ირაკლი კაკაბაძე "გველისმჭამელის მოძრაობას" აფუძნებს

ადმინისტრატორი

უფლებადამვცელი ირაკლი კაკაბაძე "გველისმჭამელის მოძრაობას" აფუძნებს, ამის შესახებ იგი სოციალურ ქსელში წერს.

"1990 წლის აღწერით საქართველოში 5,5 მილიონი ადამიანი ცხოვრობდა. მათს შორის პრაქტიკულად არცერთი არ იყო უმუშევარი და უპოვარი. 1992 წლის 6 იანვარს საქართველოში მოსახლეობის მიერ კანონიერად არჩეული პრეზიდენტი და პარლამენტი ძალადობრივი გზით დაამხეს. ქართველი ხალხის უმრავლესობის ნება შეცვალა ძალიან მცირე უმცირესობის - ნეოლიბერალი მევახშეების და ბანკირების ხელისუფლებებმა. 1992 წლის 6 იანვარში შემდეგ საქართველოში ცხოვრება სულ უფრო და უფრო შეუძლებელია ხდება. საქართველოს მოსახლეობა შემციდრა 1,8 მილიონით - ამდენმა ადამიანმა დატოვა საქართველო აუტანელი ცხოვრების პირობების გამო.

ახალი ქართული ელიტა, რომელიც ისევ და ისევ ძველი ნომენკლატურული და კგბ-ს კადრებისგან შედგება ახლა უკვე დააკანონა თავისი ბატონობა და დაიწყო ქართული მიწების მასიური გასხვისება ტრანს-ნაციონალურ კორპორაციებზე; ქვეყანა ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე დგას - გიგანტური ჰესების მშენებლობა ერთი მუჭა კორპორატიული ელიტის გასამდიდრებლად დაღუპვის რეალური საშიშროების წინაშე აყენებს ქვეყანას; მოსახლეობის დიდი უმრავლესობა სრულიად აუტანელ პირობებში ცხოვრობს - დაახლოებით 273 ათასი ქართული ოჯახი (განურჩევლად ეროვნების, სქესის თუ რელიგიური ორიენტაციის) არის საკუთარი ერთადერთი სახლიდან გამოსახლებული ან გამოსასახლებელი.

1992 წლიდან ქართული სახელწმიფო ქართველ ხალხს კი არა ერთ მუჭა მევახშეებს, ბანკირებს და კორპორატიულ ელიტებს ემსახურება და კონსტიტუციას და კანონებს მხოლოდ მათს საჭიროებებს არგებს; საქართველო დემოგრაფიული კატასტროფის წინაშეც დგას; საქართველოში 1992 წლიდან პოლიცია საუბედუროდ მხოლოდ მდიდრების და პრივილეგირებულების ინტერესებს იცავს - საქართველოს რიგითი მოქალაქე დაუცველია; 1992 წლიდან ყველა არჩევნები გაყალბებულია - ეგრეთწოდებული "ლიბერალ-დემოკრატიული სისტემა" სრულებით დისკრედიტებული;

ამ ახალი წლიდან იწყება ახალი მოძრაობა - რომელიც არ იღებს ეგრეთწოდებული "ლიბერალური დემოკრატიის" გაყალბებულ თამაშის წესებს; ის კლასიკური გაგებით არც მემარცხენეა და არც მემარჯვენე - ის არის გველისმჭამელის პრინციპებზე დამყარებული მოძრაობა, რომლის მიზანია დაიცვას ბუნებრივი და ადამიანური გარემო და დაამყაროს სოციალური სამართლიანობა; ეს არ არის პოლიტიკური მოძრაობა; ჩვენი მიზანი არ არის და არც არასდროს იქნება ხელისუფლებაში მოსვლა; ჩვენი მიზანია ხელისუფლების სტრუქტურის შეცვლა და მისი უფრო დემოკრატიულად და სახალხოდ ქცევა; 

დღევანდელ დღეს ქვეყნის წინაშე ორი კარგად გამოკვეთილი ამოცანა დგას:

1. კონსტიტუციით გარანტირებულ იქნას საქართველოს ყველა მოქალაქის ფუნდამენტური ადამიანური უფლება საცხოვრისზე;

2. საქართველოს ტერიტორიის 95 პროცენტი მაინც გამოცხადდეს ნაკრძალად, იმისათვის რომ კორპორატიული ელიტების სიხარბეს არ მოჰყვეს კლიმატურ ცვლილებასთან დაკავშირებული ბუნებრივი კატასტროფა;

ამ ყველაფრის კონსტიტუციაში ჩადება არის საქართველოს ნებისმიერი ტიპის ხელისუფლების ვალდებულება; ჩვენ ამის მიღწევისათვის ყველაფერს გავაკეთებთ;

