუტატი იყოს პარლამენტში და ფრაქცია ჰქონდეთ.

მეორე მხრივ დარჩა ბოკერია-უგულავას ჯგუფი, რომლის რეიტინგიც ძალიან დაბალი იქნება, ამ ჯგუფს ფასადად ჰყავს ბაქრაძე, რომელიც ამ სიტუაციის ყველაზე დიდი წურბელაა.

„ყველაზე დიდ წურბელაში“ რას გულისხმობთ?

ბაქრაძეს არაფერი არ გაუკეთებია და იმიჯს თავისი არაფრისმთქმელი განცხადებებით იქმნის. დავით ბაქრაძე ერთ-ერთი პასუხისმგებელია იმ შეცდომებზე, რაც 2012 წლამდე იყო დაშვებული. მან დანაშაულზეც დაიწყო საუბარი, რომლის თანაავტორიც თავად არის. იმიტომ, რომ იმ კონსტიტუციურ ჩარჩოში პარლამენტის მთავარი ფუნქცია მთავრობის კონტროლი იყო. მაშინ თანამდებობით მეორე პირი იყო პარლამენტის თავმჯდომარე და არა პრემიერ-მინისტრი. პრეზიდენტის არყოფნის ვითარებაში მის მოვალეობას პარლამენტის თავმჯდომარე ასრულებდა.

ბაქრაძის პარლამენტის თავმჯდომარეობის პერიოდში პარლამენტი ჩვეულებრივ სანოტარო ბიუროდ გადაიქცა, სადაც კანონპროექტის განხილვაზეც კი არავინ მიდიოდა. იქ იგზავნებოდა კანონები და მას იღებდა პარლამენტი. მთავრობის ანგარიშვალდებულება დავიდა ნულამდე. სულ რომ საუკეთესო ადამიანი ან უწყება იყოს, მასაც სჭირდება კონტროლი. რატომ არის სახელმწიფოში ხელისუფლების დანაწევრების თეორია? იმიტომ რომ ბალანსი იყოს დაცული. ბაქრაძის პარლამენტის თავმჯდომარეობის პირობებში საკანონმდებლო ორგანო სასაცილო სანოტარო კანტორად იქცა. სანოტარო კანტორის თავმჯდომარე იყო ბაქრაძე, რომელმაც ინსტიტუცია, როგორც პარლამენტი მოშალა. აქამდე ამაზე საჯაროდ არ მისაუბრია, შიდა საუბრებში მისაუბრია. თუ მთავრობაში იყო გადაცდომები და როგორც თავად ამბობს დანაშაული პასუხისმგებელი სწორედ თავად არის, რომელმაც როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ ვერ უზრუნველყო მაკონტროლებელი ფუნქციის შესრულება.

ბაქრაძე ამ ყველაფერს შეგნებულად, კარგად გააზრებულად აკეთებდა თუ იყო სხვა რაიმე მიზეზი?

ეს არის ბაქრაძის სტრატეგია, რომ „ოღონდ არავინ იყოს ჩემზე გაბრაზებული და ჩემთვის ვიყო“. რა თქმა უნდა, ის ყველაფერს თანხმდებოდა და არაფერზე ხმას არ იღებდა. აქვე გეტყვით, რომ ნინო ბურჯანაძე გაცილებით უკეთესი პარლამენტის თავმჯდომარე იყო. ბურჯანაძეს მთავრობა ამდენს ვერ უბედავდა. ბაქრაძეს ანგარიშგასაწევ პერსონად არავინ თვლიდა. როდესაც ის დანაშაულებზე საუბრობს, უკაცრავად მაგრამ ის იყო პარლამენტის თავმჯდომარე, მოეთხოვა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტისთვის, რომ ადამიანის უფლებები შეესწავლა და რეალური დასკვნები დაედო. მოეთხოვა იმ ადამიანების პასუხისგებაში მიცემა, ვისაც გადაცდომები ჰქონდა. იქნებოდა ეს თავდაცვის სამინისტროსთან მიმართებაში, ციხეებთან მიმართებაში თუ სხვა. მიეღო საკანონმდებლო რეგულაციები, რომელიც უწყებებს თავისუფალ არეალს შეუზღუდავდა.

