ჭიაბერაშვილი: ვენეციის კომისიამ იცის, პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას დებატები მოჰყვება

თაკო პაატაშვილი

საპარლამენტო უმცირესობაში შემავალი ფრაქციების წარმომადგენლები ვენეციის კომისიის დელეგაციის წევრებს შეხვდნენ.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ, საპარლამენტო უმცირესობის წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, შეხვედრაზე საარჩევნო სისტემაზე, პრეზიდენტის არჩევის წესზე, ასევე სასამართლო რეფორმაზე ისაუბრეს.

ჭიაბერაშვილის თქმით, კონსესუსი თითქმის მიღწეულია იმასთან დაკავშირებით, რომ პროპორციული საარჩევნო სისტემა უნდა ჩამოყალიბდეს.

„ჩვენი საზოგადოებისთვის მოულოდნელი არ იქნება, თუ ვიტყვი, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი ეს არის საარჩევნო სისტემის ცვლილება. ვენეციის კომისია ხედავს, რომ საქართველოში მივდივართ იმ კონსესუსისაკენ, რომ პროპორციული სისტემის არჩევნები უნდა ჩამოყალიბდეს, მაჟორიტარული ნაწილი გაუქმდეს და არ იყოს შესაძლებლობა, რომ მმართველმა პარტიამ მიიღო იმაზე მეტი ადგილი პარლამენტში, ვიდრე მას მანდატს აძლევს ხალხი არჩევნებზე“, - აღნიშნა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

დეპუტატის განცხადებით, ფრაქციის წევრებმა ვენეციის კომისიის დელეგაციის წარმომადგენლებს პრეზიდენტის არჩევის საკითხთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია გააცნეს, რომ პრეზიდენტის არჩევის არსებული წესი უნდა იყოს შენარჩუნებული. 

„რა თქმა უნდა განხილვის საგანი საკონსტიტუციო კომისიაში იქნება, ვენეციის კომისიამ ესეც კარგად იცის, რომ პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის წესი შეიცვლება თუ არა, ამაზე სერიოზული დებატები იქნება.  ჩვენ გავაცანით ჩვენი პოზიცია, რომ ვემხრობით დარჩეს ეს წესი როგორც არის, იქიდან გამომდინარე, რომ ეს არის დამოუკიდებლობის აღდგომის შემდგომ დამკვიდრებული უკვე მყარი პოლიტიკური პრაქტიკა, ამავდროულად ამან არ უნდა გამოიწვიოს პრეზიდენტის უფლებამოსილებების კიდევ უფრო შეკვეცა“, - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

ამასთან, ჭიაბერაშვილის მტკიცებით, საერთაშორისო საზოგადოებაც კი აღიარებს, რომ საქართველოში სასამართლოსადმი ნდობა პრაქტიკულად აღარ არსებობს.

„მესამე საკითხი, რაც დღის წესრიგში დგას, ეს არის სასამართლო, რადგან ყველა აღიარებს, საერთაშორისო საზოგადოებაც, ადგილზე ჩვენი საზოგადოებაც, რომ ძალიან დაბალია და პრაქტიკულად არ არსებობს სასამართლოსადმი ნდობა. ჩვენი პოზიცია ძალიან მარტივია, იმ პირობებში, როდესაც ბიძინა ივანიშვილი ჯერ კიდევ დაინტერესებულია ძალიან მყარად სასამართლოს კონტროლით, იმ პირობებში როცა ჰყავს პოლიტიკური პატიმრები, წარმოუდგენელია ხელისუფლება სასამართლოს სერიოზულ რეფორმას დათანხმდეს, ამიტომ, ჩვენ ვამბობთ კიდევაც, რომ სანამ ქვეყანაში პოლიტპატიმრებია, სასამართლო რეფორმაზე საუბარი, უბრალოდ წყლის ნაყვა იქნება“, - აღნიშნა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
საქართველო ღვიძლის საერთაშორისო კონგრესზე (EASL 2017)

22 აპრილი, 2017

19-23 აპრილს, ქალაქ ამსტერდამში იმართება ღვიძლის შემსწავლელი ევროპული ასოციაციის (EASL) ყოველწლიური საერთაშორისო კონგრესი. კონგრესს ესწრება წარმომადგენლობითი დელეგაცია საქართველოდან – შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური...