2016 წლის ბოლოსათვის 273 ათასი ოჯახი საქართველოში უსახლკაროდ უნდა დარჩეს; ამავე დროს 2016 წლის ბოლო 4 თვეში 6 წამყვანი ბანკის სუფთა მოგებამ 421 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა; ჩვენ ვლაპარაკობთ მხოლოდ ოფიციალურ ბანკებზე - თიბისი ბანკზე, საქართველოს ბანკზე, ლიბერთი ბანკზე, ვითიბი ბანკზე, ქართუ ბანკზე და ბაზის ბანკზე; ეს ორგანიზაციები კი მიკროსაფინანსო ბანკებთან და კერძო მევახშეებთან შედარებით ანგელოზები არიან; 421 მილიონი მხოლოდ ფუფუნების თანხაა მხოლოდ ბანკებისთვის - მაშინ როდესავ მილიონამდე საქართველოს მოქალაქე უსახლკაროდ რჩება;

სოციალური სამართლიანობა არის სრულიად აუცილებელი იმისათვის, რომ ამ ქვეყანამ ცხოვრება გააგრძელოს; ჩვენ მივმართავთ წინადადებით ამ ქვეყნის მთავარ ბანკირს, ბიძინა ივანიშვილს და მის კოლეგებს ფინანსურ და კომერციულ სფეროში - ნუთუ არ შეიძლება მოქალაქეებს მინიმალური საჭიროებები დაუკმაყოფილდეს, მაშინ როდესაც ეს ბატონები (ძირითადად მამრობითი სქესის ბიზნესმენები), მხოლოდ მათი ფუფუნებისათვის გასული წლის ბოლო 4 თვეში 421 მილიონ მეტს ხარჯავდნენ;

ერთად ვიფიქროთ იმაზე თუ როგორ ვიხსნათ საქართველო ფინანსური მონობისგან და სიდუხჭირეში სიკვდილისგან. იქნებ დაგვეწყო ქმედება - რომ ერთმანეთს გვერდში დავუდგეთ - რომ შესაძლებლობა ამ ქვეყანაში მარტო მმართველი ელიტის ერთეულებისთვის არ იყოს?!..

ჩვენ ველით პასუხს მომავალ კვირაში", - წერს ირაკლი კაკაბაძე facebook-ში.

მსგავსი სიახლეები
საქართველო ღვიძლის საერთაშორისო კონგრესზე (EASL 2017)

22 აპრილი, 2017

19-23 აპრილს, ქალაქ ამსტერდამში იმართება ღვიძლის შემსწავლელი ევროპული ასოციაციის (EASL) ყოველწლიური საერთაშორისო კონგრესი. კონგრესს ესწრება წარმომადგენლობითი დელეგაცია საქართველოდან – შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური...

მეტი

სამედიცინო კორპორაცია

სამედიცინო კორპორაცია "ევექსი" ყველაზე მასშტაბურ გარემოსდაცვით ღონისძიებას შეუერთდა

22 აპრილი, 2017

22 აპრილს დედამიწის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით "სამედიცინო კორპორაცია ევექსი" ყველაზე მასშტაბურ გარემოსდაცვით ღონისძიებას შეუერთდა. დასუფთავების აქციაში ევექსის ქსელში არსებული რეფერალური ჰოსპიტალები ჩაერთვნენ. ...

მეტი

ირაკლი კაკაბაძე "გველისმჭამელის მოძრაობას" აფუძნებს

ირაკლი კაკაბაძე "გველისმჭამელის მოძრაობას" აფუძნებს
23:22 | 19 იანვარი, 2017

"1990 წლის აღწერით საქართველოში 5,5 მილიონი ადამიანი ცხოვრობდა. მათს შორის პრაქტიკულად არცერთი არ იყო უმუშევარი და უპოვარი. 1992 წლის 6 იანვარს საქართველოში მოსახლეობის მიერ კანონიერად არჩეული პრეზიდენტი და პარლამენტი ძალადობრივი გზით დაამხეს. ქართველი ხალხის უმრავლესობის ნება შეცვალა ძალიან მცირე უმცირესობის - ნეოლიბერალი მევახშეების და ბანკირების ხელისუფლებებმა. 1992 წლის 6 იანვარში შემდეგ საქართველოში ცხოვრება სულ უფრო და უფრო შეუძლებელია ხდება. საქართველოს მოსახლეობა შემციდრა 1,8 მილიონით - ამდენმა ადამიანმა დატოვა საქართველო აუტანელი ცხოვრების პირობების გამო.

ახალი ქართული ელიტა, რომელიც ისევ და ისევ ძველი ნომენკლატურული და კგბ-ს კადრებისგან შედგება ახლა უკვე დააკანონა თავისი ბატონობა და დაიწყო ქართული მიწების მასიური გასხვისება ტრანს-ნაციონალურ კორპორაციებზე; ქვეყანა ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე დგას - გიგანტური ჰესების მშენებლობა ერთი მუჭა კორპორატიული ელიტის გასამდიდრებლად დაღუპვის რეალური საშიშროების წინაშე აყენებს ქვეყანას; მოსახლეობის დიდი უმრავლესობა სრულიად აუტანელ პირობებში ცხოვრობს - დაახლოებით 273 ათასი ქართული ოჯახი (განურჩევლად ეროვნების, სქესის თუ რელიგიური ორიენტაციის) არის საკუთარი ერთადერთი სახლიდან გამოსახლებული ან გამოსასახლებელი.