მისი სტრატეგიაა, რომ როგორც კი კონფლიქტური სიტუაცია იქმნება, პასუხისმგებლობა აირიდოს. ბოლო პერიოდში სად არის ბაქრაძე? ხედავთ სადმე? მე ვფიქრობ, რომ ბაქრაძე ჯერ კიდევ საპრეზიდენტო არჩევნებიდან მოყოლებული შეთანხმებულია ბიძინა ივანიშვილთან. ვიცი, რომ შეხვდა კიდეც მას. ერთ-ერთ შეხვედრაზე საჯაროდ ისაუბრა ივანიშვილმა, თუმცა ეს მხოლოდ ერთი შეხვედრა იყო. მერე კიდევ იყო.

გაიხსენეთ წარსული, ვახსენეთ უგულავა და ბოკერიაც. მათ შესახებაც მოუყევით „აიპრესის“ მკითხველს, მათ რა როლი ჰქონდათ იმ პერიოდში?

ისინი გარკვეულწილად იყვნენ აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, შესაბამისად ის დანაშაულები, რაზეც ბაქრაძე საუბრობს მათზეც ნაწილდება. მაგრამ მე სხვა რამეზე ვაკეთებ აქცენტს, არსებობს აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლება. აღმასრულებელმა ხელისუფლებამ ძალიან ბევრი აიღო თავის თავზე, ვინ უნდა გააკონტროლოს? რა თქმა უნდა პარლამენტმა! აღარაფერს ვამბობ სასამართლოზე, რომელმაც ცალკეულ შემთხვევებზე გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. სასამართლოც ჩამოშლილი იყო როგორც ინსტიტუტი. ერთი რაც სისტემაში გაკეთდა იყო ის, რომ კორუფციისგან გაიწმინდა, ნორმალური ხელფასები დაენიშნათ და ინფრასტრუქტურულად მოწესრიგდა. თუმცა, ესეც პოლიტიკური იარაღის შემადგენელი ნაწილი იყო. აქედან გამომდინარე ყველაფერის ბატონ-პატრონი აღმასრულებელი ხელისუფლება იყო.

ბოკერია იყო აღმასრულებელ ხელისუფლებაში და ამ მოქმედებების ნაწილი იყო. რაც შეეხება უგულავას, ის იყო დედაქალაქის მერი, ადამიანის უფლებების დარღვევა, რომ პირდაპირ მას უკავშირდებოდეს ასეთი რამე მე არ ვიცი.

მე დაპირისპირება ამ ჯგუფთან მქონდა, რომლებმაც 2012 წლის არჩევნების შემდეგ მართვის ანკლავური სისტემა ჩამოაყალიბეს, რომელიც აბსოლუტურად გაუმჭვირვალე იყო. პირდაპირ გეტყვით, სააკაშვილის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შეცვლა გაცილებით მარტივი იყო, ვიდრე ამ ჯგუფთან. მათთან ურთიერთობა აბსოლუტურად შეუძლებელი იყო.

როდესაც პარტიის განახლებაზე და რეფორმებზე საუბრობენ, მეცინება.  თბილისის მერის არჩევნების დროს პარიამერი, რომ ტარდებოდა, ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც კანდიდატურა მოვხსენი იყო ის, რომ დასუფთავების სამსახურისა და მერიის თანამშრომლებს პარტიის წევრებად იძულებით არეგისტრირებდნენ, რათა ჩემს წინააღმდეგ მიეცათ ხმა. ადმინისტრაციული რესურსი შიდა პარტიული დაპირისპირებისთვის გამოიყენეს.

ნიკა მელიასთანაც გქონდათ დაპირისპირება?

მელიასთან არ მქონია დაპირისპირება.

მელიამ არ იცოდა ეს ყოველივე?

არ ვიცი, მას ჰკითხეთ. მგონი მასაც უნდა სცოდნოდა. ისინი მის გარეშე ამას არ აკეთებდნენ. ეს არის ფსევდოლიბერალიზმი და ფსევდო რეფორმაზე ორიენტირებულობა. დარწმუნებული ვარ, რომ მათი პარტია „ევროპული საქართველო“ ყველაზე ბიუროკრატიული პარტია იქნება საქართველოში.

„ნაცმოძრაობაში“ დარჩენილ ჯგუფზე რას ფიქრობთ?

მათში მომეწონა ის, რომ ყრილობაზე ჩემი იდეებიც არაერთხელ გაჟღერდა. ეს იყო პროექტულ მართვასთან დაკავშირებით, დე-ბიუროკრატიზაცია და ა.შ. ამას მივესალმები. მაგალითად, პროექტულ მართვაზე მე გადამყავს პოროშენკოს პარტია. ეს იყო იდეა, რომელიც „ნაცმოძრაობას“ 2.5 წელიწადნახევარი ვთავაზობდი. რა თქმა უნდა, ჩემი იდეა გოგორიშვილისა და მაჭავარიანისთვის აბსოლუტურად მიუღებელი იყო.