მეტი

სამედიცინო კორპორაცია

სამედიცინო კორპორაცია "ევექსი" ყველაზე მასშტაბურ გარემოსდაცვით ღონისძიებას შეუერთდა

22 აპრილი, 2017

22 აპრილს დედამიწის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით "სამედიცინო კორპორაცია ევექსი" ყველაზე მასშტაბურ გარემოსდაცვით ღონისძიებას შეუერთდა. დასუფთავების აქციაში ევექსის ქსელში არსებული რეფერალური ჰოსპიტალები ჩაერთვნენ. ...

მეტი

ჭიაბერაშვილი: ვენეციის კომისიამ იცის, პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას დებატები მოჰყვება

ჭიაბერაშვილი: ვენეციის კომისიამ იცის, პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას დებატები მოჰყვება
17:48 | 20 იანვარი, 2017

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ, საპარლამენტო უმცირესობის წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, შეხვედრაზე საარჩევნო სისტემაზე, პრეზიდენტის არჩევის წესზე, ასევე სასამართლო რეფორმაზე ისაუბრეს.

ჭიაბერაშვილის თქმით, კონსესუსი თითქმის მიღწეულია იმასთან დაკავშირებით, რომ პროპორციული საარჩევნო სისტემა უნდა ჩამოყალიბდეს.

„ჩვენი საზოგადოებისთვის მოულოდნელი არ იქნება, თუ ვიტყვი, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი ეს არის საარჩევნო სისტემის ცვლილება. ვენეციის კომისია ხედავს, რომ საქართველოში მივდივართ იმ კონსესუსისაკენ, რომ პროპორციული სისტემის არჩევნები უნდა ჩამოყალიბდეს, მაჟორიტარული ნაწილი გაუქმდეს და არ იყოს შესაძლებლობა, რომ მმართველმა პარტიამ მიიღო იმაზე მეტი ადგილი პარლამენტში, ვიდრე მას მანდატს აძლევს ხალხი არჩევნებზე“, - აღნიშნა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

დეპუტატის განცხადებით, ფრაქციის წევრებმა ვენეციის კომისიის დელეგაციის წარმომადგენლებს პრეზიდენტის არჩევის საკითხთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია გააცნეს, რომ პრეზიდენტის არჩევის არსებული წესი უნდა იყოს შენარჩუნებული. 

„რა თქმა უნდა განხილვის საგანი საკონსტიტუციო კომისიაში იქნება, ვენეციის კომისიამ ესეც კარგად იცის, რომ პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის წესი შეიცვლება თუ არა, ამაზე სერიოზული დებატები იქნება.  ჩვენ გავაცანით ჩვენი პოზიცია, რომ ვემხრობით დარჩეს ეს წესი როგორც არის, იქიდან გამომდინარე, რომ ეს არის დამოუკიდებლობის აღდგომის შემდგომ დამკვიდრებული უკვე მყარი პოლიტიკური პრაქტიკა, ამავდროულად ამან არ უნდა გამოიწვიოს პრეზიდენტის უფლებამოსილებების კიდევ უფრო შეკვეცა“, - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

ამასთან, ჭიაბერაშვილის მტკიცებით, საერთაშორისო საზოგადოებაც კი აღიარებს, რომ საქართველოში სასამართლოსადმი ნდობა პრაქტიკულად აღარ არსებობს.

„მესამე საკითხი, რაც დღის წესრიგში დგას, ეს არის სასამართლო, რადგან ყველა აღიარებს, საერთაშორისო საზოგადოებაც, ადგილზე ჩვენი საზოგადოებაც, რომ ძალიან დაბალია და პრაქტიკულად არ არსებობს სასამართლოსადმი ნდობა. ჩვენი პოზიცია ძალიან მარტივია, იმ პირობებში, როდესაც ბიძინა ივანიშვილი ჯერ კიდევ დაინტერესებულია ძალიან მყარად სასამართლოს კონტროლით, იმ პირობებში როცა ჰყავს პოლიტიკური პატიმრები, წარმოუდგენელია ხელისუფლება სასამართლოს სერიოზულ რეფორმას დათანხმდეს, ამიტომ, ჩვენ ვამბობთ კიდევაც, რომ სანამ ქვეყანაში პოლიტპატიმრებია, სასამართლო რეფორმაზე საუბარი, უბრალოდ წყლის ნაყვა იქნება“, - აღნიშნა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

ავტორი: თაკო პაატაშვილი