1992 წლიდან ქართული სახელწმიფო ქართველ ხალხს კი არა ერთ მუჭა მევახშეებს, ბანკირებს და კორპორატიულ ელიტებს ემსახურება და კონსტიტუციას და კანონებს მხოლოდ მათს საჭიროებებს არგებს; საქართველო დემოგრაფიული კატასტროფის წინაშეც დგას; საქართველოში 1992 წლიდან პოლიცია საუბედუროდ მხოლოდ მდიდრების და პრივილეგირებულების ინტერესებს იცავს - საქართველოს რიგითი მოქალაქე დაუცველია; 1992 წლიდან ყველა არჩევნები გაყალბებულია - ეგრეთწოდებული "ლიბერალ-დემოკრატიული სისტემა" სრულებით დისკრედიტებული;

ამ ახალი წლიდან იწყება ახალი მოძრაობა - რომელიც არ იღებს ეგრეთწოდებული "ლიბერალური დემოკრატიის" გაყალბებულ თამაშის წესებს; ის კლასიკური გაგებით არც მემარცხენეა და არც მემარჯვენე - ის არის გველისმჭამელის პრინციპებზე დამყარებული მოძრაობა, რომლის მიზანია დაიცვას ბუნებრივი და ადამიანური გარემო და დაამყაროს სოციალური სამართლიანობა; ეს არ არის პოლიტიკური მოძრაობა; ჩვენი მიზანი არ არის და არც არასდროს იქნება ხელისუფლებაში მოსვლა; ჩვენი მიზანია ხელისუფლების სტრუქტურის შეცვლა და მისი უფრო დემოკრატიულად და სახალხოდ ქცევა; 

დღევანდელ დღეს ქვეყნის წინაშე ორი კარგად გამოკვეთილი ამოცანა დგას:

1. კონსტიტუციით გარანტირებულ იქნას საქართველოს ყველა მოქალაქის ფუნდამენტური ადამიანური უფლება საცხოვრისზე;

2. საქართველოს ტერიტორიის 95 პროცენტი მაინც გამოცხადდეს ნაკრძალად, იმისათვის რომ კორპორატიული ელიტების სიხარბეს არ მოჰყვეს კლიმატურ ცვლილებასთან დაკავშირებული ბუნებრივი კატასტროფა;

ამ ყველაფრის კონსტიტუციაში ჩადება არის საქართველოს ნებისმიერი ტიპის ხელისუფლების ვალდებულება; ჩვენ ამის მიღწევისათვის ყველაფერს გავაკეთებთ;

2016 წლის ბოლოსათვის 273 ათასი ოჯახი საქართველოში უსახლკაროდ უნდა დარჩეს; ამავე დროს 2016 წლის ბოლო 4 თვეში 6 წამყვანი ბანკის სუფთა მოგებამ 421 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა; ჩვენ ვლაპარაკობთ მხოლოდ ოფიციალურ ბანკებზე - თიბისი ბანკზე, საქართველოს ბანკზე, ლიბერთი ბანკზე, ვითიბი ბანკზე, ქართუ ბანკზე და ბაზის ბანკზე; ეს ორგანიზაციები კი მიკროსაფინანსო ბანკებთან და კერძო მევახშეებთან შედარებით ანგელოზები არიან; 421 მილიონი მხოლოდ ფუფუნების თანხაა მხოლოდ ბანკებისთვის - მაშინ როდესავ მილიონამდე საქართველოს მოქალაქე უსახლკაროდ რჩება;

სოციალური სამართლიანობა არის სრულიად აუცილებელი იმისათვის, რომ ამ ქვეყანამ ცხოვრება გააგრძელოს; ჩვენ მივმართავთ წინადადებით ამ ქვეყნის მთავარ ბანკირს, ბიძინა ივანიშვილს და მის კოლეგებს ფინანსურ და კომერციულ სფეროში - ნუთუ არ შეიძლება მოქალაქეებს მინიმალური საჭიროებები დაუკმაყოფილდეს, მაშინ როდესაც ეს ბატონები (ძირითადად მამრობითი სქესის ბიზნესმენები), მხოლოდ მათი ფუფუნებისათვის გასული წლის ბოლო 4 თვეში 421 მილიონ მეტს ხარჯავდნენ;

ერთად ვიფიქროთ იმაზე თუ როგორ ვიხსნათ საქართველო ფინანსური მონობისგან და სიდუხჭირეში სიკვდილისგან. იქნებ დაგვეწყო ქმედება - რომ ერთმანეთს გვერდში დავუდგეთ - რომ შესაძლებლობა ამ ქვეყანაში მარტო მმართველი ელიტის ერთეულებისთვის არ იყოს?!..

ჩვენ ველით პასუხს მომავალ კვირაში", - წერს ირაკლი კაკაბაძე facebook-ში.

ავტორი: ადმინისტრატორი