ბოკერიას ვეკამათებოდი და ვაფასებ, რომ მას ჰქონდა თავისი პოზიცია. ყველაზე საშინელებაა, როდესაც ადამიანი თავს გიქნევს და მერე სხვა რამეს აკეთებს, ზურგს უკან მოქმედებს. ასეთია ბაქრაძე. ის ქართულ პოლიტიკაში ყველაზე ნეგატიური ადამიანია, რომელმაც დროზე უნდა დატოვოს პოლიტიკა. უგულავამ თქვა, რომ პარტიის თავმჯდომარე ბაქრაძე იქნება. ისევ ბუკეტივით იქნება დადებული და როდესაც მას რეიტინგი აღარ ექნება ბაქრაძე აღარავის დასჭირდება. ლაპარაკობენ, რომ აი რეფორმა გვინდოდა, რა რეფორმა უნდოდათ. მაჩვენეთ ბოკერიას ან ბაქრაძის მიერ წარმოდგენილი რეფორმის კონცეფცია!

თქვენ ისაუბრეთ პარიმერის დროზე, როგორი ბრძოლა გიწევდათ. როდესაც კანდიდატურა მოხსენით, რატომ არ ისაუბრეთ მაშინ საჯაროდ? და რა გახდა ის ბოლო წვეთი, რამაც პარტიის დატოვების გადაწყვეტილება მიგაღებინათ?

სულ ამას ვამბობდი, რომ სანამ მჯერა და მაქვს იმედი, რომ ენმ-ს ტრანსფორმაცია შესაძლებელია, იქამდე აქ ვარ-მეთქი. ყველაზე მეტი დოკუმენტი პარტიაში ცვლილებებთან, რებრენდინგთან, რეფორმებთან წარდგენილი მე მქონდა. თუმცა ეს ყველაფერი იბლოკებოდა. ყველა ეტაპზე იყო წინააღმდეგობა. როდესაც პროექტს ფრთებს ჩამოაჭრი, ის პროდუქტი აღარაა. დავინახე, რომ დარჩენას აზრი აღარ ჰქონდა. ეს ჯგუფი მიდიოდა იმ მიმართულებით, რომ არჩევნები „ქართული ოცნებისთვის“ ჩაებარებინა. მე ამის თანამონაწილეობა არ მინდოდა და წამოვედი.

სააკაშვილთან გქონდათ კომუნიკაცია?

დიახ, მქონდა და თავიდან ბოლომდე მოვუყევი რაც მოხდებოდა და ჩემი ნათქვამი დეკემბერში დაატყდა თავს. მაშინ თქვა, რომ ვიცი პარტიაში პრობლემებია, მაგრამ ეს ასე არ იქნებაო... მიხეილ სააკაშვილმა ჩემთან მიმართებაში გარკვეული შეთანხმებები არ შეასრულა.

რა შეთანხმებაზე საუბრობთ?

უფრო სწორად, მის მოქმედებაში მე დავინახე, რომ პროცესებში მონაწილეობას არ იღებდა. შიდა პროცესებში არ მონაწილეობდა, იქნებოდა ეს დაპირისპირება, კამათი თუ სხვა, მას პოზიცია არასოდეს არ დაუფიქსირებია. საკუთარი დუმილით, ფაქტობრივად ბაქრაძე-ბოკერია, მაჭავარიანი-გოგორიშვილის ჯგუფს აძლიერებდა. საბოლოო ჯამში ყველაზე მეტად ის თავად დაზარალდა. ამიტომ წამოვედი, რადგან არ მქონდა განცდა, რომ რაღაცის შეცვლა შეგვეძლო.

ბურჭულაძესთან თუ გქონდათ კომუნიკაცია, სანამ ის პოლიტიკას დატოვებდა?

რამდენჯერმე შევხვდი. ბოლო თვენახევარია აღარ მისაუბრია მასთან. ამ ადამიანმა ნახა, რომ პოლიტიკა მისი საქმე არ არის. ალბათ უფრო მეტ მხარდაჭერას ელოდა. თუმცა, ჩვენი დამარცხება ჩვენი კოალიციის ბრალიც იყო.

რას გულისხმობთ?

