ვალიშვილი: გაწეული მომსახურებისთვის "გაზპრომისგან" საუკეთესო და მაღალ ანაზღურებას მივიღებთ

ადმინისტრატორი

ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ვალიშვილი საზოგადოებრივ მაუწყებელთან "გაზპრომთან" მოლაპარაკებებზე საუბრობს და აცხადებს, რომ იქ არ ყოფილა ძალების დემონტრაცია. მისივე თქმით, საქართველო მიიღებს საკმაოდ მაღალ ანაზღაურებას როგორც ტრანზიტორი ქვეყანა, მისივე განცხადებით, ეს არ იქნება 10% ის შესაბამისი, თუმცა იქნება საკმაოდ მაღალი. 

"ეს არ იყო ძალების დემონსტრირების მოლაპარაკებები. ჩვენ როგორც სატრანზიტო ქვეყანა, ღირებულებების და პრინციპების მატარებელი. არ ყოფილა ჩვენი მხრიდან შანტაჟის ენით საუბარი, თუ არ მოხდებოდა ამაზე დათანხმება გარკვეულ კრიტიკულ ზომებს განვახორციელებდით.  

ამიტომ ჩვენ ძირითადად აქცენტები გავაკეთეთ იმაზე, რომ მოლაპარაკებები ყოფილიყო აქცენტირებული კომერციული მოლაპარაკებების ფორმატში. კონკრეტულად ჩვენ გვინდოდა მიგვეღო შესაბამისი ანაზღაურება იმ გაწეული ხარჯებისთვის და მომსახურების გაწევისთვის.  ის ანაზღუარება არის ერთ-ერთი საუკეთესო და მაღალი. 

თუ რამდენია კომერიცული საიდუმლოებაა და ვერცერთ ხელშეკრულებას ვერ მეტყვით სატრანზიტო თანხა საჯაროდაა. ეს არის ერთ-ერთი საუკეთესო ანაზღაურება რაც კი შეიძლება ამ ინდუსტრიაში ამ ფორმატში არსებობდეს. რასაკვირველია ეს არ არის 10% რასაც აქამდე ვიღებდით, მაგრამ ეს არის ერთ-ერთი მაღალი ფასი რასაც ტრანზიტიორი ქვეყანა იღებს გაწუეული მომსახურებისათვის. გარდა ამისა ჩვენ ცალსახად გვინდოდა რომ გაზის მოწოდების კონტრაქტის მიბმა ყოფილიყო ამ სატრანზიტო საფასურზე რაც ასევე განხორციელდა.

ვფიქრობ, საჭიროების შემთხვევაში თუ საქართველოს ბაზარზე იქნება დამატებითი მოცულობების მოწოდება აუცილებელი რუსეთიდან, ამ შემთხვევაში ჩვენ გვექნება შესაძლებლობა ეს რუსული გაზი ბაზარს მიეწოდოს კიდევ უფრო შემცირებულ ფასად ვიდრე ეს 2015 წელს იყო. ეს იძლევა გარანტიას, რომ მომავალი 2 წლის განმავლობაში ეს არის დარეგულირებული საკითხი", - განაცხადა მარიამ ვალიშვილმა. 

მსგავსი სიახლეები
ავერსის კლინიკაში 4 წლის პაციენტს ღვიძლი გადაუნერგეს

8 დეკემბერი, 2017

23 ნოემბერს ავერსის კლინიკაში 4 წლის პაციენტს ღვიძლი გადაუნერგეს. დონორი ბავშვის მამა იყო. ოპერაციამ გართულებების გარეშე ჩაიარა, პოსტოპერაციული პერიოდი დამაკმაყოფილებლად მიმდინარეობს. info9.ge The post ავერსის კლინიკაში 4 წლის...

მეტი

ქედაში პირველი აჭარელი ექიმის ყადირ შერვაშიძის ბიუსტი გაიხსნება

12 დეკემბერი, 2017

ხვალ 15 საათზე, დაბა ქედაში კოსტავას ქუჩაზე მდებარე სკვერში, პირველი აჭარელი ექიმის, თამარ მეფის ორდენის კავალერისა და საზოგადო მოღვაწის - ყადირ თუფანის ძე შერვაშიძის ბიუსტის გახსნის ცერემონია გაიმართება. ცერემონიას...

მეტი

ვალიშვილი: გაწეული მომსახურებისთვის "გაზპრომისგან" საუკეთესო და მაღალ ანაზღურებას მივიღებთ

ვალიშვილი: გაწეული მომსახურებისთვის "გაზპრომისგან" საუკეთესო და მაღალ ანაზღურებას მივიღებთ
20:22 | 11 იანვარი, 2017

"ეს არ იყო ძალების დემონსტრირების მოლაპარაკებები. ჩვენ როგორც სატრანზიტო ქვეყანა, ღირებულებების და პრინციპების მატარებელი. არ ყოფილა ჩვენი მხრიდან შანტაჟის ენით საუბარი, თუ არ მოხდებოდა ამაზე დათანხმება გარკვეულ კრიტიკულ ზომებს განვახორციელებდით.  

ამიტომ ჩვენ ძირითადად აქცენტები გავაკეთეთ იმაზე, რომ მოლაპარაკებები ყოფილიყო აქცენტირებული კომერციული მოლაპარაკებების ფორმატში. კონკრეტულად ჩვენ გვინდოდა მიგვეღო შესაბამისი ანაზღაურება იმ გაწეული ხარჯებისთვის და მომსახურების გაწევისთვის.  ის ანაზღუარება არის ერთ-ერთი საუკეთესო და მაღალი. 

თუ რამდენია კომერიცული საიდუმლოებაა და ვერცერთ ხელშეკრულებას ვერ მეტყვით სატრანზიტო თანხა საჯაროდაა. ეს არის ერთ-ერთი საუკეთესო ანაზღაურება რაც კი შეიძლება ამ ინდუსტრიაში ამ ფორმატში არსებობდეს. რასაკვირველია ეს არ არის 10% რასაც აქამდე ვიღებდით, მაგრამ ეს არის ერთ-ერთი მაღალი ფასი რასაც ტრანზიტიორი ქვეყანა იღებს გაწუეული მომსახურებისათვის. გარდა ამისა ჩვენ ცალსახად გვინდოდა რომ გაზის მოწოდების კონტრაქტის მიბმა ყოფილიყო ამ სატრანზიტო საფასურზე რაც ასევე განხორციელდა.

ვფიქრობ, საჭიროების შემთხვევაში თუ საქართველოს ბაზარზე იქნება დამატებითი მოცულობების მოწოდება აუცილებელი რუსეთიდან, ამ შემთხვევაში ჩვენ გვექნება შესაძლებლობა ეს რუსული გაზი ბაზარს მიეწოდოს კიდევ უფრო შემცირებულ ფასად ვიდრე ეს 2015 წელს იყო. ეს იძლევა გარანტიას, რომ მომავალი 2 წლის განმავლობაში ეს არის დარეგულირებული საკითხი", - განაცხადა მარიამ ვალიშვილმა. 

ავტორი: ადმინისტრატორი