ზაზა ფაჩულია: შედეგის მიუხედავად, ჩემი გულშემატკივრის მადლობელი ვარ

ზაზა ფაჩულია: შედეგის მიუხედავად, ჩემი გულშემატკივრის მადლობელი ვარ

საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების კაპიტანი და „გოლდენ სტეიტის“ კალათბურთელი, ზაზა ფაჩულია, ALL STAR-თან დაკავშირებით „ოკლაჰომასთან“ მოგებული თამაშის შემდეგ კომენტარს აკეთებს და აცხადებს, რომ შედეგების მიუხედავად, ის თავისი გულშემტკივრის მაინც მადლობელია.

"გუნდში შესანიშნავი განწყობაა. „გოლდენ სტეიტში“ ნამდვილი პროფესიონალები და უბრალოდ კარგი ადამიანები თამაშობენ. ჩვენი მიზანი ჩემპიონის ტიტულია, რისთვისაც ყველაფერს გავაკეთებთ. რაც შეეხება ALL STAR-ს, რასაკვირველია, ჩემთვის მნიშნვნელოვანია ნიუ ორლეანში გამგზავრება, მაგრამ შედეგის მიუხედავად, ჩემი გულშემატკივრის მადლობელი ვარ. როგორც ქართველმა, ისე ამერიკელმა გულშემატკივარმა მაქსიმუმი გააკეთა“, - განაცხადა ფაჩულიამ.

ALL STAR-ის სასტარტო ხუთეულები, ხვალ, საქართველოს დროით, 04:00 საათზე, TNT-ს ლაივშოუში დასახელდება. სათდარიგო 7-7 კალათბურთელს კი, მწვრთნელები 26 იანვრამდე დაასახელებენ.

ALL STAR 19 თებერვალს, ნიუ ორლეანში შედგება.

ლაშა ტალახაძე დაქორწინდა

ლაშა ტალახაძე დაქორწინდა

3 საათის წინ

შეგახსენებთ, რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში მიმდინარე ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატზე, ლაშა ტალახაძემ მძიმე წონაში ოქროს მედალი და კონტინენტის ჩემპიონის ტიტული კიდევ ერთხელ მოიპოვა. ჩემპიონმა ატაცში 210 კილოგრამი აწია და დისციპლინის ოქროს...

USD 2.4791
EUR 3.0282
GBP 3.4564
TRY 0.6068