შეცდომები იყო დაშვებული საარჩევნო კამპანიის პროცესში. ასევე მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ხელისუფლების ბრძოლამ, რომ შუა გაკრეფილიყო და ამომრჩევლის პოლარიზება მომხდარიყო. რეგიონებიდან პარტიის წევრების წასვლა სუფთა ხელოვნური იყო, ვინაიდან ეს ხალხი ხელისუფლების მიერ იყო შემოგდებული და პარტიის წევრებად დარეგისტრირებულები. პარტიის 2-3 ადამიანი იყო, რომლებმაც დატოვეს პარტია, მერე თავად მიიღო „გირჩების“ დატოვების გადაწყვეტილება. ამან მოუმზადებლობის განცდა შექმნა საზოგადოებაში, რომ ძალა პასუხისმგებლობის აღებისთვის მზად არ იყო.

„გირჩებთან“ დაკავშირებით მაინც ბუნდოვანი დარჩა. ბურჭულაძემ თქვა, რომ მან გაუშვა, „გირჩებმა“ თქვეს, რომ თავად წავიდნენ...

რეალურად გადაწყვეტილება ბურჭულაძემ მიიღო. ორი წუთის წინ ვინ რა განცხადება გააკეთა ამას მნიშვნელობა არ აქვს.

ხათუნა ლაგაზიძემ თქვა, რომ ბლოკში ყველაფერს კუბლაშვილი წყვეტდა. რამდენად შეესაბამებოდა ეს რეალობას?

ეს განცხადება გადამლაშებული იყო. კუბლაშვილი იყო „გირჩების“ წევრი, შესაბამისად მას ჰქონდა როლი, თუმცა მარტო ნამდვილად ვერაფერს ვერ წყვეტდა.

დღევანდელი გადმოსახედიდან შეცდომა ხომ არ გგონიათ ბლოკში გაწევრიანება?

წარსულზე ჭმუნვა არ მახასიათებს. ჩვენთვის 3 თვის პარტიისთვის არჩევნებში შესვლა ძალიან რთული იყო. ჩვენ კარგი შედეგი გვაქვს, 3 თვის პოლიტიკური ძალა კვალიფიციური სუბიექტი გავხდით, რაც შემდგომი არჩევნებისთვის მეტ შესაძლებლობას გვაძლევს.

ბოლო პერიოდში ხომ არ გქონიათ მოლაპარაკება რომელიმე პოლიტიკურ სუბიექტთან ან ლიდერთან?

საქართველოში სამწუხაროდ ძალიან რთულია ხოლმე მოლაპარაკებების წარმოება კოალიციებზე და ბლოკებზე. ღირებულებებიც თავის როლს თამაშობს. ჩვენ წმინდა პროდასავლური ძალა ვართ, შესაბამისად გაგვიჭირდება თანამშრომლობა პრორუსულ ძალებთან. ვნახოთ, შესაძლოა დამოუკიდებლად გავიდეთ არჩევნებზე.

გადაწყვეტილი გაქვთ, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებთ მონაწილეობას?

დიახ, თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას ნამდვილად მივიღებთ.

მსგავსი სიახლეები
სოლარიუმის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრი მოსახლებას აფრთხილებს

20 ივლისი, 2017

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მოქალაქეებს ურჩევს, სოლარიუმი არ გამოიყენონ. ცენტრის რეკომენდაციაა, რომ სოლარიუმში სიარულისგან განსაკუთრებით 35 წლამდე მომხმარებლებმა შეიკავონ თავი. დაავადებათა კონტროლისა და...

მეტი

"სენტას" ბენზინგასამართ სადგურზე, რომელმაც „გალფი“ ჩაანაცვლა, საწვავი ძველი სადგურის ფასებთან შედარებით, იაფია

20 ივლისი, 2017

თბილისში „სენტას“ ბრენდის კიდევ ერთი ახალი ბენზინგასამართი სადგური გაიხსნა. დიდუბის ავტოსადგურთან არსებული „გალფის“ ობიექტის ადგილას, მომხმარებელს უკვე კომპანია „სენტას“ ხარისხიანი და უფრო იაფი საწვავს შეძენა...

მეტი

"ნაცმოძრაობის დროს სასამართლოც და პარლამენტიც ჩამოშლილი იყო" - ინტერვიუ გიორგი ვაშაძესთან

"ნაცმოძრაობის დროს სასამართლოც და პარლამენტიც ჩამოშლილი იყო" - ინტერვიუ გიორგი ვაშაძესთან
00:00 | 28 იანვარი, 2017

ავტორი: იაგო ნაცვლიშვილი